1. ნავსადგურის უშიშროების დარღვევად მიიჩნევა ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც გამოიწვევს ნავსადგურის უშიშროების წესების დარღვევას მისი გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში.
2. ნავსადგურის უშიშროების დარღვევის ნებისმიერი შემთხვევაზე ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი შესაბამის შეტყობინებას უგზავნის სააგენტოს.
3. ნავსადგურის უშიშროების სერიოზული დარღვევაა ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც იწვევს ან დიდი ალბათობით გამოიწვევს:
ა) ნავსადგურში ან მის მიმდებარედ მყოფ გემზე იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების ან უშიშროების მიზნებისთვის აკრძალული სხვა ნივთების მოხვედრას;
ბ) ნავსადგურში ან მის მიმდებარედ მყოფ გემზე ტერორისტების ან სხვა მტრულად განწყობილი პირების შეღწევას;
გ) ნავსადგურში ან მის მიმდებარედ მყოფი გემის ან ტვირთის განადგურება ან დაზიანება;
დ) ნავსადგურში ან მის მიმდებარედ გემზე მყოფი პირების არა შემთხვევით გარდაცვალებას ან ფიზიკური ზიანის მიყენებას;
4. ნავსადგურის უშიშროების უმნიშვნელო დარღვევა ეს არის უშიშროების წესების ნებისმიერი დარღვევა, რომელიც არ არის ნავსადგურის უშიშროების სერიოზული დარღევ