შემოსავლების
ინფორმაციის
დამუშავება

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისას საგადახდო დავალებაში არ მიეთითება გადასახადის განმსაზღვრელი კოდი.

2. გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია ხაზინიდან მიეწოდება შემოსავლების სამსახურს,რომელიც
ცალკეული
გადასახადის
გადამხდელის
მიერ გადახდილ
თანხას გაანაწილებს ამ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ვალდებულებების მიხედვით.

3. გადახდილი თანხის ბარათზე არსებულ აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებებზე განაწილება მოხდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი თანმიმდევრობით – გადასახადის თანხა, ჯარიმა და საურავი.

4. ძირითადი
გადასახადების
მიხედვით
აღიარებული
დავალიანების
არსებობის
შემთხვევაში, რომელთა წარმოშობა მოხდა ერთ კალენდარულ დღეს, გადახდილი თანხის მიკუთვნება უნდა მოხდეს იმ გადასახადის
სახეზე, რომლის
დარიცხვაც დროში უფრო ადრე მოხდა.

5.
ხაზინიდან გადახდილი თანხების შესახებ მიღებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის მიხედვით, ყოველდღიური შესრულების მიზნებისათვის ვალდებულებების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ 24 საათამდე, შესაბამისად, ამ ვადამდე დაფიქსირებულ ვალდებულებებზე მოხდება გადახდილი თანხების განაწილება. აღნიშნული დროის შემდეგ დეკლარირებული/დარიცხული ვალდებულებები შესრულების მიზნებისათვის აღირიცხება შემდეგ სამუშაო დღეს.

6. იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში
და გადაიხადა
თანხა, რომელიც
საკმარისი
არ არის გადასახადების
მიხედვით არსებული
დავალიანების
დასაფარავად,თანხის განაწილება
მოხდება
ცალკეული
გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში
არსებული ვალდებულების დაფარვა.
გადასახადის,ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის
მიერ
გადახდილი
თანხები.
შესაბამისად,გადასახადის
გადამხდელების
ბარათებზე ვალდებულების მიხედვით თანხების
გადანაწილება წარმოადგენს დღის შერულებას.

7. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი გადაიხდის თანხას და მას ბარათზე არ გააჩნია ვალდებულება, გადახდილი თანხა აისახება ბარათზე მე-9 სვეტში, ხოლო დღის შესრულებაში სხვა გადასახადებში. შემდგომში, თუ გადასახადის გადამხდელს წარმოექმნა საგადასახადო
ვალდებულება
მისი დაფარვა
მოხდება
ზედმეტობიდან,ანუ შესაბამისი
დღის შესრულებაში
მინუსი ნიშნით
აისახება
სხვა
გადასახადები
და
იმავე
თანხით
პლიუსი
ნიშნით გამოჩნდება შესაბამის გადასახადში.

8.
იმ
შემთხვევაში,თუ
გადასახადის გადამხდელი
დააზუსტებს
დეკლარაციას
და
ჩააბარებს დეკლარაციას
შემცირებული ვალდებულებით, რომლის შედეგი აისახება პირადი აღრიცხვის ბარათის
მე-7
სვეტში,ამასთან,ამ
მომენტისათვის
გადასახადის
გადამხდელს
შესაბამის
გადასახადის სახეში არ გააჩნია საგადასახადო ვალდებულება, შესრულებაში ეს ოპერაცია აისახება შემდეგი სახით: შესაბამის გადასახადში
თანხა უნდა აისახოს მინუს ნიშნით, ხოლო სხვა გადასახადებში აისახება
იგივე
თანხა
პლიუს
ნიშნით.
და
პირიქით,იმ
შემთხვევაში,თუ
გადასახადის გადამხდელი დააზუსტებს
დეკლარაციას
და ჩააბარებს
დეკლარაციას
გაზრდილი
ვალდებულებით,რომლის შედეგი
აისახება
პირადი
აღრიცხვის
ბარათის
მე-5
სვეტში,ამასთან,გადასახადის გადამხდელს
სხვა გადასახადში გააჩნია ზედმეტობა, შესრულებაში ეს ოპერაცია აისახება შემდეგი სახით: შესაბამის გადასახადში თანხა აისახება პლიუს ნიშნით, ხოლო სხვა გადასახადებში აისახება იგივე თანხა მინუს ნიშნით.

9. ხაზინის ანგარიშზე
თანხების ჩარიცხვის
შემდგომ ხაზინას შემოსავლების სამსახური უგზავნის ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული გადასახადების ჭრილში.

10. ყოველდღიურ შესრულებაში
ქონების გადასახადის
და საშემოსავლო გადასახადის კუთვნილ თანხებზე სახაზინო სამსახურისთვის კეთდება ცალკე ინფორმაცია, რომელშიც ჩარიცხული
თანხები გაშიფრულია
სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის და აფხაზეთის ა.რ. და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულ(ებ)ის მიხედვით.

11. არასაგადასახადო
(რომელთა ადმინისტრირებას
ახორციელებს
საგადასახადო
ორგანო) ვალდებულებებისა და შემოსავლების დამუშავება და აღრიცხვა წარმოებს დამოუკიდებლად, თითოეულისათვის დადგენილი სახაზინო კოდების
მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის
26
დეკემბრის ბრძანება
№
38043 - ვებგვერდი, 03.01.2017