1. დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.
2. არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.
4. დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ გარემოებათა შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ას-823-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
…დაკმაყოფილდა. 31. სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენდა - დამზღვევის მიერ მაისის თვეში მომხდარი შემთხვევის შეუტყობინებლობით არსებითად დაირღვა თუ არა მზღვეველის ინტერესი. 32. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 808-ე და 814-ე მუხლებით, მიუთითა სადაზღვევო კომპანიის 2019 წლის 08 იანვრის N207 და 2019 წლის 29 მაისის N8816 წერილებზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-15 და მე-20…
საქმე №ას-469-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
…30.05.2014 წლის დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის დარღვევა, რითიც სახეზეა დამზღვევის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულების, სწორი ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულების დარღვევა, რისი ვალდებულებაც დამზღვევს აკისრია სამოქალაქო კოდექსის 808-ე მუხლით. შესაბამისად, სახეზეა დამზღვევის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება - მზღვევეელისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული…
საქმე №ას-594-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
…არ არის, ვინაიდან მას „მარფანის სინდრომით“ დაავადება არ უდასტურდება. 12.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მისთვის უცნობი იყო მოსარჩელის ჯანმრთელობის (მხედველობის პრობლემების) შესახებ. 12.7. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 808-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე „1.დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი…
…(მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს) გათვალისწინებული უფლებამოსილება წარმოეშვას, არასწორი ინფორმაცია არსებით გარემოებას უნდა შეეხებოდეს. სსკ-ის 808.2 მუხლი (არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად) მზღვეველს ავალდებულებს,…
საქმე №ას-725-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2019
…და სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის, საზღაურის - 6 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 799-ე, 802-ე, 805-ე, 808-ე და 844-ე მუხლები გამოიყენა. 10. სადაზღვევო კომპანიამ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა…