აღნიშნული გზავნილები ტყვედ ამყვან სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციით მისთვის დაკისრებული ვალდებულებებისგან არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს.

ამგვარ გზავნილებზე შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომელიც თვით სამხედრო ტყვეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მფარველი სახელმწიფოს მიერაა შეთავაზებული, ანდა, რომლებიც ტრანსპორტისა და საკომუნიკაციო სისტემის განსაკუთრებული გადატვირთვის შემთხვევაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეთა დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის მიერაა შეთავაზებული, ისიც მხოლოდ მათი გზავნილების მიმართ.

ინდივიდუალური და კოლექტიური გზავნილების გაგზავნის წესი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გახდეს დაინტერესებულ სახელმწიფოთა სპეციალური შეთანხმების საგანი, აღნიშნულმა წესებმა სამხედრო ტყვეთა დასახმარებლად გამოგზავნილი ამანათების მიღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფერხოს. აკრძალულია პროდუქტებსა და ტანისამოსთან ერთად წიგნების ჩადება. მედიკამენტები, როგორც წესი, კოლექტიური გზავნილებით იგზავნებ