1. ფორმა F1-14 „ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული უცხოური ელექტრონული კომერციის ოპერაციების თანხა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის გარეთ ელექტრონული კომერციის ტერმინალების საშუალებით შესრულებული ოპერაციების თანხის შესახებ.
2. ფორმა F1-14-ის სტრიქონების სტრუქტურა იდენტურია ფორმა F1-13-ის და ივსება მის ანალოგიურად პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულებული უცხოური ელექტრონული კომერციის ოპერაციების თანხობრივი მონაცემები