მუდმივმა მოხმარებელმა, რომელსაც აქვს ნავსადგურში შესვლის უფლება, უნდა:

ა) წარუდგინოს საკონტროლო-გამშვები პუნქტების თანამშრომელს მასზე გაცემული საშვი;

ბ) იყოს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ტერიტორიაზე შესვლაზე სადაც იმყოფება;

გ) იმყოფებოდეს ნავსადგურში მხოლოდ საკუთარი საქმიანობის ფარგლებში;

დ) საჭიროებისამებრ, გაიაროს სკრინინგი/მეტალოდეტექტორი და/ან ფიზიკური შემოწმება .

მულხი 45. შესვლაზე კონტროლი – მომსახურე პერსონალი

მომსახურე პერსონალს, რომელთაც აქვთ ნავსადგურში შესვლის უფლება, უნდა:

ა) ჰქონდეს მის სახელზე წინასწარ დაშვებული საშვი;

ბ) ჰქონდეს მიღებული დადასტურებული მოთხოვნა გემის ან ორგანიზაციისგან;

გ) წარადგინოს ძალაში მყოფი პირადობის დამდასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

დ) საჭიროებისამებრ გაიაროს სკრინინგი/მეტალოდეტექტორი და/ან ფიზიკურ შემოწმება;

ე) საჭიროებისამებრ ნავსადგურში ყოფნის მთელი დროს განმავლობაში თან ახლდეს შესაბამისი გემის ან ორგანიზაციის წარმომადგენელ