გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10685-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - სს „ს------------------------------ი“
წარმომადგენელი - ე-–---------–--–ი
მოპასუხე - არტურ გ-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-------- გ-----ს სს ,,ს------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 27 მაისს სს "ს-----------------------------------–--"-სა (ამჟამად, სს ს------------------------------ი) და ა-------- გ-----ს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერთიფიკატი M-------. M--------ის მიხედვით დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა 458 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შესრულდა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ გადახდილია პრემია 343.5 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დავალიანება წინამდებარე პოლისზე შეადგენს 114.5 აშშ დოლარს.
2016 წლის 20 იანვარს სს "ს-----------------------------------–--"-სა (ამჟამად, სს ს------------------------------ი) და ა-------- გ-----ს შორის გაფორმდა ავტოსანტრასპორტო საშუალებათა დაზღვევის პირობები, რომლის მიხედვითაც გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერთიფიკატი M-------. M--------ის მიხედვით დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა 267 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შესრულდა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ წინამდებარე პოლისზე გადახდილია პრემია 181.46 აშშ დოლარის ოდენობით (2016 წლის 25 იანვარს - 66,75 აშშ დოლარი, 2016 წლის 26 აპრილს 66,71 აშშ დოლარი; 2016 წლის 14 ნოემბერს - 48 აშშ დოლარი), ხოლო დავალიანება წინამდებარე პოლისზე შეადგენს 85,54 აშშ დოლარს.
2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელის საფირმო სახელწოდება - სს ს-----------------------------------–-- შეიცვალა სს ს------------------------------ით, ხოლო ყველა დანარჩენი სარეგისტრაციო მონაცემი დარჩა უცვლელი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-------- გ-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული აღებული ვალდებულება, რის საფუძველზეც მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა. ამასთან, მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სს ,,ს------------------------------ის“ სარჩელი ხანდაზმულია და ამ საფუძვლითაც, უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 27 მაისს, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობების #S------------- ფარგლებში, სს "ს-----------------------------------–--"-სა (ამჟამად, სს ს------------------------------ი) და ა-------- გ-----ს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერთიფიკატი M-------. M--------ის მიხედვით დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა 458 აშშ დოლარის ოდენობით. ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით, 2016 წლის 27 მაისამდე ვადით.
საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის და სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად, მოპასუხე ა-------- გ-----ის მიერ ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ გადახდილია პრემია 343.5 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დავალიანება წინამდებარე პოლისზე შეადგენს 114.5 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები #S------------- (ს.ფ. 16-25);
- ავტოსატრანსპორტო დაზღვევის სერთიფიკატი (ს.ფ. 26);
- ცნობა (ს.ფ. 27);
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 28-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 20 იანვარს სს "ს-----------------------------------–--"-სა (ამჟამად, სს ს------------------------------ი) და ა-------- გ-----ს შორის გაფორმდა ავტოსანტრასპორტო საშუალებათა დაზღვევის პირობები, რომლის მიხედვითაც გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერთიფიკატი M-------. M--------ის მიხედვით დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა 267 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, 2017 წლის 20 იანვრამდე ვადით.
საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის და სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად, მოპასუხე ა-------- გ-----ის მიერ შესრულდა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ წინამდებარე პოლისზე გადახდილია პრემია 181.46 აშშ დოლარის ოდენობით (2016 წლის 25 იანვარს - 66,75 აშშ დოლარი, 2016 წლის 26 აპრილს 66,71 აშშ დოლარი; 2016 წლის 14 ნოემბერს - 48 აშშ დოლარი), ხოლო დავალიანება წინამდებარე პოლისზე შეადგენს 85,54 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები #M--------- (ს.ფ. 31-35);
- ავტოსატრანსპორტო დაზღვევის სერთიფიკატი (ს.ფ. 36);
- ცნობა (ს.ფ. 37);
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელის საფირმო სახელწოდება - სს ს-----------------------------------–-- შეიცვალა სს ს------------------------------ით, ხოლო ყველა დანარჩენი სარეგისტრაციო მონაცემი დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 44-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,ს------------------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 27 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა 2015 წლის 27 მაისის სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი და მიუთითა, რომ მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიამ სასამართლოს სარჩელით მომართა, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. მოსარჩელე მხარემ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით წარმოადგინა მოპასუხე მხარისაგან განსხვავებული პოზიცია და მიუთითა, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა სადაზღვევო პრემიის გადახდის თარიღიდან, არამედ მთლიანად დაზღვევის ხელშეკრულების მთლიანი ვადის დასრულებიდან.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მისი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დათქმასთან, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების მიმართ, ხანდაზმულობის ვადის ათვლის წესს. სასამართლო განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეული შესრულების მიმართ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერთიფიკატით მხარეებმა განსაზღვრეს ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების წესი. მოპასუხეს ვალდებულება ეტაპობრივად უნდა შეესრულებინა. სადაზღვევო პრემიის გადახდის ბოლო თარიღად განისაზღვრა 27.02.2016 წელი. სასამართლოს მიხედულებით, სწორედ ამ თარიღიდან უნდა მოხდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები #S------------- (ს.ფ. 16-25);
- ავტოსატრანსპორტო დაზღვევის სერთიფიკატი (ს.ფ. 26);
- ცნობა (ს.ფ. 27);
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 28-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 20 იანვარს დადებული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე ა-------- გ-----ის მიერ არასრულად მოხდა ფულადი ვალდებულების შესრულება და არსებული მდგომარეობით შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 85.54 აშშ დოლარს.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის, 2016 წლის 20 იანვრის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს და მიუთითებს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდგომ, მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიამ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, დამზღვევის ა-------- გ-----ის შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდგომ, უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მიუთითებს მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტაზე ან შეჩერებაზე, რაც მოპასუხე ა-------- გ-----ის ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ სადაზღვევო კომპანიის წერილში, სადაზღვევო შემთხვევით, დამზღვევისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის სრულიად სხვა საფუძველია მითითებული, კერძოდ, მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ა-------- გ-----ს ზარალის დადგომისთვის დროისთვის გააჩნდა დავალიანება 85.54 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ერიცხებოდა 20.07.2016 წლიდან, რაც სადაზღვევო კომპანიას აძლევდა უფლებას არ აენაზღაურებინა დამდგარი ზარალი. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე გამომდინარეობს მოქმედი სადაზღვევო კანონმდებლობიდან და დაზღვევის ხელშეკრულების 4.2.2 პუნქტიდან, რაც თავისი არსით არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტას ან შეჩერებას. ამასთან, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი გარემოების, მის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში, სადაზღვევო შესატანის სრულად გადახდის დადასტურება, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სს ,,ს------------------------------ის“ სარჩელი 2016 წლის 20 იანვრის სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები (ს.ფ. 90-91);
- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები #M--------- (ს.ფ. 31-35);
- ავტოსატრანსპორტო დაზღვევის სერთიფიკატი (ს.ფ. 36);
- ცნობა (ს.ფ. 37);
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე, 317-ე, 799-ე, 806-ე, 817-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. ვინაიდან, სს ,,ს------------------------------ის“ მიერ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2019 წლის 16 მაისს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი 2015 წლის 27 მაისის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება–მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც.
როგორც საქმის მასალებით იქნა დადგენილი, 2016 წლის 20 იანვარს სს "ს-----------------------------------–--"-სა (ამჟამად, სს ს------------------------------ი) და ა-------- გ-----ს შორის გაფორმდა ავტოსანტრასპორტო საშუალებათა დაზღვევის პირობები, რომლის მიხედვითაც გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერთიფიკატი M-------. M--------ის მიხედვით დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა 267 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, 2017 წლის 20 იანვრამდე ვადით. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის და სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად, მოპასუხე ა-------- გ-----ის მიერ შესრულდა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ წინამდებარე პოლისზე გადახდილია პრემია 181.46 აშშ დოლარის ოდენობით (2016 წლის 25 იანვარს - 66,75 აშშ დოლარი, 2016 წლის 26 აპრილს 66,71 აშშ დოლარი; 2016 წლის 14 ნოემბერს - 48 აშშ დოლარი), ხოლო დავალიანება წინამდებარე პოლისზე შეადგენს 85,54 აშშ დოლარს.
წარმოდგენილ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამზღვევის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ, სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის საფუძველზე, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის აპელირება 2016 წლის 20 იანვრის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულებისაგან მისი გათავისუფლების თაობაზე დაფუძნებულია ერთადერთ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო კომპანიამ მას უარი უთხრა სადაზღვევო შემთხვევით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მიუთითებდა დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაზე ან შეჩერებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის უარი ზიანის ანაზღაურებაზე უნდა განიმარტოს არა როგორც ხელშეკრულების შეწყვეტა, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე, დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის პირობებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სს ,,ს------------------------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა-------- გ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის (დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 42.77%) 21.39 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე სს "ს------------------------------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ა-------- გ-----ს მოსარჩელე სს "ს------------------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 85.54 აშშ დოლარის გადახდა.
3. სს "ს------------------------------ი"-ს სასარჩელო მოთხოვნა 114.50 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე ა-------- გ-----ს მოსარჩელე სს "ს------------------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 21.38 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე