1. დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.
2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, მაშინ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამის თაობაზე გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(25)
საქმე №ას-390-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
…გადახდის შემდეგ (სუსგ საქმე №ას-85-81-2013, №ას-663-624-2011). ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს სამოქალაქო კოდექსის მხოლოდ 816-ე მუხლში გათვალისწინებული რეგულირება ქმნის. თუმცა, 816-ე მუხლის განმარტებისას მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის პირველი ნაწილის მხედველობაში მიღება, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაზღვევა იწყება დაზღვევის…
საქმე №ას-1313-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
…შესვლის, არამედ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას (ირემაშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 816, ველი 2, იხ. gccc.tsu.ge [ბოლო დამუშავება 14.03.2016წ.]). სსკ-ის 816-ე მუხლის განმარტებისას მნიშვნელოვანია სსკ-ის 806.1 მუხლის ( დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე) მხედველობაში…
…გადახდის შემდეგ (სუსგ საქმე №ას-85-81-2013, №ას-663-624-2011). ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს სამოქალაქო კოდექსის მხოლოდ 816-ე მუხლში გათვალისწინებული რეგულირება ქმნის. თუმცა, 816-ე მუხლის განმარტებისას მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის პირველი ნაწილის მხედველობაში მიღება, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაზღვევა იწყება დაზღვევის…
საქმე №ას-1507-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2020
…მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხს წარმოადგენს დადგინდეს ფაქტობრივი გარემოება მზღვეველსა და დამზღვევს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების სადავოდ ქცეული მოქმედების ვადის შესახებ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 806-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დაზღვევის დაწყების და დამთავრების დროს. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ…
საქმე №ას-384-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
…ნამდვილობისთვის მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, გამოხატული ნება, არ კმარა და კონკრეტული სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მოქმედებების განხორციელებაა საჭირო. 14. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 806-ე მუხლით დაზღვევის ხელშეკრულების დაწყების დრო დაკავშირებულია ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათთან, მაშინ, როდესაც 815-ე მუხლის პირველი ნაწილის…