გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22875-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ს---------------------ა"
წარმომადგენელი - თ----------–--ე
მოპასუხე - შ----------"
წარმომადგენელი - ა------------–-–---–ი
დავის საგანი - სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შ----------"-ს ს---------------------ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს საპრემიო დავალიანება 2038.15 ლარისა და 123.75 აშშ დოლარის ოდენობით.
სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 06 ივლისს ს---------------------ა“-სა და შ----------"-ს შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ #----------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაზღვეულ იქნა ხელშეკრულების დანართი 2-ით გათვალისწინებული პირები. აღნიშნული ხელშეკრულებით სადაზღვევო კომპანიამ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დაზღვეული პირებისათვის გაეცა ანაზღაურება ხელშეკრულების პირობებისა და პროგრამის შესაბამისად. ხოლო თავის მხრივ შ----------"-მა აიღო ვალდებულება უზრუნველყო თითოეულ დაზღვეულზე და საოჯახო დაზღვევის პაკეტის შემთხვევაში ოჯახის წევრებზე სადაზღვევო მომსახურების საფასურის (პრემიის) გადახდა მზღვეველისათვის. აღნიშნული ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაუქმდა, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხულმა პრემიამ შეადგინა 11248 ლარი.
ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა შ----------"-ის მიერ, რაც გამოიხატა პრემიის არასრულ დაფარვაში. მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ პრემიის ნაწილი 9358.35 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხეს სადაზღვევო კოპანიის სასარგებლოდ დასაფარი დარჩა 1889.65 ლარი.
ასევე, ს---------------------ასა“ და შ----------"-ს შორის 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმდა მანქანა-დანადგარების დაზღვევის #------------- და 25 თებერვალს #------------- ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც დაზღვეულ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონება. აღნიშნული ხელშეკრულებებით, სადაზღვევო კომპანიამ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომის შემთხვევაში გაეცა ანაზღაურება ხელშეკრულების პირობებისა და პროგრამის შესაბამისად. ხოლო თავის მხრივ შ----------"-მა აიღო ვალდებულება უზრუნველყო სადაზღვევო მომსახურების საფასურის გადახდა მზღვეველისათვის.
მანქანა-დანადგარების დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა მოპასუხის მიერ, რაც გამოიხატა პრემიის არასრულ დაფარვაში. მოპასუხეს სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ დასაფარი დარჩა 148.50 ლარი და 123.75 აშშ დოლარი.
მოსარჩეელმ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება ვადამდე შეწყვეტილ იქნა თავად ხელშეკრულების 6.2 მუხლით გათვალისწინებული წესით, შესაბამისად ცალმხრივი შეტყობინების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მოსარჩელის მიერ გამოგზავნილ ინვოისს და დარიცხულ პრემიას. შ----------"-ის მიერ სრულადაა შესრულებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული პრემიის გადახდის ვალდებულება.
ამასთან, დაზღვევის პოლისებს საფუძველზე დაზღვეული იყო მანქანა-დანადგარები ერთი წლის ვადით, პრემიის კვარტლური გადახდის პირობით. დაზღვეულის მიერ გადახდილ იქნა ორი კვარტლის პრემია, რის შემდგომაც ხელშეკრულება ფაქტოვრივად შეწყდა, ვინაიდან დაზღვეულმა აღარ გადაიხადა მესამე კვარტლის პრემია.
ხელშეკრულების 5.13.4 მუხლი ადასტურებს, რომ დაზღვევის შესაბამისი პერიოდის პრემიის გადაუხდელობა, ათავისუფლებს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისაგან ე.ი ხელშეკრულებას იურიდიული ძალა ეცლება, როგორც კი იწყება პერიოდი, რომლის შესაბამისი პრემიაც დამზღვევს გადახდილი არ აქვს, ვინაიდან მზღვეველს ვადაგადაცილებული პრემიის მოტხოვნის უფლება აქვს დაზრვევის პერიოდში, როდესაც იგი თავის მხრივ კისრულობს თანმხვედრ რისკს. როცა ასეთი რისკი სახეზე არ არის, არ არსებობს პრემიის მოთხოვნის უფლებაც. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1889.65 ლარის ფარგლებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 06 ივლისს მზღვეველს _ ს---------------------ა“-სა და დამზღვევს _ შ----------"-ს შორის გაფორმდა ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის შესახებ #----------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაზღვეულ იქნენ ხელშეკრულების დანართი N2-ით გათვალისწინებული დამზღვევთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები და ასევე მათი ოჯახის წევრები. ხელშეკრულება ძალაში იყო ერთი წლის ვადით 2017 წლის 06 ივლისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება #----------------- (ს.ფ. 17-24).
3.1.2. ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის შესახებ #----------------- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხულმა პრემიამ შეადგინა 11248 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა 9358.35 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება #----------------- (ს.ფ. 17-24).
- ინვოისები (ს.ფ 32-49).
- საგადასახადო დავალებები (ს.ფ 50-56).
3.1.3. 2016 წლის 10 თებერვალს ს---------------------ა“-სა და შ----------"-ს შორის გაფორმდა სპეციალური მანქანა-დანადგარების #------------- დაზღვევის ხელშეკრულება/ პოლისი, პრემიის კვარტალური გადახდის პირობით.
დაზღვევის პერიოდი #------------- ხელშეკრულების გამომდინარე მოიცავდა 2016 წლის 10 თებერვლიდან 2017 წლის 10 თებერვლამდე პერიოდს.
შ----------"-ის მიერ გადახდილ იქნა 2 კვარტლის პრემია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- დაზღვევის პოლისი #------------- (ს.ფ 57);
- ინვოისი (ს.ფ.59-60).
3.1.4. 2016 წლის 25 თებერვალს ს---------------------ა“-სა და შ----------"-ს შორის გაფორმდა სპეციალური მანქანა-დანადგარების #------------- დაზღვევის ხელშეკრულება/ პოლისი, პრემიის კვარტალური გადახდის პირობით.
დაზღვევის პერიოდი C------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოიცავდა - 2016 წლის 25 თებერვლიდან 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით პერიოდს.
შ----------"-ის მიერ გადახდილ იქნა 2 კვარტლის პრემია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- დაზღვევის პოლისი # C------------ (ს.ფ 58).
- ინვოისი (ს.ფ.61-62).
3.1.5. 2017 წლის 24 იანვარს შ----------"-მა წერილით მიმართა ს---------------------ა“-ს და ითხოვა მიმდინარე შიდა სტრუქტურული რეორგანიზაციიდან გამომდინარე მხარეებს შორის 2016 წლის 06 ივლისს გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ კორპორატიული ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის 1 თებერვლიდან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- 24.01.2017 წლის N----------- წერილი (ს.ფ 105.).
3.1.6. 12.06.2018 წლის N--------- წერილით მზღვეველმა დამზღვევისაგან მოითხოვა საპრემიო დავალიანების ანაზღაურება; შ----------"-ს მოთხოვნილი პრემიის თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- 12.06.2018 წლის N--------- წერილი (ს.ფ 63).
- საფოსტო გზავნილის უკუშეტყობინება (ს.ფ 64).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის გაფორმებული მანქანა-დანადგარების #------------- და #------------- დაზღვევის ხელშეკრულებების/პოლისების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა ასახულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ ს---------------------ა“-ს სარჩელი მოპასუხისათვის გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 799-ე, 815-818-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება–მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ - სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც.
დადგენილია, რომ 2016 წლის 06 ივლისს მზღვეველს _ ს---------------------ა“-სა და დამზღვევს _ შ----------"-ს შორის გაფორმდა ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის შესახებ #----------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაზღვეულ იქნენ ხელშეკრულების დანართი N2-ით გათვალისწინებული დამზღვევთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები , ასევე მათი ოჯახის წევრები.
2016 წლის 10 და 25 თებერვალს ს---------------------ა“-სა და შ----------"-ს შორის ასევე გაფორმდა სპეციალური მანქანა-დანადგარების დაზღვევის ორი _ #------------- და #------------- ხელშეკრულება/პოლისები, პრემიის კვარტლური გადახდის პირობით.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ დამზღვევის მიერ დარღვეულ იქნა ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის შესახებ #----------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. 2017 წლის 24 იანვარს შ----------"-მა წერილით მიმართა ს---------------------ა“-ს და ითხოვა მიმდინარე შიდა სტრუქტურული რეორგანიზაციიდან გამომდინარე მხარეებს შორის 2016 წლის 06 ივლისს გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ კორპორატიული ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის 1 თებერვლიდან.
საქმეზე დადგენილი ასევე უდავო გარემოებაა, რომ დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის გადახდილია 2016 წლის 10 თებერვლისა და 25 თებერვალის სპეციალური მანქანა-დანადგარების დაზღვევის _ #------------- და #------------- ხელშეკრულება/პოლისებით გათვალისწინებული ორი კვარტლის პრემია.
წინამდებარე სარჩელით, მზღვეველი ითხოვს: შ----------"-ს ს---------------------ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს საპრემიო დავალიანება ჯამში 2038.15 ლარისა და 123.75 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 2016 წლის 06 ივლისს ს---------------------ა“-სა და შ----------"-ს შორის გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ #----------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი პრემიის ოდენობაა 1889.65 ლარი, ს---------------------ასა“ და შ----------"-ს შორის 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული სპეციალური მანქანა-დანადგარების დაზღვევის #------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-3 კვარტლის პრემიის ოდენობაა _ 148.50 ლარი და 2016 წლის 25 თებერვლის #------------- სპეციალური მანქანა-დანადგარების დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მე-3 კვარტლის ასანაზღაურებელი პრემიის ოდენობა _ 123.75 აშშ დოლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება - ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი ჯანმრთელობის დაზღვევის M------------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1889.65 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, რაც ს---------------------ა“-ს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას _ ს---------------------ა”-ს და შ----------"-ს შორის გაფორმებული სპეციალური მანქანა-დანადგარების დაზღვევის პოლისებით N-------------- და N-------------- გათვალისწინებული ასანაზღაურებელი მესამე კვარტლის პრემიის 148.50 ლარისა და 123.75 აშშ დოლარის, მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე _ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ქვემოთ მოხმობილი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რომ მხარეთა შორის არსებული სპეციალური მანქანა-დანადგარების დაზღვევის ხელშეკრულებები, რომელიც დადებულ იქნა ერთი წლის ვადით, პრემიის კვარტალური გადახდის პირობით, დამზღვევის მიერ ორი კვარტლის პრემიის გადახდის შემდეგ, ფაქტობრივად შეწყდა, სამოქალაქო კოდექსი 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლების თანახმად, რაც გამორიცხავდა დამზღვევის ვალდებულებას, აენაზღაურებინა მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემია.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოსავალ პრინციპს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიღწევა წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსი ორიენტირებულია პირველადი მოთხოვნის - ვალდებულების შესრულების მიღწევაზე, რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლასა თუ ხელშეკრულებიდან გასვლას, აღნიშნულიც თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს. სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა მისი, როგორც ხელშეკრულების მხარის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს.
სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომ თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება, არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე მუხლის მე-2 ნაწილისაგან განყენებულად, რადგანაც ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარი სამოქალაქოსამართლებრივი სანქცია, კერძოდ ის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მას წარმოუშობს სადაზღვევოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია წერილობით გააფრთხილებს დამზღვევს პრემიის გადახდის თაობაზე და 2-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევოს შემთხვევა, ამ ვადის გასვლამდე მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, დამზღვევს გადაცილებული აქვს თუ არა პრემიის შეტანის ვადა. რაც შეეხება ამავე სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის დათქმას, პრემიის შეტანის ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულიც სწორედ უფლებადამდგენი ნორმაა და იგი არ შეიძლება აყვანილ იქნას ვალდებულების რანგში.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ კანონის ამგვარი განმარტება სახელშეკრულებო თანასწორობის ბალანსის დარღვევას არ იწვევს, რადგანაც დაზღვევის ურთიერთობის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები ითვალისწინებს იმ კერძო (სპეციალურ) შემთხვევებს, როდესაც დამზღვევს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე ( სამოქალაქო კოდექსის 815.2-ე; 819-ე მუხლები), ამასთანავე, თუ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მხარეები რაიმე განსხვავებულ წესს არ დაადგენენ, ამ ურთიერთობის მიმართ თავისუფლად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხარის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას განამტკიცებენ (მაგ. სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლი).
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება რომ არც მოპასუხეს შეუტყობინებია სადაზღვევო კომპანიისათვის სპეციალური მანქანა-დანადგარების დაზღვევის ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ და არც სადაზღვევო კომპანიას უსარგებლია ხელშეკრულებების მოშლის უფლებამოსილებით მესამე კვარტლის დასრულებამდე, რის შედეგადაც მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო ხელშეკრულებებით/პოლისებით განსაზღვრული მესამე კვარტლის პრემიის თანხა _148.50 ლარისა და 123.75 აშშ დოლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
განსახილველ შემთხვევაში, ს---------------------ა“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. მოპასუხემ მთავარ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა 1889.65 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ს---------------------ას” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 40.36 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს ს---------------------ა“-ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 59.64 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ს---------------------ა”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შ----------"-ს მოსარჩელე ს---------------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო პრემიის დავალიანების გადახდა:
- 2016 წლის 06 ივლისს ს---------------------ა“-სა და შ----------"-ს შორის გაფორმებული ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის შესახებ #---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 1889.65 ლარის ოდენობით;
- 2016 წლის 10 თებერვალს ს---------------------ასა“ და შ----------"-ს შორის გაფორმებული სპეციალური მანქანა-დანადგარების დაზღვევის #------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 148.50 ლარის ოდენობით;
- 2016 წლის 25 თებერვალს ს---------------------ასა“ და შ----------"-ს შორის გაფორმებული სპეციალური მანქანა-დანადგარების დაზღვევის #------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 123.75 აშშ დოლარის ოდენობით.
3. მოპასუხე შ----------"-ს მოსარჩელე ს---------------------ა”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4. ს---------------------ა”-ს (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (100 ლარი) - 50 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 27 ივლისს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება N6---).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი