1. ნავსადგურის ტერიტორიაზე შემავალი ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების კუთვნილი სამსახურეობრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, ექვემდებარება შემოწმებას. უნდა შემოწმდეს სულ მცირე შემდეგი ზონები:
ა) კარების პანელები;
ბ) მზისგან დამცავები;
გ) სახელთათმანე და სხვა სათავსები;
დ) უკანა, წინა სავარძლები და სავარძლის ჯიბეები;
ე) სივრცე სავარძლების ქვეშ;
ვ) ძარის იატაკზე ფეხებისათვის არსებული შეღრმავებები;
ზ) საბარგული;
თ) საბურავს ზედა თაღი;
ი) ძრავის ნაკვეთური;
შენიშვნა: აგრეთვე სარკით და ფარანით უნდა შემოწმდეს ავტო სატრანსპორტო საშუალების ძარის (სადაც თვალი ვერ სწვდება) ქვედა ნაწილი და ძრავი.
2. ნებისმიერმა მძღოლმა და მგზავრმა უნდა წარმოადგინოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ