1. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ.
2. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(32)
საქმე №ას-1548-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2025
…იქნა, რომ ხელშეკრულების მოშლა თუ ხელშეკრულებიდან გასვლა თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს. სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, კანონმდებელი 817-ე და 818-ე…
…მხოლოდ ძალაში შესული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძვლის აღმნიშვნელად; 18.5. დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების წარმოშობის მომენტი კონკრეტულად არის განსაზღვრული იმავე კოდექსის 815-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ადგენს, რომ დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი (პრემია) დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის…
საქმე №ას-384-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
…ვალდებულია სადაზღვევო ანაზღაურება განახორციელოს, სადავოობის შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმება იქნება ბათილი, რადგან სამოქალაქო კოდექსის სპეციალური და იმპერატიული ნორმებით მსგავსი შემთხვევები სხვაგვარადაა დარეგულირებული. სსკ-ის 815-ე და 816-ე მუხლების მსგავსი სახით რეგლამენტირება დაკავშირებულია ისეთი სამართლებრივი სიკეთეების დაცვასთან როგორიცაა მომხმარებლის ინტერესი, სადაზღვევო ბაზრის…
…27.1. მას მიაჩნია, რომ გარდაცვალების ცნობაში მითითებული გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია, რადგან მასში, ფორმა # 106-ის მიხედვით, დაფიქსირებულია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მეორე ცნობაში - უეცარი კარდიული სიკვდილი. მხარემ სსკ-ის 815-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ გარდაცვალების ცნობა შედგენილია უხეში ფორმალური დარღვევებით; 27.2. გარდაცვალების ცნობა გასცა არამკურნალმა ექიმმა, რომელიც არც…
…თუმცა ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მას მზღვეველისათვის გადასახდელი დარჩა 37073,94 ლარი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 815-ე მუხლებით, რომელთა სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარეობს დამზღვევის ვალდებულება სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის…