გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №2/1337-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს---------------------------------–”
წარმომადგენელი - ა-----– კ-------–---, ი-----–- ხ--–-------
მოპასუხე - შპს ,,მ–------------”, შ--–-- ბ----–---–ი
წარმომადგენელი - გ--------–-----–---, გ--------–-----, დ----- შ---–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - შპს ,,მ–------------სა’’ და შ--–-- ბ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2012 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელეს და შპს ,,მ–------------ს’’ შორის გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, საერთო გამოუმუშავებელი პრემიის სახით არსებული დავალიანების - 2 540 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს - შპს ,,მ–------------სა’’ და შ--–-- ბ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელესა და შპს ,,მ–------------ს’’ შორის გაფორმებული ვალის არსებობისა და მისი გადახდის შესახებ შეთანხების ფარგლებში არსებული დავალიანების - 6 835 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს - შპს ,,მ–------------სა’’ და შ--–-- ბ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს (დავალიანების თანხის 0.1 %-ის) გადახდა, რომელიც 2016 წლის 28 მარტის მდგომარეობით შეადგენს 6039.70 ლარს და 2016 წლის 28 მარტიდან ყოველი მომდევნო დღისთვის ყოვედღიურად 6.83 ლარის ანაზღაურება.
1.3. შპს ,,მ–------------ს’’ და შ--–-- ბ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის 2016 წლის 28 მარტის მდგომარეობით არსებული მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი - 2110.96 ლარი და მიუღებელი შემოსავალი 2016 წლის 28 მარტიდან ყოველი მომდევნო დღისთვის (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველდღიური 2.51 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2013 წლის 02 ივლისიდან სს ,,ს--------------------------–------------მ’’ (ს/ნ N2--------) შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს ,,ს--------------------------–----ი’’, ხოლო 2014 წლის 31 ივლისს განხორციელდა მისი რეორგანიზაცია, რომლის შედეგად სს ,,ს--------------------------–----ს’’ გამოეყო ორი იურიდიული პირი: სს ,,ს--------------------------–----ი’’ (ს/ნ N4--------) და სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი’’ (ს/ნ N4--------). რეორგანიზაციის დროს სს ,,ს--------------------------–----მა’’ კიდევ ერთხელ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს ,,ს---------------------------------–’’ (ს/ნ N2--------), ხოლო საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა - ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევა. შესაბამისად, სს ,,ს---------------------------------–’’ წარმოადგენს სს ,,ს--------------------------–----ის’’ (ს/ნ N2--------) სამართალმემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს ზემოთხსენებულ დაზღვევის სახეობაში და მათგან წარმოშობილ ურთიერთობებში.
მოსარჩელეს და მოპასუხე შპს ,,მ–------------ს’’ შორის 30/08/2012 წელს გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება #G----------, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ–------------მ’’ მოსარჩელესთან დააზღვია ხელშეკრულებაში მითითებული პირები და იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის განვადებით გადაეხადა სადაზღვევო პრემია, ხელშეკრულებით მისი ყველა დანართისა და ცვლილების შესაბამისად გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. შპს ,,მ–------------მ’’ 2013 წლის 01 ივლისიდან პატივსადები მიზეზის გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება და ამასთან, დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, გადაიხადა საერთო ვალდებულების 25978 ლარის მხოლოდ ნაწილი 16603 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი 9375 ლარი ერიცხება დავალიანების სახით, საიდანაც 6835 ლარი წარმოადგენს 2013 წლის 31 ივლისის მდგომარეობით არსებული პრემიის დავალიანებას, ხოლო 2540 ლარი ხელშეკრულების არასაპატიო მიზეზით შეწყვეტის შედეგად წარმოშობილ გამომუშავებულ პრემიას.
ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს და მოპასუხე შპს ,,მ–------------ს’’ შორის 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმდა შეთანხმება ვალის არსებობის აღიარებისა და მისი გადახდის შესახებ, რომლის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2013 წლის 31 ივლისის მდგომარეობით ხელშეკრულების ფარგლებში ირიცხებოდა სადაზღვევო პრემიის დავალიანება ჯამში 6835 ლარის ოდენობით (2012 წლის 10 სექტემბრის პრემიის დავალიანება 25 ლარი, 2013 წლის 10 იანვრის - 2435 ლარი, 2013 წლის 10 აპრილის - 135 ლარი, 2013 წლის 10 მაისის - 220 ლარი და 2013 წლის 10 ივნისის - 2020 ლარი), რომლის გადახდისათვის განისაზღვრა 3 თვიანი გრაფიკი, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - დავალიანების თანხის 0.1 %-ის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულებები კი მოპასუხე შპს ,,მ–------------ს’’ დღემდე არ შეუსრულებია.
ამასთან, 2015 წლის 04 სექტემბერს შპს ,,მ–------------ს’’ პარტნიორმა და დირექტორმა შ--–-- ბ----–---–მა გაყიდა შპს ,,მ–------------ში’’ თავისი კუთვნილი წილი და შპს ,,მ–------------ს’’ მიმართ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ყველა იმ კრედიტორის მიმართ, ვინც არ იყო დასახელებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებებში. ვინაიდან ზემოთხსენებულ ხელშეკრულებებში არ იყო შეყვანილი შპს ,,მ–------------ს’’ ვალი მოსარჩელის მიმართ, შ--–-- ბ----–---–ს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა აღნიშნული ვალის დაფარვაზე.
სასამართლო სხდომაზე მხარის წარმომადგენელმა დააზუსტა და განმარტა, რომ გამოუმუშავებელი პრემია იყო სწორედ ის თანხა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია მიიღებდა მოპასუხისგან პრემიის სახით ამ უკანასკნელს რომ არ შეეწყვიტა ხელშეკრულება ვადამდე, რაც ასევე ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაა და ამ ნაწილში მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-22, დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 169-201, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ შპს ,,მ–------------მ’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მართალია მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურეობის შესახებ, მაგრამ მასში გარკვევით არის მითითებული, რომ სადაზღვევო შენატანი (პრემია) არის დამზღვევის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებით და რომელიც წარმოადგენს მზღვეველის მიერ გასაწევი სადაზღვევო მომსახურების საფასურს, ხოლო ამავე ხელშეკრულების 3.2.5 პუნქტის თანახმად, მზღვეველს უფლება ჰქონდა უარი განეცხადებინა ანაზღაურების გაცემაზე დამზღვევის (დაზღვეულის) მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულების შეთხვევაში. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის დანაწესი კი მზღვეველს ანთავისუფლებს ანაზღაურების მოვალეობისგან. ამასთან მზღვეველმა უფლება დაიტოვა, ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ცალმხრივად შეეწყვიტა დაზღვევის ხელშეკრულება.
მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მე-9 ფაქტობრივ გარემოებას ეთანხმებოდა, ხოლო მე-10 ფაქტობრივ გარემოებას ნაწილობრივ ეთანხმებოდა, კერძოდ, 2013 წლის 25 ივნისს შპს ,,მ–------------მ’’ წერილობით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და აღნიშნა, რომ კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო დროებით, 2013 წლის 01 ივლისიდან წყვეტდა თანამშრომლობას. მართალია მოსარჩელე მიუთითებს, რომ ასეთი რამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არაა, თუმცა ხელშეკრულების ზემოთხსენებული 3.2.5 და 4.2 პუნქტების შინაარსი მათი ამ მოსაზრების საწინააღმდეგოა. ხელშეკრულება დადებულია და მასში ყველა ცვლილება შეტანილია 2013 წლის 25 ივნისამდე ანუ მზღვეველისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სათანადო წერილის მოსარჩელისათვის გაგზავნამდე. ის ფაქტი, რომ კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები ნამდვილად ჰქონდა დადასტურებულია დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაზე თანდართული საზოგადოების საწესდებო კაპიტალში წილის გასხვისების ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლებით, ასევე ამ ხელშეკრულების დანართებით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თვითონ სადაზღვევო კომპანიას, იმ პერიოდში, როცა ის თვლის, რომ მოპასუხეს დავალიანება უკვე ერიცხებოდა, სადაზღვევო მომსახურება შპს ,,მ–------------სთვის’’ არ გაუწევია და ეს უკანასკნელი არც დავალიანების არსებობის გამო გაუფრთხილებია. პირიქით, მზღვეველმა მიმართა მას და აცნობა, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლებდა პრემიის გადახდას, რითაც მზღვეველი დაიცვა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დაფინანსებისგან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და მზღვეველს ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე ხარჯი არ გაუწევია. მართალია წარმოდგენილია 2013 წლის 30 აგვისტოს შეთანხმება ვალის აღიარებისა და გადახდის შესახებ, მაგრამ ვალის აღიარების ეს შეთანხმება არ შეიძლება განყენებულად იქნეს განხილული როგორც დამზღვევის მავალდებულებელი დოკუმენტი. ვალის გადახდა მასში მითითებული გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის 25 ივნისის შემდეგ მხარეებს შორის აღდგებოდა ხელშეკრულებით გათვალიწინებული ორმხრივად მავალდებულებელი ურთიერთობა (იხ. დაზუსტებული შესაგებელი ტ.1, ს.ფ. 512-521 და სხდომის ოქმი).
მოპასუხე მხარემ შ--–-- ბ----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელის მიმართ თავდებობაზე რაიმე ვალდებულება არ აუღია. იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ არსებობს თავდებობა მოსარჩელის მიმართ ვალდებულებაზე, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაეგო და არც არავის გაუფრთხილებია რაიმე გადაუხდელი ვალის შესახებ. 2013 წლის 4 სექტემბრიდან მას მოპასუხე შპს ,,მ–------------სთან’’ შეხება აღარ ჰქონია. სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ დაუსაბუთებელია, რადგან შემხებლობა და ფაქტების ლოგიკური ბმა მიზეზობრივად ვერ იძლევა სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ ვერცერთ იურიდიულ შედეგს, რომელიც ახლოს მაინც იქნებოდა მოთხოვნასთან. იმის გათავლისწინებით, რომ მას მოსარჩელესთან მიმართებაში არანაირი სახის ვალდებულება არ ჰქონია აღებული, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ.შესაგებელი ს.ფ. 500-509 და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2013 წლის 02 ივლისიდან სს ,,ს--------------------------–------------მ’’ (ს/ნ N2--------) შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს ,,ს--------------------------–----ი’’, ხოლო 2014 წლის 31 ივლისს განხორციელდა მისი რეორგანიზაცია, რომლის შედეგად სს ,,ს--------------------------–----ს’’ გამოეყო ორი იურიდიული პირი: სს ,,ს--------------------------–----ი’’ (ს/ნ N4--------) და სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი’’ (ს/ნ N4--------). რეორგანიზაციის დროს სს ,,ს--------------------------–----მა’’ კიდევ ერთხელ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს ,,ს---------------------------------–’’ (ს/ნ N2--------), ხოლო საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა - ჯანმრთელობის და სამოგზაურო დაზღვევა.
შესაბამისად, სს ,,ს---------------------------------–’’ წარმოადგენს სს ,,ს--------------------------–----ის’’ (ს/ნ N2--------) სამართალმემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს ზემოთხსენებულ დაზღვევის სახეობაში და მათგან წარმოშობილ ურთიერთობებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 23-24)
- სს ,,ს--------------------------–------------ს’’ საფირმო სახელწოდების ცვლილებაზე აქციონერის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 25-28)
- სს ,,ს--------------------------–----ის’’ რეორგანიზაციის შესახებ აქციონერთა 2014 წლის 29 ივლისის სერთო კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 29-39)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2012 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–’’-სა და მოპასუხე შპს ,,მ–------------ს’’ შორის ერთი წლის ვადით - 2012 წლის 01 სექტემბრის 24 საათიდან 2013 წლის 01 სექტემბრის 24 საათამდე, გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება #G---------- (მუხლის 6.1).
ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულებას გაფორმების მომენტში დაემატა 4 დანართი, რომელიც ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად წარმოადგენდნენ ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს და განიხილებიან ხელშეკრულებასთან ერთად, ერთიან მთლიანობაში. ეს დანართებია: #1-დასაზღევთა სია და შესაბამისი ინფორმაცია, #2 - სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი, #3 - სადაზღვევო დაფარვები და #4 - მზღვეველის პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების სია.
აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა ტერმინები, მათ შორის:
1.14. სადაზღვევო შენატანი (პრემია) - დამზღვევის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით და რომელიც წარმოადგენს მზღვევლის მიერ გასაწევი სადაზღვევო მომსახურების საფასურს;
1.18. ინდივიდუალური გამომუშავებული პრემია - საერთო სადაზღვევო პერიოდის შიგნით აღებული კონკრეტული თარიღისათვის კონკრეტული დაზღვეულის გამომუშავებული პრემია წარმოადგენს:
ა) იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდი დასრულებულია კონკრეტული თარიღისათვის - მისი მთლიანი ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის შესაბამისი ჯამური პრემიის იმ ნაწილს, რა ნაწილსაც შეადგენს ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ზემოთაღნიშნულ კონკრეტულ თარიღამდე გასული დღეების რაოდენობა მთლიანი ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის დღეებში გაზომილ ხანგრძლივობასთან მიმართებაში;
1.19. ინდივიდუალური გამოუმუშავებელი პრემია - საერთო სადაზღვევო პერიოდის შიგნით აღებული კონკრეტული თარიღისათვის კონკრეტული დაზღვეული გამოუმუშავებელი პრემია წარმოადგენს სხვაობას მისი მთლიანი ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდის შესაბამის ჯამურ პრემიასა და ინდივიდუალური გამომუშავებულ პრემიას შორის;
1.20. საერთო გამომუშავებული პრემია - საერთო სადაზღვევო პერიოდის შიგნით აღებული კონკრეტული თარიღისთვის სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამის გამომუშავებულ პრემიას შეადგენს ინდივიდუალური გამომუშავებული პრემიების ჯამი;
1.21. საერთო გამოუმუშავებელი პრემია - საერო სადაზღვევო პერიოდის შიგნით აღებული კონკრეტული თარიღისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამის გამოუმუშავებელ პრემიას შეადგენს ინდივიდუალური გამოუმუშავებელი პრემიების ჯამი.
ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებაზე დამზღვევის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე უარის განცხადების შემთხვევაში მზღვეველისთვის სადაზღვევო პრემიის გადახდის საკითხი შემდეგნაირად რეგულირდება: თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო ურთიერთობების შეწყვეტის სურვილი განპირობებულია დოკუმენტურად დადასტურებული პატივსადები მიზეზით ანუ მოტივირებულია (რისი შეფასებაც ხორციელდება ყოველი ცალკეული შემთხვევის მიხედვით) დამზღვევს უბრუნდება საერთო გამოუმუშავებელი პრემიის გადახდილი ნაწილი, ამასთან ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საერთო გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემია დამზღვევის მიერ გადახდას ექვემდებარება ნებისმიერ შემთხვევაში. ხოლო ზემოხსენებული პატივსადები მიზეზების არარსებობისას კი დამზღვევს წარმოეშობა დარჩენილი სადაზღვევო პერიოდისათვის გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ერთიანად დაფარვის ვალდებულება, ხოლო თუ ასეთი პრემია უკვე გადახდილია, იგი არ ექვემდებარება დამზღვევისათვის დაბრუნებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 30 აგვისტოს ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება #G---------- (ტომი 1, ს.ფ. 40-66)
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 67-68, 69-71)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #2-ით განისაზღვრა დაზღვევისათვის დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის გადასახდელი ჯამური წლიური სადაზღვევო პრემიის მოცულობა დანართ #1-ში მითითებულ პირთა რაოდენობისა და შერჩეული დაფარვების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საერთო სადაზღვევო პერიოდის დასაწყისისათვის, რომელმაც შეადგინა 15876 ლარი, რომლის გადახდაც უნდა განხორციელებულიყო 1.4 პუნქტში გაწერილი ანგარიშსწორების გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #2 (ტომი 1, ს.ფ. 52)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2012 წლის 02 სექტემბერს ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულებაში შევიდა პირველი ცვლილება და კონტრაქტს დაემატა დანართი #1-1, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ პირთა სიას დაემატა 8 პიროვნება (თანამშრომლები) და დანართი #2-1, რომლის ფარგლებშიც დანართ#1-1-ის გათვალისწინებით ყოველთვიურად გადასახდელი სადაზღვევო პრემია გაიზარდა 320 ლარით და შეადგინა 1643 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდა შეთანხმდა გრაფიკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #1-1 (ტომი 1, ს.ფ. 72)
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #2-1 (ტომი 1, ს.ფ. 73)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2012 წლის 02 ოქტომბერს ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულებაში შევიდა მეორე ცვლილება და კონტრაქტს დაემატა დანართი #1-2, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ პირთა სიას დაემატა 3 პიროვნება(ოჯახის წევრები) და დანართი #2-2, რომლის ფარგლებშიც დანართ#1-2-ის გათვალისწინებით ყოველთვიურად გადასახდელი სადაზღვევო პრემია გაიზარდა 72 ლარით და შეადგინა 1715 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდა შეთანხმდა გრაფიკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #1-2 (ტომი 1, ს.ფ. 74)
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #2-2 (ტომი 1, ს.ფ. 75)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. 2012 წლის 02 ნოემბერს ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულებაში შევიდა მესამე ცვლილება და კონტრაქტს დაემატა დანართი #1-3, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ პირთა სიას დაემატა 18 პიროვნება (თანამშრომელი) და დანართი #2-3, რომლის ფარგლებშიც დანართ#1-3-ის გათვალისწინებით ყოველთვიურად გადასახდელი სადაზღვევო პრემია გაიზარდა 720 ლარით და შეადგინა 2435 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდა შეთანხმდა გარკვეული გრაფიკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #1-3 (ტომი 1, ს.ფ. 76)
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #2-3 (ტომი 1, ს.ფ. 77)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.7. 2012 წლის 02 დეკემბერს ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულებაში შევიდა მეოთხე ცვლილება და კონტრაქტს დაემატა დანართი #1-4, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ პირთა სიას დაემატა 1 პიროვნება(თანამშრომელი) და დანართი #2-4, რომლის ფარგლებშიც დანართ#1-4-ის გათვალისწინებით ყოველთვიურად გადასახდელი სადაზღვევო პრემია დარჩა უცვლელი - 2435 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდა შეთანხმდა გარკვეული გრაფიკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #1-4 (ტომი 1, ს.ფ. 78)
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #2-4 (ტომი 1, ს.ფ. 79)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.8. 2013 წლის 02 მარტს ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულებაში შევიდა მეხუთე ცვლილება და კონტრაქტს დაემატა დანართი #1-5, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ პირთა სიას გამოაკლდა (დაზღვევა შეუწყდა) 3 პიროვნება (2 ოჯახის წევრი და 1 თანამშრომელი) და დანართი #2-5, რომლის ფარგლებშიც დანართ#1-5-ის გათვალისწინებით ყოველთვიურად გადასახდელი სადაზღვევო პრემია შემცირდა 135 ლარით და შეადგინა 2300 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდა შეთანხმდა გარკვეული გრაფიკით:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #1-5 (ტომი 1, ს.ფ. 80)
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #2-5 (ტომი 1, ს.ფ. 81)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.9. 2013 წლის 02 მაისს ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულებაში შევიდა მეექვსე ცვლილება და კონტრაქტს დაემატა დანართი #1-6, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ პირთა სიას გამოაკლდა (დაზღვევა შეუწყდა) 2 პიროვნება (თანამშრომელი) და დანართი #2-6, რომლის ფარგლებშიც დანართ#1-6-ის გათვალისწინებით ყოველთვიურად გადასახდელი სადაზღვევო პრემია შემცირდა 80 ლარით და შეადგინა 2220 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდა შეთანხმდა შემდეგი გრაფიკით:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #1-6 (ტომი 1, ს.ფ. 82)
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #2-6 (ტომი 1, ს.ფ. 83)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.10. 2013 წლის 02 ივნისს ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულებაში შევიდა მეშვიდე ცვლილება და კონტრაქტს დაემატა დანართი #1-7, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ პირთა სიას გამოაკლდა (დაზღვევა შეუწყდა) 5 პიროვნება (თანამშრომელი) და დანართი #2-7, რომლის ფარგლებშიც დანართ#1-7-ის გათვალისწინებით ყოველთვიურად გადასახდელი სადაზღვევო პრემია შემცირდა 200 ლარით და შეადგინა 2020 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდა შეთანხმდა შემდეგი გრაფიკით:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #1-7 (ტომი 1, ს.ფ. 84)
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების დანართი #2-7 (ტომი 1, ს.ფ. 85)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.11. ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ გადასახდელმა პრემიამ ჯამში შეადგინა 25978 ლარი, რომელიც უნდა გადაეხადათ გარკვეული გრაფიკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულება დანართებით (ტომი 1, ს.ფ. 40-85)
- ცხრილი (ს.ფ. 103-104)
4.12. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,მ–------------’’-ს გადასახდელი 25978 ლარიდან გადახდილი აქვს 16603 ლარი. კერძოდ:
- 2012 წლის 12 სექტემბერი - გადასახდელი 1643 ლარიდან გადახდილია 1443 ლარი, 2012 წლის სექტემბრის პრემიიდან გადასახდელი დარჩა 200 ლარი. (საგადახდო დავალება ტ.1. ს.ფ 88, ინვოსი ს.ფ. 89)
- 2012 წლის 12 ოქტომბერს - გადასახდელი 1715 ლარიდან გადახდილია 1715 ლარი სრულად, შესაბამისად 2012 წლის ოქტომბრის პრემია დაიფარა სრულად (საგადახდო დავალება ტ.1, ს.ფ. 90, ინვოსი ს.ფ. 91)
- 2012 წლის 20 ნოემბერს - გადასახდელი 2435 ლარიდან გადახდილია 2475 ლარი, შესაბამისად 2012 წლის ნოემბრის პრემია დაიფარა და ზედმეტად გადახდილი იქნა 40 ლარი. (საგადახდო დავალება ტ.1, ს.ფ.92, ინვოისი ს.ფ. 93)
- 2013 წლის 22 იანვარს - გადახდილია სრულად 2435 ლარი, შესაბამისად 2012 წლის დეკემბრის პრემია დაიფარა სრულად (საგადახდო დავალება ტ.1, ს.ფ.94, ინვოისი ს.ფ. 95)
- 2013 წლის 06 მარტს - გადახდილია სრულად 2435 ლარი, შესაბამისად 2013 წლის თებერვლის პრემია დაიფარა სრულად (საგადახდო დავალება ტ.1, ს.ფ. 96, ინვოისი 97)
- 2013 წლის 01 აპრილს - გადასახდელი 2300 ლარის ნაცვლად გადახდილია 2435 ლარი, შესაბამისად 2013 მარტის პრემია დაიფარა სრულად და ზედმეტად გადახდილი იქნა 135 ლარი (საგადახდო დავალება ტ.1, ს.ფ.98, ინვოისი ს.ფ. 99)
- 2013 წლის 22 მაისს - გადასახდელი 2300 ლარის ნაცვლად გადახდილია 2165 ლარი, შესაბამისად აპრილის პრემიიდან გადასახდელი დარჩა 135 ლარი (საგადახდო დავალება ტ.1, ს.ფ.100, ინვოისი ს.ფ. 101)
- 2014 წლის 25 თებერვალს - გადახდილია 1500 ლარი (საგადახდო დავალება ტ.1, ს.ფ. 102)
2013 წლის აპრილის თვის ზედმეტად გადახდილი პრემია 135 ლარი და 2012 წლის ნოემბრის თვეში ზედმეტად გადახდილი პრემია 40 ლარი, სულ 175 ლარი გამოაკლდა 2012 წლის სექტემბრის თვეში დარჩენილ გადასახდელ პრემიას 200 ლარს და 2012 წლის სექტემბრის თვის გადასახდელი პრემიის ოდენობამ შეადგინა 25 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სულ პრემიის დავალიანებამ შეადგინა ჯამში 6835 ლარი. კერძოდ:
2012 წლის 10 სექტემბრის პრემიის დავალიანებამ შეადგინა 25 ლარი,2013 წლის 10 იანვრის პრემიის დავალიანებამ შეადგინა 2435 ლარი,2013 წლის 10 აპრილის პრემიის დავალიანებამ შედგინა 135 ლარი,2013 წლის 10 მაისის პრემიის დავალიანებამ შედგინა 2220 ლარი
2013 წლის 10 ივნისის პრემიის დავალიანებამ შედგინა 2020 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები და ინვოისები (ტ.1. ს.ფ. 88-102)
- ცხრილი (ტ.1, ს.ფ. 103-104)
4.13. 2013 წლის 26 ივნისს სს ,,ს---------------------------------–’’-მა (მზღვეველმა) შპს ,,მ–------------’’-სგან (დამზღვევისგან) მიიღო წერილი, რომლის ფარგლებშიც მოპასუხე მხარემ 2013 წლის 01 ივლისიდან ცალმხრივად შეწყვიტა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება და აღნიშნულის მიზეზად დაასახელა კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,მ–------------’’-ს დირექტორის შ--–-- ბ----–---–ის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 86)
4.14. საქმის მასალით დადგენილია, რომ 2013 წლის 01 ივლისისათვის (ხელშეკრულების შეწყვეტის დრო) მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 5335 ლარის ოდენობით, კერძოდ: 10/01/2013 წლის - 960 ლარი, 10/04/2013 წლის - 135 ლარი, 10/05/2013 წლის - 2220 ლარი, 10/06/2013 წლის - 2020 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,მ–------------’’-ს დირექტორის შ--–-- ბ----–---–ის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 87)
4.15. 2013 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–’’-სა და მოპასუხე შპს ,,მ–------------’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის არსებობის და მისი გადახდის შესახებ, რომლის ფარგლებშიც შპს ,,მ–------------’’-მ დაადასტურა, რომ მოსარჩელესთან 2012 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული #G---------- ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 31 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა სადაზღვევო პრემიის დავალიანება 6835 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,მ–------------’’ აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა 3 თვიანი გრაფიკით:
2278.33 ლარს არაუგვიანეს 2013 წლის 25 სექტემბრისა
2278.33 ლარს არაუგვიანეს 2013 წლის 25 ოქტომბრისა
2278.33 ლარს არაუგვიანეს 2013 წლის 25 ნოემბრისა.
ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება ვალის არსებობის აღიარებისა და მისი გადახდის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 164-165)
4.16. 2014 წლის 27 მაისს სს ,,ს---------------------------------–’’-მა (მზღვეველმა) შპს ,,მ–------------’’-სგან (დამზღვევისგან) მიიღო წერილი, რომლის თანახმად აღნიშნული პერიოდისათვის შპს ,,მ–------------’’-ს მოსარჩელის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება 5335 ლარის ოდენობით, რისი გადახდაც კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლეს და მოითხოვეს 2014 წლის 15 ივნისამდე აღნიშნული დავალიანების დაფარვის გადავადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,მ–------------’’-ს დირექტორის შ--–-- ბ----–---–ის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 87)
4.17. 2015 წლის 04 ოქტომბერს შპს ,,მ–------------’’-ს 50 %-იანმა მფლობელმა პარტნიორმა და დირექტორმა შ--–-- ბ----–---–მა გაასხვისა კომპანიაში მისი კუთვნილი 50 %-იანი წილი ზურაბ მარდახიაშვილზე და შპს ,,მ–------------ს’’ მიმართ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, 2014 წლის 13 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულების თანახმად 2000 000 აშშ დოლარის ზღვრული ოდენობით.
2015 წლის 04 სექტემბერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, არნიშნული ხელშეკრულება დაიდო შპს „მ–------------სა“ და ფიზიკურ პირ შ--–-- ბ----–---–ს შორის, საიდანაც თავდებ პირს წარმოადგენდა შ--–-- ბ----–---–ი, ხოლო მოვალეს კი - შპს „მ–------------.
ხელშეკრულების თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ნებისმიერი მესამე პირი, რომლის მიმართაც მოვალეს აქვს დავალიანება და რომელიც არ არის მითითებული ზემოხსენებულ შ--–-- ბ----–---–ის მონაწილეობით დადებულ შემდეგ ხელშეკრულებებში:
2015 წლის 04 სექტემბრის სანოტარო აქტები შპს „მ–------------ს“ კაპიტალში წილის ნასყიდობის შესახებ.
2.1. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდები კისრულობდა სოლიდარულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი კრედიტორის წინაშე, რომლის მიმართაც მოვალეს ჰქონდა დავალიანება და რომელიც არ იყო მითითებული შ--–-- ბ----–---–ის მონაწილეობით დადებულ 2015 წლის 04 სექტემბრის სანოტარო აქტებში. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ ხელშეკრულება ხელს აწერს მხოლოდ შ--–-- ბ----–---–ი, ერთ შემთხვევაში, როგორც ფიზიკური პირი და მეორე შემთხვევაში, როგორც შპს „მ–------------ს“ წარმომადგენელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 04 სექტემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, (ტომი 2, ს.ფ. 134-138)
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 139-140)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - სს ,,ს---------------------------------–“-ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 361-ე, 341-ე, 817-ე, 818-ე, 399-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 411-ე, 891-ე, 895-ე, 463-ე, 464-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–’’-სა და მოპასუხე შპს ,,მ–------------ს’’ შორის 30/08/2012 წელს გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება #G----------.
შესაბამისად, დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, რომლის თანახმად, მზღვეველმა იკისრა დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. დამზღვევმა კი იკისრა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება.
დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რომლის დასადებად მხოლოდ მხარეთა შეთანხმება არ არის საკმარისი, აუცილებელია ერთი მხარის მიერ სადაზღვევო პოლისის გაცემა და მეორეს მხრიდან კი სადაზღვევო პრემიის გადახდა. კანონით, დაზღვევის ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის და მის ასამოქმედებლად, საჭიროა მოპასუხის მოქმედება, რომ მან გადაიხადოს სადაზღვევო პრემია, ერთჯერადად ან შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკით.
დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველი უფლებამოსილია მოსთხოვოს ''დამზღვევს'' წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და განუხრელი შესრულება; ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ხოლო დამზღვევი უფლებამოსილია მოსთხოვოს მზღვეველს განახორციელოს დაზღვევა ''დაზღვევის'' პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს სადაზღევო შენატანის - პრემიის გადახდა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადებში. მოსთხოვოს მზღვეველს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ვალდებულების შესრულებას სათანადო სუბიექტის მიერ, სათანადო დროსა და სათანადო სახით.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–’’-მა მოპასუხე შპს ,,მ–------------’’-ს სადაზღვევო მომსახურეობა გაუწია ხელშეკრულების დადების მეორე დღიდან.
დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება. კერძოდ, მოპასუხე შპს ,,მ–------------’’-ს გადასახდელი 25978 ლარიდან გადახდილი აქვს 16603 ლარი და გადასახდელი პრემიის დავალიანებამ შეადგინა სულ 6835 ლარი. კერძოდ:
2012 წლის 10 სექტემბრის პრემიის დავალიანებამ შეადგინა 25 ლარი,2013 წლის 10 იანვრის პრემიის დავალიანებამ შეადგინა 2435 ლარი,2013 წლის 10 აპრილის პრემიის დავალიანებამ შედგინა 135 ლარი,2013 წლის 10 მაისის პრემიის დავალიანებამ შედგინა 2220 ლარი
2013 წლის 10 ივნისის პრემიის დავალიანებამ შედგინა 2020 ლარი
საქმის მასალით ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–’’-სა და მოპასუხე შპს ,,მ–------------’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის არსებობის და მისი გადახდის შესახებ, რომლის ფარგლებშიც შპს ,,მ–------------’’-მ დაადასტურა, რომ მოსარჩელესთან 2012 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული #G---------- ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 31 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა სადაზღვევო პრემიის დავალიანება 6835 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,მ–------------’’ აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა 3 თვიანი გრაფიკით:
2278.33 ლარს არაუგვიანეს 2013 წლის 25 სექტემბრისა,2278.33 ლარს არაუგვიანეს 2013 წლის 25 ოქტომბრისა
2278.33 ლარს არაუგვიანეს 2013 წლის 25 ნოემბრისა.
საქართველოს სამოქალაქოკოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებული იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის აღიარების არსებობა), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალიწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღირებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია შპს ,,მ–------------’’-ს მიერ 2014 წლის 27 მაისს სს ,,ს---------------------------------–’’-ისთვის გაგზავნილი წერილი, რომლის თანახმად აღნიშნული პერიოდისათვის შპს ,,მ–------------’’-ს მოსარჩელის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდა დავალიანება 5335 ლარის ოდენობით, რისი გადახდაც კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლეს და მოითხოვეს 2014 წლის 15 ივნისამდე აღნიშნული დავალიანების დაფარვის გადავადება. ასევე წარმოდგენილია 2014 წლის 25 თებერვლის საგადახდო დავალება (ტ.1, ს.ფ. 102), რომლის მიხედვით გადახდილია 1500 ლარი, რომლის დანიშნულებაც იყო ზოგადი კონკრეტული ვალდებულების ამორჩევის გარეშე, კერძოდ: სადაზღვევო გადასახადი, აღნიშნული კი სწორედ მტკიცების პროცესზე ახდენს გავლენას და ადასტურებს მხარეთა შორის სხვა სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას. ვალის არსებობის აღიარებიდან ჩანს, რომ მოვალის მხრიდან ვალის აღიარება განაპირობა, მხარეთა შორის უკვე არსებულმა დაზღვევის სამართალურთიერთობამ.
ამდენად, მოპასუხე შპს „მ–------------მ“, როგორც წერილობითი აღიარებით, ასევე დავლიანების ნაწილის გადახდით აღიარა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ მოპასუხეს სადაზღვევო პრემიის არსებული დავალიანება 6835 ლარის ოდენობით არ გადაუხდია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2013 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–’’-სა და მოპასუხე შპს ,,მ–------------’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის არსებობის და მისი გადახდის შესახებ, მასში ნათლად და გარკვევით არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს მხოლოდ სადაზღვევო პრემიის დავალიანებას და არ მოიცავს დაზღვევის ხელშეკრულების 8.3 მუხლის საფუძველზე 2013 წლის 02 ივლისიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) წარმოშობილ საერთო გამოუმუშავებელი პრემიის გადახდის ვალდებულებას.
ამდენად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველა სახის დავალიანება და ყველა სახის პრემია, რაც შეთანხმების დროისთვის მხარეთა შორის არსებობდა, მოექცეოდა სწორედ 2013 წლის 30 აგვისტოს შეთანხმებაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ 2013 წლის 01 ივლისს ცალმხრივად შეწყვიტა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება და აღნიშნულის მიზეზად დაასახელა კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისი.
აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის მეორე დღიდან 2013 წლის 02 ივლისიდან დაზღვევის ხეშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად შპს ,,მ–------------’’-ს წარმოეშვა საერთო გამოუმუშავებელი პრემიის 4040 ლარის გადახდის ვალდებულება.
საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 25 თებერვლის საგადახდო დავალება (ტ.1, ს.ფ. 102), რომლის მიხედვით გადახდილია 1500 ლარი, რომლის დანიშნულებაც იყო ზოგადი კონკრეტული ვალდებულების ამორჩევის გარეშე, კერძოდ: სადაზღვევო გადასახადი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ის მიიმართა 2013 წლის 02 ივლისიდან წარმოშობილი საერთო გამოუმუშავებელი პრემიის ნაწილობრივ დასაფარად და ნაწილობრივ დაიფარა ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა, ამდენად, გამოუმუშავებელი პრემიის სახით დარჩა გადასახდელი 2540 ლარი, რაც ასევე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაა და რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ 2013 წლის 30 აგვისტოს შეთანხმების აქტით, მხარეებმა გამოხატეს ნება და მზაობა დავალიანების დაფარვის თაობაზე. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც თავიდან იწყება. ვალის აღიარება და შესაბამისად, ახალი სამართალურთიერთობის წარმოშობა ძველ სამართალურთიერთობას არ აქარწყლებს. შესაბამისად, მოთხოვნა შეიძლება ძველი სამართალურთიერთობიდანაც არსებობდეს, თუ იგი ხანდაზმული არ არის.
7.2. საქმის მასალით დადგენილია, რომ დამზღვევის მხრიდან დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლში, რომლის დანაწესით, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.
ამავე კოდექსის 818-ე მუხლის დანაწესით კი, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.
ზემოთმოხმობილ ნორმათა სამართლებრივი რეგულირების მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწ.). მართალია სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია.
როგორც განსახილველი საქმის მასალებითაა დადგენილი მხარეთა შორის გაფორმებული 2012 წლის 30 აგვისტოს დაზღვევის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა მოპასუხე შპს ,,მ–------------’’-ს ინიციატივით 2013 წლის 01 ივლისიდან და აღნიშნულის მიზეზად დაასახელა კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისი.
აღნიშნული დროისათვის მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე ერიცხებოდა დავალიანება 5335 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დავალიანების გადახდაზე მზაობად ჩაითვლება შპს ,,მ–------------’’-ს მიერ 2014 წლის 27 მაისს სს ,,ს---------------------------------–’’-ისთვის გაგზავნილი წერილი, რომლის თანახმად აღნიშნული პერიოდისათვის შპს ,,მ–------------’’-ს მოსარჩელის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება 5335 ლარის ოდენობით, რისი გადახდაც კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლეს და მოითხოვეს 2014 წლის 15 ივნისამდე აღნიშნული დავალიანების დაფარვის გადავადება.
ჯანმრთელობის დაზღვევის #G---------- ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებაზე დამზღვევის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე უარის განცხადების შემთხვევაში მზღვეველისთვის სადაზღვევო პრემიის გადახდის საკითხი შემდეგნაირად რეგულირდება: თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო ურთიერთობების შეწყვეტის სურვილი განპირობებულია დოკუმენტურად დადასტურებული პატივსადები მიზეზით ანუ მოტივირებულია (რისი შეფასებაც ხორციელდება ყოველი ცალკეული შემთხვევის მიხედვით) დამზღვევს უბრუნდება საერთო გამოუმუშავებელი პრემიის გადახდილი ნაწილი, ამასთან ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად საერთო გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემია დამზღვევის მიერ გადახდას ექვემდებარება ნებისმიერ შემთხვევაში. ხოლო ზემოხსენებული პატივსადები მიზეზების არარსებობისას კი დამზღვევს წარმოეშობა დარჩენილი სადაზღვევო პერიოდისათვის გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ერთიანად დაფარვის ვალდებულება, ხოლო თუ ასეთი პრემია უკვე გადახდილია, იგი არ ექვემდებარება დამზღვევისათვის დაბრუნებას.
სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის დაუძლეველი ძალის და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით არშეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს პატივსადებ მიზეზად მითითებული აქვს ფინანსური კრიზისი, რაც ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის პატივსადებ მიზეზად. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის მეორე დღიდან 2013 წლის 02 ივლისიდან დაზღვევის ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად შპს ,,მ–------------’’-ს წარმოეშვა საერთო გამოუმუშავებელი პრემიის 4040 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 1500 ლარი მოპასუხეს უკვე დაფარული აქვს და ამჯამად სადავო თანხა შეადგენს 2540 ლარს.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
დადგენილია, რომ 2013 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–’’-სა და მოპასუხე შპს ,,მ–------------’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის არსებობის და მისი გადახდის შესახებ. ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა (დავალიანების თანხის 0.1%-ის) რომელიც 2016 წლის 28 მარტის მდგომარეობით შეადგენს 6039.70 ლარს და 2016 წლის 28 მარტიდან ყოველი მომდევნო დღისთვის ყოვედღიურად 6.83 ლარს, დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, 0,1 %-დან 0.01 %-მდე, რაც სასამართლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია წარმოდგენილი საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების ძირი თანხისა და სარგებლის ოდენობის გათვალისწინებით.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული.
მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში იგი თანხას შეიტანდა ბანკში ანაბარზე და მოგების სახით მიიღებდა სარგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამგვარი გარემოება საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ დასტურდება.
7.5. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას შპს ,,მ–------------სა’’ და შ--–-- ბ----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის 2016 წლის 28 მარტის მდგომარეობით არსებული მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი - 2110.96 ლარი და მიუღებელი შემოსავალი 2016 წლის 28 მარტიდან ყოველი მომდევნო დღისთვის (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველდღიური 2.51 ლარი, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ 2015 წლის 04 ოქტომბერს შპს ,,მ–------------’’-ს 50%-იანმა მფლობელმა პარტნიორმა და დირექტორმა შ--–-- ბ----–---–მა გაასხვისა კომპანიაში მისი კუთვნილი 50%-იანი წილი ზურაბ მარდახიაშვილზე და შპს ,,მ–------------ს’’ მიმართ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, 2014 წლის 13 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულების თანახმად 2000000 აშშ დოლარის ზღვრული ოდენობით.
2015 წლის 04 სექტემბერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდებს წარმოადგენს შ--–-- ბ----–---–ი, მოვალეს შპს ,,მ–------------’’, ხოლო კრედიტორს ნებისმიერი მესამე პირი, რომლის მიმართაც მოვალეს აქვს დავალიანება და რომელიც არ არის მითითებული ზემოხსენებულ ხელშეკრულებებში სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობა წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობს სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის 463-ე და 464-ე მუხლებით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სარჩელი სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში შ--–-- ბ----–---–ი, როგორც სოლიდარულად თავდები პირი სახელშეკრულებ ურთიერთობაში არ შესულა მოსარჩელესთან. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელმა არც კი იცოდა, რომ არსებობდა მოპასუხეებს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია 2015 წლის 04 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებით კრედიტორებად ყველა მესამე პირი განისაზღვრა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ „მესამე პირებთან“ შ--–-- ბ----–---–ს არ აუღია რაიმე ვალდებულების შესრულება და პასუხისმგებლობა შპს „მ–------------ს“ ვალდებულებებსი ნაწილში, შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულება არამოქმედია ასეთი „მესამე პირებისთვის“, თუმცა იგი მოქმედია თავად შპს „მ–------------სთვის“, რომელსაც, მიმაჩნია, რომ შეუძლია გამოიყენოს სწორეს ეს თავდებობის ხელშეკრულება და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება გადასცეს შ--–-- ბ----–---–ს თავდებობის ზღვრული თანხის ოდენობის ფარგლებში.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნტების მიხედვით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და პირგასამტეხლოს ნაწილში არა ერთ წელზე, არამედ კანონით დადგენილ 3 წლიან ვადაზე უნდა იქნეს დაანგარიშებული, რაც განახორციელა კიდეც სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის ნაწილში. შესაბამისად, მთლიანი სარჩელის ღირებულება შეადგენს 25 642 ლარს, რომლის 3% არის 769,26 ლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ 2016 წლის 27 იანვარს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 380 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მითითებული 380 ლარიდან დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად 321,71 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ 2016 წლის 27 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) 150 ლარიდან მოსარჩელე სს „ს---------------------------------–“-ს უნდა დაუბრუნდეს 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტ.1, ს.ფ. 123).
ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მითითებული 50 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის მიერ 2016 წლის 30 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) – 100 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტ.1, ს.ფ. 471). აღნიშნული 50 ლარის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, რადგან მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა და გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შ--–-- ბ----–---–ის ნაწილში სასამართლოს მიერ გაუქმდა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არსებითი გადაწყვეტილების დროს შეაჯამა სარჩელის ღირებულება და იგი შეადგენს 25642 ლარს, რომლის 3% არია 769,26 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2016 წლის 30 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 9,74 ლარი, ხოლო დარჩენილი 40,26 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტ.1, ს.ფ. 469).
მოსარჩელის მიერ 2016 წლის 30 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 249 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტ.1, ს.ფ. 474).
მოპასუხე შ--–-- ბ----–---–ის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის ნაწილში 2018 წლის 08 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ.2,ს.ფ. 83) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შ--–-- ბ----–---–ის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიმართ უნდა დაეკისროს აღნიშნული 50 ლარის ანაზღაურება.
ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი 21 ლარის ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ. 120).
8.2. რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არაა წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის არსებობა, ამასთან, თავად მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, იგი ამავე კომპანიაშია იურისტად დასაქმებული და იღებს ხელფასს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატიო მომსახურების ხარჯების მოპასუხეებზე დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამარტლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 თებერვალს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე შპს „მ–------------ს“ (ს/კ N4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, დ------–-----–----------, მ-------, შენობა-ნაგებობა N10, 540 კვ.მ. საკადასტრო კოდით N0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–“-ის სარჩელი მოპასუხეების შპს „მ–------------სა“ და შ--–-- ბ----–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,მ–------------ს’’ მოსარჩელის სს „ს---------------------------------–“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საერთო გამოუმუშავებელი პრემიის სახით არსებული დავალიანების - 2 540 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს ,,მ–------------ს’’ მოსარჩელის სს „ს---------------------------------–“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ვალის არსებობისა და მისი გადახდის შესახებ შეთანხების ფარგლებში არსებული დავალიანების - 6 835 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე შპს ,,მ–------------ს’’ მოსარჩელის სს „ს---------------------------------–“-ის სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 2016 წლის 28 მარტის მდგომარეობით 603,97 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 28 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების თანხის 0.01%) გადახდა, რაც ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შეადგენს 0,68 ლარს.
2. არ დაკმაყოფილდეს სს ,,ს---------------------------------–“-ის სარჩელი მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2016 წლის 28 მარტის მდგომარეობით არსებული მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი - 2110.96 ლარისა და მიუღებელი შემოსავალი 2016 წლის 28 მარტიდან ყოველი მომდევნო დღისთვის (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველდღიური 2.51 ლარის დაკისრების თაობაზე.
3. არ დაკმაყოფილდეს სს ,,ს---------------------------------–“-ის სარჩელი მოპასუხე შ--–-- ბ----–---–ისათვის არსებული ვალდებულებების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.
4. მოსარჩელის მიერ 2016 წლის 27 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 380 ლარის ოდნეობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე შპს „მწავენე ოქროს“ მოსარჩელის სს „ს---------------------------------–“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 321,71 ლარის ანაზღაურება.
6. მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2016 წლის 27 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. მოაპსუხე შპს „მ–------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. მოსარჩელის დაუბრუნდეს 2016 წლის 30 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან 100 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2016 წლის 30 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 9,74 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 40,26 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
10. მოპასუხე შ--–-- ბ----–---–ის მიერ 2018 წლის 08 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
11. მოსარჩელე სს“სადაზღვევეო კომპანია იმედი ელ“-ს მოპასუხე შ--–-- ბ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მეირ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
12. მოპასუხე შპს „მ–------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი 21 ლარის ანაზღაურება.
13. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ანაზღაურების დაკმაყოფილების თაობაზე.
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე