ინფორმაცია ემიტენტის საქმიანობის შესახებ (ფორმა F1-1), რომელიც შედგება ორი ქვეფორმისგან: ფორმა F1-1.1 „ზოგადი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ“ და ფორმა F1-1.2 „ინფორმაცია საბარათე ინსტრუმენტზე და ინსტრუმენტის მფლობელზე“ – მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის საქმიანობის შესახებ საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების კუთხით თითოეული საბარათე სქემის მიხედვით, კერძოდ:

ა) ფორმა F1-1.1  „ზოგადი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ“ – მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა.ა) საბარათე სისტემაში მონაწილეობის ტიპი – მიეთითება პროვაიდერის მონაწილეობის ტიპი (პირდაპირი, არაპირდაპირი) თითოეული სისტემის მიხედვით. თუ პროვაიდერი არის იმ საბარათე სქემის სისტემის წევრი, რომელიც არ არის არსებულ ჩამონათვალში, მაშინ  სისტემის დასახელება პროვაიდერს შეჰყავს ველში „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“;

ა.ბ) საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების ლიცენზია/უფლება  – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმის მიხედვით, ფლობს თუ არა პროვაიდერი  ამ სქემის ინსტრუმენტის გამოშვებაზე სქემის ლიცენზიას/უფლებას;

ა.გ) ჩიპიანი ბარათების გამოშვების ლიცენზია/უფლება – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმის მიხედვით, ფლობს თუ არა პროვაიდერი ამ სქემის ჩიპიანი ბარათების გამოშვებაზე სქემის ლიცენზიას;

ა.დ) მომსახურე საპროცესინგო ცენტრის დასახელება – შესაბამის ველში მიეთითება იმ საპროცესინგო ცენტრის დასახელება (ქვეყნის შიგნით ან გარეთ), რომელიც ამუშავებს პროვაიდერის საბარათე ინსტრუმენტით შესრულებულ ოპერაციებს;

ა.ე) ემისიის 3D უსაფრთხოების ტექნოლოგია – შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმის მიხედვით, აქვს თუ არა პროვაიდერს დანერგილი ამ სქემის ბარათით ელექტრონული კომერციის ოპერაციის უსაფრთხოების 3D ტექნოლოგიის პროტოკოლი. ასევე მიეთითება 3D პროტოკოლის ვერსია;

ა.ვ) მასალის მიმწოდებელი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი (ბოლო მონაცემებით) – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, ვის მასალასაც იყენებს პროვაიდერი საგადახდო ბარათის დასამზადებლად;

ა.ზ) საბარათე ინსტრუმენტის დაბეჭდვისა და პერსონალიზაციის შემსრულებელი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, ვინც ახორციელებს პროვაიდერის საგადახდო ბარათების დაბეჭდვასა და პერსონალიზაციას.

ბ) ფორმა F1-1.2. „ინფორმაცია საბარათე ინსტრუმენტზე და ინსტრუმენტის მქონე კლიენტზე“ – მოიცავს გამოშვებული და აქტიური საგადახდო ბარათების/საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობისა და ამ ინსტრუმენტის მქონე კლიენტების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ა) საბარათე ინსტრუმენტის მქონე  კლიენტების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის მქონე ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის რაოდენობა;

ბ.ბ) საგადახდო ბარათის მქონე კლიენტების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების მქონე ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების რაოდენობა;

ბ.გ) აქტიური საბარათე ინსტრუმენტის მქონე კლიენტების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტის მქონე ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების რაოდენობა;

ბ.დ) აქტიური საგადახდო ბარათის მქონე კლიენტების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საგადახდო ბარათების მქონე ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების რაოდენობა;

ბ.ე) გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით;

ბ.ვ) გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა მფლობელი  ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით;

ბ.ზ) აქტიური საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით;

ბ.თ) აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა – მიეთითება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერის აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით;

ბ.ი) პოსტერმინალში აქტიური საბარათე ინსტრუმენტის რაოდენობა – მიეთითება პროვაიდერის იმ აქტიური საბარათე ინსტრუმენტების რაოდენობა, რომელთა საშუალებითაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში (მათ შორის, ელექტრონული კომერციის ობიექტში) განხორციელდა გადახდის ოპერაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ინფორმაცია დაყოფილია საბარათე ინსტრუმენტის მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვით;

ბ.კ) პოსტერმინალში აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა – მიეთითება პროვაიდერის იმ აქტიური საგადახდო ბარათების რაოდენობა, რომელთა საშუალებითაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში (მათ შორის, ელექტრონული კომერციის ობიექტში) განხორციელდა გადახდის ოპერაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ინფორმაცია დაყოფილია საგადახდო ბარათის მფლობელი ფიზიკური პირების, იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნების მიხედვი