განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2018
საქმის ნომერი
330210015794711
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015794711

საქმე №2ბ/2064-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

გოდერძი გ------იშვილი

ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი

 

პირველი აპელანტი – შპს „K---’s a-- F-----“

 

(მოწინააღმდეგე მხარე მეორე სააპელაციო საჩივართან მიმართებაში)

 

წარმომადგენელი - ნ---–ი გ---–---–---–ი, გ------ი ყ---–-–---–ი, ა---------– ნ-–---–--ე

 

მეორე აპელანტი _ სს სადაზღვევო კომპანია „ა-–-----“

 

(მოწინააღმდეგე მხარე პირველ სააპელაციო საჩივართან მიმართებაში)

 

წარმომადგენელი _ თ----ა კ--–---ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება, დაზღვევის გენერალური ხელშეკრულებისა და სადაზღვევო პოლისების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

პირველი აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

მეორე აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,K---’s a-- F-----“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 2014 წლის 10 ივლისს დამზღვევის შპს "K---'s a-- F-----" -ის დირექტორის ლ----- მ------–---–ის მოთხოვნით სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–----თან” დაიდო ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ლ----- მ------–---–ის მიერ შევსებული ორი განაცხადის საფუძველზე სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს" მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისები N------------------- და N----------------. ორი სადაზღვევო პოლისის გაცემა წარმოადგენდა შპს "K---'s a-- F-----" -ის დირექტორის მოთხოვნას, რამდენადაც ტვირთები ჩამოდიოდა ს--------დან საქართველოში, ხოლო შემდეგ – საქართველოდან ე---------ში, კონკრეტულად – ტალინში. გამომდინარე იქედან, რომ ტვირთების პირველი მარშუტი იყო ე------ი – თბილისი, M-------------- სადაზღვევო პოლისის პერიოდი განისაზღვრა 14.07.2014 – 31.08.2014 წლით, ხოლო პოლისი M-----------------, რომელიც უზრუნველყოფდა ტვირთების დაზღვევას თბილისიდან ტალინამდე, გაიცა პერიოდით 17.07.2014 – 31.08.2014 წ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი და

სასამართლოს სხდომის ოქმები);

- ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება და პირობები (ტომი 1, ს.ფ. 30-

41);

- ტვირთის დაზღვევის პოლისები N M-------------- და N---------------- (ტომი 1, ს.ფ. 42-43);

- შპს "K---'s a-- F-----"-ის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ 23-24).

 

2.2 #MC/C-001873/14 სადაზღვევო პოლისთან მიმართებაში, რომელიც მოქმედებდა ე------ი თბილისის მარშუტის მიმართ, შპს "K---'s a-- F-----" -ის მიერ სადაზღვევო პრემია გადახდილი იქნა პოლისის პირობების შესაბამისად , ხოლო #--------------- სადაზღვევო პოლისის პრემია საერთოდ არ იქნა გადახდილი .

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი და

სასამართლოს სხდომის ოქმები);

- N------------------ სადაზღვევო პოლისი, დაზღვევის განაცხადი, ინვოისი და გადახდის ქვითარი (ტომი 2, ს.ფ. 34-37)

- N---------------- სადაზღვევო პოლისი, დაზღვევის განაცხადი და ინვოისი (ტომი

2, ს.ფ. 38-42).

 

2.3 დაზღვეულ ტვირთს წარმოადგენდა 7200 ბოთლი ს--------ი ღვინო ,,ა-–---“, რომელიც მოსარჩელემ შეისყიდა ა-–---ის ღვინის ქარხანასთან 2014 წლის 26 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება AK-01-ის საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმები);

- ნასყიდობის ხელშეკრულება AK-01 (ტომი 1, ს.ფ. 25-28);

- საქონლის მიღება-გადაცემის აქტი (ტომი 1, ს.ფ. 29).

 

2.4 2014 წლის 09 აგვისტოს ს--------ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვ--------- -ა-–--------ს საავტომობილო გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი I---9--) ტვირთით გადაზიდვისას ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განიცადა ზიანი, დაზღვეული ტვირთი სრულად განადგურდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი და სასამართლოს სხდომის ოქმები);

- ლ----- მ------–---–ის 19.08.2014 წლის წერილობითი ახსნა–განმარტება ტომი 2, ს.ფ. 43-46);

- ს--------ს რესპუბლიკის საგზაო პოლიციის სპ სამსახურის მე-2 ბატალიონის მე-5 განყოფილების მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების მასალები (ტომი 1, ს.ფ. 50-73).

 

2.5 ავტოსაზაო შემთხვევის დროისათვის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი I---

9--) მძღოლი - გ------- ბ---------ი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას

- ს--------ს რესპუბლიკის საგზაო პოლიციის სპ სამსახურის მე-2 ბატალიონის მე-5 განყოფილების მიერ შედგენილი ოქმი N--- (ტომი 1, ს.ფ. 51).

 

2.6 2014 წლის 11 დეკემბერს მოპასუხემ წერილობით აცნობა მოსარჩელეს , რომ დაზღვეული ტვირთი არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი და სასამართლოს სხდომის ოქმები);

- სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ წერილი N---- (ტომი 1, ს.ფ. 77-80).

 

2.7 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც განადგურდა დაზღვეული ტვირთი, არ ატარებდა შემთხვევითობის ნიშნებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა ს--------ს სამართალ- დამცავი ორგანოების მიერ შედგენილ დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც, მძღოლის გ------- ბ---------ის განმარტებაზე დაყრდნობით, დადგენილი იყო რომ მას, მის მიერ აღწერილ სიტუაციაში, არ ჰქონდა შესაძლებლობა თავიდან აერიდებინა ავტო- საგზაო შემთხვევა და შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობდა. თუმცა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ ჩატარებული ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეუძლებელი იყო მოვლენები ისე განვითარებულიყო, როგორც ამას მძღოლი აღწერს, უფრო მეტიც - ექსპერტი უთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში მანქანა იმყოფებოდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და ის მოცემულობა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია საპირისპირო მოძრაობის ზოლში მყოფმა ავტომობილმა, გამორიცხული იყო. გარდა აღნიშნულისა, დასკვნაში მითითებული იყო, რომ ადგილზე არსად არ იყო მუხრუჭის კვალი, ასევე ექსპერტი გამორიცხავდა მძღოლის მიერ დამუხრუჭებული (ბლოკირებული თვლებით) მანქანით რაიმე მანევრის შესრულებას და ასევე მძღოლის მიერ გადავარდნილი ავტომობილის კაბინიდან ისე გადმოხტომას, რომ მას არ მიეღო სხეულის დაზიანება. მუხრუჭის კვალის არ არსებობაზე ასევე მიუთითებდნენ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები - ვ------- ე-----–---–ი და გ-------– ქ-–--–-–---–ი, სამუხრუჭე კვალის არ არსებობა ასევე დასტურდება საქმეზე თანდართული CD-ით რომელზეც აღბეჭდილია გზის ის მონაკვეთი, სადაც გადავარდა ავტომობილი.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზეც, რომ ს--------ს სამართლდამცავი ორგანოების მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში - სრ პოლიციის საგზაო პოლიციის სპ სამსახურის მე-2 ბატალიონის მე-5 განყოფილების - შემთხვევის ადგილის შემოწმების ოქმში მითითებული იყო, რომ შემთხვევის ადგილზე იყო მოცურების და ხახუნის კვალი, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზა მიუთითებდა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა განაკაწრის კვალს, რომელიც დატოვებული იყო ავტომობილის ძარის მიერ მისი გადავარდნისას. ამავდროულად, ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ განაკაწრის კვალი განსაზღვრავდა მანქანის გადავარდნის კუთხეს, ასეთი კუთხე კი შეიძლება შექმნილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი იმყოფებოდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში მთლიანად ან ნაწილობრივ და იქედან ხდებოდა მისი მოძრაობა გადავარდნის ადგილის მიმართულებით. ექსპერტმა ასევე გამორიცხა შემთხვევამდე მძღოლის მოძრაობა საპირისპირო ზოლში, ვიანიდან 40 კმ/სთ სიჩქარე სრულად იძლეოდა შესაძლებლობას ამ ავტოტრანსპორტმა ემოძრავა თავის ზოლში, საპირისპირო ზოლში მოძრაობა ასეთი გზის რელიეფზე ხდებოდა მაშინ, როდესაც ავტომობილი მოძრაობდა მაღალი სიჩქარით. ამასთან, გადავარდნის ადგილის გზის რელიეფი არ იძლეოდა ამ ავტომობილისათვის 40 კმ/სთ-ზე უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას. ექსპერტმა ასევე დააფიქსირა საკუთარი აზრი მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ავტომობილი საპირისპირო ზოლიდან დაბალი სიჩქარით იქნა დაძრული, მიეცა მიმართულება და იქნა გადაგდებული.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტის დაკითხვის ურთიერთშეჯერებისა და საქმეში წარმოდგენილი ს--------ს რესპუბლიკის გამოძიების მასალებისა და ექსპერტიზის დასკვნებისა გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ გაიზიარა სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ ატარებდა შემთხვევითობის ნიშნებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული

ბიუროს“ დასკვნა N---------- (ტომი 2, ს.ფ. 53);

- მოწმეების - გ------ი ქ-–--–-–---–ისა და ვ------- ე-----–---–ის ჩვენებები (იხ. 2016 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ექსპერტის - დ----- გ---–-----ის ჩვენება (იხ. 2016 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ს--------ს რესპუბლიკის პოლიციის კრიმინალური ექსპერტიზის სამმართველოს მიერ 2014 წლის 02 სექტემბერს გაცემულ დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 61-67);

- სრ პოლიციის საგზაო პოლიციის სპ სამსახურის მე-2 ბატალიონის მე-5 განყოფილების მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის შემოწმების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 52).

- CD დისკი (ტომი 2, ს.ფ. 384).

 

2.8 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილას ტვირთვის განადგურების შედეგად აღმოჩენილი ბოთლების სავარაუდო რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო გადაზიდვის დოკუმენტაციაში მითითებულ ოდენობასთან შედარებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი შპს „გ-------ი - საზღვაო კონსულტანტები და სიურვეერების“ სპეციალისტის მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების ანგარიშზე, სადაც მითითებული იყო, რომ ხრამში, სადაც ავტომანქანა გადავარდა, შეგროვებული და დათვლილი იქნა ბოთლის ყელის და საცობების რაოდენობა, ვინაიდან ეს ორი ელემენტი არ განადგურდებოდა შემთხვევის შედეგად. ამ მეთოდით დათვლით ადგილზე აღმოჩნდა 360 ბოთლის ნამტვრევი, ნამტვრევების შეუსაბამოდ მცირე რაოდენობაზე ასევე მიუთითებდა თავად მოსარჩელის დირექტორი - ლ----- მ------–---–იც მის წერილობით ახსნა-განმარტებაში და იმავეს ადასტურებდნენ მოწმეები - ვ------- ე-----–---–ი და გ-------– ქ-–--–-–---–ი, ჩვენებებიდან ასევე დგინდებოდა, რომ გადავარდნის ადგილი იყო ე.წ. ძაბრისებური ხეობა, სადაც ტვირთის გაფანტვის შესაძლებლობა არ იყო, აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს „გ-------ი - საზღვაო კონსულტანტებისა და სიურვეერების“ წარმომადგენელმა - გ------ი ი----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ღვინის ტარა იყო მძიმე ტვირთი და მისი გაფანტვის შესაძლებლობა მინიმალური იყო. ამასთან, მოწმეები - ვ------- ე-----–---–ი და გ-------– ქ-–--–-–---–ი მიუთითებდნენ, რომ მანაქანა დაცემული იყო ბორბლებზე და მის ქვეშ იყო საკმარისი ხილვადობა, ადგილზე მოწმეების მიერ დათვალიერებული იქნა მანქანის ქვეშ არსებული მდგომარეობა და იქ რაიმე მნიშვნელოვანი ნარჩენი ვერ იქნა აღმოჩენილი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა მოგვიანებით შპს „გ-------ის“ სპეციალისტმა - ი------ პ-----მა ერთგვარი განცხადება/შესწორება განახორციელა შპს ,,გ-------ის“ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით და უარყო ისინი, რამდენადაც, უპირველეს ყოვლისა, არ იყო დადგენილი და დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი ხსენებული მტკიცებულების ავთენტურობა, მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო აკინძულ ფორმაში და გაურკვეველი იყო, თუ რისი თარგმანი იყო იგი, ხოლო, მეორეს მხრივ, მტკიცებულების გარშემო ვრცელი განმარტება გააკეთა შპს „გ-------ის“ წარმომადგენელმა და გამოკვლევის აქტის ავტორმა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - გ------ი ი----–---–მა, რომელმაც მიუთითა, რომ ანგარიშის შედგენაში სიურვეერი მონაწილეობას არ იღებდა, კონკრეტულ ანგარიშში კი დეტალურად იყო ასახული ი------ პ-----ის მიერ ადგილზე დათვალიერებისას ნანახი და გ------ი ი----–---–ისთვის გადაცემული ინფორმაცია, ამასთან, ანგარიშის შინაარსი კონფიდენციალურ ხასიათს ატარებდა და მას ეცნობა მხოლოდ დამკვეთი (და არავითარ შემთხვევაში - სიურვეერი), ხოლო ყალბი ინფორმაციის გადაცემა მისი მხრიდან გამორიცხული იყო, რამდენადაც სიურვეერი შპს ,,გ-------ის“ შინაგანაწესითაც და შრომითი ხელშეკრულებითაც გაფრთხილებული იყო პასუხისმგებლობაზე და შებოჭილი იყო აღნიშნულით.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დასტურდებოდა იმაზე ნაკლები ოდენობის ტვირთის განადგურების ფაქტი, ვიდრე აღნიშნული მითითებული იყო ა-–---ის ღვინის ქარხნის მიერ გაცემულ ცნობასა და საბაჟო ტვირთის აღმრიცხველ დოკუმენტში. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების გასაბათილებლად ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებებისა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამორიცხავდა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „გ-------ი - საზღვაო კონსულტანტები და სიურვეერების“ ანგარიში N-------- (ტომი 2, ს.ფ. 93-127);

- მოწმეების - გ------ი ქ-–--–-–---–ისა და ვ------- ე-----–---–ის ჩვენებები (იხ. 2016 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- შპს „გ-------ი - საზღვაო კონსულტანტები და სიურვეერების“ წარმომადგენლის - გ------ი ი----–---–ის ჩვენება (იხ. 2016 წლის 12 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);

- შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა (ტომი 2, ს.ფ. 146-161);

- ლ----- მ------–---–ის 19.08.2014 წლის წერილობითი ახსნა–განმარტება ტომი 2, ს.ფ.

45);

 

2.9 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბოთლებში არსებული ღვინო ხარისხით, მარკირებით, შეფუთვით და ფასით არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების საგანს, არც ამავე ღვინის ბოთლების ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას და არც თავად მწარმოებელი ქარხნის მიერ აღნიშნულ ღვინოსთან დაკავშირებით ოფიციალურად გაცემულ ინფორმაციას, ამასთან, არც თავად ღვინის ბოთლების მარკირება და ეტიკეტი შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ე---–-----ა და ა-–--ს სააპელაციო სასამართლოს ექსპერტის - ჟ-----–--–-------ს ექსპერტიზის დასკვნა ა-–---ის ღვინის ქარხნის მიერ მოსარჩელისათვის გადაცემული ღვინის თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ ბოთლებში არსებული ღვინო არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ „წითელ“ ღვინოს, რაც თავისთავად უკვე გამორიცხავდა აღნიშნული ღვინის ევროპის ბაზარზე რეალიზაციას, თან ისეთ ფასად, როგორც ამას აცხადებდა მყიდველი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღვინის ქიმიურ შემადგენლობაში იმ ელემენტების არ არსებობა რომელიც მითითებული იყო ეტიკეტზე, კერძოდ ღვინო არ შეიცავდა SO2-ს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ღვინის ხანგრძლივად შენახვისათვის აუცილებელ ელემენტს. რაც თავის მხრივ გამორიცხავდა ამ ღვინის რეზერვირებულობას და მითუმეტეს მის განხილვას საკოლექციო ღვინოდ. ექსპერტი ასევე მიუთითებდა, რომ ეტიკეტი არ შეესაბამებოდა ევროპის ბაზრის მოთხოვნებს, ვინაიდან მას აკლდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც არის მოსავლის წელი, ვაზის ჯიში, ცნობილი და აღიარებული მეღვინე. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღვინის ბოთლის საცობსა და ღვინის დონეზე ბოთლში. როგორც ექსპერტმა განმარტა, საცობი ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანია და მას ღვინოსთან შეხებისას უჩნდება ნესტის ლაქები და დაშლის ნიშნები. ექსპერტმა ასევე მიუთითა ღვინის შეუსაბამოდ დაბალ დონეზე ბოთლში, რაც ექსპერტის მტკიცებით არ იძლეოდა ღვინის ბოთლში დაძველების შესაძლებლობას. ექსპერტმა პირდაპირ მიუთითა, რომ თავისუფალი და საერთო SO2 არ იყო შესამჩნევი. ღვინის სტაბილურობის ეს ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ადასტურებდა, რომ ღვინოს არ ჰქონდა შენახვის პოტენციალი და რომ ჯიშიდან, მიკროზონიდან, დაღვინების და დავარგების მეთოდებიდან განპირობებული არომატები, რომლებიც, როგორც წესი, ღვინის არომატულ კომპლექსურობას ქმნიან, მთლიანად განადგურებული იყო დაჟანგვის გამო. ასევე - დაყვანილი ექსტრაქტის მაჩვენებელი არ შეესაბამებდაა წითელი ღვინისათვის დადგენილ ნორმას, კერძოდ - მოცემულ ღვინოში იგი შეადგენდა 22.5 გ/ლ მაშინ, როდესაც წითელ ღვინოში აღნიშნული მაჩვენებელი უნდა იყოს 25-30 გ/ლ. ამავდროულად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნის მე-14 გვერდზე არსებული ჩანაწერზე, სადაც ექსპერტმა ღვინის სავარაუდო ფასად 9-12 ევრო მიუთითა, რაც გაანგარიშებული იყო ღვინის ხარისხის, ორგანოლეპტიკური ნაკლოვანებების, ფიზიკურ- ქიმიური ანალიზის, შეფუთვისა და ეტიკეტირების და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ურთიერთ შეჯერების შედეგად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, სასამართლო

სხდომის ოქმები);

- ე---–-----ა და ანჟეს სააპელაციო სასამართლოს ექსპერტის - ჟ-----–--–-------ს 2014 წლის 19 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 162-229).

 

2.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,K---s a-- F-----“ -ის დირექტორს დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში უნდა სცოდნოდა იმის თაობაზე, რომ დაზღვეული ტვირთის რეალური ღირებულება და ოდენობა არ შეესაბამებოდა საბაჟო დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოწმე ე----- მ--------ის ჩვენებას, საიდანაც გაირკვა, რომ განაცხადების შევსებისა და გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მოსარჩელის დირექტორი - ლ----- მ------–---–ი, მისივე განცხადებით, ფლობდა ინფორმაციას მხოლოდ ტვირთის (ალკოჰოლური სასმელების) ჯამური ღირებულებისა და მარშრუტის შესახებ, რის გამოც ვერ აწვდიდა სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ გაყიდვების მენეჯერს - ე----- მ--------ეს ინფორმაციას ალკოჰოლური სასმელის კონკრეტული სახეობის და ერთეულის ღირებულების შესახებ. თუმცა, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ 2014 წლის 09 ივლისს მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ყველა ეს გარემოება და მას შეეძლო მზღვეველისთვის მიეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია, უფრო კონკრეტულად, სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგს: საქმეზე დართული ინვოისი №-------- გამოწერილი იყო 2014 წლის 09 ივლისს, შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც გენერალური ხელშეკრულების, ასევე სადაზღვევო პოლისების გამოწერის დღეს და შემდგომაც შეეძლო მზღვეველისათვის მიეწოდებინა, როგორც ინვოისი, ასევე შევსებული ანკეტა, რომელიც, როგორც მოწმე ე----- მ--------ემ განმარტა, ლ----- მ------–---–ს გადასცა პოლისებთან ერთად. მოწმის ჩვენებიდან ასევე გაირკვა, რომ არც ინვოისი და არც შევსებული ანკეტა, რომელიც თან უნდა დართვოდა სადაზღვევო პოლისებს, არ იქნა მოწოდებული ლ----- მ------–---–ის მიერ, მიუხედავად არაერთი შეხსენებისა და თხოვნისა, მეტიც - ინვოისი, სხვა დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად, წარდგენილ იქნა მხოლოდ ზარალის ანაზღაურების რეგულირების პროცესში სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ არ მიაწოდა დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მზღვეველს დეტალური ინფორმაცია დასაზღვევი ობიექტის შესახებ, დასტურდებოდა თავად სადაზღვევო პოლისებიდანაც, სადაც დაზღვევის ობიექტის გრაფაში დაზღვევის საგანი მოხსენიებული იყო შემდეგი სახით „ალკოჰოლური სასმელი მუყაოს ყუთებში თანდართული ანკეტის შესაბამისად“, რაც ადასტურებდა მოპასუხის მიერ გაჟღერებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ჩანაწერი პოლისში გაკეთდა იმ მოლოდინით, რომ შევსებული ანკეტა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნებოდა უმოკლეს ვადაში, როგორც თავად მოსარჩელე შეპირდა მზღვეველ კომპანიას. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დაზუსტებით იცოდა, თუ კონკრეტულად რა ღვინოსა და ფასზე იყო საუბარი, რამდენადაც ეს დასტურდებოდა თავად ლ----- მ------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებიდან, სადაც მან მიუთითა, რომ ღვინოზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში ქარხანასთან და ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება, ამასთან, სასამართლო სხდომაზე ლ----- მ------–---–მა განაცხადა ისიც, რომ მას სადეგუსტაციოდ ღვინო ჩამოუსხეს კასრიდან, მან ჩაუტარა შესაბამისი ექსპერტიზა ღვინოს და დადგენილ იქნა მისი ხარისხის შესაბამისობა მითითებულ სტანდარტთან, ასევე - აღნიშნა ისიც, რომ ღვინო ე.წ. ,,პლასტმასის“ ბოთლში ჩამოსხმულ მდგომარეობაში წაიღო ე---------ში სადეგუსტაციოდ და ექსპერტიზისათვის, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის დირექტორმა სასამართლოზე მიცემული ახსნა-განმარტებებით გამოავლინა გარკვეული ცოდნა მეღვინეობის საკითხებში (სასამართლო სხდომაზე მან ძალიან კომპეტენტურად გააკეთა განმარტებები ღვინის შენახვის პირობებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით), სასამართლომ მიიჩნია, რომ მან იცოდა, ან სულ მინიმუმ უნდა სცოდნოდა იმ გარემოების შესახებ, რომ ღვინო არ აკმაყოფილებდა ,,საკოლექციო“ ღვინის სტანდარტებს და მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ ლ----- მ------–---–ს დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა სცოდნოდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ა-–---ის ქარხნის მიერ რეალიზებული ღვინო არ შეესაბამებოდა შპს "K---'s a-- F-----"-სა და ქარხანას შორის დადებული ხელშეკრულების საგანს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, სასამართლო

სხდომის ოქმები, საპაექრო სიტყვა);

- მოწმე ე----- მ--------ის ჩვენება (იხ. 13.12.2016 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ლ----- მ------–---–ის ახსნა-განმარტება (იხ.29.11.2016 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ა-–---ის ღვინის ქარხნის მიერ 09/07/2014 წელს დამოწმებული ინვოისი N--------- (ტომი 2, ს.ფ. 114).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

შპს "K---'s a-- F-----" -ის სარჩელთან დაკავშირებით

 

2.11 სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლისთანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 10 ივლისს მოსარჩელე შპს ,,K---s a-- F-----“-სა და მოპასუხე სს „სადაზღვევო კომპანია ა-–----ს“ შორის დაიდო ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულებაში დ---იქსირებული სადაზღვევო შემთხვევის არსებობისას მზღვეველი იღებდა ვალდებულებას სადაზღვევო ანაზღაურებაზე, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უნდა გაცემულიყო მზღვეველის მიერ მოსარგებლის სახელზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო შენატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირობები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 808-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვეველის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით. მოცემული მუხლი ადგენს დაზღვევის ვალდებულებას კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის დაცვით აცნობოს მზღვეველს ყველა გარემოება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მზღვეველის გადაწყვეტილებაზე - დადოს თუ არა დაზღვევის ხელშეკრულება, ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზღვეული ტვირთის რაოდენობა, ხარისხი და ღირებულება არ შეესაბამებოდა და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ტვირთის საბაჟო დოკუმენტებში და დაზღვევის ხელშეკრულებაში მითითებულ ინფორმაციას, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორს, ვისი უშუალო ვალდებულებაც იყო მიეწოდებინა მზღვეველისთვის ზემოხსენებული ინფორმაცია სრულად და დეტალურად, სადაზღვევო განაცხადის შევსების მომენტისათვის ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა სცოდნოდა, თუ კონკრეტულად რომელი ქარხნის წარმოების, რა ერთეულზე რა ღირებულების და რა ხარისხის ღვინოს აზღვევდა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით დადგენილი დანაწესი, რომლის თანახმადაც, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხი- ლებლობით. სასამართლომმ მიუთითა იმაზეც, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულების 3.1.15 პუნქტის შესაბამისად დაზღვევით არ იფარება დაზღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც განადგურდა დაზღვეული ტვირთი, არ ატარებდა შემთხვევითობის ნიშნებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სს

,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ მხრიდან მართებულად ეთქვა უარი ზიანის ანაზღაურებაზე, რამდენადაც წინამდებარე შემთხვევით გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენდა ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკს და შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო და იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

დამატებით, სასამართლომ განმარტა, რომ სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----სთვის” მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობდა პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებიდან და მხოლოდ მისი დაკმაყოფილების შემდეგ ჰქონდა მოსარჩელეს მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა პირველი სასარჩელო მოთხოვნა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო თანხის დაკისრების თაობაზე, სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო შპს ,, K---’s a-- F-----“-ის მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნები და ისინი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით

 

2.12 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოტყუებას საფუძვლად უდევს გარიგების პარტნიორის შეგნებული ,,სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედება“, რომელიც მიზნად ისახავს ნების გამომვლენის შეყვანას შეცდომაში, შესაბამისად, დაზარალებულ მხარეს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. ამასთან, მოტყუება შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ აქტიურ მოქმედებაში, არამედ იმ მონაცემების დამალვაში, რომელიც გარიგების მხარეს უნდა შეეტყობინებინა კონტრაჰენტისათვის. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობისას არ აქვს მნიშვნელობა იმას, მოტყუება უშუალოდ გარიგების საგანს ეხება, თუ სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გარიგების მონაწილის ნებაზე, თუმცა გარიგების ბათილად ცნობისთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები საკითხია ის, რომ მოტყუების გარეშე გარიგება საერთოდ არ დაიდებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ წარმომადგენელი აპელირებდა იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე ღვინის შესახებ გამოვლენილი ცოდნიდან გამომდინარე, მან იცოდა, რომ კასრში არსებული ღვინო ვერ იქნებოდა საკოლექციო. ამასთან, მან ასევე იცოდა იმის თაობაზე, რომ 7200 ბოთლი ამ ხარისხის ღვინისათვის 1,152,000.00 ევრო არარეალურად მაღლი ფასი იყო და როდესაც იგი სადაზღვევო განაცხადში და შესაბამისად, სადაზღვევო პოლისში, უთითებდა აღნიშნულ თანხას, იგი მოქმედებდა იმ განზრახვით, რომ ტვირთის დაზიანების შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგოდ მიიღებდა ტვირთის რეალურ ღირებულებასთან ან რეალურ ზიანთან შედარებით კოლოსალურად მაღალ სადაზღვევო ანაზღაურებას.

 

სასამართლომ არ გაიზიარა სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ წარმომადგენლის აღნიშული პოზიცია და განმარტა, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენით ფორმირებული საერთო ნება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარდა იმისა, რომ ნება უნდა არსებობდეს, იგი ნების ავტორის მიერ გამოვლენილიც უნდა იყოს. შინაგანი ნება გამოვლენილ ნებასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საუბარი იმის თაობაზე, რომ არსებობს ნამდვილი გარიგება, ნამდვილი ხელშეკრულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ გარიგება, ხელშეკრულება მივიჩნიოთ მოტყუებით დადებულად, აუცილებელი, რომ სახეზე იყოს მოტყუების შემადგენლობა, კერძოდ: არასწორი, იგივე ცრუ ან ყალბი მონაცემების მიწოდება კონტრაჰენტისათვის; დუმილი, ანუ შესაბამისი მონაცემების მიუწოდებლობა, რაც მიზნად უნდა ისახავდეს იმას, რომ ზიანი მიადგეს კონტრაჰენტს ან სარგებელი მიენიჭოს მეორე მხარეს. ამასთან, აუცილებლობას წარმოადგენს იმის დადგენაც, დაიდებოდა თუ არა ხელშეკრულება, მოტყუებას ადგილი რომ არ ჰქონოდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებული იყო ის გარემოება, რომ ლ----- მ------–---–ს უნდა სცოდნოდა ტვირთის რეალური მახასიათებლების შესახებ, მაგრამ ასევე საგულისხმო და ნიშანდობლივია თვითონ მოტყუების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ურთიერთმიმართებაც. მხარის მიერ ინფორმაციის დამალვა, რომელიც თავისთავად მეორე მხარეს ერთგვარ ,,მოტყუებულ” მდგომარეობაში აყენებს, ვერ იქნება სამართლებრივად იმ ნების ნაკლის არსებობის განმაპირობებელი გარემოება, რაც ხელშეკრულების გაფორმებისას მოტყუების ფაქტის არსებობის ვითარებაში მისი დადება-არდადების საფუძველი გახდებოდა. კერძოდ - მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა უარყოფილი ხელშეკრულების გაფორმების ალბათობა ტვირთის ღირებულებად ნაკლები თანხის და ბოთლების ნაკლები რაოდენობის მითითების შემთხვევაში, შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, მიუხედავად მისი პროცედურული და ტექნიკური ფორმით გამოხატვისა, მათი ნამდვილი ნების შედეგს წარმოადგენდა და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. ხოლო, რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების არასათანადოდ-არაჯეროვნად შესრულების თუ შეუსრულებლობას, სამოქალაქო კანონმდებლობით აღნიშნული გარემოება არ იწვევს არსებული ხელშეკრულების ბათილობას და იგი განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი გარემოებაა.

 

ამდენად, მოცემული ვითარების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული შემადგენლობა, რის გამოც სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1 შპს „K---’s a-- F-----“-ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ შეცდომით გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, მაშინ როცა ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნები იყო სხვადასხვა. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, მაშინ როცა არ დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა. აპელანტის განმარტებით, სასამართლო უმოტივოდ არ დაეთანხმა ს--------ს ექსპერტიზის დასკვნას და გადაწყვეტილებაში მხოლოდ ის მიუთითა, რომ ს--------ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში-სრ პოლიციის საგზაო პოლიციის სპ სამსახურის მე-2 ბატალიონის მე-5 განყოფილების შემთხვევის ადგილის შემოწმების ოქმში მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილზე არის მოცურებისა და ხახუნის კვალი. აპელანტის განცხადებით, სასამართლოს უნდა შეედარებინა ს--------სა და საქართველოს ექსპერტიზის დასკვნები და ემსჯელა მათ შორის არსებულ წინააღმდეგობაზე. აპელანტის განცხადებით სასამართლომ არ გაიზიარა იმ ექსპერტის დასკვნა, რომელიც გაიცა მყისიერად სამართლდამცავი ორგანოების მიერ ავარიის მოხდენიდან რამდენიმე წუთში შედგენილი დოკუმენტით. აპელანტი უთითებს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდო ექსპერტის იმ დასკვნას, რომელიც ჩატარდა ავარიიდან 3 თვის შემდეგ და რომელშიც მითითებული არის, რომ ადგილზე დ---იქსირებულია განაკაწრის კვალი. აღნიშნულზე მსჯელობისას, სასამართლოს არსად არ აქვს მითითებული „სამხარაულის“ ექსპერტიზის დასკვნის თარიღი. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში წარდგენილია ფირი, რომელზეც აშკარად ჩანს გადავარდნის ადგილი, მოსახვევები, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ იმ ექსპერტის დასკვნას, რომელიც 3 თვის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე.

 

აპელანტის მითითებით სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შპს „გ-------ისაზღვაო კონსულტანტები და სუირვერების“ სპეციალისტის მიერ შემოწმებულ ანგარიშს და არა საბაჟო დოკუმენტაციას. ანგარიშში არსად არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა, რომ ნამდვილად 360 ბოთლი იყო ადგილზე, სასამართლო ენდო მხოლოდ ხელშეკრულებით შებოჭილ პასუხისმგებლობას და არა ფაქტს. აპელანტი უთითებს იმ ფაქტზე, რომ თავად ა-–-----ს წარმომადგენელმაც განაცხადა ჩვენებაში, რომ ადგილზე მისვლისას იქნებოდა 1000-2000 ბოთლის ნამსხვრევი.

 

აპელანტის მითითებით, დაუდგენელია რა სახის ღვინო შეიფუთა და წარადგინეს ექსპერტიზაზე, რადგან არ მომხდარა ინფორმაციის მიწოდება მათთვის და შეთანხმება რამე სახის დოკუმენტით, რომ ნამდვილად ის ღვინო იყო გაგზავნილი ექსპერტიზაზე, რომელიც ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილიდან.

 

სასამართლო გადაწყვეტილების მე-14 გვერდზე 3.2.10 პუნქტზე, რომლის თანახმადაც მათ უნდა სცოდნოდათ დაზღვეული ტვირთის რეალური ღირებულება და ოდენობა, რომ არ შეესაბამებოდა საბაჟო დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს. აპელანტის განმარტებით, შეუძლებელი იყო ცვლილება ყოფილიყო რაოდენობაში, რადგან საბაჟოზე მოხდა იმ ტვირთის გადატანა, რომელიც შეფუთული იყო და მითითებული იყო ზუსტი რაოდენობა. ავარიის შემდეგ ავტომანქანაზე შენარჩუნებული იყო პლომბი, რაც ადასტურებს იმას რომ ავტომანქანა არ გახსნილა და შესაბამისად რაოდენობაც ვერ იქნებოდა სხვა.

 

აპელანტი არ ეთანხმება იმ ფაქტს , რომ სადაზღვევო პოლისში არ არის მითითებული დეტალური ინფორმაცია, რადგან სადაზღვევო ობიექტის გრაფაში მითითებული დაზღვევის საგანი „ალკოჰოლური სასამელი მუყაოს ყუთებში თანდართული ანკეტის შესაბამისად.

 

აპელანტის განცხადებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი რომლიც არ უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესაბამისად შეფასება, რამაც გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მტკიცებულებათა გამოკვლევისას, მაშინ როცა სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, მიმართა შინაგანი რწმენას, რითიც უარი თქვა დავის არსებით გადაწყვეტაზე. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ისე რომ სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, მაშინ როდესაც აუცილებელი იყო სპეციალური ცოდნა, არ გამოიყენა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები და გამოიყენა 105-ე მუხლი და დაეყრდნო შინაგან რწმენას.

 

3.2 სს „ა-–-----ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება რომ ღვინის რეალიზატორი ქარხანა არ წარმოადგენს ღვინის მწარმოებელ ქარხანას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ქარხანა ვერ უზრუნველყოფდა საკოლექციო ღვინის წარმოებას და მიუთუმეტეს 7200 ბოთლის ოდენობით. მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ქარხანას არ გააჩნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა საკოლექციო ღვინის დაძველებისათვის.

 

აპელანტი უთითებს, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება რომ თავადპირველ მოსარჩელეს არ გააჩნდა სამეწარმეო საქმიანობის არანაირი გამოცდილება იმ ეტაპზე როდესაც ის მრავალ მილიონიან გარიგებაში შედიოდა ქარხანასთან, რომელიც თავის მხრივ არ იყო საკოლექციო ღვინის მწარმოებელი და მათ შორის ხელშეკრულება დადებულ იქნა არასტანდარტულად შეღავათიანი პირობებით, რაც როგორც წესი უჩვეულოა ასეთი ტიპის გარიგებებისათვის.

 

სასამართლო 3.2.9. პუნქტში უთითებს რომ ექსპერტის მიერ ღვინის ფასად მიჩნეულია 9-12 ევრო, რაც აპელანტს არასწორად მიაჩნია, რადგან ექსპერტი დასკვნაში უთითებს, რომ 9-12 ევრო არის ხარისხიანი ს--------ი ღვინის ფასი ადგილზე შესყიდვისას, ხოლო მოცემული ღვინო არ განეკუთვნება ხარისხიან ღვინოს.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ ეტაპზე მათ წარადგინეს მტკიცებულებები და მოითხოვეს მათი დართვა საქმეზე. სს "სადაზღვევო კომპანია ა-–----მა" საკუთარი ხარჯებით ჩაატარა გამოკვლევა ე---------ის ტერიტორიაზე, შ------------------–---" –ის პარტნიორი ფირმის "ფ-------------------"-ის შესახებ და ასევე ე---------ის ბაზარზე ს--------ი ღვინის ცნობადობის და მისი სარელაზიაცო ფასების თაობაზე. მათ მიერ მოძიებულ იქნა ე---------ში საექსპერტო (სურვეერული) ორგანიზაცია, რომელმაც ადგილზე გამოიკვლია აღნიშნული ე----------ი კომპანიის საქმიანობა. ფრანგი ექსპერტის ჟ-----–--–-------ს მიერ გაცემულ დასკვნაზე დაყრდნობით აპელანტს ჰქონდა ვარაუდი, რომ აღნიშნული კომპანია ე---------ის ბაზარზე უნდა ყოფილიყო ცნობილი ღვინის რეალიზატორი, ვინაიდან შპს „K-----------------–-" –თან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მას თანხის სრულად ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობოდა საქონლის მიწოდებიდან 30 დღეში, ხოლო 7200 ბოთლი ღვინის რეალიზება მითუმეტეს ასეთ კოლოსალურ ფასად, მოითხოვდა ამ კომპანიის ძალიან მაღალ რეპუტაციას ე----------ი ღვინის ბაზარზე.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ დაქირავებული საექსპერტო (სურვეერული) კომპანიის „G--------------“-ის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, "ფ----------------ს" რეგისტრირებულია 2014 წლის 21 იანვარს, ანუ იმავე წლის ინავარში როდესაც მოხდა შემთხვევა. გამკვლევის ჩატარების თარიღისათვის კომპანიას არ აქვს შევსებული საწასდებო კაპიტალი და ასევე, 2015 წელს არ წარუდგენია სავალდებულო დეკლარაციები წლის განმავლობაში გაწეული სამეურნეო საქმიანობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი ვინმე ა------------------ა, სხვა ე---------- კომპანიაში „ი----–----------––-“ ფლობს წილს ვინმე მ-----ა მ------–---–თან ერთად, რომელიც თავის მხივ წარმოადგენს ე---------- კომპანია „ჩ----------------“ თანადამფუძნებელს ლ----- მ------–---–თან ერთად. ამავე გამოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ს--------ი ღვინის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ე---------ის საჯარო წყაროებიდან იქედან გამომდინარე, რომ ს--------ი ღვინო ე---------ში ნაკლებად ცნობილია, სირთულეს წარმოადგენს. თუმცა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დადგენილია, რომ 2011 წელს ს--------დან ღვინის იმპორტი ე---------ში არ განხორციელებულა, 2012 წელს იმპორტირებული ღვინის მოცულობამ შეადგინა 93 ლიტრი ჯამური ფასით 783 ევრო (საშუალოდ ლიტრზე 8.42 ევრო/ ბოთლზე 6.31 ევრო); 2013 წელს იმპორტირებული ღვინის მოცულობაა 294 ლიტრი ჯამური ფასით 1879 ევრო (ლიტრზე საშუალოდ – 6,40 ევრო/ ბოთლზე 4.8 ევრო); 2014 წელს იმპორტირებულია 90 ლიტრი ჯამური ფასით 681 ევრო (ლიტრზე საშუალოდ – 7,57 ევრო/ ბოთლზე 5,67 ევრო). აპელანტს მიაჩნია, რომ მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი რომ ასეთ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, ს--------ი ღვინო 180 ევროდ (აღნიშნულ ფასს ასევე უნდა დამატებოდა რეალიზატორის მოგება და შესაბამისი ადგილობრიგი გადასახადები) ბოთლზე წარმოუდგენელია, მითუმეტეს იმ კომპანიის მიერ, რომელიც არა თუ ცნობილი ღვინის რეალიზატორია, არამედ ახალდ---უძნებული კომპანიაა, რომელსაც საწესდებო კაპტალიც კი არ აქვს შევსებული და საგადასახადო დეკლარაციებს არ აბარებს კანონით დადგენილ ვადაში.

 

აპელანტი უთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები მათ მიერ წარდგენილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით უარი ეთქვათ საქმეზე დართვაზე, იმ მოტივით რომ თითქოს მათ არ ჰქონდათ შემხებლობა საქმესთან. შეჯიბრობითობის პრონციპი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ მტკიცებულებები წარდგენილი იყო მოსამზადებელ ეტაპზე და მტკიცებულებათა წამოდგენის გადავადების შესახებ ასევე დაყენებული შუამდგომლობა, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად არ დაურთო საქმეს მოცემული მტკიცებულებები.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მაგრამ არ გამოიყენა საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 822-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება. ხელშეკრულების ბათილობამდე მზღვევლისათვის გადახდილი შენატანები მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ცნობილი არ იყო ბათილობის შესახებ. აპელანტი უთითებს, რომ წარმოდგენილი დავა კანონმდებლის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 822-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული დისპოზიციის კლასიკური მაგალითია და ის საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით აკმაყოფილებს ყველა პირობას, რომელსაც 822-ე მუხლის მეორე განსაზღვრავს. ამასთან, აპელანტს მიაჩნია, რომ 822-ე მუხლი ერთობლიობაში უნდა იქნას განხილული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81- 85 მუხლებთან და შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და შედეგად არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-85 მუხლები.

 

აპელანტის მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი გარემოებები :

 

დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას შპს "კ--------------–-----" დირექტორმა ლ---- მ------–---–მა დამალა ის ინფორმაცია რომელიც მან იცოდა (ან მინიმუმ უნდა სცდონოდა) დასაზღვევი ტვირთის შესახებ. კერძოდ საქმეში არსებული მტკიცებულება - კი-------------–---ა და ა-–---ის ღვინის ქარხანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი #1 და შესაბამისი ინვოისი რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 09 ივლისით ადასტურებს რომ ამ თარიღისათვის ლ----- მ------–---–მა იცოდა რომ ტვირთს წარმოადგენდა 7200 ბოთლი საკოლექციო რეზერვირებული ღვინო მიუხედავად ამისა, სადაზღვევო განაცხადის შევსების დროს და შემდეგაც ტვირთის დაზიანებამდე მან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს არ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია. აპელანტი დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ღვინო თავისი ხარისხით და სახეობით ასევე ქიმიური შემადგენლობით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას და ხელშეკრულების საგანს. ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ თავისი მარკირებით ისევე როგორც ხარისხით ღვინო არ შეესაბამება არც მისი წარმოების ტერიტორიაზე მოქმედ სტანდარტებს (ს--------) და მითუმეტეს არც მისი სავარაუდო რეალიზაციის ტერიტორიაზე მოქმედ მოთხოვნებს (ე---------ი.). აპელანტი უთითებს, რომ მტიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ კ--------------–----- დირექტორმა იცოდა იმის შესახებ, რომ მის მიერ შესაძენი ღვინო ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა იმ ღირებულების, რომლითაც მან აღნიშნული ღვინო ბუნდოვანი ინფორმაციის მიწოდების შედეგად დააზღვია სადაზღვევო კომპანიაში. ასევე დადასტურებულად მიაჩნიაის გარემოებები, რომ ერთის მხრივ რელიზატორი ქარხანა ვერ აწარმოებდა ამ ხარისხის და ოდენობის ღვინოს, კი-------------–--- არ გააჩნდა არანაირი ფინანასური რესურსი, იმისათვის რომ გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება და წინამდებარე სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება რომ ღვინის ვითომდა სამომავლო შემძენს - შპს "ფ-------------------"თავის მხრივ არ გააჩნდა იმის ფინანსური შესაძლებლობა რომ მოეხდინა ღვინის ღირებულების გადახდა. შესაბამიასდ, აპელანტს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 822-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ვითარება, როდესაც დამზღვევმა იცის რომ მის მიერ დასაზღვევი ქონება არ არის იმ ღირებულების რა ღირებულებითაც იგი აზღვევს ამ ქონებას და ამასთან დადასტურებულია, რომ ქონების დაზიანება რის საფუძველზეც მან უნდა მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება არ არის შემთხვევითი. შესაბამისად, სს "სადაზღვევო კომპანია ა-–----ს" რომ არ ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზები და აენაზღაურებინა ზიანი, დამზღვევი მართლსაწინააღმდეგოდ მიიღებდა შემოსავალს. კერძოდ, თავდაპირველი მოსარჩელის მიერ წარმოადგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მან ღვინო შეინა 160 ევროდ ერთ ბოლზე 7200 ბოთლის ოდენობით. აპელანტი უთითებს, რომ ღვინის შესახებ ექსპერტიზით დადგენილია რომ მისი ფასი 9 ევროზეა დაბალია. აპელანტს მიაჩნია, რომ ამ მოცემულობაში დადასტურებულია დამზღვევის განზრახვა გაზრდილი ღირებულებით დადოს დაზღვევის ხელშეკრულება მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნებისათვის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ ტვირთის დაზიანება არ მომხდარა შემთხვევით, დამზღვევის განზრახვა კიდევ უფრო ცხადი ხდება. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა 822 მუხლი.

 

აპელანტი უთითებს ასევე, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა სწორად განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ გარიგება ბათილია იმ შემთხვევაში თუ აშკარაა რომ იგი მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა. სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს რომ მხარის მიერ ინფორმაციის დამალვა, რომელიც მოტყუებულ მდგომარეობაში აყენებს მეორე მხარეს ვერ იქნება სამართლებრივად იმ ნების ნაკლის არებობის განმაპირობებელი გარემოება, რაც ხელშეკრულების გაფორმებისას მოტყუების ფაქტის არსებებობის ვითარებაში მისი დადება - არდადების საფუძველი გახდებოდა. სასამართლოს მიერ ყურადღების მიღმა არის დარჩენილი ის ფაქტი რომ მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისას მზღვეველის მიერ რისკის შეფასებაა, აპელანტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია: სადაზღვევო კომპანიისათვის ლ----- მ------–---–ს რომ მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია დაზღვევის საგნის შესახებ, კერძოდ ის რომ დაზღვევის საგანს წარმოადგენს 160 ევროს ღირებულების 7200 ბოთლი რომელიც გადაიზიდება ერთი ავტომობილით, რისკის მაღალი კონცენტრაციის გათვალისწინებით, მზღვეველი არ დადებდა ამ გარიგებას. შესაძლოა დადებულიყო სხვა გარიგება, მაგრამ ამოსავალი წერტილი სწორედ ის არის, რომ ეს კონკრეტული გარიგება რომლის ბათილობასაც ითხოვს აპელანტი, არ დაიდებოდა არცერთ შემთხვევაში. დაზღვევის ურთერიერთობაში სწორედ რისკის შეფასებას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა და დამზღვევის მიერ ზეპირად მოწოდებული ინფორმაციით იგი იწყებდა ტვირთების (და არა ერთი ტვირთის) გადაზიდვას სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების სახით. შესაბამისად მზღვეველს ჰქონდა გონივრული მოლოდინი რომ აღნიშნული საქმიანობა არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და რისკი გადანაწილებული იქნებოდა პოლისი მოქმედების მთელს პერიოდზე, როგორც დროის ასევე თანხობრივი თვალსაზრისით, რისი გათავლისწინებითაც დადო გარიგება. შესაბამისად, სწორედ მოტყუება გახდა მზღვეველის მხირდან ამ გარიგების დადების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სს "სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს" შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და იგი უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 822 მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 81-85 მუხლების საფუძველზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს „K---’s a-- F-----“-ის და სს „ა-–-----ს“ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „K---’s a-- F-----“-ის და სს „ა-–-----ს“ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2014 წლის 10 ივლისს დამზღვევის შპს "K---'s a-- F-----" -ის დირექტორის ლ----- მ------–---–ის მოთხოვნით სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–----თან” დაიდო ტვირთების დაზღვევის გენერალური ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ლ----- მ------–---–ის მიერ შევსებული ორი განაცხადის საფუძველზე სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს" მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისები N------------------- და N----------------. ორი სადაზღვევო პოლისის გაცემა წარმოადგენდა შპს "K---'s a-- F-----" -ის დირექტორის მოთხოვნას, რამდენადაც ტვირთები ჩამოდიოდა ს--------დან საქართველოში, ხოლო შემდეგ – საქართველოდან ე---------ში, კონკრეტულად – ტალინში. გამომდინარე იქედან, რომ ტვირთების პირველი მარშუტი იყო ე------ი – თბილისი, M-------------- სადაზღვევო პოლისის პერიოდი განისაზღვრა 14.07.2014 – 31.08.2014 წლით, ხოლო პოლისი M-----------------, რომელიც უზრუნველყოფდა ტვირთების

დაზღვევას თბილისიდან ტალინამდე, გაიცა პერიოდით 17.07.2014 – 31.08.2014 წ.

 

- #MC/C-001873/14 სადაზღვევო პოლისთან მიმართებაში, რომელიც მოქმედებდა ე------ი თბილისის მარშუტის მიმართ, შპს "K---'s a-- F-----" -ის მიერ სადაზღვევო პრემია გადახდილი იქნა პოლისის პირობების შესაბამისად , ხოლო #--------------- სადაზღვევო პოლისის პრემია საერთოდ არ იქნა გადახდილი .

 

- დაზღვეულ ტვირთს წარმოადგენდა 7200 ბოთლი ს--------ი ღვინო ,,ა-–---“, რომელიც მოსარჩელემ შეისყიდა ა-–---ის ღვინის ქარხანასთან 2014 წლის 26 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება AK-01-ის საფუძველზე.

 

- 2014 წლის 09 აგვისტოს ს--------ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვ--------- -ა-–--------ს საავტომობილო გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი I---9--) ტვირთით გადაზიდვისას ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განიცადა ზიანი, დაზღვეული ტვირთი სრულად განადგურდა.

 

- ავტოსაზაო შემთხვევის დროისათვის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი I---

9--) მძღოლი - გ------- ბ---------ი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.

 

- 2014 წლის 11 დეკემბერს მოპასუხემ წერილობით აცნობა მოსარჩელეს , რომ დაზღვეული ტვირთი არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას.

 

- ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც განადგურდა დაზღვეული ტვირთი, არ ატარებდა შემთხვევითობის ნიშნებს.

 

- შემთხვევის ადგილას ტვირთვის განადგურების შედეგად აღმოჩენილი ბოთლების სავარაუდო რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო გადაზიდვის დოკუმენტაციაში მითითებულ ოდენობასთან შედარებით.

 

- ბოთლებში არსებული ღვინო ხარისხით, მარკირებით, შეფუთვით და ფასით არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების საგანს, არც ამავე ღვინის ბოთლების ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას და არც თავად მწარმოებელი ქარხნის მიერ აღნიშნულ ღვინოსთან დაკავშირებით ოფიციალურად გაცემულ ინფორმაციას, ამასთან, არც თავად ღვინის ბოთლების მარკირება და ეტიკეტი შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.

 

- შპს ,,K---s a-- F-----“ -ის დირექტორს დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში უნდა სცოდნოდა იმის თაობაზე, რომ დაზღვეული ტვირთის რეალური ღირებულება და ოდენობა არ შეესაბამებოდა საბაჟო დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს.

 

4.2 შპს ,,K---s a-- F-----“ -ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დასკვნებზე მითითება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ივლისს სს ,,სადაზღვევო კომპანია ა-–----სა" და შპს "K---'s a-- F-----" შორის დაიდო ტვირთების დაზღვევის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სადაზღვევო პოლისი N M--------------. აღნიშნული სადაზღვევო პოლისით მოპასუხის მიერ დაზღვეულ იქნა ალკოჰოლური სასმელები ერევნიდან თბილისამდე მარშუტზე. სადაზღვევო თანხა ჯამურად განისაზღვრა 1 152 000 ევროს ოდენობით, ხოლო დაზღვევის პერიოდი – 2014 წელი 14 ივლისიდან – 2014 წლის 31 აგვისტომდე.

 

დადგენილია ასევე, რომ 2014 წლის 9 აგვისტოს ს--------ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვ----------ა-–--------ს საავტომობილო გზატკეცილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ავტომანქანაში არსებული დაზღვეული ტვირთი სრულად განადგურდა.

 

მიუხედავად შპს „K---’s a-- F-----“-ის მოთხოვნისა, სს „სადაზღვევო კომპანია ა-–-----“ უარს აცხადებს დაკისრებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე - სადაზღვევო თანხის გადახდაზე.

 

სს „სადაზღვევო კომპანია ა-–-----ს“ დაზღვევის თანხის გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი, რომლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, სახეზეა თუ არა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის წინაპირობები, კერძოდ, გამოწვეულია თუ არა 2014 წლის 9 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოსარჩელე შპს „K---’s a-- F-----“-ის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

იმისთვის, რომ დადგინდეს შპს „K---’s a-- F-----“-ის განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორე:

 

- ავტოსაგზაო შემთხვევა არ ატარებს შემთხვევითობის ნიშნებს

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ამოწმებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და შინაგანი რწმენის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა, საქმისათვისთვის მნიშნველობის მქონედ გარემოებების არსებობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ორი ურთიერთგამომრიცხველი მტკიცებულება. ს--------ს რესპუბლიკის პოლიციის კრიმინალური ექსპერტიზის სამმართველოს 2014 წლის 2 სექტემბერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „დ---“ მარკის I---9---ის ავტომანქანის მძღოლს არ ჰქონდა მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობა, მას არ დაუშვია ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის კანონების მოთხოვნებს, რასაც შესაძლებელია გამოწევის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. ამის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 19 ნოემბრის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მოცემული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით არანაირად არ შეიძლებოდა განვითარებულიყო ისე, როგორც ამას განმარტავს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის „დ---ი“ I---9---ის მძღოლი გ. ბ---------ი.

 

პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზების ჩატარების კვლევაზე. ს--------ს რესპუბლიკის პოლიციის კრიმინალური ექსპერტიზის სამმართველოს 2014 წლის 2 სექტემბერის ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება ექსპერტიზის მიერ შეჯახების ადგილამდე სიდიდის დადგენას, კერძოდ ექსპერტიზის მიერ შესწავლილი იქნა „დ---“ მარკის ავტომანქანის მძღოლისათვის საშიშროების წარმოშობის დასაწყისში მისი საწინააღმდეგო მიმართულებით გასწრების განმახორციელებელი დაუდგენელი მარკისა და სახელმწიფო ნიშნის ავტომანქანასთან შესაძლებელი შეჯახების ადგილიდან „დ---“ მარკის ავტომანქანამდე არსებული მანძილის მაქსიმალური სიდიდე, რაც დადგინდა, რომ უდრის 22.2 მეტრს, ამასთან, დასკვნაში აღინიშნა, რომ „დ---“ მარკის ავტომანქანის გასაჩერებლად მძღოლს ტექნიკურად სჭირდება 32.1 მ დისტანცია. აღნიშნულზე დაყრდნობით, ექსპერტმა დაადგინა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. დასკვნაში მითითებულია ასევე, რომ ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება ექსპერტის დამნიშნავი ორგანოს დადგენილებას, წარმოდგენილ საწყის მონაცემებს და მასალებს.

 

აღნიშნული დასკვნისგან განსხვავებით, სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი და მისი მიმდებარე ტერიტორია, გამოკვლეული იქნა მოცემული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევისაგან დატოვებული კვლები, გზის კიდის დაზიანება და ხე-მცენარეების გადათელვის მიმართულება, შესწავლილი და გაანალიზებული იქნა საქმეში არსებული ფოტომასალა და დადგენილი იქნა ავტომობილის ხევში გადავარდნისას მისი მდგომარება, კერძოდ, როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი უშუალოდ ხევში გადავარდნის მომენტში იმყოფებოდა გზის გრძივი ღერძის (გზის კიდის), დახრილად დაახლოებით 25-30 გრადუსიანი კუთხით. აღნიშნული გამოკვლევის სისწორის დადასტურების მიზნით, ექსპერტიზის მიერ წარმოდგენელია საილუსტრაციოდ მასშტაბური სქემა.

 

ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტების გაცნობის შედეგად, პალატა იზიარებს სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას. როგორც უკვე აღინიშნა, ამის საფუძველს იძლევა პირველ რიგში, ექსპერტიზის კვლევის მასალა, კერძოდ ს--------ს ექსპერტიზის ფარგლებში დადგენილი იქნა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მძღოლი ვერ შეძლებდა მანქანის შეჩერებას ტექნიკურად, რაც არაა საკმარისი, რათა დადგინდეს გ. ბ---------ის ჩვენების სისწორე. ამასთან, სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა ეჭვქვეშ აყენებს მისი ჩვენების მართებულობას და აღნიშნავს, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი, უშუალოდ გადავარდნის მომენტში უკანა ნაწილით იმყოფებოდა შემხვედრ სამოძრაო ზოლზე, აქედან გამომდინარე, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ხევში გადავარდნამდე მოძრაობდა ნაწილობრივ ან მთლიანად შემხვედრ მოძრაობის ზოლზე, რაც ეწინააღმდეგება მძღოლის გ. ბ---------ის ჩვენებას, სადაც იგი უთითებს, რომ მან ავტომობილი გადაიყვანა გვერდულაზე, რა დროსაც მას მიუახლოვდა მას შემხვედრად მოძრავი ავტომობილი. ამდენად, გ. ბ---------ის ჩვენების სისწორის შემთხვევაში, ავტომობილი უნდა გადავარდნილიყო ნაწილობრივ გვერდულაზე მიმავალი, მაშინ როცა დადგენილია, რომ ავტომანქანა გადავარდნისას იმყოფებოდა გზის გრძივ ღერძზე. სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დ---იქსირებულია ასევე, რომ ჩვენებაში მითითებულია, რომ მძღოლმა საჭე მიმართა მარჯვნივ და ამავდროულად დააჭირა მუხრუჭებს ფეხი, თუმცა შემთხვევის ადგილზე სამუხრუჭე კვალი არ ფიქსირდება.

 

სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა აბათილებს ასევე გ. ბ---------ის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით ავტომობილის სიჩქარის შემცირებას ვერ შეძლებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მანევრის შესრულებას (გადაადგილებას მარჯვნივ) ვერ შეძლებდა, ვინაიდან დამუხრუჭებული ავტომობილით მანევრის შესრულება ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია.

 

მუხრუჭის კვალის არარსებობაზე მიუთითებენ ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირები - ვ------- ე-----–---–ი და გ-------– ქ-–--–-–---–ი, ამასთან საქმეში წარმოდგენილია CD დისკი, რომელზეც აღბეჭდილია გზის ის მონაკვეთი, სადაც გადავარდა ავტომობილი.

 

პალატა აღნიშნავს ასევე, რომ ს--------ს სამართლდამცავი ორგანოების მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში - სრ პოლიციის საგზაო პოლიციის სპ სამსახურის მე-2 ბატალიონის მე-5 განყოფილების - შემთხვევის ადგილის შემოწმების ოქმში მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილზე არის მოცურების და ხახუნის კვალი. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული ექპერტის ჩვენებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული წარმოადგენს განაკაწრის კვალს რომელიც დატოვებულია ავტომობილის ძარის მიერ მისი გადავარდნისას. ამავდროულად, ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ განაკაწრის კვალი განსაზღვრავს მანქანის გადავარდნის კუთხეს, ასეთი კუთხე კი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი იმყოფება საპირისპირო მოძრაობის ზოლში მთლიანად ან ნაწილობრივ და იქედან ხდება მისი მოძრაობა გადავარდნის ადგილის მიმართულებით. ექსპერტმა ზეპირი ჩვენებისას განმარტა ასევე, რომ გადავარდნის ადგილის გზის რელიეფი არ იძლეოდა ამ ავტომობილისათვის 40 კმ/სთ-ზე უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას. ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ ავტომობილი საპირისპირო ზოლიდან დაბალი სიჩქარით იქნა დაძრული, მიეცა მიმართულება და იქნა გადაგდებული.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორიცაა სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, ექსპერტის ზეპირი განმარტება, მოწმეების ჩვენებები, იძლევა იმ საერთო სურათს, რომლითაც დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ ატარებდა შემთხვევითობის ნიშნებს.

 

პალატა აღნიშნავს, აღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანია იმ ფაქტების შეფასება, რომელიც ავტოავარიის შედეგად გახდა ცნობილი, კერძოდ, მოხდა თუ არა სწორედ იმ ოდენობის ტვირთის გადაზიდვა, რაც მითითებული იყო ა-–---ის ღვინის ქარხნის მიერ გაცემულ ცნობასა და საბაჟო ტვირთის აღმრიცხველ დოკუმენტში, რამდენად შეესაბამებოდა ბოთლებში არსებული ღვინოს ხარისხი ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ღვინის ხარისხს და შეიძლება თუ არა, მოსარჩელე მხარეს სცოდნოდა აღნიშნული ფაქტის შესახებ.

 

- ავტოსაგზაო შემთხვევიდან ტვირთის განადგურების შედეგად აღმოჩენილი ბოთლების სავარაუდო ოდენობა ნაკლებია გადაზიდვის დოკუმენტაციაში მითითებულ ოდენობასთან შედარებით

 

საქმეში წარმოდგენილი შპს „გ-------ი - საზღვაო კონსულტანტები და სიურვერების“ შემოწმების ანგარიშგება N01-26 თანახმად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ 360 ბოთლის ნამტვრევი, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ა-–---ის ღვინის ქარხნის“ ცნობის თანახმად, ბოთლების რაოდენობა შეადგენს 7 200-ს. როგორც ანგარიშგებაშია მითითებული, ინსპექციის მიერ ჩატარებული იქნა დეტალური დათვლთა დამტვრეული ბოთლების ნაპოვნი ყელებისა და საცობების მიხედვით (ანგარიშის მიხედვით, ყელი არის ბოთლის ყველაზე მტკიცე ნაწილი და გატეხილი ბოთელბის დათვლა შესაძლებელია ამ გზით ჩატარდეს), ამასთანავე მითითებულია, რომ არსებობს იმის ალბათობაც, რომ ბოთლების რაღაც ნაწილი შეიძლება მოეპარათ შემთხვევის ადგილიდან პოლიციის მოსვლამდე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩენილი ბოთლების რაოდენობა მნიშნველოვანი იყოს (ხრამის სიმაღლის გათვალისწინებით) და ეს შეიძლება იყოს არაუმეტეს ათეული ბოთლისა.

 

აღნიშნულ ანგარიშზე განმარტება გააკეთა ასევე, შპს „გ-------ის“ წარმომადგენელმა და გამოკვლევის აქტის ავტორმა გ------ი ი----–---–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ანგარიშში დეტალურადაა ასახული ი------ პ------ის (ინსპექციის დროს დამსწრე სპეციალისტი) მიერ ადგილზე დათვალიერებისას ნანახი და მისთვის გადაცემული ინფორმაცია, ამასთან ყალბი ინფორმაციის გაცემა მათი მხრიდან გამორიცხულია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არააა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომანქანაში არსებული ბოთლების რაოდენობა შეესააბამებოდა საბაჟოსა და შპს „ა-–---ის ღვინის ქარხნის“ მონაცემებს, მეტიც, საქმეში წარმოდგენილი შპს „K---’s a-- F-----“-ის დირექტორის ლ----- მ------–---–ის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ მათი მხრიდან დათვალიერების შედეგად ადგილზე აღმოჩნდა ბოთლების მცირე რაოდენობა.

 

ამდენად, პალატა იზიარებს საქმეში არსებულ შპს „გ-------ი - საზღვაო კონსულტანტები და სიურვერების“ შემოწმების ანგარიშგებას და დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ბოთლების რაოდენობა ნაკლებია გადაზიდვის დოკუმენტაციაში მითითებულ ოდენობასთან შედარებით.

 

- ბოთლებში არსებული ღვინო ხარისხით, მარკირებით, შეფუთვით და ფასით არ შეესაბამება ხელშეკრულების საგანს, არც ამავე ღვინის ბოთლების ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას და არც თავად მწარმოებელი ქარხნის მიერ აღნიშნულ ღვინოსთან დაკავშირებით ოფიციალურად გაცემულ ინფორმაციას.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი ანჟეს სააპელაციო სასამართლოს ექსპერტის ჟ-----–--–-------ს მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნიდან დგინდება, ავტოსაგზაო შემთხვევიდან ამოღებული ღვინო არ შეესაბამება წითელი ღვინის სტანდარტებს, რომლებიც იყიდება მსოფლიო ბაზარზე. (ტ.2, ს.ფ. 162-229) მართალია აპელანტი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ ექსპერტისთვის გადაცემული ღვინო შესაძლოა არ ყოფილიყო ავტოავარიის შედეგად ამოღებული, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს აპელანტის ვარაუდს, რომელიც არაა დადასტურებული რაიმე მტკიცებულებით, შესაბამისად, იმ პირობებში, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მოცემულია ღვინის მახასიათებლები, რომლებიც შესაბამისობაშია დაზღვევის საგანთან, ივარაუდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ღვინო სწორედ სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელია, რომელიც ავტოავარიის შედეგად იქნა ამოღებული.

 

აღნიშნული ფაქტის დადგენილად მიჩნევით, ირკვევა, რომ შპს „K---’s a-- F-----“-ის მიერ მზღვეველისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ ღვინის ფასი შეადგენს 160 ევროს, არასწორია. დასახელებული ექსპერტიზის თანახმად, ღვინის ფასი დაახლოებით 9-დან 12 ევრომდეა. ამდენად, შპს „K---’s a-- F-----“-ის მიერ დაზღვეული ღვინო, რომლის რეალური ფასიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ნასყიდობის ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში მიიღებდა დაზღვევის თანხას, რომელიც 1 140 480 ევროს უტოლდება. აღნიშნული ფაქტი გამოკვეთს იმ მოტივს, რაც შეიძლება შპს „K---’s a-- F-----“-ს ჰქონოდა სადაზღვევო შემთხვევის განზრახ მოწყობით. იგი მიიღებდა 1 140 480 ევროს იმ საქონელში, რომელის ფასიც გაცილებით ნაკლებია.

 

იმისთვის, რომ დადგინდეს შპს „K---’s a-- F-----“-ის განზრახვა, აუცილებელია დადგენილი იქნეს, იცოდა თუ არა მან სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისას, რომ ღვინის რეალური ფასი.

 

- შპს „K---’s a-- F-----“-ს უნდა სცოდნოა იმის თაობაზე, რომ დაზღვეული ტვირთის რეალური ღირებულა და ოდენობა არ შეესაბამებოდა საბაჟო დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 808-ე მუხლის თანახმად, დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.

 

უდავოა ის ფაქტი, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას, არსებით პირობას წარმოადგენს სადაზღვევო საქონლის ღირებულების სწორად მითითება, რადგან სადაზღვევო თანხა დაზღვევის საგნის ფასიდან გამომდინარეობს. ამდენად, ფასის მითითება არსებით გარემოებად უნდა შეფასდეს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მზღვეველის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებზე, კერძოდ მოწმე ე----- მ--------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ იქნა სადაზღვევო კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია ალკოჰოლური სასმელის კონკრეტული სახეობის და ერთეულის ღირებულების შესახებ. აღნიშნული დასტურდება ასევე ტვირთის დაზღვევის პოლისიდანაც, სადაც მითითებულია, რომ დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს „ალკოჰოლური სასმელი მუყაოს ყუთებში თანდართული ანკეტის შესაბამისად“. რაც შეეხება იმ გარემოების დადასტურებას, რომ შპს „K---’s a-- F-----“-მა სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას იცოდა ან უნდა სცოდნოდა დაზღვევის ობიექტის რეალური ფასი, აღნიშნული დასტურდება თავად შპს „K---’s a-- F-----“-ის დირექტორის ლ----- მ------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებით, სადაც იგი უთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებადე მას ღვინო ჩამოუსხეს სადეგუსტადიოდ კასრიდან, ასევე მან ჩაუტარა შესაბამისი ექსპერტიზა ღვინოს და დადგენილი იქნა მისი ხარისხის შესაბამისობა მითითებულ სტანდარტთან.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენით დასტურდება, რომ ღვინო, რომელიც ავტოავარიის შედეგად განადგურდა იყო გაცილებით ნაკლები ოდენობის, ვიდრე ეს გადაზიდვის მიღება-ჩაბარების აქტშია მითითებული, ამასთან ავტოავარიიდან ამოღებული ღვინო არ შეესაბამება იმ ღვინის სტანდარტს, რომელზეც მხარეთა შორის დაიდო სადაზღვევო ხელშეკრულება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან, არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ შპს „K---’s a-- F-----“-მა იცოდა იმის თაობაზე, რომ გადაზიდვის შედეგად განადგურებული ღვინო არ იყო იმ ფასის შესაბამისი, რომელზეც შპს „ა-–---ის ღვინის ქარხანასთან“ იქნა დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ყოველივე ზემოაღნიშნული აჩენს ეჭვს იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა არ იყო გამოწვეული შემთხვევით. აღნიშნულს ადასტურებს ასევე სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა. დასახელებული გარემოებების ერთობლიობაში ქონა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შემთხვევა, როდესაც დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოწვეულია დამზღვევის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც დასახელებული ნორმის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდეს თავისი მოვალეობის შესრულებისგან და ზიანის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებისგან.

 

4.3 სს სადაზღვევო კომპანია „ა-–-----ს“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დასკვნებზე მითითება

 

სამოქალაქო კოდექსის 822-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოტყუებით დადებული ხელშეკრულება გულისხმობს, რომ ერთი მხარე ცდილობს მეორე მხარის განზრახ შეცდომაში შეყვანას, რათა არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააფორმოს ხელშეკრულება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოტყუებით დადებული გარიგება სახეზე არაა.

 

აპელანტი მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებად მიიჩნევს შპს „K---’s a-- F-----“-ის მიერ არარეალურად მაღალ ფასად იმ ხარისხის ღვინოს დაზღვევას, რომლის ღირებულებაც დადგენილია, რომ გაცილებით ნაკლებია. მისი განმარტებით, მოსარჩელემ იცოდა ღვინის დაბალი ხარისხის შესახებ და განზახ დამალა მისი ღირებულება.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა მოტყუებით დადებული გარიგება, არამედ სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისას ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება იყო. პალატას მიაჩნია, რომ შპს „K---’s a-- F-----“-ის მიერ დაზღვევის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა (რითაც დადასტურდებოდა ღვინის ღირებულება), არ შეიძლება მოტყუებით დადებულ გარიგებად შეფასდეს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სს სადაზღვევო კომპანია „ა-–----ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის გადახდა არ დაეკისრა (რადგანაც დადგინდა, რომ დაზღვევის თანხა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დაზღვევის საგანი) და იგი გათავისუფლდა ვალდებულებისგან, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.

 

პალატა აქვე აღნიშნავს, რომ შპს „K---’s a-- F-----“-ის თავდაპირველი სარჩელის განხილვის ფარგლებში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „K---’s a-- F-----“-ის დირექტორმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ღვინის ნამდვილი ღირებულება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს „K---’s a-- F-----“-ის მიერ ღვინოში გადახდილი იქნა სწორედ 160 ევრო. აღნიშნული ხელშეკრულება ნამდვილია და საცილოდ გამხდარი არაა. ამ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით განისაზღვრა დაზღვევის ღირებულება და სადაზღვევო პოლისი. თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში დადგენილი იქნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოღებული ღვინო არ შეესაბამებოდა ღვინის სტანდარტს, რამაც დაბადა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შპს „K---’s a-- F-----“-ის მიერ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მოხდა სადაზღვევო შემთხვევა, ხოლო რადგან სადაზღვევო პოლისში ღვინის ღირებულება მოსარჩელის მიერ არ იქნა სათანადოდ მითითებული, აღნიშნული გახდა იმის საფუძველი, რომ სს „ა-–-----“ გათავისუფლდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოტყუებით დადებული ხელშეკრულება სახეზე არაა, რის გამოც სს „ა-–-----ს“ შეგებებული სარჩელი სადაზღვევო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პალატა არ ეთანხმება სს სადაზღვევო კომპანია „ა-–-----ს“ მითითებას, რომ მხარეებს შორის მოტყუებით დაიდო ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულება და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მოცემულობა სახეზე არაა, შესაბამისად, მიაჩნია, რომ სს სადაზღვევო კომპანია „ა-–-----ს“ მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არაა შემხებლობაში საქმესთან, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა უარი, მათ საქმეზე დართვაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ შპს „K---’s a-- F-----“-ის და სს „ა-–-----ს“ სააპელაციო საჩივრების პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 7 000 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „K---’s a-- F-----“-ის და სს სადაზღვევო კომპანია „ა-–-----ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: მ. სულხანიშვილი

 

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა

 

გოდერძი გ------იშვილი