საგამოცდო

გარემოს

შექმნა

1. ამ წესის მე-9 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციონალური დარღვევის/ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ცნობის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია, რომელიც დადგენილი წესით იხილავს წარმოდგენილ ცნობებს და შესაბამის რეკომენდაციებს/დასკვნას აწვდის ცენტრის დირექტორს. კომისიის საქმიანობის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ცენტრის დირექტორი,რეკომენდაციების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი აპლიკანტებისათვის სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე. ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ აპლიკანტების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლის უზრუნველყოფაც რეკომენდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით/დასკვნით.

3. აპლიკანტი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღის