1. ფორმა F1-15 „ინფორმაცია საბარათე ანგარიშების შესახებ“ მოიცავს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის პროვაიდერთან არსებული საბარათე ინსტრუმენტების მფლობელებისათვის (კლიენტებისთვის) გახსნილი საბარათე ანგარიშების რაოდენობასა და ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ.
2. ფორმა F1-15 დაყოფილია შემდეგ სტრიქონებად:
ა) საბარათე ანგარიშზე არსებული დადებითი ნაშთი (ბარათის მფლობელის ფული). აღნიშნულში იგულისხმება საკრედიტო ნაშთის მქონე ანგარიშები (სადებეტო ბარათის ანგარიშები);
ბ) ოვერდრაფტი – იგულისხმება სადებეტო ნაშთის მქონე სადებეტო ბარათების ანგარიშები;
გ) საკრედიტო ბარათის მფლობელის მიერ გამოყენებული კრედიტის ოდენობა. იგულისხმება სადებეტო ნაშთის მქონე საკრედიტო ბარათების ანგარიშები.
3. მულტისავალუტო ანგარიში წარმოადგენს ერთ ანგარიშს. მულტისავალუტო ანგარიშის დროს ჯამურ ნაშთთან ერთად მიეთითება თითოეულ სავალუტო ანგარიშზე არსებული ნაშთი ლარში გამოსახული.
4. F1-15 ფორმაში მიეთითება ბარათის მფლობელის ანგარიშებზე არსებული ნაშთები. ემიტენტი პროვაიდერის მიერ დადასტურების ოპერაციის საფუძველზე დაჯავშნილი თანხები არ აკლდება სადებეტო ნაშთს ან/და არ ემატება საკრედიტო ნაშთს. ასევე, ნაშთის ოდენობაში არ გაითვალისწინება ბარათის მფლობელისთვის დაშვებული ოვერდრაფტი და საკრედიტო ლიმიტები. თუ საკრედიტო ბარათზე გაჩნდა დადებითი ნაშთი, ეს მონაცემი შევა სადებეტო ბარათის ნაშთის მაჩვენებლებში (პირველი სტრიქონი).
თავი III
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საბარათე მოწყობილობები და მათი საშუალებით განხორციელებული ოპერაციები - F2 ფორმე