1. ფორმა FI-2 – გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობა – მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობის შესახებ როგორც ჯამურად, ასევე საგადახდო ბარათის ტიპის და სახეობის მიხედვით.
2. ფორმის სტრიქონები დაყოფილია საბარათე სქემების მიხედვით: „Visa“, „Mastercard“, „American Express“, „Union Pay International” (UPI), „ლოკალური“ და სხვა. თითოეული სქემა ქვესტრიქონებით დაყოფილია გამოშვებული საგადახდო ბარათების ტიპებად, ხოლო საგადახდო ბარათების ტიპები ჩაშლილია ბარათის სახეობებად. ახალი სქემის ბარათის გამოშვების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია უნდა აისახოს ბოლო ველში „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“.
3. გამოშვებული საგადახდო ბარათების ჯამური რაოდენობა ჩაშლილია სვეტებად სპეციალური დანიშნულებით დამზადებული ბარათების მიხედვით – სოციალური, სახელფასო, მოსწავლის, სტუდენტური, სატრანსპორტო და ყველა სხვა დანარჩენი.
4. ფორმის დამატებით სვეტებში მიეთითება ინფორმაცია ჩიპიანი, უკონტაქტო, ვირტუალური, ერთობლივი და განვადების ბარათების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია არ შედის ჯამურ ინფორმაციაში და წარმოდგენილია დამოუკიდებლად. მაგალითად, თუ სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ბარათი არის უკონტაქტო, მაშინ აღნიშნული ინფორმაცია შევა როგორც სახელფასო, ასევე უკონტაქტო ბარათების რაოდენობაში. ამავე დროს, სახელფასო ბარათების რაოდენობა შედის ბარათების ჯამურ რაოდენობაში, ხოლო უკონტაქტო ბარათების რაოდენობა – არ