გადამხდელის
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
ოპერაციების
ჩაწერის წესები
1. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათი წარმოადგენს ამ მეთოდური მითითებით დამტკიცებულ
(დანართი
№1), შესაბამისი ფორმის ელექტრონულ ან/და მატერიალურ დოკუმენტს, რომელშიც აღირიცხება აღიარებული საგადასახადო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) ვალდებულებები, დამატებით დარიცხული
ან შემცირებული
თანხები, დაკისრებული
სანქციები, გადახდილი და დაბრუნებული
თანხები, კერძოდ:
ა) აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ:
ა.ა) დარიცხვის საფუძველია
საგადასახადო/საბაჟო
დეკლარაცია;
ა.ბ)
პირს გაშვებული აქვს საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დადგენილი ვადა;
ა.გ) მისი შემცირების
მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის
გადამხდელს
შორის გაფორმდა საგადასახადო
შეთანხმება;
ა.დ) დარიცხვის
მართლზომიერების
შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება
შესულია კანონიერ ძალაში;
ა.ე) პირი წერილობითი განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ბ) აღიარებული
სანქციის თანხები;
გ) საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით გადავადებული
აღიარებული საგადასახადო დავალიანების
თანხები;
დ) ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხები;
ე) ზედმეტად გადახდილი თანხები;
ვ) დაბრუნებული თანხები.
2.
საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადისა და სანქციის თანხა აისახება ერთ ბარათზე.
3. ძირითადი ბარათი შედგება
20 სვეტისაგან და მასში მონაცემები შეიტანება
შემდეგი წესით:
ა)
პირველ
სვეტში
აღინიშნება
ოპერაციის
ჩაწერის
თარიღი
– დღე,თვე,წელი.
ყველა
სახის ოპერაციის ჩანაწერები წლის განმავლობაში ამ სვეტში კეთდება ქრონოლოგიურად. თითოეულ სტრიქონზე ჩაიწერება მხოლოდ ერთი ოპერაცია და თავისუფალი სტრიქონები
არ დაიტოვება;
ბ) მე-2
სვეტში
იწერება
დარიცხული
გადასახადი
ან ჯარიმის
სახე, რომლის
მიხედვით
მოხდა ბარათზე საგადასახადო
ვალდებულების დარიცხვა. ასევე შემცირებული გადასახადის ან სანქციის სახე. ამ სვეტში გადასახადებისა
და სანქციების სახეების აღრიცხვა
ხორციელდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის
შემოსულობების კლასიფიკაციის თანახმად;
გ)
მე-3 სვეტში იწერება ოპერაციის მოკლე შინაარსი, ინფორმაცია გადასახადის დარიცხვის, გადახდის, შემცირების, დაბრუნების, გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების, უიმედო ვალების ჩამოწერის და სხვათა შესახებ, შესაბამისი პერიოდის მითითებით. ამავე სვეტში მიეთითება დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ეს ოპერაციები: საგადახდო დავალება, საგადასახადო დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაცია, დაზუსტებული (დამატებითი) საგადასახადო დეკლარაცია, დასკვნა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, საგადასახადო შემოწმების აქტი, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილება ან განჩინება. ამ სვეტში შესატანი ჩანაწერების ტიპური ჩამონათვალი მოცემულია ამ ინსტრუქციის №7 დანართში;
დ) მე-4 სვეტში „გადახდის
ვადა ან ჩარიცხვის
თარიღი”
იწერება
დარიცხული
გადასახადის გადახდის ვადა, ხოლო ბიუჯეტის ანგარიშზე გადასახადის გადარიცხვის შემთხვევაში – ფაქტობრივად გადახდის თარიღი. თუ გადასახადის გადამხდელის ანგარიშსწორების
ანგარიშიდან ჩამოწერილი
გადასახადის
თანხები ჩარიცხულია
ბიუჯეტში
მხოლოდ მომდევნო
დღეს,ამ შემთხვევაში მე-3 სვეტში აისახება ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხვის
თარიღი;
ე) მე-5–მე-10 სვეტებში იწერება
ინფორმაცია
ძირითადი
გადასახადებისა
და ჯარიმების მიხედვით, კერძოდ:
ე.ა) მე-5 სვეტში იწერება
როგორც
მიმდინარე
თვეში გადასახდელად
გამოანგარიშებული,ისე გასული პერიოდის მიხედვით დამატებით დარიცხული აღიარებული ძირითადი გადასახადის თანხები. გადასახდელად
გამოანგარიშებული
თანხების ჩაწერა
ამ სვეტში წარმოებს მხოლოდ გადახდის ვადის დადგომისას;
ე.ბ) მე-6 სვეტში გამოიყოფა დარიცხული
გადასახადი,რომელსაც
საურავი არ ერიცხება
და ჯარიმები;
ე.გ) მე-7
სვეტი
განკუთვნილია
როგორც
მიმდინარე
თვის, ისე გასულ
პერიოდზე
ადრე დარიცხული გადასახადების
თანხების შემცირებისათვის;
ე.დ) მე-8 სვეტში - „შემცირებული, რომელსაც საურავი არ ერიცხება“ - განკუთვნილია როგორც მიმდინარე თვის, ისე გასულ პერიოდზე ადრე დარიცხული გადასახადი, რომელსაც საურავი არ ერიცხება
და ჯარიმების თანხების შემცირებისათვის;
ე.ე) მე-9 სვეტში – გადახდილია ბიუჯეტში – იწერება საბანკო დაწესებულების მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახადის თანხები. ჩანაწერები ამ სვეტში წარმოებს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული საგადამხდელო დოკუმენტების საფუძველზე. ბიუჯეტში შემოსული თანხის მე-9 და მე-13 სვეტებში ჩაწერასთან
ერთად შემოსული თანხა ჩაიწერება
მე-20 სვეტში ნაზარდი ჯამით
წლის დასაწყისიდან;
ე.ვ) მე-10 სვეტში – ,,ბიუჯეტიდან
უკან დაბრუნებულია”
– იწერება
ამ გადასახადის გადამხდელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხის ოდენობა, ამ თანხით მცირდება მე-20 სვეტში ასახული წლის დასაწყისიდან გადახდილი თანხების
ჯამი;
ვ) მე-11–მე-13
სვეტები განკუთვნილია
საურავების
აღრიცხვისათვის,რომლის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე და იგი არის სხვაობა ამ ბარათზე ძირითადი გადასახადის მიხედვით გადაუხდელ გადასახადის თანხასა
და გადახდილი თანხების
ჯამს შორის. კერძოდ:
ვ.ა) მე-11
სვეტში
,,დროის
პერიოდი”
– მიეთითება
დროის
პერიოდი,რომლის
განმავლობაშიც ხდება საურავების
დარიცხვა;
ვ.ბ) მე-12 სვეტში ჩაიწერება დარიცხული
საურავის თანხის ოდენობა;
ვ.გ) მე-13 სვეტში გადახდილი/დაფარული
საურავის თანხის ოდენობა.
ზ) მე-14–მე-19 სვეტები განკუთვნილია ჯამური ანგარიშსწორების სალდოსათვის,კერძოდ:
ზ.ა) მე-14 სვეტში ჩაიწერება
აღიარებული საგადასახადო
დავალიანების თანხის ჯამი, მაშინ როდესაც ამ ვალდებულებების მიხედვით დარიცხული თანხების ჯამი მეტია გადახდილი თანხების ჯამზე, რომელიც
წარმოადგენს
მე-15, მე-17 და მე-18 სტრიქონების
ჯამს;
ზ.ბ) მე-15 სვეტში - ძირითადი გადასახადის
მიხედვით დავალიანების თანხა;
ზ.გ) მე-16 სევეტში - დარიცხული გადასახადი, რომელსაც საურავი არ ერიცხება;
ზ.დ) მე-17
სვეტში - ჯარიმის მიხედვით დავალიანების თანხა;
ზ.ე) მე-18 სვეტში - საურავის მიხედვით
დავალიანების
თანხა;
ზ.ვ) მე-19 სვეტში აისახება ზედმეტად
გადახდილი
თანხები, სვეტში მონაცემები აისახება იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი ან/და დეკლარირებით წარმოქმნილი ზედმეტობის ოდენობა აღემატება ამ ბარათზე დარიცხულ გადასახადებისა
და სანქციების თანხას.
თ) მე-20 სვეტში აისახება გადახდილი
თანხები ნაზარდი ჯამით, წლის დასაწყისიდან.
4.
2016 წლის 1 იანვრის შემდგომ საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელზე დამატებით დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები აისახება დროებითი აღრიცხვის ბარათზე.
5. დროებითი აღიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია
გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება
აღიარებული
საგადასახადო
ვალდებულება,შესაბამისად
ამ გარემოების
დადგომის
შემდეგ პირადი
აღრიცხვის
ძირითად
ბარათზე
საგადასახადო
ვალდებულების
თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით „ოპერაციის შინაარსში“,მე-3 სვეტში გაკეთდება
ჩანაწერი
„ 20-- წილის N --- საგადასახადო მოთხოვნით დამატებით დარიცხული ვალდებულება“, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე
აღრიცხული საგადასახადო
ვალდებულება.
6.
იმ შემთხვევაში, თუ დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება აისახა პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე და საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ ვალდებულება გასაჩივრებულია ან სხვა გარემოებით ვალდებულება არ არის აღიარებული, ამ შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე მოხდება საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ვალდებულების (საგადასახადო დავალიანების) შემცირება/განულება უკუოპერაციით პირვანდელი ჩანაწერების სავადო თარიღის შენარჩუნებით, შესაბამისად, მე-7 ან/და მე-8 სვეტში „შემცირებულია“ აისახება ამ მოთხოვნით დარიცხულ გადასახადის ან/და ჯარიმის თანხა, ხოლო მე-3 გრაფაში „ოპერაციის შინაარსი“ გაკეთდება ჩანაწერი გადატანილია დროებითი აღიცხვის ბარათზე. საგადასახადო ვალდებულების შემცირებასთან ერთად ხდება ბარათზე საურავის გააანგარიშება/შემცირება. დროებითი აღრიცხვის ბარათზე კი აისახება საგადასახადო მოთხოვნით აღრიცხული თანხები სრულად, შესაბამისი ოპერაციების კოდებითა და სავადო თარიღების შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათიდან საგადასახადო
ვალდებულების დროებით ბარათზე გადატანა ხორციელდება ავტომატურად, გადასახადის გადამხდელის
საჩივრების აღრიცხვის მოდულში რეგისტრაციის
გზით.
71. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევისას, პირის მიმართ სსკ-ის 274-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის აღიარების შემდეგ, იმავე საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის/გაანგარიშების დაზუსტების შემთხვევაში, თუ დაზუსტებული დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე მცირდება გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა, ძირითად ბარათზე დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება შემცირებას ავტომატურ რეჟიმში, შესაბამისი სხვაობის თანხის სსკ-ის 274-ე მუხლით განსაზღვრული ოდენობით, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის გარეშე.
72. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდზე პირის მიმართ სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის აღიარების შემდეგ, საქმიანობის იმავე პერიოდზე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების დაზუსტების შემთხვევაში, თუ დაზუსტებით მცირდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხა, ძირითად ბარათზე დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება შემცირებას ავტომატურ რეჟიმში, შესაბამისი სხვაობის თანხის სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოდენობით, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის გარეშე.
8. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აკეთებს ჩანაწერებს, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელთან გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხებზე, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მცირდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პერიოდისათვის (თარიღისათვის) რიცხული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან მოსაკრებლის თანხა (გარდა გადაუხდელი მიმდინარე გადასახდელებისა) და კეთდება ჩანაწერი შემდეგი წესით: ბარათზე მე-7 ან/და მე-8 სვეტში აისახება შეთანხმებით გათვალისწინებული შესამცირებელი ძირითადი გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის თანხა, ხოლო მე-12 სვეტში – საურავის თანხა. ამ ოპერაციებით შემცირებული თანხის გასწვრივ მე-3 გრაფაში „ოპერაციის შინაარსი“ გაკეთდება შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/მოსაკრებლის დავალიანების გადატანა დროებით აღრიცხვის ბარათზე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხების შემცირება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ხორციელდება გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეების მიხედვით და გადაიტანება დროებით ბარათზე ასევე გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეების მიხედვით;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელთან ფორმდება საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხაზე, რომელზეც სრულად ან ნაწილობრივ მიმდინარეობს საგადასახადო დავა და დამატებით დარიცხული ვალდებულება ასახულია დროებითი აღრიცხვის ბარათზე, საგადასახადო ორგანო საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ სადავო ვალდებულებას დროებითი ბარათიდან გადაიტანს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე შესაბამისი სავადოებით და საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხას დადგენილი წესით გადმოიტანს დროებითი აღრიცხვის ბარათზე;
დ) გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო შეთანხმების აქტის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის, შესაძლებელია განესაზღვროს ერთი ან რამდენიმე სავადო თარიღი, რომლის შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ან/და მოსაკრებლების ბარათზე, საგადასახადო შეთანხმების აქტის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისას, თანხების დარიცხვა განხორციელდება ძირითადი დავალიანების პროპორციულად გადასახადის სახეობების მიხედვით, შესაბამისი სავადო თარიღით, მაგრამ არაუმეტეს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნაზე განცხადებით მომართვისას პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადასახადის სახეობების მიხედვით ან მოსაკრებლების ბარათზე რიცხული ძირითადი დავალიანების ოდენობისა, ხოლო სხვაობა დაერიცხება სხვა ჯარიმებში ან მოსაკრებლის შემთხვევაში – ჯარიმაში;
მაგალითი 11:
შპს „ელიტამ“ 2022 წლის 25 მაისს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა „საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების“ შესახებ განცხადება. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 10 000 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 5 000 ლარი (მ.შ. დღგ-ში 2 500 ლარი, საშემოსავლოში 500 ლარი და ქონებაში 2 000 ლარი), ჯარიმა – 3 500 ლარი, საურავი – 1 500 ლარი. საგადასახადო დავალიანებაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის 2022 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 4 000 ლარი, ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 ოქტომბრამდე. საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებისას 2022 წლის 01 აგვისტოს, 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანება გადასახადის გადამხდელის ძირითადი ბარათიდან გადატანილი უნდა იქნეს დროებით ბარათზე.
შპს „ელიტას“ მიერ 2022 წლის 1 ოქტომბერს შესრულდა საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები, რომლის მიხედვით გადახდილი თანხა (ამ შემთხვევაში 4 000 ლარი) განაწილებული უნდა იქნეს 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით არსებული ძირითადი დავალიანების პროპორციულად ძირითად გადასახადში, კერძოდ, დღგ-ში (4000/5000)*2500=2 000 ლარი, საშემოსავლოში (4000/5000)*500= 400 ლარი და ქონებაში (4000/5000)*2000=1 600 ლარი, სულ 4 000 ლარი.
მაგალითი 12:
შპს „ელიტამ“ 2022 წლის 25 მაისს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა განცხადება „საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების“ – შესახებ. გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 10 000 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 0 ლარი, ჯარიმა – 6 500 ლარი, საურავი – 3500.00 ლარი. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის 2022 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 6 000 ლარი, ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 ოქტომბრამდე. საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებისას 2022 წლის 1 აგვისტოს, 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანება გადასახადის გადამხდელის ძირითადი ბარათიდან გადატანილი უნდა იქნეს დროებით ბარათზე.
შპს „ელიტას“ მიერ 2022 წლის 25 სექტემბერს შესრულდა საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრულ ვალდებულებები, რომლის მიხედვით გადახდილი თანხა (ამ შემთხვევაში 6 000 ლარი) საგადასახადო შეთანხმებაზე განცხადების წარმოდგენის დღეს ძირითად დავალიანებების არარსებობის გამო სრულად დარიცხული იქნება სხვა ჯარიმებში 6000 ლარის ოდენობით.
მაგალითი 13:
შპს „ელიტამ“ 2022 წლის 1 იანვარს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა განცხადება „საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების“ შესახებ. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 200 000 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 50 000 (მ.შ. დღგ-ში 25 000 ლარი, საშემოსავლოში 5 000 ლარი და ქონებაში 20 000 ლარი), ჯარიმა – 100 000 ლარი, საურავი – 50 000 ლარი. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის 1 თებერვალს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 80 000 ლარი, ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის – 1 მარტამდე – 20 000 ლარი; 1 აპრილამდე – 20 000 ლარი; 1 მაისამდე – 20 000 ლარი; 1 ივნისამდე – 20 000 ლარი; გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარდება შემდეგი სახის ოპერაციები: დროებითი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2022 წლის (01.01.2022 წლის სავადო თარიღით) დაერიცხება 200 000 ლარი. ძირითადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2022 წლის (01.01.2022 წლის სავადო თარიღით) შემცირდება – ძირითადი გადასახადი – 50 000 (მ.შ. დღგ-ში 25 000 ლარი, საშემოსავლოში 5 000 ლარი და ქონებაში 20 000 ლარი), ჯარიმა – 100 000 ლარი, საურავი – 50 000 ლარი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული თანხების გადახდის შემთხვევაში პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება დარიცხვები:
28.02.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება ძირითად გადასახადში 20 000 ლარი (მ.შ.: დღგ –20 000 / 50 000 X 25 000 = 10 000 ლარი, საშემოსავლო 20 000 / 50 000 X 5 000 = 2 000 ლარი, ქონება - 20 000 / 50 0000 X 20 000 = 8 000 ლარი) - (გადახდის შემთხვევაში);
31.03.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება ძირითად გადასახადში 20 000 ლარი (მ.შ.: – დღგ - 20 000 / 50 000 X 25 000 = 10 000 ლარი, საშემოსავლო 20 000 / 50 000 X 5 000 = 2 000 ლარი, ქონება – 20 000 / 50 0000 X 20 000 = 8 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში);
გადასახადის გადამხდელის მიერ შემდეგი თანხის დარიცხვის შემთხვევაში დაერიცხება დარჩენილი ძირითადი დავალიანების პროპორციულად, ამ შემთხვევაში 50 000 – 20 000 – 20 000 = 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა სხვა ჯარიმებში, ჩვენ შემთხვევაში:
30.04.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება 20 000 ლარი (მ.შ. დღგ - (20 000 - 10 000) / 50 000 X 25 000 = 5 000 ლარი, საშემოსავლო (20 000 - 10 000)/50 000 X 5 000 = 1 000 ლარი, ქონება - (20 000 - 10 000) / 50 0000 X 20 000 = 4 000 ლარი, სხვა ჯარიმები 10 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში); რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების განცხადების წარმოდგენის დღეს ბარათზე არსებული დავალიანების ძირითადი თანხის ტოლი თანხა უკვე დარიცხულია, შემდეგი გადახდის ტოლი თანხა სრულად დარიცხული იქნება სხვა ჯარიმებში. ჩვენ შემთხვევაში:
31.05.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება 20 000 ლარი (სხვა ჯარიმები – 20 000 ლარი) –(გადახდის შემთხვევაში).
დ.ა) (ამოღებულია - 08.08.2024, №18358);
დ.ბ) (ამოღებულია - 08.08.2024, №18358);
დ1) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, ამ შეთანხმების ფარგლებში გამოცემული შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დროებითი აღრიცხვის ბარათზე უკუოპერაციით ნულდება პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათიდან გადმოტანილი აღიარებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხა.
ე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება, შესაბამისად, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო დავალიანება/დავალიანების ნაწილის ან მოსაკრებლის თანხა ექვემდებარება აღდგენას სრული ოდენობით, რომლის გადმოტანაც განხორციელდება დროებითი აღრიცხვის ბარათიდან უკუოპერაციებით შესაბამისი გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეებისა და სავადოების მიხედვით. ხოლო საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სავადო თარიღის არსებობისას გადასახადის სახეობების მიხედვით პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ან მოსაკრებლის ბარათზე დარიცხული თანხები ნულდება უკუოპერაციით შესაბამისი სავადო თარიღის მიხედვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით, რომელიც აისახება სხვა ჯარიმებში ან მოსაკრებლის შემთხვევაში – ჯარიმაში.
მაგალითი 2
შპს „ელიტას“ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში არსებული დავალიანების შემცირების მიზნით გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რითაც 2023 წლის 1 აპრილამდე დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა. ფაქტობრივად მან აღნიშნულ ვადაში შეძლო გადაეხადა 15 000 ლარი, ანუ 5 000 ლარით ნაკლები, ვიდრე ამას ითვალისწინებდა საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში
საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო, საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად, ამიტომ გამოიცემა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დროებითი აღრიცხვის ბარათიდან მოსაკრებლის ბარათზე, თანხები აღდგება სრული ოდენობით და შპს „ელიტას“ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი – 5 000 ლარის (20 000 – 15 000) გადაუხდელობისათვის მოსაკრებელში გადასახდელად გამოუანგარიშდება ჯარიმა: 5 000x10%=500 ლარი.
მაგალითი 21
შპს „ელიტამ“ 2022 წლის 1 იანვარს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა განცხადება „საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების“ შესახებ. გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 200 000 ლარის ოდენობით. მათ შორის: ძირითადი გადასახადი – 50 000 (მ.შ. დღგ-ში 25 000 ლარი, საშემოსავლოში 5 000 ლარი და ქონებაში 20 000 ლარი), ჯარიმა – 100 000 ლარი, საურავი – 50 000 ლარი. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის პირველ თებერვალს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა 80 000 ლარი, ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 მარტამდე – 20 000 ლარი; 1 აპრილამდე – 20 000 ლარი; 1 მაისამდე – 20 000 ლარი; 1 ივნისამდე – 20 000 ლარი. შეთანხმების აქტის გაფორმებისას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარდება შემდეგი სახის ოპერაციები: ძირითადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2022 წლის სავადო თარიღით შემცირდება – ძირითადი გადასახადი – 50 000 (მ.შ. დღგ-ში 25 000 ლარი, საშემოსავლოში 5 000 ლარი და ქონებაში 20 000 ლარი), ჯარიმა – 100 000 ლარი, საურავი – 50 000 ლარი და დაერიცხება დროებითი აღრიცხვის ბარათზე იმავე სავადო თარიღით (მოხდება თანხების გადატანა).
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტის შესაბამისად განახორციელა პირველი, მეორე და მესამე გადახდა, რის შედეგადაც პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება დარიცხვები:
28.02.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება ძირითად გადასახადში 20 000 ლარი (მ.შ.: დღგ –20 000 / 50 000 X 25 000 = 10 000 ლარი, საშემოსავლო – 20 000 / 50 000 X 5 000 = 2 000 ლარი, ქონება – 20 000 / 50 0000 X 20 000 = 8 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში);
31.03.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება ძირითად გადასახადში 20 000 ლარი (მ.შ.: – დღგ –20 000 /50 000X25 000 = 10 000 ლარი, საშემოსავლო – 20 000 / 50 000X5 000 = 2 000 ლარი, ქონება – 20 000 / 50 0000 X 20 000 = 8 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში);
გადასახადის გადამხდელის მიერ შემდეგი თანხის დარიცხვის შემთხვევაში დაერიცხება დარჩენილი ძირითადი დავალიანების პროპორციულად, ამ შემთხვევაში 50 000 – 20 000 – 20 000 = 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა სხვა ჯარიმებში, ჩვენ შემთხვევაში:
30.04.2022 წლის სავადო თარიღით დაერიცხება 20 000 ლარი (მ.შ. დღგ – (20 000 – 10 000) / 50 000 X 25 000 = 5 000 ლარი, საშემოსავლო (20 000 – 10 000) / 50 000 X 5 000 = 1 000 ლარი, ქონება – (20 000 - 10 000) / 50 0000 X 20 000 = 4 000 ლარი, სხვა ჯარიმები 10 000 ლარი) – (გადახდის შემთხვევაში);
გადასახადის გადამხდელმა არ განახორციელა მეოთხე გადახდა 20 000 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში:
საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო, საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად, ამიტომ გამოიცემა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც განულდება 28.02.2022, 31.03.2022 და 30.04.2022 სავადო თარიღებით დარიცხული თანხები. ამასთანავე, დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითად ბარათზე სრული ოდენობით უკუოპერაციებით აღდგება თანხები და შპს „ელიტას“ საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი – 20 000 ლარის გადაუხდელობისათვის გადასახდელად გამოუანგარიშდება ჯარიმა: 20 000 x 10 % = 2000 ლარი, რომელიც დაერიცხება სხვა ჯარიმებში.
ვ) საგადასახადო
ორგანოს
მიერ
საგადასახადო
ვალდებულებების
შემცირების
შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების)
სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო
დეკლარაციით
დარიცხული თანხის შემცირება
შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის გზით;
მაგალითი 3:
შპს „ელიტას“ გადასახადების
ან/და სანქციების შემცირების
მიზნით განცხადების
შეტანის მომენტისათვის 2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით პირადი აღიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული
საგადასახადო
დავალიანება
24 500 ლარის
ოდენობით.
მათ შორის:
ძირითადი გადასახადი - 18 000 ლარი, ჯარიმა - 2 500 ლარი, საურავი - 4 000 ლარი. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის
გადამხდელს
შორის გაფორმდა
საგადასახადო
შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად გადასახადის
გადამხდელს
გადასახდელად
განესაზღვრა
8 000 ლარი,ხოლო საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 მარტამდე. გადასახადის გადამხდელმა
საგადასახადო
შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ 2016 წლის 27 თებერვალს განახორციელა შეთანხმებამდე პერიოდის ვალდებულების შემცირება დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით (მაგალითად, შეიმცირა 2014 წლის სექტემბრის დღგ-ის ვალდებულება 3 000 ლარით). ასეთ შემთხვევაში
საზოგადოების
პირადი
აღრიცხვის
ბარათებზე
განხორციელდება არასწორად შემცირებული გადასახადის 3 000 ლარის აღდგენა დარიცხვის გზით.
მაგალითი 31 . (ამოღებულია)
9. გადასახადის
გადამხდელის
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში მყოფი საწარმოების მონაცემების აღრიცხვას და შესაბამისი რეჟიმის ასახვას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის
უფლებამოსილი წარმომადგენელი. რეჟიმის ასახვა ხორციელდება
შემდეგი წესით:
ა) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების საგადასახადო ვალდებულების გადავადებაზე, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე დაერიცხება გადავადებული საგადასახადო ვალდებულება გრაფიკის შესაბამისად, გადახდის სავადოების მიხედვით ძირითად გადასახადში,ჯარიმაში და საურავში. ხელშეკრულებაში
ერთ საგადასახადო
ვალდებულ
ებაში
გაერთიანებული
ვალდებულება,რომელიც გრაფიკის
(თვეების ან კვარტალები)
მიხედვით
ნაწილდება
გადახდის
ვადებზე
უნდა განაწილდეს ძირითადი
გადასახადის,ჯარიმის
და საურავის
თანხებზე
შემდეგი
პრინციპით:
აღებული
უნდა იქნეს მთლიანი
დავალიანება,რომლის
რესტრუქტურიზაციაც
მოხდა
და
განისაზღვროს
მასში
ცალ- ცალკე
თითოეული სახის პროპორცია
და ამ პროპორციით
განაწილდეს
გრაფიკით
გადასახდელი თანხები ძირითად გადასახადზე,ჯარიმაზე და საურავზე. სარგებლის თანხა უნდა აისახოს საურავებში;
ბ) იმ შემთხვევაში,თუ გადასახადის
გადამხდელმა
წინასწარ
დაფარა
რესტრუქტურიზებული თანხა და შესაბამისი განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს, დარჩენილი რესტრუქტურიზებული თანხები შესაბამისი სახეების მიხედვით უფლებამოსილმა პირმა უნდა ასახოს ჩარიცხვის თარიღით. შესაბამისად, სარგებელიც დაერიცხება დაფარვის თარიღამდე. შესაბამისი ჩანაწერები კეთდება პირადი აღრიცხვის
ბარათზე;
მაგალითი 4:
შპს „ელიტამ” რესტრუქტურიზებული
დავალიანება 8400.0 ათ. ლარი მთლიანად დაფარა
2013 წლის
25 დეკემბერს
გაყინვის
პერიოდში
(გაყინვის
პერიოდი
განსაზღვრული
ჰქონდა
2013 წლის
1 იანვრიდან 2015
წლის 1 იანვრამდე), ამ პერიოდში მას
სარგებელი არ
დაერიცხება.
მაგალითი 5:
შპს
„ელიტამ”
რესტრუქტურიზებული
დავალიანება
8400.0
ათ.
ლარი
მთლიანად
დაფარა
2015 წლის
25
აგვისტოსათვის.
რესტრუქტურიზებული
დავალიანების
დაფარვის
გრაფიკის
მიხედვით, 2015 წლის 25 აგვისტოსათვის სარგებლის თანხა განსაზღვრულია 12500 ლარის ოდენობით, რომელიც ექვემდებარება
დარიცხვას.
გ)
იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას, მთავრობის განკარგულებით წყდება რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება და, ამავდროულად, არ არის დაფარული რესტრუქტურიზებული დავალიანება, მაშინ რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ძირითად თანხას რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის დაწყების პერიოდიდან დაერიცხება საურავი, ხოლო ჯარიმა-საურავს და სარგებელს საურავი არ დაერიცხება.
10. საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩანაწერების გაკეთება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე რესტრუქტურიზებული თანხის გასწვრივ მე-3 გრაფაში ,,ოპერაციის შინაარსი” გაკეთდება ჩანაწერი ,,რესტრუქტურიზებულია საქართველოს მთავრობის
20 წლის „-----“ „------------- “ განკარგულებით”,მე-7 სვეტში „შემცირებულია”
აისახება რესტრუქტურიზებული
დავალიანების
ძირითადი
ნაწილი ან/და დარიცხული
სანქციის თანხა და გატარდება ოპერაციით „შემცირებულია, რესტრუქტურიზებულია ძირითადი ნარჩენი ან/და სანქცია”,მე-12
სვეტში
,,საურავის
თანხა”
კი
– რესტრუქტურიზებული
საურავის
ნაწილი
და გატარდება ოპერაციით
„შემცირებულია, რესტრუქტურიზებულია საურავი“;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული
გრაფიკის
მიხედვით გადასახდელი
ძირითადი
გადასახადისა
და სანქციის თანხები აისახება ბარათზე;
გ) რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში მომუშავე საწარმოს გრაფიკიდან გამომდინარე, რომელშიც გათვალისწინებულია
რესტრუქტურიზებული
თანხების და დასარიცხი
სარგებლის
პროცენტის დაფარვის ვადები, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მოხდება რესტრუქტურიზებული
თანხების (როგორც ძირითადი, ისე საურავის) და სარგებლის პროცენტის (თანხობრივად) დარიცხვა, რომელიც აისახება
საურავის ნაწილში;
მაგალითი 6:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შპს ,,ელიტას” მიერ გაფორმებული ხელშეკრულებისა და რესტრუქტურიზებული თანხების დაფარვის გრაფიკის მიხედვით, რესტრუქტურიზებულია
71786 ლარი, საიდანაც
2015 წლის მეორე კვარტალში
უნდა დაფაროს
8973 ლარი, სარგებელი
კი 1077 ლარი. გრაფიკით
გადასახდელი
საგადასახადო
დავალიანების
თანხა პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
გატარდება
სვეტში ,,დარიცხულია”,ჩანაწერით,დარიცხულია რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი 8170 ლარი აისახება ბარათის მე-5 სვეტში, ხოლო საურავი 803 ლარი და სარგებელი 1077 ლარი, რომლებიც აისახება ბარათის
მე-12 სვეტში.
დ) გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე მე-3 სვეტში ცალ-ცალკე (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) ჩანაწერებით აღირიცხება ვადადამდგარი რესტრუქტურიზებული
დავალიანების თანხები. ამ ვალდებულებების თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ
ძირითად თანხას დაერიცხება
საურავი;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირობების დარღვევის გამო მოხდა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
პირობების ვადამდე შეწყვეტა (გაყინვის, გადავადების პერიოდში), მაშინ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხება რესტრუქტურიზებული
თანხა გადასახადის
სახეების მიხედვით როგორც
ძირითადი,ისე სანქციის თანხები. რაც შეეხება სარგებელს, გაყინვის პერიოდში რეჟიმიდან გამოყვანისას მას სარგებელი არ დაერიცხება, ხოლო გადავადების პერიოდში რეჟიმიდან გამოყვანის შემთხვევაში, სარგებელი დაერიცხება გადავადების პერიოდის იმ თარიღის ჩათვლით, როდესაც მოხდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის
პირობების შეწყვეტა;
მაგალითი 7:
იმ შემთხვევაში, როცა შპს „ელიტის” რესტრუქტურიზებული
დავალიანება 8400.0 ათ. ლარია (ძირითადი
6350.0 ათ. ლარი, საურავისა
და ჯარიმის
თანხა კი – 2050.0 ათ. ლარი)
და მას პირობების დარღვევის, რესტრუქტურიზებული თანხის გადაუხდელობის გამო მთავრობის განკარგულებით ვადამდე შეუწყდა
ამ რეჟიმში მუშაობის ვადა, რეჟიმიდან
გამოყვანის პერიოდისათვის
პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული (აღდგენილი) იყო ძირითადი დავალიანება 3050.0 ათ. ლარი და სანქციის თანხა კი 1025.0 ათ. ლარის ოდენობით. ამ პერიოდისათვის
პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხება დარჩენილი ძირითადი გადასახადის დავალიანება 3300.0 ათ. ლარის და სანქციის თანხა 1025.0 ათ. ლარის ოდენობით. გარდა ამისა, რესტრუქტურიზებული ძირითადი დავალიანების გადაუხდელ თანხას რესტრუქტურიზაციის
დაწყების პერიოდიდან
დაერიცხება საურავი.
საზოგადოება
რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში
იყო 2013 წლის
1 იანვრიდან
და
ამ პერიოდიდან
დაერიცხება
საურავი 6350.0 ათ. ლარზე თითოეულ ვადაგადაცილებულ
დღეზე 0.06 პროცენტის ოდენობით, რეჟიმიდან
გამოყვანის და შემდგომ
პერიოდშიც.
მაგალითი 8:
საქართველოს მთავრობის განკარგულებით პირობების დარღვევის გამო მოხდა შპს „ელიტას“ რესტრუქტურიზაციის რეჟიმიდან ვადამდე გამოყვანა. რესტრუქტურიზებული დავალიანება შეადგენდა 25.1 ათ. ლარს, სარგებელი კი – 1500 ლარს. რესტრუქტურიზაციის პერიოდი განისაზღვრა
5 წელი, მათ შორის, გაყინვის პერიოდი
2010 წლის 2 ნოემბრიდან
2012 წლის 2 ნოემბრამდე 2 წელი, ხოლო გადავადების
პერიოდი 3 წელი, 2012 წლის 2 ნოემბრიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე. რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში მუშაობის პირობების შეწყვეტა მოხდა 2012 წლის 1 სექტემბრის
განკარგულებით.
მოხდება
მხოლოდ რესტრუქტურიზებული
თანხების დარიცხვა (აღდგენა),ანუ პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
დაერიცხება
საგადასახადო
ვალდებულება 25.1 ათ. ლარის ოდენობით
გადასახადის
სახეების მიხედვით.
მოცემულ
შემთხვევაში:
სარგებლის დარიცხვა (აღდგენა) არ მოხდება, ვინაიდან რეჟიმიდან გამოყვანა მოხდა გაყინვის პერიოდში.
მაგალითი 9:
პირობები
იგივეა,რაც
მე-8
მაგალითში
იმ განსხვავებით,რომ
რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში მუშაობის
შეწყვეტის
შესახებ
მთავრობის
განკარგულებით
გადაწყვეტილება
მიღებულია
2013
წლის
25 მარტს.
მოცემულ
შემთხვევაში:
მთლიანად
დაერიცხება
(აღდგება)
რესტრუქტურიზებული
დავალიანების
თანხა
(25.1 ათ. ლარი)
გადასახადის
სახეების
მიხედვით.
ხოლო სარგებლის
თანხა კი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
1500 ლარის
ნაცვლად
დაერიცხება
(აღდგება)
2013 წლის
25 მარტამდე გათვალისწინებული 125 ლარი
და მისი ასახვა მოხდება საურავის ნაწილში.
ვ) რესტრუქტურიზებული დავალიანება მთლიანად აღდგება ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ ვადის გასვლამდე გადახდის დროსაც;
მაგალითი 10:
სააქციო საზოგადოება
,,ელიტამ” რესტრუქტურიზებული
დავალიანება 8400.0 ათ. ლარი (მ.შ. ძირითადი
6350.0
ათ.
ლარი
და
სანქცია
2050.0
ათ.
ლარი)
გადაიხადა
გრაფიკით
გათვალისწინებული
2014 წლის 25 სექტემბრის ნაცვლად ვადაზე ადრე, 2012 წლის 25 დეკემბრისათვის.
ამავე პერიოდისათვის
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
დარიცხული
(აღდგენილი)
იყო
2545.0 ათ.
ლარი.
ე.ი. დარჩენილი 5855.0 ათ. ლარიც
ექვემდებარება დარიცხვას (აღდგენას) პირადი აღრიცხვის ბარათზე.
ზ) საქართველოს მთავრობის განკარგულებით დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო ამ რეჟიმში მუშაობის პირობების ვადამდე
შეწყვეტა ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ზ.ა) გაყინვის პერიოდში რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში მუშაობის პირობების შეწყვეტისას მოხდება გადასახადის სახეების მიხედვით რესტრუქტურიზებული
თანხების დარიცხვა (აღდგენა) პირადი აღრიცხვის ბარათზე. რესტრუქტურიზებული დავალიანების ძირითად თანხას რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში მუშაობის დაწყების პერიოდიდან
დაერიცხება
საურავი, რაც შეეხება რესტრუქტურიზებულ ჯარიმა-საურავის თანხას,მას საურავი არ ერიცხება;
მაგალითი 11:
შპს
„ელიტა“
რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში
მუშაობდა
2010 წლის 2 ნოემბრიდან
5 წლით. (გაყინვის
პერიოდი
2010 წლის 2 ნოემბრიდან
2012 წლის 2 ნოემბრამდე,გადავადების
პერიოდი
2012 წლის 2 ნოემბრიდან 2015 წლის 2 ნოემბრამდე), რესტრუქტურიზებული
დავალიანება გადასახადის სახეების
მიხედვით
352.5
ათ.
ლარია,მათ
შორის
ძირითადი
–
260.3
ათ.
ლარი,ჯარიმა-საურავი
–92.2 ათ. ლარი.
საზოგადოება
ვერ
უზრუნველყოფდა
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების კუთხით, კერძოდ: 2010 წლის 2 ნოემბრიდან 2012 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიმდინარე გადასახდელების
სახით
დარიცხული
154.2
ათ.
ლარიდან
გადახდილია
მხოლოდ
35.5
ათ.
ლარი, რის გამოც გაყინვის პერიოდში (2012 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, პირობების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს მთავრობის განკარგულებით ვადამდე შეუწყდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები.
მოცემულ
შემთხვევაში:
გადასახადის სახეების მიხედვით, პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხება დარჩენილი რესტრუქტურიზებული დავალიანება და ძირითად თანხას – 260.3 ათ. ლარს 2010 წლის 2 ნოემბრიდან
დაერიცხება
საურავი
ყოველდღიურად,რაც
შეეხება
ჯარიმა-საურავს,მათი დარიცხვა მოხდება შესაბამისი სახეობის
მიხედვით და მათ
საურავი არ დაერიცხება.
ზ.ბ) გადავადების პერიოდში რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობების შეწყვეტისას მოხდება გადასახადების სახეების მიხედვით პირადი აღრიცხვის ბარათზე დარჩენილი თანხების (ძირითადი, ჯარიმა-საურავი,სარგებელი) დარიცხვა
(აღდგენა), რესტრუქტურიზებული დავალიანების დარიცხულ და რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ძირითად თანხას რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში
მუშაობის დაწყების
პერიოდიდან
დაერიცხება
საურავი, ხოლო ჯარიმა-საურავს
და სარგებელს საურავი არ
დაერიცხება.
მაგალითი 12:
შპს „ელიტა“
რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში
მუშაობდა
2010 წლის 1 ოქტომბრიდან
5 წლით. (გაყინვის
პერიოდი
2010 წლის 1 ოქტომბრიდან
2012 წლის 1 ოქტომბრამდე
პერიოდი,გადავადების პერიოდი
2012 წლის
1 ოქტომბრიდან
2015 წლის
1 ოქტომბრამდე).
რესტრუქტურიზებული დავალიანება სარგებლის ჩათვლით 387.7 ათ. ლარია, მათ შორის ძირითადი – 260.3 ათ. ლარი, ჯარიმა-საურავი
92.2 ათ. ლარი, რომელსაც
ემატება სარგებელი 35.2 ათ. ლარის ოდენობით. საზოგადოება ვერ უზრუნველყოფდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებისა და რესტრუქტურიზებული თანხების სრულად დაფარვის კუთხით, კერძოდ: 2010 წლის 1 ოქტომბრიდან
2013 წლის
1 აპრილის
მდგომარეობით
მიმდინარე
გადასახდელების
სახით დარიცხული 254.2 ათ. ლარიდან გადახდილია მხოლოდ 105.6 ათ. ლარი, რაც შეეხება რესტრუქტურიზებული
თანხების
დაფარვას
სარგებლის
ჩათვლით,გრაფიკით
გათვალისწინებული
64.6 ათ. ლარიდან გადახდილია მხოლოდ 32.3 ათ. ლარი. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის
გამო საქართველოს
მთავრობის
განკარგულებით
საზოგადოებას
ვადამდე შეუწყდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები.
მოცემულ
შემთხვევაში:
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
დაერიცხება
აღსადგენი
თანხა 323.1 ათ. ლარი გადასახადის სახეების
მიხედვით
და
რესტრუქტურიზებული
დავალიანების დარიცხულ
(აღდგენა)
ძირითადი თანხის გადაუხდელ ნაწილს რესტრუქტურიზაციის დაწყების პერიოდიდან 2010 წლის 1 ოქტომბრიდან დაერიცხება საურავი, ხოლო ჯარიმა-საურავს და სარგებელს საურავი არ დაერიცხება.
თ) იმ შემთხვევაში, როდესაც რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პერიოდში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოიქმნება ზედმეტად გადახდილი თანხა,იგი გადასახადის
გადამხდელის
მოთხოვნის
შემთხვევაში
შეიძლება
მიმართულ
იქნეს რესტრუქტურიზებული
თანხის ვადამდე ადრე დასაფარავად.
თუ ზედმეტად გადახდილი თანხით მთლიანად დაიფარება რესტრუქტურიზებული დავალიანება, მაშინ მოხდება რესტრუქტურიზებული
თანხის მთლიანად დარიცხვა (აღდგენა) პირადის აღრიცხვის ბარათზე. დავალიანების ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, რესტრუქტურიზებული
თანხის გადაუხდელი ნაწილი ვადამდე ადრე დარიცხვას (აღდგენას) არ ექვემდებარება. რესტრუქტურიზაციის (რეაბილიტაციის) რეჟიმში მუშაობის პერიოდში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ ხდება;
ი) იმ შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზებული
თანხის დაფარვა მოხდა ვადამდე (გაყინვის პერიოდში), გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე მთლიანად დაერიცხება (აღდგება) რესტრუქტურიზებული
დავალიანება როგორც ძირითადი ნაწილი, ასევე ჯარიმა- საურავის თანხა ცალ-ცალკე. აღნიშნულ თანხას არ დაერიცხება ხელშეკრულებით და დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებლის თანხა, ხოლო თუ რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვა მოხდა ვადამდე (გადავადების პერიოდში),მაშინ აღდგება მთლიანად რესტრუქტურიზებული თანხა. ამავე
დროს მას დაერიცხება სარგებელი გადახდის თარიღამდე.
მაგალითი 13:
სს “ელიტას” 8400.0 ათ. ლარი (მ.შ. ძირითადი 6350.0 ათ. ლარი, საურავი 2050.0 ათ. ლარი) რესტრუქტურიზებული
აქვს 5 წლით, 2011 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე. მათ შორის, გაყინვის
პერიოდია
2 წელი,2011 წლის
1 ივლისიდან
2013 წლის
1 ივლისამდე,გადავადების პერიოდი
2013 წლის
1 ივლისიდან
2016 წლის
1 ივლისამდე.
სარგებელი
ხელშეკრულების
და გრაფიკის
მიხედვით
150.0 ათ.
ლარია.
საზოგადოებამ
რესტრუქტურიზებული
დავალიანება გადაიხადა მთლიანად გაყინვის პერიოდში და მოხდება რესტრუქტურიზებული
დავალიანების მთლიანად დარიცხვა (აღდგენა) პირადი აღრიცხვის ბარათზე ცალ-ცალკე, ძირითადი თანხისა და საურავის ნაწილში, რაც შეეხება ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ სარგებლის თანხას, იგი გაყინვის პერიოდში გადასახდელად დარიცხვას არ ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზებული
თანხის
დაფარვა
მოხდება
გადავადების
პერიოდში
(2011 წლის
1 ივლისის შემდეგ
პერიოდში),მაშინ
რესტრუქტურიზებული
თანხის მთლიანად
აღდგენასთან
ერთად დაერიცხება
სარგებელი ხელშეკრულების
და გრაფიკის მიხედვით 2011 წლის 1 ივლისიდან გადახდის თარიღამდე
გამოანგარიშებული
თანხით, რომელიც აისახება საურავის
ნაწილში.
კ) რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში მუშაობის დაწყების პერიოდიდან
ხდება დავალიანების გაყინვა ანუ საგადასახადო დავალიანების გადახდის შეჩერება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოს შორის დადებულ ხელშეკრულებაში
განსაზღვრული
ვადით. პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
მოხდება გაყინული საგადასახადო დავალიანების დარიცხვა დავალიანებათა დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხით, წლების მიხედვით, რომლის დარიცხვა
მოხდება ცალ-ცალკე
დავალიანების
ძირითადი თანხა, ჯარიმა და საურავი;
ლ) რესტრუქტურიზებული
თანხების დარიცხვა
(აღდგენა)
უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელის
მიერ
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროში
წარდგენილი
იმ მონაცემებთან პროპორციით,რომელიც აღნიშნულია ცნობაში გადასახადის სახეების მიხედვით დავალიანების თაობაზე. გადასახადის სახეების მიხედვით დავალიანების დარიცხვა (აღდგენა) უნდა მოხდეს გადასახადის სახეებთან პროპორციით, რომელიც ნაჩვენებია საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულ ცნობაში შემდეგი
თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის ძირითადი თანხა;
ბ) ფინანსური სანქციის
თანხა;
გ) დარიცხული საურავის
თანხა.
მაგალითი 14:
შპს ,,ელიტის” რესტრუქტურიზებული დავალიანება სარგებლის ჩათვლით 233200 ლარია. მათ
შორის,რესტრუქტურიზებული
დავალიანება
219995 ლარი,ხოლო
სარგებელი
13205 ლარი. რესტრუქტურიზებული თანხების დაფარვის დაწყება გათვალისწინებულია 2011 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების
მიხედვით 2011 წლის
ივნისის
თვეში
გრაფიკით
გადასახდელად
უნდა
დაერიცხოს
(აღდგეს)
15515 ლარის პროპორციით
რესტრუქტურიზებულ
თანხასთან
(233200 ლარი) მიმართებაში.
15515 ლარიდან საგადასახადო დავალიანებაა
12500 ლარი, სარგებელი 3015 ლარი.
მოცემულ
შემთხვევაში:
საგადასახადო დავალიანების დარიცხვა უნდა მოხდეს 5.68%-ის ოდენობით (12500:219995)X100 გადასახადის
სახეების მიხედვით, ხოლო დარიცხული
სარგებლის
თანხა ერთი ციფრით
უნდა აისახოს ბარათზე
საურავის
სვეტში.
საგადასახადო
ორგანოს
მიერ გაცემული
ცნობის მიხედვით, რომელიც წარდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, გადასახადის სახეების მიხედვით ძირითადი დავალიანება იყო 154210 ლარი, ხოლო ჯარიმა – საურავი კი – 65785 ლარი. ამიტომ ძირითადი დავალიანების კუთხით გადასახადის
სახეების მიხედვით დაერიცხება
8760 (154210X5.68%) ლარი,ხოლო
სანქცია
და
საურავის
კუთხით
გადასახადის
სახეების
მიხედვით დაერიცხება
3740
(65785X5.68%)
ლარი.
ამდენად,სულ
გადასახადის
სახეების
მიხედვით
დაერიცხება 12500 (8760 + 3740) ლარი. იმის გამო, რომ ცალკეული გადასახადის
გადამხდელების
მიხედვით რესტრუქტურიზებული თანხა, შესაბამისად, დასარიცხი სარგებელი და გრაფიკით გათვალისწინებული თანხა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია, იგი გათვალისწინებული უნდა იქნეს რესტრუქტურიზაციის
გრაფიკით
კუთვნილი თანხების დარიცხვის მოდულის განსაზღვრისას.
101.
რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი პირის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) საქმის წარმოების შემთხვევაში, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით (გრაფიკით) გათვალისწინებული დავალიანების გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებულ დავალიანებად მიჩნევის შესახებ, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩანაწერების გაკეთება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება, ბარათზე მოხდება იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან, რომელიც ერიცხებოდა გადახდისუუნარობის პროცესში მყოფ საწარმოს ამ ქვეპუნქტში აღნიშნული განჩინების გამოტანის დღისათვის;
ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების (გრაფიკის) მიხედვით განხორციელდება თანხების პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა (აღდგენა) და იმავე სავადო თარიღით გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან;
გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების (გაკოტრება/რეაბილიტაცია) დასრულების შემთხვევაში, ამ პუნქტის მიხედვით მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული თანხების დარიცხვა (აღდგენა) განხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეჟიმისთვის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) განსზღვრული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის შესაბამისად;
დ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების (გაკოტრება/რეაბილიტაცია) შეწყვეტის შემთხვევაში, ამ პუნქტის მიხედვით მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული თანხების დარიცხვა (აღდგენა) განხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეჟიმისთვის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის შესაბამისად და რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების (გრაფიკის) მიხედვით, ხოლო გადაუხდელ რესტრუქტურიზებულ თანხებზე გავრცელდება „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციები.
11.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების, ასევე იმ საწარმოების, რომელთა მიმართაც დამტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა, მონაცემების ასახვას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება, ხორციელდება საწარმოს ძირითად ბარათზე განჩინების გამოტანის დღისათვის არსებული აღიარებული დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის რეჟიმი შეწყდება, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღით პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღისათვის მიმდინარე გადასახადებისგან გამიჯნული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა);
გ) იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსია გაკოტრების რეჟიმში, კონვერსიის თარიღით პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღისათვის მიმდინარე გადასახადებისგან გამიჯნული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა);
დ) იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა, მისი დამტკიცების შემდგომ, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თარიღით, განხორციელდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საფუძველზე მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა);
დ1) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდგომ, უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდება რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული აღიარებული დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან. რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადის დადგომისას, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გრაფიკით გათვალისწინებული შესაბამისი თანხები აისახება ავტომატურად;
დ2) იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის გეგმა შეწყდა, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, რეაბილიტაციის გეგმის დაწყების თარიღით, უფლებამოსილი პირის მიერ აისახება თანხის ის ნაწილი, რომელიც დარჩენილია (გადასახდელია) რეაბილიტაციის გეგმის გრაფიკით;
მაგალითი 141:
სასამართლომ 2021 წლის პირველ აგვისტოს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2021 წლის 3 აგვისტოს. ამავე წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან.
2022 წლის 5 თებერვალს, სასამართლომ გამოიტანა განჩინება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, რითაც დასრულდა რეაბილიტაციის რეჟიმი. ამ პერიოდისათვის, გადამხდელს ერიცხებოდა მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 50 000 ლარის ოდენობით. რეაბილიტაციის გეგმით შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა კრედიტორთა რეესტრში განისაზღვრა 70 000 ლარით, (მათ შორის, 50 000 ლარი ახალი კრედიტორული მოთოვნის სახით), რომელიც დაფარულ უნდა იქნეს 5 წლის განმავლობაში. 2022 წლის 5 თებერვლის თარიღით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მოხდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საფუძველზე შემცირებული თანხების დარიცხვა (აღდგენა).
ე) რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შემთხვევაში, თუ სასამართლო გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, ბარათზე ჩანაწერების გაკეთება განხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაკოტრების რეჟიმისათვის ამ მეთოდური მითითებით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების შესაბამისად.
მაგალითი 15 (ამოღებულია - 01.11.2021, №34325)
12.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გაკოტრების რეჟიმში (რომელიც აღირიცხება დანართი №11-ის შესაბამისად) მყოფი საწარმოების მონაცემების, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების აღრიცხვას და ჩანაწერების ასახვას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბარათზე მოხდება განჩინების გამოტანის დღისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) თანხის გამიჯვნა (შემცირება);
ბ) გაკოტრების რეჟიმის დასრულების თარიღისათვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, ბარათზე მოხდება გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხების დარიცხვა (აღდგენა). რაც შეეხება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ შედარების აქტს, მასში შენიშვნის სახით აღინიშნება, რომ საწარმო იმყოფება გაკოტრების რეჟიმში, ან, შესაბამისად, კომერციული ბანკის შემთხვევაში ბანკი იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში, რომელსაც ამ პროცესის დაწყების მომენტისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება და აღნიშნული დავალიანება აღირიცხება შედარების აქტში (გადავადებული აღიარებული ვალდებულებები). ბარათზე გაკოტრების რეჟიმში მომუშავე საწარმოების აღიარებული საგადასახადო დავალიანებების გამიჯვნა (შემცირება) მოხდება იმ საწარმოებზე, რომლებიც ამ რეჟიმში მუშაობას იწყებენ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
გ) იმ შემთხვევაში, თუ გაკოტრების რეჟიმში ან, შესაბამისად, კომერციული ბანკის შემთხვევაში – ლიკვიდაციის პროცესში მომუშავე საწარმო (დაწესებულება) ამ პროცესში მუშაობის პერიოდში ახდენს გაკოტრების (კომერციული ბანკის შემთხვევაში – ლიკვიდაციის) პროცესში მუშაობის დაწყების პერიოდისათვის არსებული დავალიანების დაფარვას, პირადი აღრიცხვის ბარათზე აღნიშნული თანხების ასახვა არ გამოიწვევს გაკოტრების რეჟიმის გახსნის გამო გადატანილი თანხების ბარათზე დარიცხვას (აღდგენას), შესაბამისად, გადახდილი თანხები ჩაითვლება ზედმეტად გადახდილად. შემცირებული საგადასახადო დავალიანების თანხების პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა (აღდგენა) მოხდება ამ რეჟიმის დასრულებისთანავე;
მაგალითი 16:
სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე გახსნილია შპს „ელიტის“ გაკოტრების რეჟიმი. სასამართლოს აღნიშნული განჩინება გამოტანილია 2021 წლის 2 ივნისს. ამ პერიოდისათვის მისი აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 8 400 ათას ლარს (ძირითადი – 6350 ათასი ლარი, საურავი – 2050 ათასი ლარი). ბარათზე გადასახადის სახეების მიხედვით მოხდება არსებული დავალიანების თანხების შემცირება, რის შესახებაც გაკეთდება ჩანაწერი „შემცირებულია გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით“ან ბანკის შემთხვევაში – „შემცირებულია ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით“, ხოლო გაკოტრების რეჟიმის დასრულების შესახებ განჩინების გამოტანის თარიღით დაერიცხება (აღდგება) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თარიღით შემცირებული დავალიანების თანხა (გადასახადის სახეების მიხედვით) და გაკეთდება ჩანაწერი „დარიცხულია გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებასთან დაკავშირებით“ ან ბანკის შემთხვევაში – „დარიცხულია ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გამო“.
დ)
იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა და იგი ფიქსირდება ზედმეტად გადახდილად, მაშინ აღნიშნული ოდენობის თანხების ბარათზე დარიცხვა უნდა მოხდეს გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის არსებულ დავალიანებასთან პროპორციით, ძირითადი გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხების გამოყოფით, გადასახადის სახეების მიხედვით;
მაგალითი 17:
სასამართლოს განჩინებით შპს „ელიტის“ მიმართ 2021 წლის 2 მაისიდან გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. ამავე პერიოდისათვის შპს „ელიტის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 209.5 ათას ლარს (მათ შორის, ძირითადი 95.5 ათასი ლარი, ჯარიმა 16.9 ათასი ლარი და საურავი 97.1 ათასი ლარი). გაკოტრების რეჟიმში ქონების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 151.9 ათასი ლარი, რომელიც გაკოტრების მმართველის მიერ მიმართულ იქნა გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის არსებული აღიარებული დავალიანების დასაფარად და, შესაბამისად, ჩარიცხულია ბიუჯეტში.
ბარათზე განხორციელდა გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის დღისათვის რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან, რომელიც ბარათზე გატარებულია შემცირების ოპერაციით. შესაბამისად, ბიუჯეტში გადარიცხული 151.9 ათასი ლარი ავტომატურად დაფიქსირდება ზედმეტად გადახდილად. აღნიშნული 151.9 ათასი ლარი გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის არსებული დავალიანების (209.5 ათასი ლარი) 72,5%-ს შეადგენს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე გადასახადის სახეების მიხედვით, დაერიცხება ძირითადი დავალიანება 69.3 ათასი ლარი (95.5 X 72.5%), ჯარიმა – 12.2 ათასი ლარი (16.9 X 72.5) და საურავი – 70.4 ათასი ლარი (97.1 X 72.5 %), ხოლო დარჩენილი თანხის დარიცხვა პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მოხდება გაკოტრების რეჟიმის დასრულების შემდგომ.
ე)
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მოხდება გაკოტრების რეჟიმის დასრულების თარიღისათვის რიცხული გადავადებული საგადასახადო დავალიანების დარიცხვა (აღდგენა) გაკოტრების რეჟიმის პერიოდში ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართული თანხების გათვალისწინებით, გადასახადის სახეების მიხედვით. თუ გაკოტრების რეჟიმის პერიოდში არ მომხდარა ქონების რეალიზაციიდან საგადასახადო დავალიანების დასაფარავად თანხების მიმართვა, გადამხდელს დაერიცხება (აღდგება) ის თანხა, რაც ირიცხებოდა გაკოტრების რეჟიმის გახსნის თარიღისათვის;
მაგალითი 18:
სასამართლომ 2021 წლის 1 ივნისს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ პერიოდისათვის, გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან.
2022 წლის 1 მარტს სასამართლოს განჩინებით მიღებულია გადაწყვეტილება შპს „ელიტას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების როგორც ზემოთ აღინიშნა, გადახდელს გაკოტრების რეჟიმის გახსნის თარიღისათვის აღიარებული საგადასახადო დავალიანება ერიცხებოდა 20 000 ლარის ოდენობით, რომელიც გამიჯნული (შემცირებული) იყო გაკოტრების რეჟიმის პერიოდში. გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხები არ იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად.
მოცემულ შემთხვევაში:
პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მოხდება გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების დარიცხვა (აღდგენა) გადასახადის სახეების მიხედვით. ვინაიდან გაკოტრების რეჟიმის პერიოდში გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხები დავალიანების დასაფარად არ იქნა მიმართული, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადასახადის გადამხდელს სრულად დაერიცხება (აღუდგება) გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება 20 000 ლარის ოდენობით.
ვ) იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს განჩინებით შეწყდება გაკოტრების რეჟიმი, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თარიღით, მოხდება გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე შემცირებული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა);
ზ) იმ შემთხვევაში, თუ მოხდება გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსია რეაბილიტაციის რეჟიმში, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მოხდება გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე შემცირებული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა) და ბარათზე ოპერაციები გატარდება რეაბილიტაციის რეჟიმისათვის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის შესაბამისად;
თ) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის შემდგომ დაუშვებელია ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციების წარდგენა, აგრეთვე, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა;
ი) იმ შემთხვევაში, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში განხორციელდება ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციების წარდგენა ან წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა, აღნიშნული 15 დღის გასვლის შემდგომ, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის თარიღით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემსრულებელი განახორციელებს აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხების გამიჯვნას (შემცირებას).
მაგალითი 19:
სასამართლომ 2021 წლის 2 აპრილს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2021 წლის 5 აპრილს. 2021 წლის 2 აპრილის მდგომარეობით გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან.
2021 წლის 2 აგვისტოს სასამართლომ გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გაუქმების თაობაზე, რითაც გაკოტრების რეჟიმის შეწყდა. ამ შემთხვევაში, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თარიღით (2021 წლის 2 აპრილი) მოხდება გაკოტრების რეჟიმის გახსნის საფუძველზე გადავადებული აღიარებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა (აღდგენა).
მაგალითი 20:
სასამართლომ 2021 წლის 2 აპრილს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2021 წლის 5 აპრილს. 2 აპრილის მდგომარეობით, აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან. ამავე პერიოდში სასამართლოს მიერ დანიშნულია გაკოტრების მმართველი.
2021 წლის 3 დეკემბერს გაკოტრების მმართველმა სასამართლოში შეიტანა განცხადება შპს „ელიტის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით. სასამართლომ 2021 წლის 5 დეკემბერს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე, რომელიც გამოქვეყნდა ამავე წლის 6 დეკემბერს. 2021 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, გადამხდელის მიმდინარე აღიარებული დავალიანება შეადგენს 50 000 ლარს. შესაბამისად, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის სავადო თარიღით მოხდება გაკოტრების რეჟიმის გახსნის საფუძველზე გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების დარიცხვა (აღდგენა). ამასთან, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის დღისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების თანხა (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) შემცირებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.
121. თუ სასამართლომ რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გამოიტანა შესაბამისი განჩინება და, ამავდროულად, მოვალის შეთავაზებით გათვალისწინებულია მორატორიუმის ღონისძიების გამოყენება, რაზეც სასამართლო მიუთითებს განჩინებაში, მოვალის მიმართ მოქმედებს მორატორიუმის ღონისძიება (მათ შორის, საურავის დარიცხვა/გადახდის შეჩერება). აღნიშნულ შემთხვევაში, გადამხდელის საგადასახადო დავალიანებაზე საურავის დარიცხვა ჩერდება.
მაგალითი 21:
შპს „ელიტს“ სურს რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში მოაგვაროს მის წინაშე არსებული ფინანსური პრობლემები. გადამხდელმა მოამზადა რეგულირებული შეთანხმების შეთავაზება, რომელიც 2021 წლის 1 მაისს წარუდგინა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს, რომელმაც 2021 წლის 4 მაისს გაუგზავნა თანხმობა შეთავაზების შესწავლასა და შესაბამისი ანგარიშის შედგენაზე. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის დადებითი ანგარიში, რეგულირებული შეთანხმების დადების შეთავაზებასთან ერთად სასამრთლოს წარედგინა 2021 წლის 5 მაისს. მოვალის შეთავაზებით გათვალისწინებული არ იყო მორატორიუმის ღონისძიების გავრცელება.
სასამართლომ 2021 წლის 6 მაისს დაადგინა რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა და გამოიტანა სათანადო განჩინება, რომელიც გამოქვეყნდა ამავე დღეს. აღნიშნული თარიღიდან დაიწყო მოვალესა და კრედიტორებს შორის 2-თვიანი მოლაპარაკების პროცესი.
აღნიშნულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს შესაბამისი განჩინება არ ითვალისწინებდა მორატორიუმის მოქმედების თაობაზე მითითებას, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვა არ შეჩერდება.
122. იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმში მყოფ პირს, შესაბამისი რეჟიმის გახსნის შემდგომ, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულია რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის დაწყებამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გამიჯვნა (შემცირება);
მაგალითი 22:
სასამართლომ 2022 წლის 20 მარტს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2022 წლის 21 მარტს. 2022 წლის 20 მარტის მდგომარეობით გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან. ხოლო დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 30 000 ლარს.
2022 წლის 10 აგვისტოს შპს „ელიტის“ დროებითი ბარათიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე შესაბამისი სავადოებით გადატანილ იქნა არაღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა (30 000 ლარი). შესაბამისად, 2022 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 30 000 ლარის ოდენობით, ხოლო გამიჯნული (შემცირებული) თანხა – 20 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 18 აგვისტოს გამოიტანა განჩინება (რომელიც კანონიერ ძალაშია შესული), სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე არსებული თანხა (30 000 ლარის ოდენობით) წარმოადგენს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნამდე წარმოშობილ დავალიანებას. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამიჯვნა ( შემცირება).
მაგალითი 23:
სასამართლომ 2022 წლის 20 მარტს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2022 წლის 21 მარტს. 2022 წლის 20 მარტის მდგომარეობით გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან.
2022 წლის 10 ივნისს შპს „ელიტის“ მიერ განხორციელდა 2020 წლის პერიოდის დეკლარაციების დაზუსტება, რის შემდგომაც პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება 15 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 20 ივნისს გამოიტანა განჩინება (რომელიც კანონიერ ძალაშია შესული), სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე არსებული თანხა (15 000 ლარის ოდენობით) წარმოადგენს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნამდე წარმოშობილ დავალიანებას. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამიჯვნა ( შემცირება).
13. გადასახადის გადამხდელისათვის შეცდომით/განმეორებით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის გაუქმებისას ხდება პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება. ბარათზე არსებული ყველა ჩანაწერი,შესაბამისი სავადო თარიღით, გადაიტანება აქტიურ საიდენტიფიკაციო ნომერზე.
14. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე, სახელმწიფოს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ჩამოეწეროთ პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) იმ ზედმეტად გადახდილი თანხის გაანგარიშება, რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, ხორციელდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათის მიხედვით;
ბ) კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის მიხედვით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა კორექტირდება ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული გადახდითა და შემცირების ოპერაციით (გამოაკლდება შემცირება და გადახდა);
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებით მიღებული სხვაობა:
გ.ა) დადებითია – აღნიშნული თანხა (სხვაობა) ჩაითვლება ზედმეტად გადახდილ თანხად, რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა;
გ.ბ) უარყოფითია ან ნულის ტოლია – ზედმეტად გადახდილი თანხა არ ჩაითვლება თანხად, რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა;
დ) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ბიუჯეტიდან უკან დაბრუნების ოპერაციის არსებობისას, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გამოანგარიშებული სხვაობის თანხა კორექტირდება იმის გათვალისწინებით, თუ რომელ საგადასახადო პერიოდში წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნდა გადასახადის გადამხდელს. კერძოდ, გამოიანგარიშება დაბრუნების ოპერაციის თარიღისათვის შესაბამის არახანდაზმულ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და შემცირების ოპარაციების ჯამი, გარდა იმ ოპერაციების ჯამისა, რომლებმაც მიიღო მონაწილეობა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებულ გამოანგარიშებაში;
ე) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანხა აღემატება დაბრუნებულ თანხას, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დაბრუნების ოპერაცია არ იქნება გათვალისწინებული, ხოლო სხვა შემთხვევაში, გამოანგარიშებული თანხა გათვალისწინებული იქნება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის მიზნებისათვის, გამოანგარიშებაში არ იღებს მონაწილეობას იმ საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით შემცირებული თანხა, რომლითაც განხორციელდა საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით დარიცხული თანხის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების პერიოდში წარმოეშვა დეკლარაციის დაზუსტების და დარიცხული გადასახადის შემცირების სამართლებრივი საფუძველი (იგულისხმება დეკლარაციის გადასახადის დარიცხვის საფუძვლის გარეშე წარდგენა და შემდგომ მისი განულება).
17. ამ მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით გამოანგარიშებულ თანხაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ ფორმდება დასკვნა და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე კეთდება ჩანაწერი „ხანდაზმულობის გათვალისწინებით, ჩამოწერილია ზედმეტობა“, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის 41 პუნქტზე მითითებით.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩამოწერის შესახებ დასკვნა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება იმ წლის 1 იანვრის სავადო თარიღით, რომელი წლის 1 იანვრის მდგომარეობითაც ხორციელდება იმ ზედმეტად გადახდილი თანხის განსაზღვრა, რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
19. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე განხორციელებული თანხის ჩამოწერის შესახებ ეცნობება ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს.
20. გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).
21. ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული ქმედება არ ხორციელდება სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე, სახელმწიფოს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
22. ამ მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის პირველ იანვარს.
23. გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გასულია 3 წელი, გარდა ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხისა და ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, თუ მას ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე პერიოდში არ უფიქსირდება ამ ბარათზე გატარებული ოპერაცია (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე).
24. ამ მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის 15 იანვარს.
25. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში, შესაბამის ოპერაციაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა ხორციელდება, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გაუთვალისწინებლად, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თარიღის შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციის სავადო თარიღით და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე კეთდება ჩანაწერი „გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილი დღგ-ის თანხა.
26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით განსაზღვრული ქმედება არ ხორციელდება, თუ გადასახადის გადამხდელმა თავად მოახდინა შესაბამის ოპერაციაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება ან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თარიღის საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენა, რაც შესაძლებელია გადამოწმებული იქნეს გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილი ახსნა-განმარტებით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 13 ივლისის ბრძანება №19946 - ვებგვერდი, 18.07.2016წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №22149 - ვებგვერდი, 29.08.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №47504 - ვებგვერდი, 10.01.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ივნისის ბრძანება №14473 - ვებგვერდი, 18.06.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №25032 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 ოქტომბრის
ბრძანება
№31086
- ვებგვერდი, 20.10.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 1 ნოემბრის
ბრძანება
№34325
- ვებგვერდი, 15.04.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 29 ნოემბრის
ბრძანება
№36813
- ვებგვერდი, 21.12.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 თებერვლის
ბრძანება
№2374
- ვებგვერდი, 15.04.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 აპრილია
ბრძანება
№8724
- ვებგვერდი, 11.04.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 14 აპრილის
ბრძანება
№9484
- ვებგვერდი, 18.04.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 26 ოქტომბრის
ბრძანება
№27071
- ვებგვერდი, 25.09.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 18 ივლისის
ბრძანება
№17370
- ვებგვერდი, 31.07.2023წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 8 აგვისტოს
ბრძანება
№18358
- ვებგვერდი, 13.08.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 21 თებერვლის
ბრძანება
№3169
- ვებგვერდი, 25.02.2025წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 26 აგვისტოს
ბრძანება
№19043
- ვებგვერდი, 02.09.2025