1. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი – პროვაიდერის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი, რომელსაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არ გასვლია მოქმედების ვადა. ასევე ისეთი საბარათე ინსტრუმენტი, რომელსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაუვიდა მოქმედების ვადა, გაუქმდა ან მისი მოქმედება შეჩერდა დროებით ან სამუდამოდ;
ბ) აქტიური საბარათე ინსტრუმენტი – გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულდა მინიმუმ ერთი საბარათე გადახდის ოპერაცია;
გ) ქართული საბარათე ინსტრუმენტი – საბარათე ინსტრუმენტი, რომლის ემიტენტსაც წარმოადგენს პროვაიდერი;
დ) უცხოური საბარათე ინსტრუმენტი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ქართული საბარათე ინსტრუმენტი;
ე) სოციალური ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სპეციალურად ისეთი პირებისთვის, რომლებსაც სახელმწიფოსგან ერიცხებათ ნებისმიერი სახის ფულადი ფორმის სოციალური დახმარება/სარგებელი;
ვ) სახელფასო ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომლის გამოშვების ძირითადი დანიშნულება არის ბარათის მფლობელის სახელფასო თანხების მომსახურება;
ზ) მოსწავლის ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სკოლის მოსწავლეებისთვის და რომლის საშუალებით მისი მფლობელი სარგებლობს უშუალოდ მოსწავლისთვის განკუთვნილი შეღავათებით;
თ) სტუდენტური ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სტუდენტებისთვის და რომლის საშუალებით მისი მფლობელი სარგებლობს უშუალოდ სტუდენტისთვის განკუთვნილი შეღავათებით;
ი) ჩიპიანი ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი ინტეგრირებული მიკროსქემით;
კ) უკონტაქტო ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც ინფორმაციას გადასცემს უკონტაქტო გადაცემის ტექნოლოგიით;
ლ) განვადების ბარათი – საკრედიტო საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში საქონლის/მომსახურების განვადებით შეძენის მიზნით;
მ) ტრანსპორტის ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომლის გამოშვებაც ხდება მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდების განხორციელების მიზნით;
ნ) საბარათე ინსტრუმენტის მქონე კლიენტი – საბარათე ინსტრუმენტის მფლობელი ან შემძენი;
ო) საბარათე ინსტრუმენტის მქონე კლიენტი ფიზიკური პირი – საბარათე ინსტრუმენტის მქონე ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი);
პ) პროვაიდერის პოსტერმინალი – პროვაიდერის ფილიალებსა და სერვისცენტრებში განთავსებული ტერმინალი, რომლის საშუალებით სრულდება ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები;
ჟ) გადახდის პოსტერმინალი – სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის განხორციელების მიზნით განთავსებული პოსტერმინალი, გარდა ელექტრონული კომერციის და მობილური პოსტერმინალისა;
რ) მობილური პოსტერმინალი – მობილური ტელეფონი მასში ინტეგრირებული აპლიკაციით ან საბარათე ინფორმაციის წამკითხველით, რომელიც სავაჭრო/მომსახურების ობიექტს საშუალებას აძლევს საქონლის/მომსახურების საფასური მიიღოს საბარათე გადახდის ოპერაციით;
ს) კიოსკი – თვითმომსახურების კიოსკი საბარათე ინსტრუმენტით გადახდის ფუნქციონალით;
ტ) უკონტაქტო ბარათის წამკითხველი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად კითხულობს საბარათე ინსტრუმენტზე შენახულ ელექტრონულ ინფორმაციას ინფორმაციის გადაცემის უკონტაქტო ტექნოლოგიების გამოყენებით;
უ) საბარათე უნივერსალური მოწყობილობა – საბარათე მოწყობილობა (მათ შორის, ბანკომატი, პოსტერმინალი), რომელსაც შეუძლია წაიკითხოს საბარათე ინფორმაციის შენახვის ნებისმიერ საშუალებაზე (მაგნიტური ზოლი, ინტეგრირებული ჩიპი და სხვა) არსებული საბარათე ინფორმაცია და გადასცეს იგი საბარათე არხებში;
ფ) საბარათე გადახდის ოპერაცია (შემდგომში – „საბარათე ოპერაცია“) – საბარათე სქემის მიხედვით საბარათე ინფრასტრუქტურის საშუალებით საბარათე ინსტრუმენტით, მათ შორის, ბარათის რეკვიზიტებით შესრულებული სადებეტო და საკრედიტო ოპერაციები, რომლის საფუძველზე ხდება ოპერაციის თანხის საბარათე ანგარიშზე/საკრედიტო ანგარიშზე ასახვა/ბარათის ბალანსის ცვლილება; იგი არ მოიცავს ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა: სქემის მიერ დადასტურების ოპერაციები; ბალანსის შემოწმება; საბარათე ანგარიშზე პროცენტის დარიცხვა ან საკომისიოს ჩამოჭრა; საბარათე ანგარიშზე თანხის შეტანა/ჩარიცხვა, რომლის დროსაც არ გამოიყენება საბარათე სქემა/სისტემა; ბარათის საშუალებით მისი მფლობელის იდენტიფიცირება და სხვა მსგავსი ოპერაციები;
ქ) ლოკალური საბარათე ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტის გამოყენებით ბანკომატით, პოსტერმინალით (ელექტრონული კომერციის და მობილური პოს-ტერმინალების ჩათვლით), კიოსკით და სხვა საბარათე მოწყობილობით განხორციელებული ოპერაცია, როდესაც ექვაირერი პროვაიდერი ან მოწყობილობა არის საქართველოში რეგისტრირებული;
ღ) საბარათე ოპერაციის თარიღი - საბარათე სისტემაში საბარათე ოპერაციის მიღების თარიღი;
ყ) საკრედიტო ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტით ან მისი რეკვიზიტებით საბარათე სისტემაში განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად ხდება საბარათე ანგარიშის დაკრედიტება (თანხის ჩარიცხვა) ან წინასწარი გადახდის ბარათის ბალანსის შევსება (მათ შორის, რეფანდი, P2P გადარიცხვა/ჩარიცხვა);
შ) სადებეტო ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტით ან მისი რეკვიზიტებით საბარათე სისტემაში განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად ხდება საბარათე ანგარიშის დადებეტება (თანხის ჩამოწერა) ან წინასწარი გადახდის ბარათის ბალანსის შემცირება;
ჩ) რევერსალი – საბარათე ოპერაციის შეწყვეტა ავტომატურად ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ინიციატივით, რომელსაც თან არ სდევს ფინანსური ოპერაცია;
ც) რეფანდი – სადებეტო ოპერაციის განხორციელების შემდგომ თანხის უკან დაბრუნება საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის ანგარიშზე;
ძ) P2P გადარიცხვები/ჩარიცხვები – საბარათე სისტემის საშუალებით საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის მიერ მისი საბარათე ანგარიშიდან/მის საბარათე ანგარიშზე სხვა მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე/საბარათე ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა/ჩარიცხვა, რომლის შესრულება ხდება საბარათე ინსტრუმენტის რეკვიზიტების საფუძველზე;
წ) აზარტული თამაშობების გადახდები – საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით განხორციელებული გადახდები, რომლის ერთი მხარე არის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
ჭ) კომუნალური გადახდები – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის დასაფარად, საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული საბარათე ოპერაცია;
ხ) სახელმწიფო გადახდები – საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული საბარათე გადახდები სახელმწიფო ორგანოს სასარგებლოდ;
ჯ) სახელმწიფო ორგანო – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესით“ განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო;
ჰ) ქვეყნის შიგნით განხორციელებული საბარათე ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ბანკომატით, პოსტერმინალით (ელექტრონული კომერციის და მობილური პოსტერმინალების ჩათვლით), კიოსკით და სხვა საბარათე მოწყობილობით განხორციელებული ოპერაცია, როდესაც ექვაირერი პროვაიდერი ან მოწყობილობა არის საქართველოში რეგისტრირებული;
ჰ1) ქვეყნის გარეთ განხორციელებული საბარათე ოპერაცია – საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ბანკომატით, პოსტერმინალით (ელექტრონული კომერციის და მობილური პოსტერმინალების ჩათვლით), კიოსკით და სხვა საბარათე მოწყობილობით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც არ არის ქვეყნის შიგნით განხორციელებული (ლოკალური) საბარათე ოპერაცია;
ჰ2) საბარათე სისტემის პირდაპირი მონაწილე (შემდგომში – „პირდაპირი მონაწილე“) – საბარათე სისტემის მონაწილე, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს საბარათე სისტემაზე (ვიზას და მასტერქარდის სისტემების შემთხვევაში – „პრინციპული“ წევრი);
ჰ3) საბარათე სისტემის არაპირდაპირი მონაწილე (შემდგომში – „არაპირდაპირი მონაწილე“) – საბარათე სისტემის მონაწილე, რომელსაც საბარათე სისტემაზე წვდომა აქვს პირდაპირი მონაწილის მეშვეობით („ვიზას“ სისტემის შემთხვევაში – „ასოცირებული“ წევრი, „მასტერქარდის“ სისტემის შემთხვევაში -„აფილირებული“ წევრი);
ჰ4) ბარათის ტიპი – სადებეტო, საკრედიტო, წინასწარი გადახდის ბარათები;
ჰ5) ბარათის სახეობა – საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული პროდუქტები, რომლებიც არსებობს ბარათის სხვადასხვა ტიპისთვის, მათ შორის, ელექტრონი, კლასიკი, ბიზნესი;
ჰ6) მომსახურე პირდაპირი მონაწილე – საბარათე სისტემის პირდაპირი მონაწილე, რომელიც არაპირდაპირ მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს არაპირდაპირი მონაწილის გადახდის პოსტერმინალის ექვაირინგს;
ჰ7) მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზია – საბარათე სქემის მიერ პროვაიდერისთვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს გადახდის პოსტერმინალებით შესრულებული საბარათე ოპერაციების დამუშავება;
ჰ8) ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზია – საბარათე სქემის მიერ პროვაიდერისთვის მინიჭებული უფლება, ელექტრონული კომერციის ობიექტებში განახორციელოს საგადახდო ბარათებით გადახდების დამუშავება.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №155/04 ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.
თავი II
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საბარათე ინსტრუმენტის ემისია და ამ ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციე