1. ფორმა F1-13 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის გარეთ ელექტრონული კომერციის ტერმინალებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ.

2. ფორმა F1-13-ის სტრიქონების სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-8-ის სტრუქტურის.

3. ფორმა F1-13-ის სვეტი „სულ“ მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის გარეთ პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულებული ელექტრონული კომერციის ოპერაციების ჯამური რაოდენობის შესახებ თითოეული სქემის ინსტრუმენტის ტიპისა და სახეობის მიხედვით. ოპერაციების ჯამური რაოდენობიდან გამოყოფილია ინფორმაცია აზარტული თამაშობების, კომუნალური და სახელმწიფო გადახდების რაოდენობის შესახებ. სვეტებში გადახდები დაყოფილია ოპერაციის ვალუტის  მიხედვით. კერძოდ, ლარი, აშშ დოლარი  და ყველა დანარჩენი უცხოური ვალუტა გამოსახული ლარში.

4. F1-13-ის ფორმის ბოლოში უნდა მიეთითოს ინფორმაცია სპეციალური დანიშნულებით დამზადებული საბარათე ინსტრუმენტებით (სოციალური, სახელფასო, ვირტუალური, სატრანსპორტო, მოსწავლის, სტუდენტური) ქვეყნის გარეთ შესრულებული ელექტრონული კომერციის ოპერაციების რაოდენობის შესახებ. თუ მოხდა თანხვედრა (მათ შორის, თუ ოპერაცია განხორციელდა პროვაიდერის სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ვირტუალური ბარათით), მაშინ ერთი და იგივე ინფორმაცია უნდა აისახოს ორივე ველში (სახელფასოშიც და ვირტუალურშიც).

5. F1-13-ის ფორმის ბოლოში ასევე გამოყოფილია ველები საკრედიტო ოპერაციების შესახებ: რეფანდი, P2P ჩარიცხვა, რევერსალი და P2P გადარიცხვა.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეთითოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები