1. ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრი ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის შესაბამისადაც ხდება ტესტირების დაგეგმვა.
2. ცენტრი უფლებამოსილია ტესტირებაზე რეგისტრაციის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნისა და ტესტირების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ფოტოსურათი და მუნიციპალიტეტი, სადაც რეგისტრირებულია პირი).
3. ცენტრი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განათავსებს საგამოცდო ბარათებს, რომლებიც შეიცავს:
ა) გამოსაცდელის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საგამოცდო ნომერს;
ბ) ტესტირებაზე ჩასაბარებელ ტესტს;
გ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას და მისამართს;
დ) ტესტირების ჩატარების თარიღს და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დროს;
ე) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).
ტესტირების პროცედუ