1. ფორმა F2-12. „საბარათე მოწყობილობების გეოგრაფიული განლაგება“ მოიცავს ინფორმაციას საბარათე მოწყობილობების რაოდენობის და მათი მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მათი გეოგრაფიული განლაგების მიხედვით. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის, გეოგრაფიული განლაგების მიხედვით საქართველოს ტერიტორია იყოფა 11 ქალაქად და სხვა დანარჩენ ტერიტორიად.
2. თითოეულ გეოგრაფიულ არეალზე განთავსებული მოწყობილობების რაოდენობასთან ერთად ცხრილი მოიცავს ველებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ მოწყობილობით შესრულებული ოპერაციების რაოდენობისა და თანხის შესახებ.
3. ახალი ტიპის მოწყობილობის შემთხვევაში, პროვაიდერს მონაცემები შეაქვს დამატებით ველში „სხვა (მიუთითეთ მოწყობილობის დასახელება)