გადამხდელთა პირადი
აღრიცხვის
ბარათების
წარმოების
წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის გათვალისწინებით საგადასახადო
დავალიანების
ჩამოწერისას

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო
დავალიანება,მასზე დარიცხული
საურავი
და ჯარიმა,თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით არ ითვლება აღიარებულად, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო
ორგანოს
შეტყობინება/საგადასახადო
მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნაწილით საგადასახადო დავალიანების
ჩამოწერის
თაობაზე
ადმინისტრაციული
წარმოების
წესს განსაზღვრავს
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების
ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ
ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების
წესის
დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
№994
ბრძანება, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული წარმოების
დაწყების
საფუძველია:

ა) გადასახადის გადამხდელის განცხადება;

ბ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.

3. ეს ნორმა
ეხება
პირს,რომელსაც
საგადასახადო
დავალიანების
ჩამოწერის
მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურში განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის ამოქმედების შემდეგ პირადი აღრიცხვის
ბარათზე ერიცხება საგადასახადო
დავალიანება,მასზე დარიცხული
საურავი
და ჯარიმა,თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით არ ითვლება აღიარებულად, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო
ორგანოს
შეტყობინება/საგადასახადო
მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

4. მესამე პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს ჩამოეწერება
დავალიანება
განცხადების
წარმოდგენის
მომენტისათვის,ხოლო თუ არ
არსებობს გადასახადის
გადამხდელის
მოთხოვნა (განცხადება)საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის309-ე მუხლის 45-ე ნაწილის მიხედვით დავალიანების ჩამოწერაზე
და ადმინისტრაციული
წარმოების დაწყების
საფუძველია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება,დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების მიღების თარიღისისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება აღიარებული საგადასახადო
დავალიანების გამოკლებით.

5. საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილით
განსაზღვრული დავალიანების ჩამოწერა განხორციელდება გადასახად(ებ)ის სახეების მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
ასახვით.
კერძოდ,ამისთვის
შექმნილი
ოპერაციით
–  „ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 309-ე
მუხლის 45-ე ნაწილის შესაბამისა