1. გემის უშიშროების ოფიცერმა ან ნავსადგურის უშიშროების ოფიცერმა უნდა განახორციელოს გემზე კონტროლი, როდესაც:
ა) გემი ვერ აკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნებს;
ბ) გემი წარმოადგენს უშიშროებისთვის სერიოზულ საფრთხეს;
გ) გემმა ვერ შეძლო წარმოედგინა უშიშროებასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. როდესაც ადგილი აქვს ასეთ აშკარა საფრთხის საფუძვლებს, ნავსადგურის უშიშროების ოფიცერმა უნდა განახორციელოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საკონტროლო ღონისძიებათაგანი:
ა) გემის ინსპექტირება;
ბ) გემისთვის შეუსაბამობის გამოსწორების მოთხოვნა;
გ) გემის დაყოვნება;
დ) გემის დაკავება;
ე) საქმიანობის აკრძალვა, ნავსადგურის ფარგლებში მოძრაობის ჩათვლით;
ვ) შესაბამისი უწყებიდან მოითხოვოს გემის ნავსადგურიდან გაძევება;
ზ) შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს გემისთვის ნავსადგურში შესვლაზე აკრძალვა;
3. ამ წესებიდან გამომდინარე სააგენტომ, გემზე განხორციელებული კონტროლის ნებისმიერ ზომის შესახებ უნდა აცნობოს დროშის სახელმწიფოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია