მუხლი 2🔗

სტატისტიკური ანგარიშების ფორმები („საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის ემისია და ამ ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციები (F1 ფორმები)” (დანართი №1) და „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საბარათე მოწყობილობები და მათი საშუალებით განხორციელებული ოპერაციები (F2 ფორმები)“ (დანართი №2)) და „ინფორმაცია საბარათე ინსტრუმენტის ანგარიშგების ფორმების შევსებაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის პასუხისმგებელი პირის შესახებ“ (დანართი №4) საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ელექტრონულად ხელმოწერილი, ელექტრონული სახით, შემდეგ მისამართზე: payments@nbg.gov.ge, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქციის“  შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში