1. ფორმა F2-10 „სავაჭრო/მომსახურების ობიექტები კატეგორიების მიხედვით“ მოიცავს ინფორმაციას იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტების 12 კატეგორიის შესახებ, სადაც განთავსებულია პროვაიდერის პოს-ტერმინალები. სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ჯამური რაოდენობა ჩაშლილია პოსტერმინალების ტიპების (გადახდის, ელექტრონული კომერციის, მობილური ტერმინალი) მიხედვით.
2. ფორმა F2-10. ასევე მოიცავს ინფორმაციას სავაჭრო/მომსახურების ობიექტების თითოეულ კატეგორიაში განთავსებული პოსტერმინალებით შესრულებული ოპერაციების შესახებ, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად.
3. ინფორმაცია იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის შესახებ, რომელიც არ შედის აღნიშნულ 12 კატეგორიაში, უნდა შევიდეს ველში „სხვა დანარჩენი