1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.
2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.
3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.
4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.
II. სადაზღვევო შესატა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(61)
საქმე №ას-1410-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
…მზღვეველს ათავისუფლებს ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან, თუკი ამ უკანასკნელმა დამზღვევის მოქმედებათა შედეგად დაკარგა ბრალეული პირისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814.1 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების დარღვევა ასახვას ჰპოვებს მზღვეველის სუბროგაციის უფლებაზე, აღნიშნული უნდა…
საქმე №ას-1113-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2025
…და თანდართული მასალების მიღებისას, თუ მასალების არასაკმარისობის გამო, ვერ მოხდება ზარალის იდენტიფიცირება ან ზარალის ოდენობის დადგენა, მზღვეველი ვალდებულია, თავად დააზუსტოს და მოიძიოს შესაბამისი ინფორმაცია (11.10.4 პ.). 58. სსკ-ის 814-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, ყველა ის გარემოება, რაც უკავშირდება სადაზღვევო შემთხვევას და მისგან…
საქმე №ას-232-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
…შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის მძღოლი დასაქმებული იყო მოსარჩელე ორგანიზაციაში და წარმოადგენდა „უფლებამოსილ მძღოლს“. 7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - „სსკ“) 799-ე, 814-ე, 820-ე, 821-ე, 829-ე, 417-ე მუხლებზე, ასევე, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე. 8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარემ მოთხოვნის განხორციელების…
საქმე №ას-1297-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
…ასევე დაარღვია ხელშეკრულებით შეთანხმებული მზღვეველის ინფორმირების ვადა, რაც გახდა კიდევაც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. 10.1. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 814.3 მუხლზე რომლის თანახმად, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს…
საქმე №ას-845-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2025
…დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) მზღვეველის მიერ დათვალიერებისა და კონკრეტული შემთხვევის ხდომილებით გამოწვეული ზიანის ოდენობა. 28. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, როგორც მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების, ისე სსკ-ის 814-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, ყველა ის გარემოება, რაც უკავშირდება სადაზღვევო შემთხვევას და მისგან…
საქმე №ას-405-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2024
საქმე №ას-262-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2024
საქმე №ას-823-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
საქმე №ას-882-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2023
საქმე №ას-254-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
საქმე №ას-120-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
საქმე №ას-1206-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
საქმე №ას-782-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
საქმე №ას-1107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
საქმე №ას-740-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
საქმე №ას-642-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2020
საქმე №ას-1479-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2020
საქმე №ას-1112-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
საქმე №ას-1076-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
საქმე №ას-422-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2019