1. ფორმა F2-6 „პოსტერმინალებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა” მოიცავს ინფორმაციას ექვაირერი პროვაიდერის პოსტერმინალებში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის შესახებ თითოეული საბარათე სქემის მიხედვით. ოპერაციები დაყოფილია გადახდის და ნაღდი ფულის გატანის ოპერაციებად, ასევე პოსტერმინალიც დაყოფილია ტიპების მიხედვით: სავაჭრო/მომსახურების ობიექტში არსებული გადახდის პოსტერმინალი, პროვაიდერის პოსტერმინალი, ნაღდი ფულის კიოსკებზე დამონტაჟებული წამკითხველი, მობილური პოსტერმინალი და ელექტრონული კომერციის პოსტერმინალი.

2. სავაჭრო/მომსახურების ობიექტში არსებული გადახდის პოსტერმინალის შემთხვევაში ჯამური მაჩვენებლებიდან ცალკე გამოყოფილია ოპერაციები, რომლებიც შესრულდა მაგნიტური ზოლის წამკითხველით, ჩიპის წამკითხველით, უკონტაქტო წამკითხველის საშუალებით. ელექტრონული კომერციის ოპერაციების ჯამური რაოდენობიდან ცალკე გამოყოფილია სახელმწიფო გადახდები და აზარტული თამაშობების გადახდები.

3. პროვაიდერის პოს-ტერმინალით განაღდების ოპერაციებთან ასევე დაჯგუფებულია განაღდების ოპერაციები გადახდის პოს-ტერმინალების მეშვეობით.

4. ოპერაციები დაყოფილია ვალუტების მიხედვით. კერძოდ, ლარში, აშშ დოლარში და სხვა დანარჩენ ვალუტებში შესრულებული. ფორმის ბოლო სტრიქონებში მოთხოვნილია ინფორმაცია  შემდეგი ოპერაციების: რევერსალი, რეფანდი და P2P გადარიცხვები/P2P ჩარიცხვების რაოდენობრივი  მაჩვენებლების შესახე