1. ფორმა F2-11 „საბარათე მოწყობილობების რაოდენობა“ მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის საბარათე მოწყობილობების (ბანკომატების, პოსტერმინალების და სხვ.) რაოდენობის შესახებ.
2. ბანკომატების ჯამური რაოდენობა ჩაშლილია შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: ბანკომატების რაოდენობა, რომელიც აღჭურვილია: აქტიური ფოტოკამერით, აქტიური ვიდეოკამერით, ჩიპიანი ბარათის წამკითხველით, უკონტაქტო ბარათის წამკითხველით და უნივერსალური ბანკომატები.
3. პროვაიდერის პოსტერმინალების შესახებ ინფორმაცია ჩაშლილია სერვის ცენტრებში და ფილიალებში არსებული ტერმინალების მიხედვით.
4. გადახდის პოსტერმინალების შემთხვევაში ივსება ინფორმაცია შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: მხოლოდ მაგნიტურზოლიანი ბარათებით გადახდებისთვის, მხოლოდ ჩიპიანი ბარათებით გადახდებისთვის, ორივე ტიპის (ჩიპიანი, მაგნიტურზოლიანი) ბარათით გადახდებისთვის, უკონტაქტო ბარათით გადახდებისთვის და უნივერსალური პოსტერმინალი.
5. ფორმაში ასევე მიეთითება ინფორმაცია საბარათე ინფორმაციის წამკითხველი კიოსკის, მობილური პოსტერმინალის და ელექტრონული კომერციის პოსტერმინალის შესახებ.
6. სხვა ტიპის საბარათე მოწყობილობის შემთხვევაში, პროვაიდერს ინფორმაცია შეაქვს ველში „სხვა (მიუთითეთ მოწყობილობის დასახელება)