1. ფორმა F1-8 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობა” მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის შიგნით ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობის შესახებ.

2. F1-8 ფორმის სტრიქონები დაყოფილია საბარათე სქემების მიხედვით: „Visa“, „Mastercard“, „AmericanExpress“, „Union Pay International" (UPI), „ლოკალური“ და სხვა. თითოეული სქემის ინსტრუმენტები ქვესტრიქონებით დაყოფილია გამოშვებული ბარათების ტიპებად, ხოლო ბარათების ტიპები ჩაშლილია სახეობებად. ახალი სქემის ბარათების გამოშვების შემთხვევაში  აღნიშნული ინფორმაცია უნდა აისახოს ბოლო ველში – „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“.

3.  F1-8 ფორმის სვეტი „სულ“ – მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით ლარში, აშშ დოლარში და სხვა დანარჩენ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური რაოდენობის შესახებ. შემდეგ სვეტებში ოპერაციების ჯამური რაოდენობიდან გამოყოფილია ელექტრონული კომერციის ტერმინალებით განხორციელებული აზარტული თამაშობების გადახდების, კომუნალური გადახდების და სახელმწიფო გადახდების რაოდენობა ლარში, აშშ დოლარში და სხვა ვალუტაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.  F1-8 ფორმის ბოლოში მითითებულ სტრიქონებში უნდა აისახოს ინფორმაცია სპეციალური დანიშნულებით დამზადებული საბარათე ინსტრუმენტებით (სოციალური, სახელფასო, ვირტუალური, სატრანსპორტო, მოსწავლის და სტუდენტური) შესრულებული ლოკალური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობის შესახებ. თუ მოხდა თანხვედრა (მათ შორის, თუ ოპერაცია განხორციელდა პროვაიდერის სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ვირტუალური ბარათით), მაშინ ერთი და იგივე ინფორმაცია უნდა აისახოს ორივე ველში (სახელფასოშიც და ვირტუალურშიც).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, F1-8 ფორმის ბოლოში ასევე გამოყოფილია ველები საკრედიტო ოპერაციების შესახებ: რეფანდი, P2P ჩარიცხვა, რევერსალი და P2P გადარიცხვა.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია უნდა მიეთითოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები