1. ფორმა F1-5 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების მიხედვით“ შედგება ორი ქვეფორმისგან: F1-5.1 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების რაოდენობის მიხედვით“ და F1-5.2 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების თანხის მიხედვით“.
2. ფორმაში F1-5.1 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების რაოდენობის მიხედვით“ სტრიქონების მიხედვით ჩაშლილია ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროვაიდერის აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, შესრულებულია ერთი ოპერაცია, 2-დან 10 ოპერაციის ჩათვლით, 11-დან 50 ოპერაციის ჩათვლით და 50-ზე მეტი საბარათე ოპერაცია.
3. ფორმაში F1-5.2 „აქტიური საბარათე ინსტრუმენტები შესრულებული ოპერაციების თანხის მიხედვით“ სტრიქონების მიხედვით ჩაშლილია ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში აქტიური საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ოპერაციების თანხის მიხედვით. კერძოდ, 0.01-დან 50 ლარის ჩათვლით, 50,01-დან 100 ლარის ჩათვლით, 100,01-დან 200 ლარის ჩათვლით, 200,01-დან 500 ლარის ჩათვლით და 500,01 ლარის ზემოთ.
4. F1-5.1 და F1-5.2 ფორმების სვეტებში აქტიური საბარათე ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია ჩაშლილია ამ ინსტრუმენტების მიერ შესრულებული ოპერაციების ჯამური რაოდენობისა და თანხის მიხედვით. ასევე, ბანკომატებით, პროვაიდერის პოსტერმინალებით, გადახდის პოსტერმინალებით, ელექტრონული კომერციის ტერმინალებით და სხვა დანარჩენი მოწყობილობებით შესრულებული ოპერაციების მიხედვით. თუ საბარათე ინსტრუმენტით ოპერაცია შესრულდა აღნიშნული მოწყობილობების გარდა სხვა მოწყობილობის საშუალებით (მაგ., იმპრინტერი), მაშინ პროვაიდერი ამ მაჩვენებელს შეიტანს სვეტში – „სხვა (მიუთითეთ მოწყობილობის დასახელება)