1. მე-9 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე ცნობის განხილვის მიზნით, იქმნება კომისია, რომელიც დადგენილი წესით იხილავს წარმოდგენილ ცნობებს და შესაბამის რეკომენდაციებს/დასკვნას აწვდის ცენტრის დირექტორს.

2. ცენტრი, რეკომენდაციების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ გამოსაცდელების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლის უზრუნველყოფაც რეკომენდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით/დასკვნით.

3. გამოსაცდელი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს  ერთი დღის