მუხლი 32. მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი პროვაიდერის ლიცენზიის ფარგლებში მოქმედი პროვაიდერის პოსტერმინალებით განხორციელებული ოპერაციები (ფორმა F2-13)
თავი III — საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საბარათე მოწყობილობები და მათი საშუალებით განხორციელებული ოპერაციები - F2 ფორმები
1. ფორმა F2-13. „მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი პროვაიდერის ლიცენზიის ფარგლებში მოქმედი პროვაიდერის პოსტერმინალებით განხორციელებული ოპერაციები“ მოიცავს ინფორმაციას მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი პროვაიდერის ლიცენზიის ფარგლებში მოქმედი პროვაიდერის მიერ შესრულებული გადახდების შესახებ. ცხრილს ავსებს მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი პროვაიდერი. ივსება იმდენი ცხრილი, რამდენი პროვაიდერიც საქმიანობს მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზიის/უფლების მფლობელი პროვაიდერის ლიცენზიის ფარგლებში.
2. ინფორმაცია ივსება გადახდის პოსტერმინალებით, ელექტრონული კომერციის პოსტერმინალებით, კიოსკებზე დამონტაჟებული საბარათე მოწყობილობების წამკითხველებით და მობილური პოსტერმინალებით განხორციელებული გადახდის ოპერაციების რაოდენობისა და თანხის შესახე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების და წარდგენის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 32, №156/04, 07.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 220010080.18.011.016654 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5607961/muxli-32/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია