დებულებები

1.
ამ
მეთოდური
მითითებით
განსაზღვრულ
პირადი
აღრიცხვის
ბარათებზე
2015
წლის
31

დეკემბრის მდომაროებით ნაშთების
გადმოტანა ხორცილედება
შემდეგი წესით:

ა) 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით უნდა განხორციელდეს შემდეგი სახის ოპერაციები:

ა.ა) უნდა გაერთიანდეს ცალკეული გადასახადის ბარათზე არსებული საურავის თანხები, ყველა გადასახადზე რიცხული ფინანსური ჯარიმის თანხები. გამოყვანილ იქნეს ჯარიმის და საურავის ნაშთები;

ა.ბ) გაერთიანდეს უკუდაბეგვრის
დღგ-ისა და დღგ-ის ბარათები. შესაბამისად, მოხდება ამ ბარათებზე
არსებული ზედმეტობისა
და დავალიანების გადახურვა,გამოყვანილ იქნეს დღგ-ის გადასახადის ნაშთი;

ა.გ) გაერთიანდეს
აქციზური
მარკებისა
და აქციზის
ბარათები.
შესაბამისად,მოხდება
ამ ბარათებზე
არსებული ზედმეტობისა და დავალიანების გადახურვა,გამოყვანილ იქნეს აქციზის გადასახადის ნაშთი;

ა.დ) გაერთიანდეს
საშემოსავლო
გადასახადის
და სპეც.
საშემოსავლო
(დაუბეგრავი
მინიმუმი) გადასახადის
ბარათები. შესაბამისად,მოხდება ამ ბარათებზე
არსებული ზედმეტობისა
და დავალიანების გადახურვა, გამოყვანილ იქნეს საშემოსავლო გადასახადის ნაშთი;

ა.ე) გაერთიანდეს საბაჟო მოსაკრებლის ნაშთები იმპორტის გადასახადის ბარათთან. შესაბამისად, მოხდება ამ ბარათებზე არსებული ზედმეტობისა და დავალიანების გადახურვა, გამოყვანილ იქნეს იმპორტის გადასახადის
ნაშთი;

ა.ვ) გაერთიანდეს ერთ საგადასახადო ვალდებულებაში (სხვა გადასახადები) გაუქმებული გადასახადების
ბარათზე
დარჩენილი
ძირითადი
გადასახადებისა
და ზედმეტობების
მიხედვით რიცხული გაუქმებულ გადასახადებში არსებული საგადასახადო ვალდებულებები (დავალიანებები);

ა.ზ) პირადი აღრიცხვის ბარათებზე დამატებით დარიცხული თანხები, რომლებზეც მიმდინარეობს დავები, საჩივრების პროგრამაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავტომატურად გადაიტანება გადასახადის გადამხდელის
დროებითი აღრიცხვის ბარათზე;

ა.თ)
ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უნდა მოახდინოს გაფორმებული და დაუსრულებელი (მიმდინარე) საგადასახადო შეთანხმებების გამიჯვნა და ამ შეთანხმებით გათვალიწინებული დავალიანების თანხები აღირიცხოს დროებით აღრიცხვის ბარათზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურების
განხორციელების შემდეგ ბარათზე
არსებული ნაშთები (ძირითადი
დავალიანების
თანხები და ზედმეტობები)
უნდა გასალდოვდეს, ანუ ზედმეტობით გადაიფარება ძირითადი დავალიანება. საგადასახადო ვალდებულებების
გასალდოება
უნდა მოხდეს ცალ-ცალკე
ბიუჯეტის დონეებზე სახელმწიფო
და ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადებით, კერძოდ:

სახელმწიფო
ბიუჯეტი

დღგ

აქციზი

მოგების გადასახადი

საშემოსავლო გადასახადი (გარდა აჭარის ა.რ. რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისა)

იმპორტის გადასახადი

სხვა გადასახადები (გაუქმებული
გადასახადები)

ადგილობრივი
ბიუჯეტი

ქონების გადასახადი

მიწა-სასოფლო

მიწა-არასასოფლო

საშემოსავლო გადასახადი (აჭარის ა.რ.
რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისა)

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი გადასახადების მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გასალდოება უნდა მოხდეს შემდეგი წესით: თუ რომელიმე გადასახადში არსებობს ზედმეტობა, რომელიც საკმარისი არ არის ძირითადი გადასახადის სახეებში დავალიანების დასაფარავად, ზედმეტობის განაწილება ხდება დავალიანებაში ცალკეული გადასახადის პროპორციის
გათვალისწინებით.

მაგალითი 1:

შპს
„ელიტას“
აქვს
ზედმეტობა
სულ 1000 ლარი,მათ
შორის
დღგ
– 500 ლარი
და
მოგების გადასახადში
–
500
ლარი.
ასევე,გადასახადის გადამხდელს
აქვს
დავალიანება
სულ
1500
ლარი,მათ შორის აქციზი
– 500 ლარი, საშემოსავლო
გადასახადი
– 600 ლარი და იმპორტის
გადასახადი
– 400 ლარი. (შენიშვნა: აქციზის, საშემოსავლო და იმპორტის გადასახადების
მიხედვით დავალიანებაში პროპორციული
წილებია შესაბამისად:
აქციზის გადასახადი
– 33,3% ((500:1500)X100); საშემოსავლო გადასახადი -
40% ((600:1500)X100) და იმპორტის
გადასახადი – 26,7% ((400:1500)X100).

მოცემულ
პირობებში:

ახალ
პირადი
აღრიცხვის
ბარათზე
გადმოვა
საგადასახადო
ვალდებულება
სულ
500
ლარი, მათ შორის აქციზი
– 166,5 ლარი (500X33,3%), საშემოსავლო გადასახადი
– 200 ლარი (500X40%), იმპორტის გადასახადი – 133,5 ლარი (500X26,7%).

გადასახადის გადმხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ოპერაციები გატარდება შემდეგი სახით: ბარათის პირველ სვეტში ჩაიწერება
2015 წლის 31 დეკემბერი, მე-2 სვეტში – აქციზი, საშემოსავლო
გადასახადი
და იმპორტის
გადასახადი
ცალ-ცალკე,მე-3
სვეტში
– ნაშთის
გადმოტანა, მე-5 სვეტში – შესაბამისი გადასახადების გასწვრივ გადმოტანილი საგადასახადო ვალდებულება.

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნტით განსაზღვრული პრინციპით
გასალდოვდება ადილობრივი გადასახადები;

ე) გასალდოების პრინციპით
უნდა მოხდეს ცალკეული გადასახადის
ბარათებზე და ცალკე ბარათებზე არსებული ჯარიმის, ზედმეტობის და დავალიანების თანხების გაერთიანება. ჯარიმის დავალიანების ან ზედმეტობის გადმოტანა უნდა მოხდეს ერთი ციფრით. ამავე პრინციპით
მოხდება ბარათზე საურავის გადმოტანა
და აღრიცხვა;

ვ) იმ შემთხვევაში,თუ საერთო-სახელმწიფოებრივი
გადასახადების
მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა აღემატება გადასახადების
მიხედვით არსებულ საგადასახადო დავალიანებას, ზედმეტად გადახდილი თანხებით პირველ რიგში უნდა დაიფაროს ადგილობრივი გადასახადების
ძირითადი დავალიანება ადგილობრივი გადასახადების
სახეების მიმართ (ამ შემთხვევაში
ადგილობრივი
ბიუჯეტის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით განაწილება მხედველობაში
არ მიიღება) ცალკეული
გადასახადის
მიხედვით ვალდებულებ(ებ)ის,2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, პროპორციის
გათვალისწინებით; და პირიქით, თუ ადგილობრივი გადასახადების
მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა აღემატება გადასახადების მიხედვით არსებულ ძირითად საგადასახადო დავალიანებას, ზედმეტად გადახდილი თანხებით პირველ რიგში უნდა დაიფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების ძირითადი დავალიანება ცალკეული გადასახადის მიხედვით ვალდებულების პროპორციის გათვალისწინებით. ამ გადაფარვის შედეგად დარჩენილი ზედმეტად გადახდილი თანხებით პირველ რიგში უნდა დაიფაროს
ჯარიმაში
არსებული
ვალდებულება,ხოლო შემდგომ
საურავის
მიხედვით
არსებული დავალიანება. თუ ზედმეტობა აჭარბებს გადასახადში, ჯარიმაში და საურავში არსებულ ვალდებულებებს, მაშინ შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება ბარათის პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში, ხოლო თანხა აისახება მე-19 სვეტში;

ზ)
„ვ“ პუნქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ტერიტორიული ერთეულების ჭრილში პროპორციულად განაწილების პრინციპი უნდა გავრცელდეს აგრეთვე 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ სავადო თარიღით განხორციელებულ საგადასახადო ვალდებულებებზეც, რომლებიც დაკავშირებული არ არის უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციასთან (აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტი, მომსახურების დეპარტამენტის დასკვნა და ა.შ.);

თ) თუ გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო ვალდებულება ქონების გადასახადში,ხოლო ზედმეტობა სხვა სახეში, მაშინ არსებული ზედმეტობით ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების,მათ შორის, ქონების გადასახადის
ვალდებულების დაფარვა. ამ ოპერაციის შედეგად საგადასახადო ვალდებულების გადახურვით ბიუჯეტების დონეებს შორის ანგარიშსწორება
არ ხორციელდება.
თუ ზედმეტობა არ ფარავს ქონების გადასახადის
დავალიანების თანხას დავალიანების
დარჩენილი
ნაწილი აისახება როგორც
ქონების გადასახადში
არსებული ვალდებულება 2016 წლის 1 იანვრისათვის;

ი) იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმაში ზედმეტად გადახდილი თანხა აღემატება დავალიანების ოდენობას, უნდა მოხდეს დავალიანების დაფარვა (სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების შემდეგ ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადების) ზემოაღნიშნული პროპორციის
პრინციპის დაცვით. თუ გადასახადებში
გადასახადის
გადამხდელს
არ
ერიცხება
დავალიანება
არც
ძირითად
გადასახადში და არც საურავში, მაშინ ჯარიმაში არსებული ზედმეტობაზე გაკეთდება ჩანაწერები ბარათის პირველ, მე-2, მე-3 სვეტებში,ხოლო თანხა აისახება გადავა მე-19 სვეტში (ზედმეტობაში);

კ)
ქონების
გადასახადისთვის
ამ
მუხლის
„ვ“-„ი“
ქვეპუნქტებში
არსებული
პრიციპით უნდა განხორციელდეს
აჭარისა
და აფხაზეთის
ავტონომიურ
რესპუბლიკებში
რეგისტრირებული
პირების საშემოსავლო გადასახადის გადანაწილება
;

ლ) პირადი
აღრიცხვის
ბარათებზე
გადმოტანის
ოპრაციები
და ნაშთების გატარება
არ აისახება შესრულებაში, მუხედავად იმისა, იგი იწვევს თუ არა ბიუჯეტის დონეებს შორის ზემოაღნიშნული პრინციპით თანხების გადანაწილებას;

მ) 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ზემოთ აღნიშნული პრინციპით გამოყვანილი ნაშთები (საგადასახადო ვალდებულება), ერთიან ბარათზე გატარდება (დარიცხვით) ჯერ ოპერაციების შინაარსისა და შემდეგ გადასახადების/გადასახდელების სახეების პრიორიტეტის მიხედვით, ხოლო ზედმეტობა გატარდება ჯამურად სხვა გადასახადების ბარათზე (შემცირების ოპერაციით), შემდეგნაირად:

მ.ა) ოპერაციების შინაარსის პრიორიტეტი:

მ.ა.ა) გადასახადის თანხა;

მ.ა.ბ) გადასახადის თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება;

მ.ა.გ) ჯარიმა;

მ.ა.დ) საურავი.

მ.ბ) გადასახადების/გადასახდელების სახეების პრიორიტეტი:

მ.ბ.ა) საშემოსავლო გადასახადი;

მ.ბ.ბ) მოგების გადასახადი;

მ.ბ.გ) დღგ, გარდა იმპორტისას გადასახდელი დღგ-ისა;

მ.ბ.დ) იმპორტისას გადასახდელი დღგ;

მ.ბ.ე)
აქციზი, გარდა იმპორტისას გადასახდელი აქციზისა;

მ.ბ.ვ)
იმპორტისას გადასახდელი აქციზი;

მ.ბ.ზ) იმპორტის გადასახადი;

მ.ბ.თ) ქონების გადასახადი, გარდა მიწაზე ქონების გადასახადისა;

მ.ბ.ი) მიწაზე ქონების გადასახადი (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე);

მ.ბ.კ) მიწაზე ქონების გადასახადი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე);

მ.ბ.ლ) სალარო აპარატები;

მ.ბ.მ) სხვა ჯარიმები;

მ.ბ.ნ) სხვა გადასახადები (გაუქმებული);

მ.ბ.ო) სხვა (გაუქმებული) გადასახადები.

მ1) ანალოგიური პრინციპით გამოყვანილი კორექტირებული ნაშთების გატარებისას უპირატესობა ენიჭება იმ ჩანაწერებს (საწყისი ნაშთების გათვალისწინებით), რომლებიც იწვევენ საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების გაზრდას, ისე რომ საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების გაზრდის ოპერაციებში დაცული უნდა იყოს ჯერ ოპერაციების შინაარსის და შემდეგ გადასახადების/გადასახდელების სახეების პრიორიტეტი.

ნ) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მონაცემების გადმოტანის შემდგომ გადასახადის გადამხდელი მოახდენს 2016 წლამდე პერიოდის დეკლარაციის დაზუსტებას ან სხვა მიზეზით შეიცვლება ადრე დარიცხული საგადასახადო ვალდებულება, ახალ ბარათზე უნდა აისახოს ცვლილებების გათვალისწინებით დაზუსტებული მონაცემები, და შესაბამისად, განხორციელდება გადმოტანილი ნაშთების კორექტირება. ნაშთების კორექტირების შედეგები უნდა აისახოს შემოსავლებში ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში ასახული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

2. აღრიცხვის ფორმა (დანართი №3), 2016 წლის 1 იანვრისათვის საწყისი მონაცემების ასახვა ხდება შემდეგი წესით:

ა) ქონების გადასახადის (ქონების გადასახადი (გარდა მიწისა), ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადი არასასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწაზე)
აღიარებული
საგადასახადო
ვალდებულებები
და გადახდილი
თანხები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;

ბ) საშემოსავლო გადასახადის
აღიარებული
საგადასახადო
ვალდებულებები
და გადახდილი თანხები: სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის და აფხაზეთის ა.რ. და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიხედვით;

გ) ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი პრინციპების გათვალისწინებით ქონების გადასახადის ნაშთების, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადმოტანის შემდეგ უნდა მოხდეს მისი განაწილება
ტერიტორიული ერთეულების ჭრილში (დანართი
№3). ბარათზე არსებული ქონების გადასახადის აღიარებული საგადასახადო
დავალიანების თანხები, ქონების ადგილმდებარეობის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შესაბამისად, ქონების გადასახადის
სახეების აღრიცხვა
მოხდება რაიონების ჭრილში. ამავე პრინციპით
ნაშთების გადმოტანისას აღრიცხვის ფორმაში აისახება აგრეთვე საშემოსავლო გადასახადის
აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები: სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის და აფხაზეთის ა.რ. და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის
მიხედვით.

3. ამ მეთოდური მითითების ძალაში შესვლამდე საშემოსავლო გადასახადის მიხედვით სავარაუდო დარიცხვის შემცირება და გადაანგარიშება, აგრეთვე 2015 წლამდე საანგარიშო პერიოდზე საშემოსავლო გადასახადის მიხედვით ბიუჯეტში ჩარიცხულ თანხებზე გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე სავარაუდო დარიცხვა და გადაანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილით (2011 წლამდე პერიოდზე 01.01.2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის მე-9 ნაწილით) განსაზღვრულ შემთხვევაში, განხორცილდეს 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესის მიხედვით.

4. რაც
შეეხება
ექსპორტისა
და იმპორტის
გადასახდელების
ბარათებს,ისინი სალდირების პროცედურაში
მონაწილეობენ ბარათებზე ასახული 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის მდგომარეობით წარმოქმნილი ვალდებულებებისა და განხორციელებული ოპერაციების
შესახებ მონაცემების
მიხედვით,ხოლო
2011 წლამდე
პერიოდში
წარმოქმნილი
ვალდებულებებისა
და განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები სალდირების პროცედურაში გათვალისწინებული იქნება ექსპორტისა და იმპორტის გადასახდელების ბარათებზე 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაფიქსირებული
ნაშთების სახით.

5. გადასახადის გადამხდელის არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) ვალდებულებების პირადი აღრიცხვის ბარათებში მონაცემების შეტანა ხდება ამ მეთოდური
მითითების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

6. 2020 წლის 23 მარტის მდგომარეობით და მას შემდეგ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადატანილ იქნეს:

ა) საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 31-ე დღეს, თუ პირს აღნიშნულ ვადამდე არ გაუსაჩივრებია საგადასახადო/საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

ბ) საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 21-ე დღეს, თუ პირს აღნიშნულ ვადამდე არ გაუსაჩივრებია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.

7. 2020 წელს (მათ შორის, 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში) გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ან/და ქონების გადასახადის გადახდისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით  განსაზღვრული ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის პირველ დეკემბრამდე იმ გადასახადის გადამხდელს,  რომელმაც  საგადასახადო  ორგანოში  წარმოადგინა  განცხადება      საშემოსავლო გადასახადის ან/და ქონების გადასახადის გადახდის გადავადების შესახებ და რომელთან დაკავშირებითაც, საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა  დადებითი გადაწყვეტილება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცი(ებ)ის მონაცემები და მიმდინარე გადასახდელები გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება 2020 წლის 30 ნოემბრის სავადო თარიღით.

9. პირს, რომლესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გაგრძელებული ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული ვადა და შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას, რომ ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე   მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადასახდის გადახდის ვადის გაგრძელების სავადო თარიღში, შეუმცირდება შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი.

10. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე   მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობასთან ერთად ახორციელებს სხვა ეკონომიკურ საქმოანობას, შემოსავლების სამსახურს დამატებით წარუდგენს ინფორმაციას, იმ საშემოსავლო გადასახადის შესახებ, რომელიც მიეკუთვნება ზემოაღნიშნულ საქმიანობას (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას).

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადასახდის გადახდის ვადის გაგრძელების სავადო თარიღში, შემცირდება ის საშემოსავლო   გადასახდი,   რომელიც   მიეკუთვნება   საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას.

12. ამ მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტების მოქმედება ასევე ვრცელდება იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებსაც 2023 წლის 10 ივლისის მდგომარეობით დამტკიცებული აქვთ რეაბილიტაციის გეგმა და მათ მიმართ გამოყენებულია ამ მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 13 ივლისის ბრძანება
№
19946 - ვებგვერდი, 18.07.2016წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის
26
დეკემბრის ბრძანება
№
38043 - ვებგვერდი, 03.01.2017წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის
26 მარტის
ბრძანება
№9206
- ვებგვერდი, 31.03.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის
25 ივნისის
ბრძანება
№17079
- ვებგვერდი, 14.07.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 15 ოქტომბრის
ბრძანება
№31086
- ვებგვერდი, 20.10.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 21 იანვრის
ბრძანება
№465
- ვებგვერდი, 27.01.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 18 ივლისის
ბრძანება
№17370
- ვებგვერდი, 31.07.2023