1. ნავსადგურის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება ფიზიკური პირების და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების კონტროლი და შემოწმება.

2. ნავსადგურმა უნდა დაადგინოს შესვლაზე კონტროლის რეჟიმი უშიშროების გეგმის მიხედვით:

ა) მუდმივი მომხმარებლებისთვის;

ბ) მომსახურე პერსონალისთვის;

გ) გემის ეკიპაჟისთვის;

დ) მგზავრებისთვის;

ე) სტუმრებისთვის;

ვ) სატრანსპორტო საშუალებებისთვის;

ზ) ტვირთისა და გემის მარაგებისთვის;

თ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისათვი