1. თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება.
2. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(29)
საქმე №ას-1548-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2025
…გარემოებაა, რომ დამზღვევის მხრიდან დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია სსკ-ის 817-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან,…
საქმე №ას-779-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
…დაფარული მოვლენის შედეგად, ხოლო, მეორე მხრივ, დამზღვევის მიერ დარღვეული იყო სადაზღვევო პრემიის მორიგი შესატანის გადახდის ვალდებულება, რისი გათვალისწინებითაც, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 817-ე მუხლის დანაწესი. 25. კასატორის მითითებით, სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა, რომ სადაზღვევო შესატანს მოწინააღმდეგე მხარე დაგვიანებით იხდიდა, ხოლო, მეორე…
…ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით №ას-1708-1602-2012 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადაზღვევო პრემიის შენატანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას. კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით…
…მოპასუხემ/დამზღვევმა დაარღვია სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლით, რომლის თანახმად თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის…
საქმე №ას-384-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
…ასევე, სიტყვა-სიტყვითი განმარტების შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ 816-ე მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს 815-ე და 806-ე მუხლებთან ერთობლიობაში, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ხელშეკრულება დადებულად არ უნდა ჩაითვალოს. ხოლო, 817-ე და 818-ე მუხლების გამოყენება უნდა მოხდეს არა პირველადი/ერთჯერადი, არამედ შემდგომი გადახდის ვალდებულების დარღვევის დროს, ვინაიდან 818-ე მუხლის თანახმად, თუ…