1. ფორმა F1-3 – აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა მოიცავს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობის შესახებ, როგორც ჯამურად, ისე ბარათების ტიპების და სახეობების მიხედვით. ჯამური რაოდენობიდან გამოყოფილია აქტიური სოციალური, აქტიური სახელფასო, აქტიური მოსწავლის, აქტიური სატრანსპორტო, აქტიური ჩიპიანი, აქტიური უკონტაქტო, აქტიური ვირტუალური, აქტიური ერთობლივი, აქტიური განვადების ბარათი თითოეული სქემის მიხედვით.
2. F1-3 ფორმის სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-2-ის სტრუქტურის და ივსება მის ანალოგიურად აქტიური ბარათების მონაცემები