გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2019
საქმის ნომერი
330210018002554512
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21811-18

გადაწყვეტილება

ს----------–--ს სახელით

22 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

მოსარჩელე - შ-- “თ--------------ი“

წარმომადგენელი - ბ------- ყ------ი

მოპასუხე - სს „თ----ი დ--------ა“

წარმომადგენლები - მ--- ტ--–-–---–ი, ნ-----–---- ბ-------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დ--------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის 9 600,00 ლარის გადახდის დაკისრება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 29 ივნისს გაფორმებული დ--------ის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ავტომობილის დ--------ის პირობების 1.1.19 ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად დ--------ა არ მოქმედებს და დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება თუ დამზღვევმა ან მოსარგებლემ დაარღვია დ--------ის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა, სამართლიანობის საფუძველზე განისაზღვროს, რომ სად--------ო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში დ--------ა არ მოქმედებს და დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება თუ მზღვეველმა სად--------ო შემთხვევის დადგომამდე შეატყობინა დამზღვევს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 29 ივნისს სს „სად--------ო კ-------ა კ----------სა“ და შ-- “თ-- ტ----------ს“ შორის ერთი წლის ვადით გაფორმდა დ--------ის ხელშეკრულება და გაიცა ავტომობილის დ--------ის პოლისი.

 

2016 წლის 10 ივნისს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც შ-- “თ-- ტ----------ის“ მძღოლმა (დ----- ც-----მ) დაზიანება მიაყენა რამდენიმე ავტომობილს. დ----- ც-----სა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება, რაც მოქმედებდა ავტოშემთხვევის დროს.

 

2016 წლის ივნისის თვის მდგომარეობით მოსარჩელეს გააჩნდა დავალიანება, რაც გადაიხადა იმავე თვის 10 რიცხვში. 2016 წლის 10 ივნისს შ-- “თ-- ტ----------მა“ პირველად მიმართა მოპასუხეს თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა ამ უკანასკნელმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე განაცხადა უარი. ავტოშემთხვევის შედეგად დაზარალებულებმა სასამართლო წესით მოითხოვეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც მოსარჩელემ დააკმაყოფილა საკუთარი ხარჯით. 2018 წლის თებერვალში მოსარჩელემ განმეორებით მიმართა სად--------ო კ-------ას თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა მიმართვას კვლავ შედეგი არ მოჰყოლია.

 

სს „სად--------ო კ-------ა კ----------მა“ შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს „თ----ი დ--------ა“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ დამზღვევმა მზღვეველს ავტოშემთხვევის თაობაზე ნამდვილად აცნობა 2016 წლის 10 ივნისს.

 

ზიანის დადგომის მომენტისათვის დამზღვევს მზღვეველის წინაშე ერიცხებოდა 5 თვის სად--------ო პრემიის დავალიანება, ჯამურად 152,30 აშშ დოლარი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ავტომობილის დ--------ის პირობების მე-2 ნაწილის მე-4 პუნქტის 4.2 ქვეპუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია დროულად და სრულად გადაიხადოს სად--------ო პრემია პოლისში მითითებული წესითა და ოდენობით. ამავე პირობების 1.1.19 ქვეპუნქტის თანახმად, დ--------ა არ მოქმედებს და დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება, თუ დამზღვევმა ან მოსარგებლემ დაარღვია დ--------ის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა. ასევე ამავე პირობების მე-3 პუნქტის 3.12 ქვეპუნქტის თანახმად, „მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი დამზღვევის მიერ წინამდებარე პირობებითა და შესაბამისი სად--------ო პოლისით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“. აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რის თაობაზე დამზღვევს ეცნობა 2016 წლის 14 ივნისის სად--------ო შემთხვევის დარეგულირების აქტით.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 29 ივნისს სს „სად--------ო კ-------ა კ----------სა“ (მზღვეველი) და შ-- „თ--------------ს“ (დამზღვევი) შორის გაფორმდა „დ--------ის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება №-----------------“, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის, როგორც კორპორატიული კლიენტებისათვის სად--------ო მომსახურების შემუშავება და განხორციელება.

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 29 ივნისამდე.

 

მზღვეველის მიერ გაცემული ავტომობილის დ--------ის №---------------- პოლისის თანახმად, დაზღვეულ ავტომობილს წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილი „M------------ E 2-- C--”, სარეგისტრაციო ნომერი H--------, ვინ კოდი W----------------.

 

სად--------ო თანხა განისაზღვრა 6500,00 აშშ დოლარით, სად--------ო პრემია - 305,50 აშშ დოლარით, მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დ--------ის სად--------ო თანხა - 10 000,00 აშშ დოლარი, სად--------ო პრემია 60,00 აშშ დოლარი; ჯამური სად--------ო პრემია 365,50 აშშ დოლარი. პრემია უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად, თვის 30 რიცხვში, 30,46 აშშ დოლარის ოდენობით; სად--------ო პერიოდი: 29.06.2015 – 29.06.2016.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშეკრულება, „ავტომობილის დ--------ის პირობები“ (ს.ფ. 17-31).

ავტომობილის დ--------ის №---------------- პოლისი (ს.ფ. 63).

 

3.1.2. №----------------- ხელშეკრულების დანართის „ავტომობილის დ--------ის პირობების“ 1.1.19 ქვეპუნქტის თანახმად, „დ--------ა არ მოქმედებს და დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება ან/და ანაზღაურების შემთხვევაში უკან დაბრუნებას ექვემდებარება, თუ დამზღვევი ან მოსარგებლე დაარღვევს დ--------ის ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება, „ავტომობილის დ--------ის პირობები“ (ს.ფ. 17-31).

 

3.1.3. 2016 წლის 10 ივნისს თბილისში (უზნაძის ქუჩა №9) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა 6 ავტომანქანა: „ო---–-“ G--------; B-- X--------; „ა-----“ R--------; „ჰ------“ B--------, “F---- V--------; „ს--------“ A--------.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, მანევრირების წესების დარღვევისათვის 250 ლარით დაჯარიმდა სამართალდამრღვევი მძღოლი დ----- ც-----, რომელიც მართავდა შ-- „თ--------------ის“ სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას „მ------------–“ E-----I, ფერი - რუხი 1/8, სანომრე ნიშანი H--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №-------- (ს.ფ. 32).

პოლიციის დეპარტამენტისათვის მიცემული ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 33-37).

სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან დანართი (ს.ფ. 38).

მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 01/07/2016 (ს.ფ. 50).

 

3.1.4. მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ 2016 წლის 10 ივნისს სად--------ო კ-------აში შესული სატელეფონო შეტყობინებით მზღვეველს ეცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, დ--------ის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სად--------ო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 71).

მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 110).

 

3.1.5. შ-- „თ--------------მა“ 2016 წლის 10 ივნისს სს „სად--------ო კ-------ა კ----------ის“ სასარგებლოდ გადაიხადა 304,60 აშშ დოლარის ექვივალენტი 647,95 ლარი, საიდანაც №---------------- პოლისიდან გამომდინარე დაზღვეულ ავტომობილის - „M------------ E 2-- C--”, სარეგისტრაციო ნომერი H--------, ვინ კოდი W---------------- - სად--------ო პრემია შეადგენდა 152,30 აშშ დოლარს (5 თვის სად--------ო პრემიის დავალიანება, 2016 წლის იანვრიდან).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ.110-111).

№----------- ინვოისი (ს.ფ. 68).

2016 წლის 10 ივნისის საგადახდო დავალება №1 (ს.ფ. 69).

 

3.1.6. მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ მზღვეველს არ შეუწყვეტია 2015 წლის 29 ივნისის დ--------ის ხელშეკრულება (დამზღვევის მიერ პრემიის გადაუხდელობის საფუძვლით).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 2019 წლის 24 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:17:13).

3.1.7. სს „სად--------ო კ-------ა კ----------მა“ შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს „თ----ი დ--------ა“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 86-89).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შ-- „თ- - ტ----------ს“ (როგორც დამსაქმებელსა) და დ----- ც-----ს (როგორც დასაქმებულს მძღოლის პოზიციაზე) შორის სად--------ო შემთხვევის დროს არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მართავდა თუ არა სად--------ო შემთხვევის დროს ავტომობილს უფლებამოსილი მძღოლი.

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართულია შრომითი ხელშეკრულება #5 (იხ. ს.ფ. 64-65), რომლითაც დგინდება, რომ შ-- „თ- - ტ----------სა“ და დ----- ც-----ს შორის 2015 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მითითებულია ,,მუდმივი’’. ასევე წარმოდგენილია შ-- „თ- - ტ----------ის“ მიერ გაცემული ცნობა (იხ.ს.ფ. 67), მასზედ, რომ დ----- ც----- 2015 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობს კ-------აში მძღოლის პოზიციაზე. ცნობა ხელმოწერილია შ-- „თ- - ტ----------ის“ ხელმძღანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის მიერ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს განკუთვნად მტკიცებულებებს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის დასადასტურებლად. რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას მასზედ, რომ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა შემოსავლების სამსახურიდან ცნობა, რომელიც დაადასტურებდა ერიცხებოდა, თუ არა დ----- ც-----ს ხელფასი სად--------ო შემთხვევის პერიოდში, სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხეს ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად და საპირწონედ მოპასუხემ თავის მხრივ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მოპასუხეს შეეძლო თვითონ გამოეთხოვა ეს მტკიცებულება, ან სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა შემოსავლების სამსახურიდან დ----- ც-----ს შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა, თუკი მიიჩნევდა, რომ აღნიშნულით დაადასტურებდა საწინააღმდეგო გარემოებას.

 

ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სად--------ო შემთხვევის დროს სად--------ო კ-------ას სადავოდ არ გაუხდია მძღოლის უფლებამოსილების საკითხი. სად--------ო შემთხვევის დარეგულირების აქტით ანაზღაურებაზე უარის თქმის ერთადერთ მიზეზად სს „სად--------ო კ-------ა კ----------ის“ მიერ დასახელდა სად--------ო პრემიის დავალიანების არსებობა (იხ. სად--------ო შემთხვევის დარეგულირების აქტი, ს.ფ. 71).

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომობილის „B-- 3---“-ის სახელმწიფო ნომრით X--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნითა და ავტომობილის „A--- A-“-ის სახელმწიფო ნომრით R--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------- მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ გადაიხადა 5800,00 ლარი; ავტომობილის „H---- H--“-ის სახელმწიფო ნომრით B--------, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ გადაიხადა 800,00 ლარი; ავტომობილის „ს--------“-ს სახელმწიფო ნომრით A--------, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ გადაიხადა 3000,00 ლარი;

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა ასევე, სად--------ო შემთხვევით მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #---------, გაცემული 2016 წლის 22 ივნისს (იხ. ს.ფ. 51-52), რომლითაც დგინდება, რომ ავტომობილის „B-- 3---“-ის სახელმწიფო ნომრით X--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 5400 ლარს.

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #---------, გაცემული 2016 წლის 22 ივნისს, რომლითაც დგინდება, რომ ავტომობილის „A--- A-“-ის სახელმწიფო ნომრით R--------, საიდენტიფიკაციო ნომრით W---------------- მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 830 ლარს (იხ. ს.ფ. 61-62).

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #---------, გაცემული 2016 წლის 22 ივნისს, რომლითაც დგინდება, რომ ავტომობილის H---- H--“-ის სახელმწიფო ნომრით B--------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 1271 ლარს (იხ. ს.ფ. 56).

 

- ასევე წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 ივნისის განჩინება ამირან ნადირაძისა და თეიმურაზ კვეზერელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 72-77). ამირან ნადირაძე წარმოადგენდა ავტომობილის „B-- 3---“-ის და ავტომობილის „A--- A-“-ის მესაკუთრეს, რომელსაც შ-- „თ- - ტ----------მა“ აუნაზღაურა საერთო ჯამში 5800 ლარი (იხ. შ-- „თ--------------ის“ ამონაწერი სს „ს----------–--ს ბ---ის“ პირადი ანგარიშიდან ს.ფ. 78-80). ავტომობილის H---- H--“-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა თეიმურაზ კვეზერელი (იხ. თეიმურაზ კვეზერელის ახსნა-განმარტება, ს.ფ. 34), რომელსაც შ-- „თ- - ტ----------ის“ მიერ აუნაზღაურდა 800 ლარი (იხ. შ-- „თ--------------ის“ ამონაწერი სს „ს----------–--ს ბ---ის“ პირადი ანგარიშიდან ს.ფ. 78).

 

- ასევე წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განჩინება მოსარჩელე ნოდარ კვირიკაძესა და მოპასუხე შ-- „თ- - ტ----------ს“ შორის მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც შ-- „თ- - ტ----------ის“ ვალდებულება ნოდარ კვირიკაძის მიმართ ავტოსატრანსპორტო შეჯახების შედეგად გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად განისაზღვრა 3000 ლარით (ს.ფ. 84-85). აღნიშნული თანხა ანაზღაურებულია შ-- „თ- - ტ----------ის“ მიერ (იხ. შ-- „თ--------------ის“ ამონაწერი სს „ს----------–--ს ბ---ის“ პირადი ანგარიშიდან ს.ფ. 78; ასევე, საგადახდო დავალება №45, ს.ფ. 82).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გასაბათილებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სად--------ო კ-------ა არ იყო ჩართული ზიანის ანაზღაურების პროცედურებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის სამართალწარმოების ფარგლებში ამ ფაქტზე მითითება არარელევანტურია და ვერ გააბათილებს ზემოთ მითითებულ მტკიცებულებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სად--------ო კ-------ამ სად--------ო შემთხვევის დროს არ გამოიჩინა მეწარმისათვის დამახასიათებელი წინდახედულობა, თავის მხრივ არ მოახდინა სად--------ო შემთხვევისას ზარალის დაანგარიშება და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლის მითითებით შემოიფარგლა. შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ ახსნა-განმარტებით ზიანის ოდენობის სადავოობა არ შეესაბამება სსსკ 102-ე მუხლით დადგენილ მტკიცების სტანდარტს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ-- „თ--------------ის“ მიერ საერთო ჯამში ანაზღაურებულია 9600 ლარის ოდენობით ზიანი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 802-ე, 817-ე, 818-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დ--------ის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სად--------ო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სად--------ო თანხით დ--------ისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სად--------ო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სად--------ო შესატანი (პრემია).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია დ--------ის ხელშეკრულება.

 

ამავე კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დ--------ის ხელშეკრულების შესახებ (სად--------ო მოწმობა – პოლისი). მე-2 ნაწილის თანახმად, სად--------ო მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს); ბ) დ--------ის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას; გ) სად--------ო რისკის განსაზღვრას; დ) დ--------ის დასაწყისსა და ხანგრძლივობას; ე) სად--------ო თანხის ოდენობას; ვ) სად--------ო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.

 

802.2 მუხლი განსაზღვრავს დ--------ის ხელშეკრულების არსებით პირობებს. მათ მიეკუთვნება: მხარეთა ვინაობა და მათი მონაცემები, დ--------ის საგნის დასახელება, სად--------ო რისკი, დ--------ის დასაწყისი და ხანგრძლივობა, სად--------ო თანხის ოდენობა, სად--------ო პრემიის ოდენობა და გადახდის პირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცულია ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა დ--------ის ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერილი საბუთის მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის გადაცემისა და მისი წერილობითი ფორმის შესახებ.

 

მხარეები შეთანხმდნენ დ--------ის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სსკ-ის 327-ე მუხლი): ხელშეკრულების საგანზე - მზღვეველის სს „თ----ი დ--------ას“ მიერ დამზღვევისათვის შ-- „თ--------------ისათვის“ სად--------ო მომსახურების შემუშავება და განხორციელება ამ უკანასკნელის მიერ სად--------ო პრემიის გადახდის სანაცვლოდ; მხარეები ასევე შეთანხმდნენ სად--------ო პრემიის გადახდის წესზე - პრემიის გადახდა განხორციელდებოდა ყოველთვიურად და დ--------ის პერიოდზე - 29.06.2015 – 29.06.2016. მხარეები შეთანხმდნენ არსებით პირობებზე, რომლებიც გამოხატავენ და შეესაბამებიან დ--------ის ხელშეკრულების ბუნებას. ამდენად, სახეზეა ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე დ--------ის ხელშეკრულება, რაც მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის მიხედვით, დ--------ის ურთიერთობებისათვის დამახასიათებელია, რომ მნიშვნელობა ენიჭება პრემიის დროულად გადახდას. ეს წარმოადგენს დამზღვევის კანონისმიერ ვალდებულებას, რაც იწვევს მზღვეველის ვალდებულებების წარმოშობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დამზღვევს სად--------ო პრემია გადახდილი ჰქონდა ნაწილობრივ, 365,50 აშშ დოლარიდან გადასახდელი ჰქონდა 152,30 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენდა 5 თვის პრემიის გადაუხდელ დავალიანებას (2016 წლის იანვრიდან). 2016 წლის 10 ივნისს დამზღვევმა გადაიხადა დავალიანება 152,30 აშშ დოლარი, რაც მიიღო მზღვეველმა. მზღვეველს დამზღვევისათვის პრემიის გადაუხდელობით 2016 წლის იანვრიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდა არ მოუთხოვია. ამასთან, არ არის სადავო, რომ მზღვეველს ხელშეკრულება არ შეუწყვეტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის თანახმად, თუ სად--------ო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სად--------ო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ დარღვეულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სად--------ო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

 

ს----------–--ს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმეზე№ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი) - „დ--------ის ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ, რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას განეკუთვნება და ამავდროულად, წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებას (სკ-ის 799-ე მუხ.), კერძოდ, ერთი მხრივ, დამზღვევის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა სად--------ო პრემიის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდა და მეორე მხრივ, მზღვეველის ვალდებულებას წარმოადგენდა სად--------ო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება. უდავო გარემოებაა, რომ დამზღვევის მხრიდან დაირღვა სად--------ო პრემიის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლში, რომელის დანაწესით, თუ სად--------ო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სად--------ო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. ამავე კოდექსის 818-ე მუხლის დანაწესით კი, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სად--------ო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი. ზემოთმოხმობილ ნორმათა სამართლებრივი რეგულირების მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სად--------ო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწ.). მართალია სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სად--------ო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სად--------ო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია“.

 

ასევე, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია - ,,სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომ სად--------ო შესატანი დროულად გადაუხდელობისას მზღვეველს შეუძლია, წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება, არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე მუხლის მეორე ნაწილისაგან განყენებულად, რადგანაც მითითებული ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარი სამოქალაქო-სამართლებრივი სანქცია, კერძოდ ის, რომ სად--------ო შემთხვევის დადგომა მისთვის წარმოშობს სად--------ოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სად--------ო კ-------ა წერილობით გააფრთხილებს დამზღვევს პრემიის გადახდის თაობაზე და 2-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ დადგება სად--------ო შემთხვევა. ამ ვადის გასვლამდე მზღვეველი ვალდებულია, აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, დამზღვევს გადაცილებული აქვს თუ არა პრემიის შეტანის ვადა‘’(იხ. სუსგ #ას-896-858-2014, 16 მარტი, 2015 წელი); (ასევე, იხ. სუსგ #ას-85-81-2013, 21.02.2013 წ.).

 

ამდენად, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით თუკი მზღვეველი, რომლის მიმართაც არ სრულდება სად--------ო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე სად--------ო შემთხვევის დადგომისას არ თავისუფლდება სად--------ო შემთხვევის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. იმგვარ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში, დამზღვევის მიერ სად--------ო პრემიის გადახდის ვადის დარღვევის მიუხედავად, მზღვეველს წერილობით არ გაუფრთხილებია დამზღვევი პრემიის გადახდის თაობაზე, არ განუსაზღვრავს ორკვირიანი ვადა და ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, ხოლო ვადის დარღვევის შემდეგ კი გადახდილი პრემია მზღვეველმა მიიღო, სად--------ო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი არ არსებობს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სად--------ო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით მესამე პირთა სასარგებლოდ გადახდილია 9600,00 ლარი.

 

ამდენად, სსკ-ის 799-ე, 815-ე, 816-ე და 817-ე მუხლების შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე სს „თ----ი დ--------ა“ ვალდებულია აუნაზღაუროს დამზღვევს შ-- „თ--------------ს“ სად--------ო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი მოთხოვნილი (9600,00 ლარის) ოდენობით.

 

6.2. სარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 29 ივნისს დ--------ის ხელშეკრულების „ავტომობილის დ--------ის პირობების“ 1.1.19 ქვეპუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით მოთხოვნას წარმოადგენს. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი მოთხოვნა ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით.

 

„იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით,არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას“ (იხ, სუსგ საქმეზე №ას-985-2018, 17 იანვარი, 2019 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელისათვის იურიდიული შედეგის მომტანი მიკუთვნებითი მოთხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას, მოსარჩელის აღიარებით სარჩელს ეცლება იურიდიული ინტერესი. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების პირობის ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 288 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 32 ლარის ოდენობით.

 

სსსკ-ის 53.1 მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 384 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ-- “თ-- ტ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. სს „თ----ი დ--------ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 9 600,00 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 384 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 288 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოსარჩელე შ-- “თ-- ტ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 20/07/2018 წელს, საგადახდო დავალება #0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 320 ლარიდან - ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 32 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე