1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.

2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს სპეციალურ მასწავლებელს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით (გარდა სპეციალური მასწავლებლობის მსურველი პირებისა) ცენტრი ეყრდნობა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

4. უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში გამოსაცდელის მონაწილეობის უფლებისა და საფასურის გადახდის სავალდებულოობის განსაზღვრის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ცენტრს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების შესახებ (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახე და ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც ასწავლის პირი