გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26406-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - სსიპ სა---–-–-----------------------------------------ო
წარმომადგენელი - გი--------------–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - სს „სა-------------------------------ი“
წარმომადგენელი - ლე-–------–--ე
დავის საგანი (შეგებებული და თავდაპირველი სარჩელებით) - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნები:
1.1.1. მოპასუხის სს „სა-------------------------------ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2 394,81 ლარის გადახდის დაკისრება.
1.1.2. მოპასუხის სს „სა-------------------------------ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 3.4 ლარის გადახდის დაკისრება;
1.1.3. მოპასუხის სს „სა-------------------------------ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ №0---------- ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტოს მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის 2 832,5 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. სს „სა-------------------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა:
1.2.1. მოპასუხის სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 3 965,50 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე სსიპ სა---–-–-----------------------------------------ომ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებები:
2017 წლის 24 თებერვალს სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოსა და სს „სა-------------------------------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უნდა გაეწია სააგენტოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მცირეფასიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების დაზღვევის მომსახურება 2017 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 22 აპრილამდე. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 6 798 ლარი, ხოლო მოქმედების ვადა - 2018 წლის 30 მაისი.
ხელშეკრულების თანახმად, სააგენტოს ბალანსზე რიცხული სასაწყობო მარაგების ლიმიტი განისაზღვრა არაუმეტეს 12 000 000,00 ლარით, ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად ფრანშიზა მიწისძვრის შემთხვევაში – შეადგენდა 3%-ს თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან, სხვა სადაზღვევო შემთხვევებზე - 0,4%-ს თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან (მინიმუმ 300 ლარი), ხოლო მცირეფასიანი ინვენტარისთვის — 3%-ს (მინიმუმ 100 ლარი).
2017 წლის 27 სექტემბერს სააგენტოს წყალგაყვანილობის სისტემის ავარიის გამო წარმოიშვა ხელშეკრულებით დაზღვეული ზიანი. 2017 წლის 29 სექტემბერს სა---–-–-----------------------------------------ომ №0-------- წერილით მიმართა მოპასუხეს, რომლითაც მოითხოვა საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ხელშეკრულების შესაბამისად დამდგარი ზიანის - 2,394.81 ლარის ანაზღაურება.
2017 წლის 16 ოქტომბერს წარმოდგენილი წერილით მოპასუხემ უარი განაცხადა სა---–-–-----------------------------------------ოსათვის წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე. უარი დასაბუთებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზის შესახებ ჩანაწერით, კონკრეტულად კი აუნაზღაურებელი მინიმუმი მოპასუხემ გამოთვალა მთლიანად საწყობში განთავსებული მარაგების ოდენობიდან: იმ კონკრეტულ მომენტში სააგენტოს წე------–ის გამზირზე არსებულ საწყობში განთავსებული მარაგების ოდენობა შეადგენდა 6 874 992, 54 ლარს, ამ თანხის 0.4% კი - 27 499,97 ლარს; დამდგარი ზიანი არ აღემატებოდა 27 499,97 ლარს და შესაბამისად არ ექვემდენარებოდა ანაზღაურებას.
სააგენტომ არ გაიზია მოპასუხის პოზიცია და 2017 წლის 2----------------–-----–ით შემსყიდველმა მიმწოდებელს ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განუსაზღვრა ვადა და მიუთითა, რომ აუნზაღაურებელი მინიმუმი გამოითვლებოდა არა არსებული მარაგების ღირებულებიდან, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამდგარი ზიანიდან. შემსყიდველმა მიმწოდებელს 2017 წლის 8 ნოემბრის წერილით კვლავ განუსაზღვრა დამატებითი ვადა, 2017 წლის 15 ნოემბრამდე. სს „სა-------------------------------მა“ ზიანის ანაზღაურებაზე კვლავ უარი განაცხადა.
2017 წლის 1-------------–-----–-თ სააგენტომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მოპასუხეს ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა თანხის გადახდა. მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი:
2017 წლის 31 იანვარს სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოს მიერ ქონების დაზღვევის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2017 წლის 24 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო პრემიად განისაზღვრა 6 798,00 ლარი.
მოპასუხის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, იმ მოტივით, რომ თითქოს მიმწოდებლის მხრიდან არ სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება, რითიც კომპანიას მიადგა მატერიალური ზიანი, ანუ მან დაკარგა ის სადაზღვევო პრემია, რასაც კომპანია მიიღებდა, რომ არ შეწყვეტილიყო ხელშეკრულება.
მოპასუხის მიერ სადაზღვევო პრემიის სახით გადახდილია 2 832,50 ლარი, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო სს „სა-------------------------------ს" მისაღები დარჩა 3 965,50 ლარი, რაც უნდა აუნაზღაუროს სააგენტომ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის სს „სა-------------------------------ის" პოზიცია სა---–-–-----------------------------------------ოს სარჩელთან დაკავშირებით:
2017 წლის 31 იანვარს სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოს მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტი უნ-----ი და რა თქმა უნდა, უნ-----მა გაიმარჯვა ტენდერში. სადაზღვევო პრემია ძალზედ მცირე იყო სადაზღვევო თანხასთან/ლიმიტთან შედარებით და რომ არა ფრანშიზის დათქმა, არც უნ-----ი მიიღებდა მონაწილეობას, რადგან სადაზღვევო თანხა და ლიმიტი 12 000 000,00 ლარია, ხოლო პრემია 6 798,00 ლარი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, 12 000 0000,00 ლარის ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში მოსაარჩელე იხდიდა მხოლოდ 6 798,00 ლარს პრემიის სახით.
2017 წლის 10 ოქტომბრის წერილით დამზღვევს ეცნობა რომ, ზარალის ოდენობა შეადგენდა 2 394,81 ლარს, ხოლო შემთხვევის დღეს აკ. წე------–ის გამზ. №67ა-ში მარაგების საერთო ოდენობა იყო 6,874,992.54 ლარი, შესაბამისად მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული ქონების დაზღვევის პოლისის თანახმად, ფრანშიზა შეადგენდა „მაქსიმუმ 0.4% თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან, მინიმუმ 300 ლარს“. შესაბამისად აკ. წე------–ის გამზ. №67ა-ში მდებარე ობიექტისათვის ფრანშიზა შეადგენდა 6,874,992.54 ლარის 0.4%-ის - 27 499.97 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ზარალის ოდენობა არ აღემატებოდა სადაზღვევო პოლისში მითითებულ ფრანშიზას.
მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნას.
მოპასუხე არ დაეთანხმა სადაზღვევო შენატანის დაბრუნების მოთხოვნას და მიუთითა, რომ თუ დამზღვევი სადაზღვევო შენატანის დაბრუნებას ითხოვს, მაშინ მზღვეველიც გათავისუფლებულია ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან; სადაზღვევო შენატანის დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლოა და გამორიცხავს შემსყიდველის პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სა---–-–-----------------------------------------ოს პოზიცია სს „სა-------------------------------ის" შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
სა---–-–-----------------------------------------ოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა ზიანის შემთხვევაში ფრანშიზის კონკრეტულ მომენტში არსებული მარაგებიდან დათვლის შესახებ მითითებას.
შესაგებელში განმარტებულია, რომ ფრანშიზა გამოითვლებოდა დამდგარი ზიანის ოდენობიდან, სწორედ ამიტომ სამივე საწყობი ერთიან ობიექტად იყო წარმოდგენილი ტენდერში და ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციაში მარაგების განთავსების ადგილები დაკონკრეტებული არ იყო; სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში მცირეფასიანი აქტივების 3% და ძირითადი საშუალებების 0,4%, ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად მეტია, ვიდრე 100 ლარი და 300 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 24 თებერვალს სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოსა (შემსყიდველი) და სს „სა-------------------------------ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მცირეფასიანი აქტივების, მატერიალური მარაგების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულებითა და მისი №1 დანართით (გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალება) გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. დაზღვევის მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 22 აპრილამდე (1.1 პუნქტი).
ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა შემსყიდველის (დამზღვევის) ბალანსზე რიცხული სასაწყობო მარაგების (სადაზღვევო ლიმიტი შეადგენდა 12 000 000,00 ლარს) დაზღვევის მომსახურება ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის. დაზღვეული ქონების სრული სია თან ერთვოდა ხელშეკრულებას (№2 დანართი) და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს (1.2 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება; სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 19-73).
3.1.2. სადაზღვევო შემთხვევას, განსაზღვრულს დაზღვევის ხელშეკრულებით, წარმოადგენდა მომხდარი ხდომილება, რომლის დადგომისას წარმოიშობოდა მზღვეველის პასუხისმგებლობა გადაეხადა დამზღვევისათვის (მოსარგებლისათვის) სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში (1.3 პუნქტი).
ზარალი (ზიანი) ანაზღაურდებოდა დაზღვეული ქონების დაკარგვისას, დაღუპვისას, დაზიანებისას, მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა ზარალი წარმოიშობოდა წყალსადენების, გასათბობი, ხანძარსაწინააღმდეგო, საკანალიზაციო სისტემების ავარიის შედეგად, წყლის შემოჭრისას მეზობელი სადგომებიდან, მიწისქვეშა წყლების გამოსვლის, წყალდიდობის ან წვიმის შედეგად (1.4 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება; სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 19-73).
3.1.3. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება (სადაზღვევო პრემია) დაზღვევის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში შეადგენდა 6 798,00 ლარს. ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 566,50 ლარს (2.2 და 2.3 პუნქტები).
მხარეები შეთანხმდნენ: „ფრანშიზა მიწისძვრის შემთხვევაში 3% თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან, სხვა სადაზღვევო შემთხვევებზე 0,4% თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან, მინიმუმ 30 ლარი, მცირეფასიანი ინვენტარისათვის 3%, მინიმუმ 100 ლარი“ (2.3 პუნქტი).
13.7 პუნქტის თანახმად, ფრანშიზა განისაზღვრა სადაზღვევო თანხის იმ მინიმუმით, რაც მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდებოდა და განსაზღვრული იყო სადაზღვევო პოლისით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება; სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 19-73).
3.1.4. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 დღის ვადაში.
შემსყიდველი (დამზღვევი) ვალდებული იყო გადაეხადა სადაზღვევო შესატანი (პრემია) 20 დღის განმავლობაში ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (5.2 და 6.2 პუნქტები).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება; სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 19-73).
3.1.5. შემსყიდველი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში, შეეტყობინებინა მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ; შემსყიდველი (დამზღვევი) ვალდებული იყო წარედგინა მზღვეველისათვის დაღუპული, დაზიანებული ან დაკარგული დაზღვეული ობიექტების ნუსხა (6.2 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება; სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 19-73).
3.1.6. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მხარე დაარღვევდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულების მოშლა ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. დამატებითი ვადის განსაზღვრისათვის გამოიყენებოდა წერილობითი ფორმა. თუ ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა დამატებითი ვადის გამოყენება, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას გაუთანაბრდებოდა გაფრთხილება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება; სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 19-73).
3.1.7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, ხოლო ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობისას, პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0,05%-ის ოდენობით (7.4. პუნქტი).
მზღვეველი ვალდებული იყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გადაეხადა სადაზღვევო ანაზღაურება 20 საბანკო დღის განმავლობაში, ყველა საჭირო დოკუმენტის მიღების შემდეგ (6.4 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება; სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 19-73).
3.1.8. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა განხორციელდებოდა სადაზღვევო პოლისის, მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე დამზღვევისათვის წერილობითი განცხადების, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დამამტკიცებელი სადაზღვევო აქტისა და გაანგარიშების საფუძველზე (8.3 პუნქტი).
ზარალად გაიგებოდა მატერიალური ზარალი, რომელიც მიადგა დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზღვეული ქონების დაზიანებით დაკარგვით ან დაღუპვით (8.4 პუნქტი).
ზარალი განისაზღვრებოდა დამზღვევის მონაწილეობით მზღვეველის წარმომადგენლის მიერ (8.5 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულება; სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 19-73).
3.1.9. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულებაზე თანდართული სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელი „გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალების“ პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო დაზღვევის მთელი პერიოდის განმავლობაში განეხორციელებინა სა---–-–-----------------------------------------ოს ბალანსზე რიცხული მატერიალური სასაწყობო მარაგების დაზღვევა დავალების პირობების შესაბამისად;
მე-2 პუნქტის მიხედვით, სა---–-–-----------------------------------------ოს ბალანზე რიცხული მატერიალური სასაწყობო მარაგების დაზღვევა, სადაზღვევო ლიმიტით - 2 000 000,00 ლარი) განთავსებული იყო აკ. წე------–ის გამზ. №67-ში, სა------–---–ის ქ. №3-ში და ბა---------ის ქ. №20-ში მდებარე სააგენტოს საწყობებში.
„გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალებით“ გათვალისწინებული იქნა შენიშვნა: დასაზღვევი საქონლის სრული ჩამონათვალი (დასახელება და საბალანსი ღირებულება) დანართის სახით ერთვოდა ხელშეკრულებას. აღნიშნულ დანართში მითითებული საქონელი დაზღვევის პერიოდის განმავლობაში მისი განთავსების ადგილიდან შემსყიდველის შეხედულებისამებრ შეიძლებოდა გახარჯულიყო ან/და ჩანაცვლდებულიყო ახალი, იმავე ან მსგავსი სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების საქონლით. მიუხედავად ამისა, სახელშეკრულებო ღირებულება და შესყიდვის ობიექტის სადაზღვევო ლიმიტი დაზღვევის პირობებისთვის უნდა დარჩენილიყო უცვლელი;
სა---–-–-----------------------------------------ოს ბალანსზე რიცხული მატერიალური სასაწყობო მარაგები განთავსებული იყო თბ--–--–ი, წე------–ის გამზ. №67ა-ში, რომელიც აღჭურვილი იყო დაცვით–საგანგაშო სისტემით. ობიექტს დისტანციურად იცავდა სსიპ და–--------–-–-------------------ი. მესამე პირებთა მიერ საწყობში შესვლა ხელმიუწვდომელი იყო. მთლიან შენობას დღე–ღამის განმავლობაში იცავდა სსიპ და–--------–-–-------------------ი, ხოლო თბ--–--–ი, სა------–---–ის ქ. №3-სა და ბა---------ის ქ. №20-ში მდებარე სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოს სასაწყობო შენობები აღჭურვილი იყო რკინის გისოსებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულების დანართი სატენდერო დოკუმენტაცია, „გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალება“ (ს.ფ. 35-36).
3.1.10. 2017 წლის 01 მარტს მზღვეველმა სს „სა-------------------------------მა“ გასცა ქონების დაზღვევი პოლისი №0-----, სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 12 000 000,00 ლარი, სადაზღვეო პრემიად - 6 798,00 ლარი; ფრანშიზა - „მიწისძვრის შემთხვევაში 3% თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან, სხვა სადაზღვევო შემთხვევებზე 0,4% თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან, მინიმუმ 30 ლარი, მცირეფასიანი ინვენტარისათვის 3%, მინიმუმ 100 ლარი“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 190).
3.1.11. სსიპ სა---–-–-----------------------------------------ომ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან შეთანხმებულ ვადაში (5.2 და 6.2 პუნქტების შესაბამისად) გადაუხადა სს „სა-------------------------------ს“ სადაზღვევო შესატანი (პრემია) შეთანხმებული ოდენობით (566,50 ლარი), ჯამურად 2 832,5 ლარის ოდენობით (ტრანზაქციები განხორციელებულია 2017 წლის 30 მაისს, 2017 წლის 30 ივნისს, 2017 წლის 28 ივლისს, 2017 წლის 31 აგვისტოს, 2017 წლის 26 სექტემბერს).
მხარეებს ეს გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მიღება-ჩაბარების აქტები, ანგარიშფაქტურები, საგადახდო მოთხოვნები (ს.ფ.191-205).
3.1.12. 2017 წლის 27 სექტემბრის დათვალიერების აქტის თანახმად, 2017 წლის 27 სექტემბერს თბ--–--–ი, აკ. წე------–ის ქ №67ა-ში კანალიზაციის სისტემიდან ამოსულმა წყალმა დატბორა საწყობის იატაკი, სადაც განთავსებული იყო სასაწყობე მარაგები.
ზიანის გამომწვევ გარემოებას წარმოადგენდა კანალიზაციის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა.
დათვალიერების აქტი დადასტურებულია მხარეთა წარმომადგენლების ხელმოწერით.
მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შემსყიდელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება (დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში შეტყობინების შესახებ შემთხვევის თაობაზე).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
დათვალიერების აქტი (ს.ფ.208-209).
3.1.13. 2017 წლის 29 სექტემბერს სა---–-–-----------------------------------------ომ №0-------- წერილით მიმართა მოპასუხეს, რომლითაც მოითხოვა საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ხელშეკრულების შესაბამისად დამდგარი ზიანის - 2,394.81 ლარის ანაზღაურება.
2017 წლის 16 ოქტომბერს წარმოდგენილი წერილით მოპასუხემ უარი განაცხადა სა---–-–-----------------------------------------ოსათვის წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე. უარი დასაბუთებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზის შესახებ ჩანაწერით, კონკრეტულად კი აუნაზღაურებელი მინიმუმი მოპასუხემ გამოთვალა მთლიანად საწყობში განთავსებული მარაგების ოდენობიდან: იმ კონკრეტულ მომენტში სააგენტოს წე------–ის გამზირზე არსებულ საწყობში განთავსებული მარაგების ოდენობა შეადგენდა 6 874 992, 54 ლარს, ამ თანხის 0.4% კი - 27 499,97 ლარს; დამდგარი ზიანი არ აღემატებოდა 27 499,97 ლარს და შესაბამისად არ ექვემდენარებოდა ანაზღაურებას.
სააგენტომ არ გაიზია მოპასუხის პოზიცია და 2017 წლის 2----------------–-----–ით შემსყიდველმა მიმწოდებელს ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განუსაზღვრა ვადა და მიუთითა, რომ აუნზაღაურებელი მინიმუმი გამოითვლებოდა არა არსებული მარაგების ღირებულებიდან, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამდგარი ზიანიდან. შემსყიდველმა მიმწოდებელს 2017 წლის 8 ნოემბრის წერილით კვლავ განუსაზღვრა დამატებითი ვადა, 2017 წლის 15 ნოემბრამდე. სს „სა-------------------------------მა“ ზიანის ანაზღაურებაზე კვლავ უარი განაცხადა.
2017 წლის 1-------------–-----–-თ სააგენტომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მოპასუხეს ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა თანხის გადახდა. მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
სადავო არ არის გარემოება, რომ მზღევევლს ჩაბარდა დამზღვევის შეტყობინებები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 29 სექტემბრის №0-------- წერილი (ს.ფ.
2017 წლის 1----------------–-----–ი (ს.ფ.
2017 წლის 2----------------–-----–ი (ს.ფ.
2017 წლის 1-------------–-----–- (ს.ფ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს „სა-------------------------------ის“ მიერ სა---–-–-----------------------------------------ოსათვის ანასაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 2094,81ლარს.
განსახილველი დავის ფარგლებში მხარეებს შორის სადავოა სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის საკითხი, ფრანშიზის ოდენობის შესახებ სახელშეკრულებო პირობიდან გამომდინარე სადაზღვევო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.
მხარეთა შორის სადავო არ არის სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
მხარეები შეთანხმდნენ: „ფრანშიზა მიწისძვრის შემთხვევაში 3% თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან, სხვა სადაზღვევო შემთხვევებზე 0,4% თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან, მინიმუმ 30 ლარი, მცირეფასიანი ინვენტარისათვის 3%, მინიმუმ 100 ლარი“ (2.3 პუნქტი).
მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ხსენებული პირობის განმარტების გარეშე, რადგან აშკარაა, რომ სადავო პირობა სხვადასხვანაირად ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა, კერძოდ, სადავოა „თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხის“ შინაარსი ანუ იმ მოცემულობის განსაზღვრა, საიდანაც ფრანშიზა დაიანგარიშება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ.
ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს.
„ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ; ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფრანშიზის დათქმის შესახებ დებულება განმარტებული უნდა იქნას ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების გზით, კერძოდ უნდა დაზუსტდეს ხელშეკრულაბში გაკეთებული აღნიშნული გამონათქვამი.
მოცემულ შემთხვევაში ბუნდოვანი ხელშეკრულების პირობის განმარტება მომწესრიგებელი ნორმის მიზნიდან და მისი დაცვის ობიექტიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს.
ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული.
როგორც აღინიშნა, ფრანშიზის ოდენობა გამოიანგარიშებოდა „თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან“.
ფრანშიზის ოდენობის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია, შეფასდეს ხელშეკრულების გაფორმებისას დაცვის ობიექტთან, დაზღვეულ მარაგებთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი მოცემულობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებით.
სადავო არ არის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების დროისთვის სააგენტოს წე------–ის ოფისში განთავსებულ საწყობში მცირეფასიანი მარაგების ღირებულება იყო 6,513,917.9 ლარი, ხოლო ძირითადი საშუალებების მარაგებისა - 423,092.46 ლარი. სააგენტოს ბა---------ის საწყობში მცირეფასიანი მარაგების ღირებულება შეადგენდა 172,575 ლარს, ხოლო ძირითადი საშუალებებისა - 154,421 ლარს, სააგენტოს სა------–---–ის საწყობში არსებული მცირეფასიანი მარაგების ღირებულება შეადგენდა 632,742.66 ლარს, ხოლო ძირითადი საშუალებებისა - 156,049.01 ლარს. თითოეულ ამ შემთხვევაში მცირეფასიანი აქტივების 3% და ძირითადი საშუალებების 0.4% ბევრად მეტია, ვიდრე ფრანშიზის მინიმალური ზღვარი - 100 ლარი და 300 ლარი.
სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას ფრანშიზის დანაწესი, იმ სახით რაც მხარეებმა შეათანხმეს და მინიმალური ოდენობის გათვალისწინება იქნებოდა აზრსმოკლებული და ალოგიკური, რამდენადაც ამ მინიმალური ზღვარის გათვალისწინების საჭიროება არ იარსებებდა, თუკი უკვე მცირეფასიანი აქტივების 3% და ძირითადი საშუალებების 0,4 % თავისთავად მეტი იყო 100 ლარსა და 300 ლარზე, მიუხედავად მარაგების ოდენობის მომავალში ცვლილების შესაძლებლობისა.
ასეთი განმარტების შემთხვევაში, შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, რომ ფრანშიზის მინიმალური ზღვარის ოდენობის განსაზღვრა, შეუძლებელი გახდებოდა.
სსკ-ის 823-ე მუხლი ითვალისწინებს ქონების დაზღვევის თავისებურებებს: „სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი“.
სსკ-ის 823-ე მუხლი ითვალისწინებს სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესს და თავისი არსით 821-ე მუხლის („მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში“.) მოწესრიგების სფეროში ექცევა. ნორმის თანახმად, სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მზღვეველი იხდის არა სადაზღვევო თანხას, არამედ სადაზღვევო ანაზღაურებას სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
სადაზღვევო თანხა ის ფულადი თანხაა, რომლის ფარგლებშიც ხდება დაზღვევის ობიექტის დაზღვევა. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დაზღვევის ობიექტის ეკონომიკური ღირებულების მიხედვით. სადაზღვევო თანხა განსხვავდება სადაზღვევო ანაზღაურებისგან, რომელსაც დამზღვევი ზიანის ანაზღაურების სახით იღებს მზღვეველისაგან. როგორც წესი, სადაზღვევო ანაზღაურება გამოითვლება დამდგარი ზიანის მიხედვით. თუმცა, სადაზღვევო პრაქტიკაში მისი განსაზღვრის სხვადასხვა წესი არსებობს.
სადაზღვევო პრაქტიკაში სადაზღვევო თანხა სწორედ დაზღვევის ობიექტის ეკონომიკური ღირებულების შედეგად განისაზღვრება. ნორმა არ ატარებს იმპერატიულ ხასიათს და მასში გათვალისწინებული დათქმა წესიდან გადახვევის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, შესაძლებელია, სადაზღვევო თანხა დაზღვევის ობიექტზე ნაკლები ღირებულების თანხით განისაზღვროს.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0---------- ხელშეკრულებაზე თანდართული სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელი „გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალების“ მე-2 პუნქტის თანახმად, სა---–-–-----------------------------------------ოს ბალანზე რიცხული მატერიალური სასაწყობო მარაგების დაზღვევა, სადაზღვევო ლიმიტით - 12 000 000,00 ლარი) განთავსებული იყო აკ. წე------–ის გამზ. №67-ში, სა------–---–ის ქ. №3-ში და ბა---------ის ქ. №20-ში მდებარე სააგენტოს საწყობებში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილ თითოეულ ობიექტზე სადაზღვევო ლიმიტი (სადაზღვევო თანხის ლიმიტი) შეთანხმებული არ ყოფილა; ამასთან, მხარეებს ხელშეკრულებით არ განუსაზღვრავთ „თითიეული ობიექტის სადაზღვევო თანხის“ ცნება და/ან ოდენობა. სადაზღვევო პოლისშიც არ იყო განსაზღვრული თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხის ლიმიტი, არამედ მითითებული იყო მთლიანი სადაზღვევო თანხა. უფრო მეტიც, აღნიშნულ დანართში მხარეებმა დააკონკრეტეს, რომ დანართში მითითებული საქონელი დაზღვევის პერიოდის განმავლობაში მისი განთავსების ადგილიდან შემსყიდველის შეხედულებისამებრ შეიძლებოდა გახარჯულიყო ან/და ჩანაცვლდებულიყო ახალი, იმავე ან მსგავსი სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების საქონლით, მიუხედავად ამისა, სახელშეკრულებო ღირებულება და შესყიდვის ობიექტის სადაზღვევო ლიმიტი დაზღვევის პირობებისთვის უნდა დარჩენილიყო უცვლელი. დასაზღვევი საქონლის სრული ჩამონათვალი (დასახელება და საბალანსი ღირებულება) დანართის სახით ერთვოდა ხელშეკრულებას.
დაზღვევის ობიექტი ის სამართლებრივი სიკეთეა, რომლის ხელყოფის პრევენციასაც დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები ისახავენ მიზნად. დაზღვევის კლასიფიკაციის უმთავრესი კრიტერიუმი სწორედ მისი ობიექტის განსაზღვრაში მდგომარეობს. დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი დაზღვევის ობიექტს განმარტავს, როგორც ნებისმიერ ქონებრივ ან პირად არაქონებრივი ინტერესს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (მუხ. 4 I)
თავად სს „სა-------------------------------ის“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზღვეული იქნა მარაგები, რომელთა საერთო ღირებულებით განისაზღვრა მთლიანი დასაზღვევო თანხის ლიმიტი - 12 000 000,00 ლარი (იხ, 2019 წლის 22 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:51:42). შესაბამისად მხარის განმარტების მიხედვით, ივარაუდება, რომ სადაზღვევო თანხა ქონების ღირებულებით განისაზღვრებოდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებით არ არის განმარტებული „ობიექტის“ (ისევე როგორც თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხის“ ცნება) ცნება, რაც შეიძლებოდა ჩათვლილიყო 823-ე მუხლის დისპოზიციურობიდან გამომდინარე განსხვავებულ ვარიანტზე შეთანხმებად; ხელშეკრულებიდან შეუძლებელია განისაზღვროს „ობიექტი“ (“დაზღვევის ობიექტი“) განისაზღვრებოდა თუ არა გეოგრაფიულ არეალით, იმ გარემოების უპირატესი გათვალისწინებით, რომ „შესყიოდვის ობიექტს“ წარმოადგენდა სასაწყობო მარაგების დაზღვევა, რომლის სრული ღირებულებით განისაზღვრა სადაზღვევო თანხის ლიმიტი.
საბოლოოდ, 823-ე მუხლში გათვალისწინებული ნორმის პრაქტიკული დანიშნულება გამოიხატება იმით, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით არ განსაზღვრეს სადაზღვევო თანხის ოდენობა, ასეთად ქონების ეკონომიკური ღირებულება ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება სსკ-ის 823-ე მუხლისაგან განსხვავებული სახელშეკრულებო დათქმის არსებობა სადავო „თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხასთან“ დაკავშირებით (გარდა მთლიანი სადაზღვევო ლიმიტისა 12 000 000,00 ლარი), შესაბამისად, თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხად უნდა ჩაითვალოს ქონების (დაზიანებული) ეკონომიკური ღირებულება
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფრანშიზის ოდენობა გამოთვლილი უნდა იყოს დაზიანებული ქონების ღირებულებიდან გამომდინარე.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მზღვეველის სს „სა--------------------- უნ-----ის“ წარმომადგენლის განარტებაზე, რომ სადაზღვევო პრემია ძალზედ მცირე იყო სადაზღვევო თანხასთან/ლიმიტთან შედარებით და რომ არა ფრანშიზის დათქმა, არც სს „სა--------------------- უნ-----ი“ მიიღებდა მონაწილეობას, რადგან სადაზღვევო თანხა და ლიმიტი 12 000 000,00 ლარია, ხოლო პრემია 6 798,00 ლარი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, 12 000 0000,00 ლარის ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში მოსაარჩელე იხდიდა მხოლოდ 6 798,00 ლარს პრემიის სახით; ფრანშიზის ზიანის ოდენობიდან განმარტების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას ინტერესი არ ექნებოდა.
სასამართლო არ იზიარებს მითითებულ პოზიციას და ყურადღებას გაამახვილებს „გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალების“ შენიშნაზე, რომლის თანახმად, სა---–-–-----------------------------------------ოს ბალანსზე რიცხული მატერიალური სასაწყობო მარაგები განთავსებული იყო თბ--–--–ი, წე------–ის გამზ. №67ა-ში, რომელიც აღჭურვილი იყო დაცვით–საგანგაშო სისტემით; ობიექტს დისტანციურად იცავდა სსიპ და–--------–-–-------------------ი; მესამე პირებთა მიერ საწყობში შესვლა ხელმიუწვდომელი იყო; მთლიან შენობას დღე-ღამის განმავლობაში იცავდა სსიპ და–--------–-–-------------------ი, ხოლო თბ--–--–ი, სა------–---–ის ქ. №3-სა და ბა---------ის ქ. №20-ში მდებარე სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოს სასაწყობო შენობები აღჭურვილი იყო რკინის გისოსებით.
ამგვარი დაცვის პირობებში, სადაზღვეო თანხისა და პრემიის ოდენობის შეუსაბამობის მიუხედავად, დაზღვეული რისკების დადგომის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდებოდა; ხელშეკრულების ასეთი დათქმა, იმ პირობებში როცა მხარეებს არ შეუთანხმბიათ თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხა (ლიმიტი), დამატებით იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სწორედ დაზიანებული ქონების ღირებულებიდან, მიყენებული ზიანიდან გამოიანგარიშებოდა ფრანშიზის ოდენობა.
მოსარჩელის სა---–-–-----------------------------------------ოს მიერ წარმოდგენილია დაზიანებული ქონების ღირებულება, რაც უშუალოდ სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის, შეადგენს 2 394,81 ლარს.
მხარეებს არ მიუთითიებიათ ინვენტარის მცირეფასიანობის განსაზღვრის საშუალებაზე და არც შესაბამისი მტკიცებულება წარმოუდგენით, შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ფრანშიზა განისაზღვროს დათქმით: „სხვა სადაზღვევო შემთხვევებზე 0,4% თითოეული ობიექტის სადაზღვევო თანხიდან მინიმუმ 300 ლარი“.
ამდენად, სს „სა-------------------------------ის“ მიერ სა---–-–-----------------------------------------ოსათვის ანასაზღაურებელი ზიანის ოდენობა, ფრანშიზის გათვალისწინებით, შეადგენს 2094,81ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სა---–-–-----------------------------------------ოს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სს „სა-------------------------------ის“ შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია და არ დაკმაყოფილდება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 815-ე, 411-ე, 419-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია დაზღვევის ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სსკ-ის 327 მუხლი) : ხელშეკრულების საგანზე - სა---–-–-----------------------------------------ოს მიერ სასაწყობე მარაგების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე შემსყიდველის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ; მხარეები ასევე შეთანხმდნენ სადაზღვევო პრემიის გადახდის წესზე - ყოველთვიურად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით და დაზღვევის პერიოდზე - 2017 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 22 აპრილამდე. ამდენად, სახეზეა ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე დაზღვევის ხელშეკრულება, რაც მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია.
კანონმდებელი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს განამტკიცებს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით.
სადაზღვევო პრაქტიკაში დიდი გამოყენება აქვს დათქმას პირობითი და უპირობო ფრანშიზის შესახებ. დაზღვევის ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს არაანაზღაურებადი ზიანის ლიმიტი ან ზიანის ანაზღაურება გარკვეულ პირობას დაუკავშირდეს. მხარეებმა შეათანხმებს დათქმა ფრანშიზის ოდენობაზე (იხ. 3.2.1 ფაქტობრივი გარემოება).
2017 წლის 27 სექტემბერს თბ--–--–ი, აკ. წე------–ის ქ №67ა-ში კანალიზაციის სისტემიდან ამოსულმა წყალმა დატბორა საწყობის იატაკი, სადაც განთავსებული იყო სასაწყობე მარაგები. ზიანის გამომწვევ გარემოებას წარმოადგენდა კანალიზაციის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოადგენდა დაზღვეულ რისკს. მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შემსყიდელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება (დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში შეტყობინების შესახებ შემთხვევის თაობაზე).
დადგენილია, რომ სს „სა-------------------------------ის“ მიერ სა---–-–-----------------------------------------ოსათვის ანასაზღაურებელი ზიანის ოდენობა, ფრანშიზის გათვალისწინებით, შეადგენს 2094,81ლარს (იხ. 3.2.1 ფაქტობრივი გარემოება).
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 799-ე, როგორც ცენტრალური ნორმა, დაზღვევის ხელშეკრულების არსსა და მხარეთა უფლება-მოვალეობების ურთიერთმიმართებას განსაზღვრავს. დაზღვევის ხელშეკრულება წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებას (სკ-ის 799-ე მუხლი). ერთი მხრივ, დამზღვევის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა სადაზღვევო პრემიის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდა და მეორე მხრივ, მზღვეველის ვალდებულებას წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება.
უდავო გარემოებაა, რომ დამზღვევის მხრიდან არ დარღვეულა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება და იგი პრემიას შეთანხმებული პირობების შესაბამისად იხდიდა.
დამზღვევის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის სპეციალურ საფუძვლებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ცალკე არ ითვალისწინებს (ისე როგორც, მაგალითად, მზღვეველის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას პრემიის გადაუხდელობისას, სკ-ის 817-ე, 818-ე მუხლები). დამზღვევის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების შემოწმება უნდა მოხდეს 352-ე, 399-ე, 405-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლი განსაზღვრავს გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების მოშლის წესს. ამ მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევისას, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად გამოიყენება 405-? ?????? ??-2 ?????? .
ხელშეკრულების მოშლა შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ვალდებულების ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყვეტას გულისხმობს და ამისათვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. მოშლის თავისებურება სწორედ ისაა, რომ წყდება სამომავლო შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. სამოქალქო კოდექსის 399-ე მუხლი მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, კერძოდ, მას უფლება ეძლევა შეწყვიტოს ხელშეკრულება მოშლისათვის დადგენილი წესის დაცვით.
სამართლებრივი თვალსაზრისით ხელშეკრულების შეწყვეტის განცხადება წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ (7.2 პუნქტი), თუ რომელიმე მხარე დაარღვევდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულების მოშლა ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. დამატებითი ვადის განსაზღვრისათვის გამოიყენებოდა წერილობითი ფორმა. თუ ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა დამატებითი ვადის გამოყენება, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას გაუთანაბრდებოდა გაფრთხილება.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელშეკრულების მოშლისათვის უნდა არსებობდეს ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულება, სახეზე უნდა იყოს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და უფლებამოსილი პირის მიერ დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება და ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა. ყველა ამ ელემენტის არსებობა წარმოშობს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ნამდვილი დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც თავისი ბუნებით ორმხრივ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება,სადავო არ არის გარემოება, რომ დამზღვევის მხრიდან არ დარღვეულა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება და იგი პრემიას შეთანხმებული პირობების შესაბამისად იხდიდა.
ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის 2----------------–-----–ით შემსყიდველმა მიმწოდებელს ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განუსაზღვრა ვადა და მიუთითა, რომ აუნზაღაურებელი მინიმუმი გამოითვლებოდა არა არსებული მარაგების ღირებულებიდან, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამდგარი ზიანიდან. შემსყიდველმა მიმწოდებელს 2017 წლის 8 ნოემბრის წერილით კვლავ განუსაზღვრა დამატებითი ვადა, 2017 წლის 15 ნოემბრამდე. სს „სა-------------------------------მა“ ზიანის ანაზღაურებაზე კვლავ უარი განაცხადა.
2017 წლის 1-------------–-----–-თ სააგენტომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მოპასუხეს ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა თანხის გადახდა. მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია. სადავო არ არის გარემოება, რომ მზღევევლს ჩაბარდა დამზღვევის შეტყობინებები.
შესაბამისად, სა---–-–-----------------------------------------ო სამოქალაქო კოდექსის 399-ე და 405-ე მუხლებისა და ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა დაზღვევის ხელშეკრულება და სსკ-ის 799-ე და მხარეთა შორის გაფორმებული პირობების შესაბამისად, დამზღვევი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება 2 094,81 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლზე. სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 815-ე მუხლები ადგენს დამზღვევის ვალდებულებას სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე და მისგან გამომდინარე მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
სსკ-ის 815-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მეორე ნაწილის თანახმად, თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის მეორე ნაწილი არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როცა დაზღვევის ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვის გამო, დამზღვევი გადის ხელშეკრულებიდან. ასეთ შემთხვევაში, მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის შესატანი, რომელიც შეესაბამებოდა ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის მეორე ნაწილი იცავს როგორც დამზღვევის, ასევე მზღვეველის ინტერესს. დაზღვევის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. სადაზღვევო მომსახურების არსი მზღვეველის მიერ სადაზღვევო რისკის ტარებით გამოიხატება. მართალია, დამზღვევი პრემიას იმიტომ იხდის, რომ დაზღვეული ობიექტის დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურება მიიღოს, მაგრამ მისი ვალდებულების შესრულება სადაზღვევო რისკის რეალიზაციით არ განისაზღვრება. შესაძლებელია სადაზღვევო პერიოდი სადაზღვევო რისკის რეალიზაციის გარეშეც ამოიწუროს. შესაბამისად, თუ დამზღვევს დაეკარგა ინტერესი ხელშეკრულების მიმართ, მას ეკისრება მზღვეველის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისი პრემიის გადახდა. მომსახურების შესაბამის ანაზღაურებაში კანონმდებელი გულისხმობს იმ ხარჯებს, რაც მზღვეველმა გაიღო დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.
მოცემულ შემთხვევაში დამზღვევს დაეკარგა ინტერესი და გავიდა ხელშეკრულებიდან, შესაბამისად, მას დაეკისრება მზღვეველისაგან მოთხოვნილი ნაკისრი რისკის ხანგრძლივობის შესაბამისი პრემიის გადახდა.
ამდენად, დამზღვევი, სსკ-ის 799-ე და 815-ე მუხლების შესაბამისად, უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება 2 094,81 ლარის ოდენობით, ამასთან, სსკ-ის 815.2 მუხლის მიხედვით, დამზღვევის მოთხოვნა გადახდილი პრემიის (2 832,5 ლარის) დაბრუნების შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
შესაბამისად, რამდენადაც დამზღვევმა შეწყვიტა ხელშეკრულება, შეწყვეტის დროს კი დამზღვევს ხელშეკრულების გაგრძელების ინტერესი აღარ ჰქონდა და დამზღვევს დაეკისრება მზღვეველისაგან მოთხოვნილი ნაკისრი რისკის ხანგრძლივობის შესაბამისი პრემიის გადახდა, სს „სა-------------------------------ის“ შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას, მიუღებელი შემოსავლის სახით გადასახდელი პრემიის შემსყიდველისათვის დაკისრების შესახებ, ეცლება შესაბამის სამართლებრივ საფუძველს და არ დაკმაყოფილდება.
სასამართლო, სს „სა-------------------------------ის“ მიუღებელი შემოსავლის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გაირკვევს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორისათვის მინიჭებული უფლება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხ.), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1მუხ.), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხ.) და ა.შ.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელზედაც მოცემულ შემთხვევაში პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე მისი მოსაზრებით დაკავშირებულია სადაზღვევო პრემიის გადახდის შესახებ დამზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობასთან. ამდენად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელშიც მოიაზრება ის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დასაბუთებულობისათვის უნდა შემოწმდეს ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი ობიექტური კრიტერიუმების არსებობა, იმისათვის რომ სარჩელის დაკმაყოფილებას შედეგად არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. განსახილველ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლებიდან ირკვევა, მოსარჩელემ ზიანის ოდენობა დაუკავშირა უშუალოდ სადაზღვევო პრემიის გადაუხდელ მოცულობას, ხოლო მოთხოვნა დაამყარა კონტრაჰენტის/დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობაზე, ამასთან, იგი ვერ უთითებდა იმ მტკიცებულებებზე, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ზიანის ოდენობას და ამდენად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძვლის ზიანის არსებობის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების წარდგენა, რაც მაკვალიფიცირებელი ნიშანია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენებისათვის.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. საქმის მასალებით კი, მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ფაქტი დადასტურებული არ არის, რაც გამორიცხავს სს „სა--------------------- უნ-----ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
6.2. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სსკ-ის 419.1 მუხლის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
როგორც წესი, კრედიტორს არ შეუძლია ერთდორულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდევინებაც და ვალდებულების შესრულებაც. თუკი, პირგასამტეხლო გათვალისიწინებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მაშინ კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდევინება მისი შესრულების სანაცვლოდ. მაგრამ თუკი კრედიტორი მოინდომებს ვალდებულების შესრულებას, მაშინ იგი კარგავს პირგასამტეხლოზე უფლებას. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების პარალელურად პირგასამტეხლოც მოითხოვოს, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობაა.
განსახილველ შემთხვევაში 7.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ როგორც ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ასევე შესრულების ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, ხოლო ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობისას, პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0,05%-ის ოდენობით).
დამზღვევმა სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტომ მოითხოვა მზღვევლისათვის სს „სა-------------------------------ისათვის“ პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევისათვის (იხ. სარჩელი, ს.ფ. 8). აღსანიშნავია, რომ დამზღვევმა შეწყვიტა ხელშეკრულებაც. ამდენად, სსკ-ის 419.1 მუხლის გათვალისწინებით, დამზღვევი მითითებული ფაქტობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, მოკლებულია პირგასამტეხლოს მზღვეველისათვის დაკისრების მოთხოვნის უფლებას, რის გამოც მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოს სარჩელთან დაკავშირებით:
სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2094,81 ლარის ნაწილში, რის შესაბამის პროპორციულ ბაჟს, 62,84 ლარს მოპასუხე აუნაზღაურებს მოსარჩელეს, დანარჩენი სახელმწიფო ბაჟი (205,86 ლარი), გადახდილი მოსარჩელის მიერ, ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სს „სა-------------------------------ის“ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
სსსკ-ის მე-14 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ?? ??? ???????? 187?3 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოსარჩელე სს „სა-------------------------------ს“ დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 119,00 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 59,52 ლარი, ხოლო დანარჩენი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
1.1. სს „სა-------------------------------ს“ სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2094,81 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე სს „სა-------------------------------ს“ დაეკისროს სსიპ სა---–-–-----------------------------------------ოსათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 62,84 ლარის ანაზღაურება.
3. სს „სა-------------------------------ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „სა-------------------------------ს“ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 119,00 ლარიდან 59,52 ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება №5845; 01/10/2018).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე