1. ფორმა F1-6 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ოპერაციების რაოდენობა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის შიგნით შესრულებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ.
2. ფორმა F1-6-ის სტრიქონები დაყოფილია საბარათე სქემების მიხედვით: „Visa“, „Mastercard“, „AmericanExpress“, „Union Pay International” (UPI), „ლოკალური“ და სხვა. თითოეული სქემის საბარათე ინსტრუმენტი ქვესტრიქონებით დაყოფილია ინსტრუმენტის ტიპებად: „საკრედიტო“, „სადებეტო“ და წინასწარი გადახდის ბარათებად, ხოლო საბარათე ინსტრუმენტის ტიპები ჩაშლილია სახეობების მიხედვით. ახალი სქემის/ტიპის საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების შემთხვევაში, პროვაიდერმა ინფორმაცია უნდა შეიტანოს სვეტის ბოლოს დატოვებულ თავისუფალ ველში – „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“.
3. ფორმა F1-6-ის სვეტი „სულ“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით განხორციელებული ოპერაციების ჯამური რაოდენობის შესახებ. შემდეგ სვეტებში ოპერაციების ჯამური რაოდენობა ჩაშლილია ქვეყანაში განლაგებული საბარათე მოწყობილობების მიხედვით. კერძოდ: ბანკომატი, პროვაიდერის პოს-ტერმინალი, გადახდის პოს-ტერმინალი (ელექტრონული კომერციის ტერმინალის ჩათვლით), მობილური პოს-ტერმინალი და სხვა მოწყობილობა. თითოეული მოწყობილობისთვის ოპერაციების ჯამური რაოდენობა დაყოფილია შესრულებული ოპერაციის ვალუტის მიხედვით – ლარი, აშშ დოლარი და ყველა დანარჩენი ვალუტა.
4. F1-6-ის ფორმის ბოლოში არსებულ სტრიქონებში აისახება ინფორმაცია სპეციალური დანიშნულებით დამზადებული ბარათებით/საბარათე ინსტრუმენტებით – სოციალური, სახელფასო, უკონტაქტო, სატრანსპორტო, მოსწავლის, სტუდენტური – შესრულებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ. თუ ჩამოთვლილი სახეობის საბარათე ინსტრუმენტებით ოპერაციებში მოხდა თანხვედრა (მაგ., სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული უკონტაქტო ბარათით განხორციელდა ოპერაცია), მაშინ ერთი და იგივე ინფორმაცია შევა ორივე ველში (სახელფასოშიც და უკონტაქტოშიც).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, ფორმის ბოლოში ასევე გამოყოფილია ველები საკრედიტო ოპერაციების შესახებ: რეფანდი, P2P ჩარიცხვა; რევერსალი და P2P გადარიცხვა.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეთითოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვი