საურავების
ასახვის წესები
1. საურავის დარიცხვა
ხორციელდება
გადასახადის
თანხაზე, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი
გადასახადების
ჯამს შორის.
თუ ამ კოდექსით
სხვა რამ არ არის
დადგენილი,საურავის დარიცხვა
ხორციელდება
თითოეული ვადაგადაცილებული
დღისათვის,გადასახადის
გადახდის ვადის ამოწურვის
მომდევნო დღიდან.
2. ამ მუხლის პირველი
პუნქტით
დადგენილი
წესით
საურავის
დარიცხვა
ხორციელდება გადასახადის
გადმხდელის
პირადი
აღრიცხვის
ძირითად
და დროებითი
აღრიცხვის
ბარათებზე არსებული საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით ცალ-ცალკე. ამასთან, დროებითი აღრიცხვის ბარათზე ასახულ არაღიარებულ საგადასახადო ვალდებულებებზე საურავის დაანგარიშება ხორციელდება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით, ხოლო პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საურავის დაანგარიშებაზე
გავლენას არ ახდენს დროებითი აღრიცხვის ბარათზე არსებული არაღიარებული საგადასახადო ვალდებულებები.
3. გადასახადის
გადამხდელის
პირადი
აღრიცხვის
ძირითად
ბარათზე
და
დროებითი აღრიცხვის
ბარათზე
არსებული საგადასახადო
ვალდებულებებზე
ამ მუხლის პირველი
პუნქტით დადგენილი წესით საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ზედმეტად გადახდილი თანხების გაანგარიშების
მიზნებისათვის ან საგადასახადო
დავალიანების გადახდევინების
უზრუნველყოფის ღონისძიებების მიზნებისათვის. ამ პუნქტში აღწერილი პრინციპით დროებით ბარათზე დარიცხული
საურავის თანხები აისახება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების
შედარების
აქტის მე-13 სვეტის შესაბამის გრაფაში.
4.
საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრირებადი არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) ვალდებულებების აღრიცხვის ბარათებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საურავის დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად, თითოეულ გადასახადზე ცალ-ცალკე, მათ შორის, დამატებით დარიცხულ თანხებზე.
5.
საურავი წარმოადგენს ძირითად საგადასახადო სანქციას, რომელიც ეკისრება ნებისმიერ პირს, თუ მან საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ან არასრულად გადაიხადა ძირითადი გადასახადის თანხა. საურავის დარიცხვა წარმოებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც გადასახადის გადამხდელი დამოუკიდებლად აღმოაჩენს დაშვებულ შეცდომას და ბიუჯეტში გადარიცხავს გადასახადის შემცირებულ თანხებს.
6. თუ გადასახადის
გადამხდელი
საურავის
დარიცხვის
ვალდებულების
ვადის დადგომის შემდეგ გადაიხდის
გადასახადის
ძირითადი თანხის ნაწილს, გადახდის მომდევნო კალენდარული დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, ხოლო თუ გადასახადის გადამხდელი მთლიანად დაფარავს აღიარებულ
საგადასახადო
დავალიანებას,ამ შემთხვევაში
დავალიანების
დაფარვის
მომდევნო კალენდარული დღიდან მთლიანად შეწყდება საურავის დარიცხვა.
7. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული
დღისათვის.
მისი
გაანგარიშება
ხორციელდება
შედეგი
ფორმულით: საურავი = (დავალიანების თანხა X
ვადაგადაცილებულ
დღეთა რაოდენობა
X 0.05%).
71. (ამოღებულია - 14.04.2022, №9484).
მაგალითი 1:
შპს „ელიტას“ 2016 წლის 9 თებერვალს ბიუჯეტში გადახდილი აქვს 150 ლარი, 20 თებერვალს 300 ლარი. ამასთანავე, 2016 წლის 15 თებერვალს დაერიცხა დღგ-ში 300 ლარი.
მოცემულ
შემთხვევაში:
ვინაიდან
16 თებერვლიდან
20 თებერვლამდე
გადასახადის
გადამხდელის
პირადი
აღრიცხვის ბარათზე ერიცხება დავალიანება 150 ლარი, მას 4 დღეზე დაერიცხება
საურავი 0.3 ლარი (150X4X0.05%).
8.
გადასახადის გადახდის ვადის
გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ითვლება ვადაგადაცილებულ
დღედ.
9.
საგადასახადო/საბაჟო სანქციას საურავი არ ერიცხება.
10. იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის
გადახდის ვადა ემთხვევა დასვენების დღეს, ვადაგადაცილებული
დავალიანების თანხაზე საურავის დარიცხვა იწყება დასვენების დღის შემდეგ მეორე სამუშაო დღიდან.
11. საურავის
დარიცხვა
ბარათზე
მიმდინარეობს
ყოველდღიურად
და
ჩანაწერები
მის
შესახებ წარმოებს ყოველი გატარებული ოპერაციის დროს. ინფორმაცია საურავის შესახებ ითვლება ნებისმიერი მითითებული პერიოდისათვის.
12. თუ გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო მოთხოვნა, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ქონების გადასახადის განაკვეთების ცვლილებასთან (შემოღებასთან)
დაკავშირებით,ასევე ზონების
დაკონკრეტების
გამო, ხელახლა
გადაანგარიშებული ქონების გადასახადის
შესახებ, ჩაბარდა
გადასახადის
გადახდის
ვადის დადგომის შემდეგ, მაშინ საურავის დარიცხვა
განხორციელდება
ამ პირისათვის
საგადასახადო
მოთხოვნის ჩაბარების
დღის შემდეგ 30-ე
დღიდან.
მაგალითი 2:
ვთქვათ, ფ/პ გიორგის წარმოექმნა საგადასახადო
ვალდებულება 25000 ლარზე, რომლის გადახდის
ვადა
არის
2015 წლის
15 ნოემბერი,რაზედაც
,,საგადასახადო
მოთხოვნა”
ჩაბარდა
2015 წლის 17 ნოემბერს.
მოცემულ
შემთხვევაში:
ფ/პ გიორგის მიმართ საურავის დარიცხვის პროცედურა,საგადასახადო დავალიანების (25000 ლარი) გადაუხდელობის
შემთხვევაში
დაიწყება
მისთვის ,,საგადასახადო
მოთხოვნის”
ჩაბარების დღის შემდეგ
30-ე დღიდან,ანუ 2015 წლის 17 დეკემბერს.
13. საურავი
არ
დაეკისრებათ
(იმ გადასახადების
გარდა,რომელთა
მიმართაც
გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო
აგენტის ფუნქცია):
ა) საქონლის/მომსახურების
მიმწოდებლებს
– იმ საგადასახადო
ვალდებულებებზე,რომელიც წარმოქმნილია
საქართველოს
სახელმწიფო
და ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების საფუძველზე მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ თანხის აუნაზღაურებლობის შედეგად, მათი ღირებულების ფაქტობრივი დაფინანსების ოდენობისა და მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საერთო მოცულობაში
ხვედრითი წილის პროპორციულად.
მაგალითი 3:
ვთქვათ შპს
,,ელიტამ” საქართველოს
სახელმწიფო
და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებების საფუძველზე გაწია 10 000 ლარის ღირებულების
მომსახურება.
შემსყიდველმა
ორგანიზაციამ
(სახელმწიფო
და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები) ვერ აუნაზღაურა ამ მომსახურების ღირებულება. შპს ,,ელიტას” ფაქტობრივი
დაფინანსების
ოდენობის შესაბამისად
გაწეული
მომსახურების
საერთო
მოცულობაში ხვედრითი წილის შესაბამისად გადასახდელად
დაერიცხა
დღგ 2000 ლარის ოდენობით, რომელიც გადაუხდელი დარჩა.
მოცემულ
შემთხვევაში:
შპს ,,ელიტას” დღგ-ში წარმოქმნილ საგადასახადო
დავალიანების თანხის (2000 ლარი) გადაუხდელობის გამო ბარათზე საურავის დარიცხვის ოპერაცია არ
განხორციელდება.
ბ) საქართველოს
პარლამენტის
მიერ რატიფიცირებული
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, პროექტის მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადებული აქვს ,,პროექტის განხორციელების
უფლებამოსილების შესახებ” ხელშეკრულება
– ამ პროექტების ფარგლებში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე.
მაგალითი 4:
საქართველოს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელ
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირებთან
დადებული
აქვს ,,პროექტის განხორციელების
უფლებამოსილების
შესახებ”
ხელშეკრულება.
ამ პროექტის
განხორციელების ფარგლებში
ამ
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირებს
წარმოექმნათ
საგადასახადო
ვალდებულება 6000 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის გადახდილი ბიუჯეტში.
მოცემულ
შემთხვევაში:
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში წარმოექმნათ საგადასახადო დავალიანება (კონკრეტულ შემთხვევაში 6000 ლარი), აღნიშნულ დავალიანებაზე საურავი არ დაერიცხებათ.
14. იმ გადასახადის
გადამხდელების
პირადი
აღრიცხვის
ბარათებზე
რომლებსაც
მონაცემთა ბაზაში უფიქსირდებათ ლიკვიდირებული გადამხდელის სტატუსი, მოხდება ყველა ოპერაციის გაჩერება
და შესაბამისად,საურავების
დათვლა,ბოლო ცვლილების
თარიღამდე
ან არსებულ
ბოლო ოპერაციამდე.
ყველა ის საურავი, რომლის შემცირება
ვრცელდება
ბარათების ელექტრონული ვერსიის არსებობამდე პერიოდზე (მაგალითად: საურავის ნაშთის წლის დასაწყისისათვის შემცირების
დროს), უნდა გატარდეს
ოპერაცია
,,შემცირებულია
დასკვნით”
ან სხვა საურავის შემცირების ოპერაციით, გარდა ,,შემცირებულია ზედმეტობის საფუძველზე”. თუ ხდება შეცდომით (აქტით, დასკვნით ან სხვა) დარიცხული საურავის შემცირება – უნდა გატარდეს ოპერაცია ,,შემცირებულია დასკვნით” ან სხვა საურავის შემცირების ოპერაციით, გარდა ,,შემცირებულია ზედმეტობის საფუძველზე”. ყველა ის საურავი, რომლის შემცირება ვრცელდება ბარათების ელექტრონული
ვერსიის
არსებობის
პერიოდზე,მცირდება
ავტომატურად
და საგადასახადო ორგანოს მიერ გატარებული ჩანაწერები
არ აისახება ბარათებზე და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების
აქტში. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება უკვე გატარებული შემცირებული
საურავის გამიჯვნა ზემოაღნიშნული პრინციპით, საგადასახადო ორგანო წარუდგენს ინფორმაციას შემოსავლების
სამსახურის
საინფორმაციო
ტექნოლოგიების
ცენტრს
ამ მეთოდური
მითითების დანართი №8-ის „მონაცემები ბარათზე შემცირებული გასამიჯნი საურავების შესახებ“ შესაბამისად, რის შემდეგ
განხორციელდება კორექტირება.
15. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც:
ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში;
ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე).
მაგალითი 5:
პირს 2013 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციით 15.04.2013 წლის სავადო თარიღით დაერიცხა 1 000 ლარი.
პირს სხვა სახის ანგარიშსწორება ბიუჯეტთან არ უწარმოებია.
01.01.2019 წლის მდგომარეობით პირს უფიქსირდება დავალიანება შემდეგი ოდენობით: გადასახადი – 1 000 ლარი, ჯარიმა – 0 ლარი და საურავი – 1 500 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში:
ვინაიდან პირს არ აქვს ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული დარიცხვები, შესაბამისად, 1 000 ლარზე 01.01.2019 წლიდან შეწყდება საურავის დარიცხვა.
მაგალითი 6:
პირს 31.12.2015 წლის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 7 500 ლარის ოდენობით. მათ შორის, გადასახადი – 7 000 ლარი, ჯარიმა – 400 ლარი და საურავი – 100 ლარი.
2016 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე, პირს 15.02.2016 წლის სავადო თარიღით დაერიცხა გადასახადი – 4 000 ლარი, ხოლო 2017 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე, 15.03.2017 წლის სავადო თარიღით დაერიცხა გადასახადი 1 000 ლარი.
პირს სხვა სახის ანგარიშსწორება ბიუჯეტთან არ უწარმოებია.
01.01.2019 წლის მდგომარეობით პირს უფიქსირდება დავალიანება შემდეგი ოდენობით: გადასახადი – 12 000 ლარი, ჯარიმა – 400 ლარი და საურავი – 150 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში:
დაჯამდება ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული დარიცხვები 5 000 ლარი (4000+1000), რომელზეც გაგრძელდება საურავის დარიცხვა.
შესაბამისად, 01.01.2019 წლის მდგომარეობით გადასახადში არსებული დავალიანების თანხას გამოაკლდება ბოლო 3 წლის დარიცხული თანხები, კერძოდ, 12 000 - 5 000 = 7 000 და 7000 ლარზე შეწყდება საურავის დარიცხვა.
ამასთან, 15.02.2016 წლის სავადო თარიღით დარიცხულ თანხაზე – 4 000 ლარზე საურავის დარიცხვა შეწყდება 16.02.2019 წელს, ხოლო 15.03.2017 წლის სავადო თარიღით დარიცხულ 1 000 ლარზე – 16.03.2020 წელს, თუ ეს თანხები აღნიშნული პერიოდებისთვის კვლავ განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად.
მაგალითი 7:
პირს 31.12.2015 წლის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 7 500 ლარის ოდენობით. მათ შორის, გადასახადი – 7 000 ლარის, ჯარიმა – 400 ლარის და საურავი – 100 ლარის ოდენობით.
2016 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე, პირს 15.02.2016 წლის სავადო თარიღით დაერიცხა გადასახადი – 4 000 ლარი, ხოლო 2017 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე, 15.03.2017 წლის სავადო თარიღით დაერიცხა გადასახადი – 1 000 ლარი.
პირმა 2018 წელს გადაიხადა 3 000 ლარი. სხვა სახის ანგარიშსწორება ბიუჯეტთან არ უწარმოებია.
01.01.2019 წლის მდგომარეობით პირს უფიქსირდება დავალიანება შემდეგი ოდენობით: გადასახადი – 9 000 ლარი, ჯარიმა – 400 ლარი და საურავი – 150 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში:
პირის მიერ გადახდილი 3 000 ლარით იფარება თავდაპირველად წარმოშობილი დავალიანება, ანუ 31.12.2015წლის მდგომარეობით არსებული დავალიანება (7000 – 3000 = 4000), ასევე დაჯამდება ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული დარიცხვები (4 000 + 1 000) და 01.01.2019 წლის მდგომარეობით გადასახადში არსებული დავალიანების თანხას გამოაკლდება ბოლო 3 წლის დარიცხული თანხები (9 000 – 5 000 = 4 000). შესაბამისად, 4 000 ლარზე შეწყდება საურავის დარიცხვა.
მაგალითი 8:
პირს 31.12.2015 წლის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება – 7 500 ლარის ოდენობით. მათ შორის, გადასახადი 7 000 ლარის, ჯარიმა – 400 ლარის და საურავი – 100 ლარის ოდენობით.
2016 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე, პირს 15.02.2016 წლის სავადო თარიღით დაერიცხა გადასახადი – 4 000 ლარი, ხოლო 2017 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე, 15.03.2017 წლის სავადო თარიღით დაერიცხა გადასახადი – 1 000 ლარი.
პირმა 2018 წელს წარმოადგინა 2018 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაცია 2 000 ლარის შემცირებით. 15.05.2018 წელს გამოიცა განკარგულება პირის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ, რომლის საფუძველზე, რეალიზებული ქონების ღირებულება შეადგენს 500 ლარს.
პირს სხვა სახის ანგარიშსწორება ბიუჯეტთან არ უწარმოებია.
01.01.2019 წლის მდგომარეობით პირს უფიქსირდება დავალიანება შემდეგი ოდენობით: გადასახადი – 9 500 ლარი, ჯარიმა – 400 ლარი და საურავი – 150 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში:
პირის მიერ 2018 წელს წარმოდგენილი მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე შემცირებული 2 000 ლარით და განკარგულების საფუძველზე შემცირებული 500 ლარით დაიფარება თავდაპირველად წარმოშობილი დავალიანება, ანუ 31.12.2015 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანება (7 000 - 2 000 - 500 = 4 500), ასევე დაჯამდება ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული დარიცხვები (4000+1000). შესაბამისად, 01.01.2019 წლის მდგომარეობით გადასახადში არსებული დავალიანების თანხას გამოაკლდება ბოლო 3 წლის დარიცხული თანხები – 5 000 ლარი და (9 500 - 5 000 = 4 500) და 4 500 ლარზე შეწყდება საურავის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 მაისის ბრძანება №14597 - ვებგვერდი, 14.05.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 17 აგვისტოს
ბრძანება
№24302
- ვებგვერდი, 20.08.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 ოქტომბრის
ბრძანება
№31086
- ვებგვერდი, 20.10.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 14 აპრილის
ბრძანება
№9484
- ვებგვერდი, 18.04.2022