წარმოება
საწარმოს
(ორგანიზაციის)
რეორგანიზაციის
შემთხვევაში

1.
საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშგების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით (რეორგანიზაციის თარიღის ათვლა მოხდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან). რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე ზედმეტობის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ზედმეტობა უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე მოქმედებს სალდოს გადატანის თარიღიდან. რეორგანიზებული პირის რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობის შემთხვევაში „სალდო“, დავალიანების ან ზედმეტობის სახით, განაწილდება ამ უფლებამონაცვლეებს შორის მათი წილის შესაბამისად. თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით.

2. რეორგანიზაციის დამთავრების შემდეგ გამოიყვანება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სალდო, დაიხურება ბარათი უკუოპერაციებით
(განულდება) და გაკეთდება
ჩანაწერი
,,დავალიანება (ზედმეტობა) გადატანილია უფლებამონაცვლე ორგანიზაციის ბარათზე”, მიეთითება მისი საიდენტიფიკაციო ნომერი.

3. უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის)
ბარათზე გადაიტანება რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის)
ანგარიშგების
სალდო, დავალიანება (ზედმეტობა) და კეთდება ჩანაწერი: „გადმოტანილია რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათიდან“ და მიეთითება რეორგანიზებული ორგანიზაციის
საიდენტიფიკაციო ნომერი.

4. უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის)
ბარათზე გადაიტანება რეორგანიზებული საწარმოს
(ორგანიზაციის)
დროებითი აღრიცხვის
ბარათზე
ანგარიშგების
სალდო და კეთდება ჩანაწერი: „გადმოტანილია რეორგანიზებული
საწარმოს (ორგანიზაციის)
ბარათიდან“ და მიეთითება რეორგანიზებული ორგანიზაციის
საიდენტიფიკაციო ნომერი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 4 ნოემბრის
ბრძანება
№34600
- ვებგვერდი, 01.12.2021