1. სატვირთო უშიშროების და კონტროლის ზომების განხორციელება ემსახურება შემდეგ მიზნებს:
ა) თავიდან იქნას აცილებული ტვირთის მთლიანობის დარღვევა;
ბ) ტვირთი მიტანილ იქნას საწყობამდე, შეგროვების ადგილამდე, ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილამდე.
2. კონტეინერების ჩატვირთვის ზონაში მიტანამდე, უნდა შემოწმდეს არის თუ არა კონტეინერები ჩაკეტილი და დალუქულ მდგომარეობაში. ასევე, მოწმდება კონტეინერების ნომრები გემის მიერ გაცემული დეკლარაციის შესაბამისად.
3. ტვირთის მთლიანობის დარღვევის ან დაზიანების ნიშნები უნდა ეცნობოს ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს შემდგომი მოკვლევისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების ინფორმირების მიზნი