1. ტესტირება ტარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.

2. ტესტირება ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად. ტესტირება უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებსა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში შესაძლოა ჩატარდეს ორი დღის განმავლობაში.

3. ფორსმაჟორის ან ტესტირების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების განსხვავებული თარიღი ან/და ადგილ