მუხლი 106🔗

ყოველ ინტერნირებულს, ინტერნირებისთანავე ან ინტერნირების ადგილზე მიყვანიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, აგრეთვე ავადმყოფობის შემთხვევაში ან სხვა ინტერნირების ადგილზე ან საავადმყოფოში გადაყვანისას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უშუალოდ გაუგზავნოს ინტერნირების შესახებ ბარათი, რომელიც, შეძლებისდაგვარად, შეესაბამება წინამდებარე კონვენციაზე დართულ ნიმუშს, ერთი მხრივ, თავის ოჯახს და, მეორე მხრივ, 140-ე მუხლით გათვალისწინებულ ცენტრალურ სააგენტოს. ამ ბარათით იგი აცნობებს თავის ნათესავებს მისი დაკავების შესახებ, მისამართსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. აღნიშნული ბარათები უნდა გადაიგზავნოს რაც შეიძლება სწრაფად და მათი დაყოვნება რაიმე მიზეზით დაუშვებელი