1. ფორმა F2-2. „ბანკომატებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა” მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის ბანკომატებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ.
2. სტრიქონები დაყოფილია საბარათე სქემების მიხედვით: „Visa“, „Mastercard“, „AmericanExpress“, „Diners Club”, „Union Pay”, „ლოკალური“ და „სხვა”. თითოეული სქემის შემთხვევაში ოპერაციების რაოდენობა ჩაშლილია ოპერაციის ვალუტის მიხედვით. კერძოდ – ლარში, აშშ დოლარში და სხვა დანარჩენ ვალუტებში. ახალი სქემის ინსტრუმენტით ოპერაციების შესრულების შემთხვევაში პროვაიდერმა მონაცემები უნდა შეიტანოს სვეტის ბოლოს დატოვებულ თავისუფალ ველში – „სხვა“.
3. სვეტები დაყოფილია ოპერაციების სახეობების მიხედვით: თანხის განაღდება, გადახდის ოპერაცია, ფულადი გზავნილები, აზარტული თამაშობების გადახდები, სატრანსპორტო გადახდები და სხვა საბარათე ოპერაცია, რომლის განხორციელების საშუალებაც აქვს ბანკომატს.
4. ბანკომატით შესრულებული ოპერაციების ჯამური რაოდენობიდან ცალკე გამოყოფილია ოპერაციები, რომლებიც შესრულდა მხოლოდ მაგნიტური ზოლის წამკითხველით, მხოლოდ ჩიპის წამკითხველით (გარდა უკონტაქტოსი) და უკონტაქტო წამკითხველით.
5. ცხრილის ბოლოს სტრიქონები ეთმობა ოპერაციებს: რევერსალი, რეფანდი, P2P გადარიცხვა და P2P ჩარიცხვ