გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
330210016001309867
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/8459-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ჩ------------------------------------------ი (ჩ----------------------------------–-------)

წარმომადგენელი - ი-----–- ჟ------ი, ა------------

მოპასუხე - ს---------------------------- ჯ------------–-----ი“

წარმომადგენელი - ა------- პ---------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ს---------------------------- ჯ------------–-----ს“ მოსარჩელე შპს ,,ჩ------------------------------------------ის (ჩ----------------------------------–-------) სასარგებლოდ დაეკისროს, დაზღვეული პირების - ს---------–---ის, ს----------–ის, ლ------, მ------–---–---ს, თ----------------ის, ლ----------ს, ჩ--------ის, ვ---–-------ის, უ--------–---–ის, გ---------------ის და ა----------------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება, 68 371.11 ლარის ოდენობით;

 

1.2. მოპასუხე ს---------------------------- ჯ------------–-----ს“ მოსარჩელე შპს ,,ჩ------------------------------------------ის (ჩ----------------------------------–-------) სასარგებლოდ დაეკისროს აწ გარდაცვლილი დაზღვეული პირების მკურნალობისა და გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯების - 27 584 ლარის ანაზღაურება;

 

1.3. მოპასუხე ს---------------------------- ჯ------------–-----ს“ მოსარჩელე შპს ,,ჩ------------------------------------------ის (ჩ----------------------------------–-------) სასარგებლოდ დაეკისროს ქონებრივი ზიანის ანაზრაურება 456 172 შვეიცარიული ფრანკისა და 73019,52 ლარის ანაზღაურება;

 

1.4. მოპასუხე ს---------------------------- ჯ------------–-----ს“ მოსარჩელე შპს ,,ჩ------------------------------------------ის (ჩ----------------------------------–-------) სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო სემთხვევის შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი 16859,14 ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 4, ს.ფ. 3-23).

 

წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელის თანახმად, ს---------------------------- ჯ------------–-----სა“ და შპს ,,ჩ------------------------------------------ს“ შორის 2010 წლის 05 ოქტომბერს დაიდო სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2.1 მზღვეველის თანხმობა უზრუნველყოს დაზღვეული პირის დაზღვეული ქონება/პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების, პოლიტიკის დებულებების, სადაზღვევო დებულებების და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელემ სრულად და ჯეროვნად გადაიხადა სადაზღვევო მომსახურებისთვის გათვალისწინებული სადაზღვევო პრემია.

 

2011 წლის 13 ივნისს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგათ ს---------–---ს და ლ--------.

 

2011 წლის 20 სექტემბერს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა ს----------–ის (ქ-----------–ი).

 

2011 წლის 11 ოქტომბერს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა ლ------ (ი------–------. დამზღვევმა წერილობითი შეტყობინებებით შეატყობინა მზღვეველს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ.

 

2011 წლის 17 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზიანდა წყალგამშვები, მისასვლელი გზა და მუშაკთა ბანაკი. მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 121140.79 ლარი. დამზღვევმა წერილობითი შეტყობინებებით შეატყობინა მზღვეველს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების შესახებ.

 

2011 წლის 08 აგვისტოს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ იქნა კომპანია შ--------------------------–----“ კუთვნილი გაზის მილი. მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 16 859.14 ლარი. დამზღვევმა წერილობითი შეტყობინებებით შეატყობინა მზღვეველს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების შესახებ.

 

2011 წელს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა „ჰ--------“ ექსკავატორის ძრავი, რამაც გამოიწვია 8 731 ლარის ზიანი. დამზღვევმა წერილობით შეატყობინა მზღვეველს აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

2012 წლის 30 იანვარს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ იქნა საბურღი. მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 64 288.52 ლარი. დამზღვევმა წერილობითი შეტყობინებებით შეატყობინა მზღვეველს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების შესახებ.

 

2011 წლის 29 დეკემბერს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა მ------–---–---ს. მკურნალობის ხარჯებმა და ზარალის ოდენობამ შეადგინა 2435.13 ლარი. დამზღვევმა წერილობითი შეტყობინებებით შეატყობინა მზღვეველს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების შესახებ.

 

2012 წლის 19 თებერვალს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა თ---------------------ეს. მკურნალობის საერთო ხარჯმა შეადგინა 1658.16 ლარი. დამზღვევმა წერილობითი შეტყობინებებით შეატყობინა მზღვეველს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების შესახებ.

 

2012 წლის 16 თებერვალს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა ლ----------ს. მკურნალობის საერთო ხარჯმა შეადგინა 1361 ლარი. დამზღვევმა წერილობითი შეტყობინებებით შეატყობინა მზღვეველს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების შესახებ.

 

2012 წლის 13 მარტს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა შ--------ს. მკურნალობის საერთო ხარჯმა შეადგინა 25 717,82 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ შეატყობინა მოპასუხეს.

 

2012 წლის 06 ივნისს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა ვ---–-------ს. მკურნალობის საერთო ხარჯმა შეადგინა 6 873 ლარი, რაც მოსარჩელემ შეატყობინა მოპასუხეს.

 

2012 წლის 08 ივლისს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა რ------------ს, რომლის მკურნალობის საერთო ხარჯმაც შეადგინა 15 326 ლარი.

 

2012 წლის 19 ოქტომბერს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ლ--------------ი. საერთო ხარჯმა შეადგინა 27 584 ლარი, რაც ასევე ეცნობა მოპასუხეს.

 

2013 წლის 25 მარტს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგათ უ--------–---–სა და გ---------------ეს. მათმა მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 15 000 ლარი, რის თაობაზეც ეცნობა მოპასუხეს.

 

2013 წლის 14 თებერვალს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა ა----------------–---–ს. მკურნალობის საერთო ხარჯმა შეადგინა 12 000 ლარი, დამზღვევმა წერილობითი შეტყობინებებით შეატყობინა მზღვეველს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების შესახებ.

 

2012 წლის 22 მაისს, ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად, ს----------–-------------ის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებისას დაზიანდა სადრენაჟე არხი, წყალგამშვები ხიდი, მისასვლელი გზა და ა.შ. ზიანის საერთო ღირებულებამ შეადგინა 456 172 შვეიცარული ფრანკი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის კომუნიკაცია ხდებოდა შემდეგი ფორმით. მოსარჩელის წარმომადგენელს წერილობითი დოკუმენტი პირადად მიჰქონდა მოპასუხესთან, რასაც სპეციალურ სააღრიცხვო დოკუმენტზე მოპასუხის წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებდა. შესაბამისად, დასტურდება, რომ მოპასუხეს ჩაბარდა შემდეგი შეტყობინებები: #----------------------------------------------------- იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული თანხების ანაზღაურება არ მოხდა მოპასუხის მიერ მოსარჩელემ მომართა სასამართლოს (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს---------------------------- ჯ------------–-----მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2010 წლის 05 ოქტომბერს, შპს ,,ჩ------------------------------------------ის“ მუდმივმოქმედ ფილიალსა და ს---------------------------- ჯ------------–-----ს“ შორის დაიდო სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულება, ხოლო შემდგომში აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში, გაფორმდა კონკრეტულ სახეობაში დაზღვევის ხელშეკრულებები და გაიცა შესაბამისი პოლისები. მითითებული კონკრეტული დაზღვევის პოლისი/ხელშეკრულებების თანახმად, დაზღვეულ პირად (მოსარგებლე, ბენეფიციარი) ამავე ხელშეკრულებების პირობების თანახმად, მიჩნეულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და იმ დროისთვის შპს ,,ს----------–-------------ა.“

 

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ე.წ. ,,სარეგისტრაციო ჟურნალიდან“ ამონარიდი, სადაც მიყოლებით მოცემულია სხვადასხვა, არათანმიმდევრული თარიღების შეტყობინებების ,,ჩაბარების დასტურები“, რაც არ ადასტურებს მოპასუხე კომპანიის ინფორმირებას სადაზღვევო შემთხვევების თაობაზე. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სადაზღვევო კომპანიაზე როგორც შემთხვევის შეტყობინების, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარების ფაქტი. ამასთან, მტკიცებულებათა დიდი ნაწილი შესრულებულია არასახელმწიფო ენაზე, საიდანაც მხოლოდ ნაწილია თარგმნილი. ამასთან მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელესთან არ ყოფილა დადებული ჯანმრთელობსი დაზღვევის ხელშეკრულება. ამასთან, მოპასუხე მხარემ მიუთითა ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადაზღვევო შემთხვევები, რომლებიც დადგა სარჩელსი შემოტანამდე 3 წლით ადრე პერიოდში, შესაბამსიად, არის ხანდაზმული, ვინაიდან თავდაპირველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 07 აპრილს ანუ 3 წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, რაც ასევე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2010 წლის 05 ოქტომბერს, ს---------------------------- ჯ------------–-----ს“ და შპს ,,C-------------------------------“-ის მუდმივმოქმედ განყოფილებას (ფილიალს) დაიდო სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულება------------ რომლის საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა უზრუნველყოს დაზღვეული პირის დაზღვეული ქონება/პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების, პოლიტიკის დებულებების, სადაზღვევო დებულებისა და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრული სადაზღვევო პრემიის გადახდის და პირველი პრემიის ნაცვლად და დაზღვეული პირისთვის შეთანხმებული სადაზღვევო პოლისის გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

დაზღვევის ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაში უნდა შესულიყო ნებაყოფლობითი მშენებლობის პროექტი დაზღვევის უზრუნველმყოფი დებულებები (კონტრაქტორების ყველა რისკის დაზღვევა, მანქანა-დანადგარების დაზღვევა, დამსაქმებელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა). აღნიშნული ტიპ(ებ)ის ნებისმიერი დაზღვევა მხარეთა შორის რეგულირდებოდა წინამდებარე ხელშეკრულებით.

 

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევიდა ორივე მხარის მიერ ხელმოწერისთანავე და ძალაში იყო 05.10.2013 წლამდე.

 

#2------ ინვოისით განისაზღვრა დაზღვევის ტიპი: კონტრაქტორთა ყველა რისკების დაზღვევა (მესამე მხარის პასუხისმგებლობა და კონტრაქტორის მექანიზმები და აღჭურვილობა), პროფესიული კომპენსაციის დაზღვევა, დამსაქმებელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა. დაზღვეული: C------------------------------- C--------)“-ს საერთო საწარმო და სს ,,ხ----–--ი“.

პოლისი: #--------------------------------- სულ სადაზღვევო პრემია - 870 000 შვეიცარული ფრანკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05/10/2010 წლის სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულება #--------- (ტომი 4, ს.ფ. 25-35)

- ინვოისი #2------

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. თანამშრომელთა ვალდებულებების დაზღვევის პოლისის #--------- 1-ლი და მე-3 პუნქტების თანახმად, დაზღვეული (პოლისის მფლობელია) ჩ------------------------------------------ისა და ,,ს----------–-------------ის“ ერთობლივი საწარმო, ამასთან თანამშრომლობით დაზღვეულ(ებ)ი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (----) და ,,ს----------–-------------ა“ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თანამშრომელთა ვალდებულებების დაზღვევის პოლისი #--------- (ტომი 4, ს.ფ. 112-135)

- დაზღვევის ფორმულირება - კონტრაქტორთა რისკები (ტომი 4, ს.ფ. 80-111)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. კ--------- სა-----–---------------------–----–---------------ოს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის სასამართლო ექსპერტის კლინიკური შეფასების მოსაზრების ანგარიშის თანახმად, 2011 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 01 საათზე, (ადგილობრივი დროით) საქართველოში ჩინეთის 23-ე სარკინიგზო ბიუროს ჯგუფის საინჟინრო კორპორაციის #- საქალაქო გვირაბის მშენებლობისას მეწყერის ჩამოწელის შედეგად ს---–----–----- დაიზიანა გულ-მკერდი და ზურგი. იმ დროისთვის მისი ორივე კიდური იყო პარალიზებული. დაზიანების შემდეგ, სუ ჟენგლუნი სამკურნალოდ იყო ადგილობრივ საავადმყოფოში.

 

ასევე საქმეში წარმოდგენილია ს-----------------------–-------------–-----------------–--------–-----–--------- მიერ გაცემული ცნობა ს---–---–------- ჩატარებული მკურნალობის ხარჯის დადასტურების თაობაზე. წარმოდგენილი ცნობის და სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, ს---–---–------- ჩატარებული მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 6530 ლარი.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია სუ ჟენლუნგის მკურნალობაზე გადახდილი სხვა ოდენობის თანხების, კერძოდ, 3188 ლარის, ფ-----------ზე ჩატარებული მკურნალობის 145 ლარის და 7280 ლარის, ჭ----–--------ე ჩატარებული მკურნალობის ხარჯის 340 ლარის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ტომი4, ს.ფ. 139-141)

- სალაროს შმოსავლის ორდერები (ტომი 4, ს.ფ. 142-151)

- შეტყობინება ავარიის შესახებ (ტომი 4, ს.ფ. 160-162)

- მიმართვები (ტომი 4, ს.ფ. 164-166; 191-195)

- სასამართლო ექსპერტის კლინიკური შეფასების მოსაზრების ანგარიში #------ (ტომი 4, ს.ფ. 196-198)

- სასამართლო ავტორიზაციის ლიცენზია, სერტიფიკატი #--------- (ტომი 4, ს.ფ. 199-202)

- სასამართლო ექიმის შეფასების კონსიგნაციის ანგარიში (ტომი 4, ს.ფ. 203)

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი 4, ს.ფ. 220-231)

- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-----ა (ტომი 4, ს.ფ. 233-236)

- კალკულაცია (ტომი 4, ს.ფ. 237-242)

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი 4, ს.ფ. 246-256)

 

4.4. ს---------------------------- ჯ------------–-----ისადმი“ სახელზე დაწერილი #--- შეტყობინების თანახმად, 2011 წლის 20 სექტემბერს, სარკინიგზო შემოვლითი პროექტის მშენებლობისას მოხდა უბედური შემთხვევა, რა დროსაც გვირაბის დამხმარე მუშა ქ-----------–იმ მიიღო მძიმე ფიზიკური დაზიანება. 00:10 საათზე, როდესაც ქ----------–- ადუღებდა ფოლადის ჩარჩოს გვირაბის ნაწილიდან ჩამოვარდა ლოდი, რამაც დააზიანა მისი მარჯვენა ხელი და თავი. უბედური შემთხვევის შემდეგ ქ-----------–ი წინასწარი გადაუდებელი მოთხოვნების დაცვით დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #--- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 124-125)

- ფოტო-მასალა (ტომი 1, ს.ფ. 126)

 

4.5. C--------- და შპს ,,ხ----–--ის“ ავარიის შესახებ შეტყობინების თანახმად, 2011 წლის 11 ოქტომბერს, 13:00 საათზე გვირაბი #--–ი სპეციალიზებულ უსაფრთხოების ოფიცერმა მხარდამჭერი სამშენებლო ჯგუფის მუშებს აცნობა მისულიყვნენ სამუშაოდ. რვა სამშენებლო მუშა მივიდა 13:20 საათზე. 13:50 საათზე, სარისკო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გეოდეზისტებს ეცნობათ დაეწყო საქმე. ჩამტვირთავის მძღოლმა დაცალა თაღოვანი ჩარჩო და ფოლადის ბადე სამუშაო პლატფორმაზე. 14:10 საათიდან 14:40 საათამდე ჩატარებულ იქნა წინასწარი გაშხეფა. 14:40 სთ-ზე მოხდა დაგეგმარება. 15:00 სთ-ზე მუშებმა დაიწყეს თაღოვანი ჩარჩოს დამონტაჟება. 15:14 სთ-ზე როცა L---- ადნობდა შეერთებულ ფოლადის სვეტს პლატფორმაზე ერთი ქვა წონით 0.5 ტონა და ზომით 1.8 მ(სიგრძე) დავარდა. ლ------ დაუშავდა მარცხენა მკლავი, მას შემდეგ, რაც უბედური შემთხვევა მოხდა, დამსაქმებელმა კომპანიამ L---- დაუყოვნებლივ გააგზავნა საავადმყოფოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- C--------- და შპს ,,ხ----–--ის“ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 135-137)

 

4.5. C--------- და შპს ,,ხ----–--ის“ მიერ 2012 წლის 06 ივნისს ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ მიწერილი წერილის თანახმად, დაზღვეული კომპანიები მიუთითებდნენ, რომ ისინი სადაზღვევო კომპანიას უგზავნიან ზუსტ ინფორმაციას და დამამტკიცებელ საბუთებს, რომლებიც ჩინეთიდან მიიღეს დაშავებული მუშების მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- C--------- და შპს ,,ხ----–--ის“ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 139-140)

 

4.6. C--------- და შპს ,,ხ----–--ის“ მიერ 2012 წლის 31 აგვისტოს ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ მიწერილი წერილის თანახმად, დაზღვეული კომპანიები მიუთითებდნენ, რომ ისინი სადაზღვევო კომპანიას უგზავნიან ზუსტ ინფორმაციას და დამამტკიცებელ საბუთებს, რომლებიც ჩინეთიდან მიიღეს დაშავებული მუშების მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- C--------- და შპს ,,ხ----–--ის“ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 165-166)

- სანოტარო ცნობა კ--------- სა-----–---------------------–----–---------------ოს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 167-181)

 

4.7. #--- წერილის თანახმად, 2011 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე, გვირაბის გაყვანისა და საშიშროების გაწმენდის შემდეგ, საჰაერო ბურღზე მომუშავე მუშების ს-------–------ და ლ-------- მიერ ხვრელის ბურღვისას, რომელიც საჭირო იყო მეტალის ჩარჩოს გამყარებისთვის, ყოველგვარი წინასწარი ნიშნის გარეშე გვირაბის ზედაპირზე არსებული კლდის ნაწილმა დაიწყო ვარდნა, დაახლოებით 400-500 კგ და შედეგად დააზიანა ზემოთ ხსენებული მუშები. ეს იყო გაუთვალისწინებელი და დამუშავებული მუშები სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში.

 

ამავე წერილის თანახმად, 20 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ზედაპირზე მნგრეველით მუშაობისთვის მზადებისას, დამხმარე ჯგუფის 9 წევრი, მათ შორის ქ----------–- გვირაბში შევიდა. შესაბამისი ინსტრუქციების მიცემისა და მოთხოვნების ახსნის შემდეგ, მუშებმა დაიწყეს საშიში კლდის გაწმენდითი სამუშაოები. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი შემოწმება ჩატარდა გვირაბში უფროსი მუშისა და უსაფრთხოების ოფიცრის მიერ და შემოწმების შემდეგ გაიცა მუშაობის გაგრძელების უფლება. 00:10 საათზე, როდესაც ქ-----------–ი ადუღებდა ფოლადის ჩარჩოს, გვირაბის ნაწილიდან ჩამოვარდა ლოდი, რამაც დააზიანა მისი მარჯვენა ხელი და თავი. უბედური შემთხვევის შემდეგ, ქ-----------–ი წინასწარი გადაუდებელი მოთხოვნების დაცვით დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- C--------- და შპს ,,ხ----–--ის“ წერილი #--- (ტომი 1, ს.ფ. 188-191)

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი 1, ს.ფ. 192-204)

- სამედიცინო დოკუმენტაცია, ცნობა 1---- (ტომი 1, ს.ფ. 205)

- სამედიცინო დოკუმენტაცია, ცნობა #----- (ტომი 1, ს.ფ. 206)

- კალკულაცია (ტომი 1, ს.ფ. 207-210)

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი 1, ს.ფ. 213-218)

- სამედიცინო დოკუმენტაცია, ცნობა #1---- (ტომი 1, ს.ფ. 224-225)

- კალკულაცია (ტომი 1, ს.ფ. 230-233)

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი 1, ს.ფ. 238-246)

- კალკულაცია (ტომი 1, ს.ფ. 248-253)

 

4.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 10.10.2011 წლის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა 2011 წლის 09 სექტემბრის განცხადება და ვ---–-------- მიეცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2011 წლის 10 ქოტომბრიდან 2012 წლის 10 ოქტომბრამდე.

 

საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის თანახმად, ს---------–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანის მიერ მძიმე მდგომარეობაში იქნა მიყვანილი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მას ჩაუტარდა რეზექციული ტრეპანაცია მარჯვენა საფეთქლის არეში, მარჯვენა წინამხრის ამპუტაცია, ლაპარატომია, გასტრორაფია, ჰეპატორაფია, მუცლის ღრუს სანაცია დრენირება, ტრაქეოსტომია, რეანიმაციული მკურნალობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.10.2011 წლის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 255-156)

- ჯანმრთელობის ცნობა #----- (ტომი 1, ს.ფ. 265-266)

- სასამართლო ექიმის კლინიკური შეფასების ანგარიში (ტომი 1, ს.ფ. 313-356)

- სამედიცინო შეფასების ანგარიში (ტომი 2, ს.ფ. 1-28)

 

4.9. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ მიწერილი #5-- წერილის თანახმად, 2011 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე მოვიდა ძლიერი წვიმა. მოკლე დროში დიდი ოდენობის წყალი დაგროვდა და სრულებით გაანადგურა დასრულებული მილსადენი, შესასვლელი გზა და მუშათა ბანაკები. მუშების უსაფრთხოებისთვის ისინი დაცულ ადგილზე გადაიყვანეს. დასრულებული მილსადენები და შესასვლელი გზა სხვადასხვა დონეზე დაზიანდა. კომპანიის დანახარჯებმა და დანაკარგებმა შეადგინა 16 859.14 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 26 დეკემბრის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 30)

- ფოტო-მასალა (ტომი 2, ს.ფ. 31-39)

 

4.10. 2011 წლის 26 დეკემბრის წერილში, რომელიც C------ და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივმა საწარმომ მიწერა ს---------------------------- ჯ------------–-----ს“, აღნიშნულია, რომ 2011 წლის 08 აგვისტოს, 18:30 საათზე, შ--------------------------–----“ კუთვნილი მილი, დაზიანდა თბილისის რკინიგზის გვერდის ამვლელი პროექტის ფარგლებში, ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიერ განხორციელებული აქტივობების ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 26 დეკემბრის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 30)

- ფოტო-მასალა (ტომი 2, ს.ფ. 31-39)

- შ--------------------------–----“ 2011 წლის 16 აგვისტოს წერილი (ტომი 2, ს.ფ. 43)

- საგადახდო დავალება #- (ტომი 2, ს.ფ. 44)

 

4.11. C---- -სა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ ს---------------------------- ჯ------------–-----ისადმი“ მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ მუხლუხა ექსკავატორის H----------------------- (1900 ვ/სთ) ძრავი გამოვიდა მწყობრიდან. მცირე რკინის ნაწილაკების იყო გატეხილი ძრავის ცილინდრის შიგნით, რომელმაც გამოიწვია ძრავის დგუშისა და ცილინდრიანი ძრავის კედლების დაზიანება. იგი შეკეთებულ იქნა შ--------------------------“ მიერ და სათადარაგო ნაწილები შეძენილ იქნა ,,------------------------–---

 

H----------------------- (1900 ვ/სთ) შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების სრულმა საფასურმა შეადგინა 8731 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- C---- -სა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს წერილები (ტომი 2, ს.ფ. 49-52; 110-112)

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ტომი 2, ს.ფ. 53-55; 60; 62; 64; 66; 71; 73)

- სასაქონლო ზედნადები #1--------- (ტომი 2, ს.ფ. 56; 63; 72)

- ინვოისები (ტომი 2, ს.ფ. 57-58; 61; 65; 67-70; 74)

- ფოტო-მასალა (ტომი 2, ს.ფ. 59; 75-79)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.12. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ 2012 წლის 12 იანვარს მიწერილი წერილის თანახმად, 2011 წლის 29 დეკემბერს,--- ბეტონის ქარხანაში გალვანური რკალის შედეგად მუშამ მიიღო დაზიანება: 2011 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებიღ 14:50 საათზე #1 ბეტონის ქარხანაში მანქანების რეგულარული შემოწმებისას, პასუხისმგებელმა პირმა აღმოაჩინა, რომ ცემენტის მანქანას რაღაც სჭირდა. ადგილობრივი ტექნიკოსისთვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ხელმეორედ შეამოწმეს მანქანა და აღმოჩნდა, რომ მანქანაში ზეთი საჭიროზე ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ზეთის მიწოდება. შემდეგ მან ადგილზე მყოფ მუშას სთხოვა შეეჩერებინა ზედა-წნევის მიწოდება. ამ დროს კი გალვანურმა რკალმა მას დაუწვა სახე. როგორც წერილშია აღნიშნული, დამზღვევმა კომპანიამ მის საავადმყოფოში გადასაყვანად დაუყოვნებლივ მოამზადა მანქანა და პერსონალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 12 იანვრის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 132-133)

- ფოტო-მასალა (ტომი 2, ს.ფ. 134-135)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.13. მ------–---–---ს და შპს ,,ჩ------------------------------------------ს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის საგანს წარმოადგენდა დასაქმებულისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად დასაქმებულისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 1500 ლარს. საკომპენსაციო თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო შეთანხმების ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის შეთანხმება (ტომი 2, ს.ფ. 136-137)

- ქვითრები, სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 2, ს.ფ. 140-146)

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 147-148)

 

4.14. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ 2012 წლის 22 თებერვალს მიწერილი წერილის თანახმად, 2012 წლის 19 თებერვალს, 10:30 საათზე, ადგილობრივ მუშას დაუზიანდა სახე, რისი მიზეზიც იყო P---ს ტერიტორიაზე შემაკავებელი კედლის ახალი ხაზის შენებისას ძლიერი ქარისგან ავარდნილი ბამბუკის ნაწილის მოხვედრა. დარტყმისგან ის დაეცა და ბამბუკის ნაჭერი ჩავარდა 21-ე გასამაგრებელი კედლის ორმოში. დაშავებული მუშა (------- დაუყოვნებლივ გააგზავნეს საავადმყოფოში და დიაგნოზი აღმოჩნდა ყბისქვეშა წვრილი ძვლის მოტეხილობა. ოპერაცია დასრულდა 2012 წლის 20 თებერვალს და მალევე გაიწერა საავადმყოფოდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზიანების ანგარიში (ტომი 2, ს.ფ. 151-152)

- კალკულაცია (ტომი 2, ს.ფ. 154-156)

- სასაქონლო ზედნადები (ტომი 2, ს.ფ. 157)

- ანგარიშ-ფაქტურები (ტომი 2, ს.ფ. 158-159)

- ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 165-166)

- ჩეკები და ქვითრები (ტომი 2, ს.ფ. 169-170)

- კალკულაცია (ტომი 2, ს.ფ. 172-174)

- ფოტო-მასალა (ტომი 2, ს.ფ. 160-163)

 

4.15. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ 2012 წლის 05 მარტს მიწერილი წერილის თანახმად, 2012 წლის 16 თებერვალს, ლ---------- ყინვისა და დიდთოვლობის გამო მოყინულ გზაზე ჟანგბადის ავზების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის დროს დაეცა.შედეგად დაიზიანა მარჯვენა ხელის არათითი. საავადმყოფოში მას ჩაუტარდა შემოწმება და მკურნალობა. ოპერაციისა და სხვა სამედიცინო ხარჯების ჯამია 1361 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაშავებული პირის ანგარიში (ტომი 2, ს.ფ. 178-179)

- 2011 წლის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 180-182)

- წინასწარი ანგარიშ-ფაქტურა (ტომი 2, ს.ფ. 193)

- ორთოპედიული მოწყობილობის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 2, ს.ფ. 199)

- გაწეული მომსახურებების სია (ტომი 2, ს.ფ. 201)

 

4.16. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ 2012 წლის 14 მარტს მიწერილი წერილის თანახმად, 2012 წლის 13 მარტს, 9:45 საათზე თბილისის სარკინიგზო შემოვლითი პროექტის #- გვირაბში მოხდა მექანიკური უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც დაშავდა უსაფრთხოების ინსპექტორი. შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ოქმი. შემთხვევის დაზიანდა მუშა ჩ--------ი, რომელსაც მარჯვენა წვივი მოყვა მნგრეველის ქვეშ. იგი გამაგრებითი სამუშაოების მუშებმა და მმართველმა თანამშრომლებმა გადაარჩინეს და დაუყოვნებლივ გააგზავნეს საავადმყოფოში. ჩ--------ის დაზიანება შეფასებულია, როგორც მარჯვენა წვივის მოტეხილობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საწარმოო დაზიანების ანგარიში (ტომი 2, ს.ფ. 205-207)

- 2011 წლის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 208-211)

- ფოტო-მასალა (ტომი 2, ს.ფ. 213-215)

- 2012 წლის12 აპრილის განმეორეითი შეტყობინება (ტომი 2, ს.ფ. 222-223)

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი 2, ს.ფ. 226-232)

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 235-236)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.17. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ 2012 წლის 13 ივნისს მიწერილი წერილის თანახმად, 2012 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, დამზღვევი კომპანიის ერ-ერთი თანამშრომელი ჩამოვარდა დროებითი ხიდიდან (სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრი). ვარდნა მოხდა, როდესაც ის ხიდზე გადადიოდა მხარზე შემოდებული კონსტრუქციის ერთი ნაწილით. ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და სამკურნალოდ გაიგზავნა საავადმყოფოში. დიაგნოზი - წელის მალების წვივის მოტეხილობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზიანების ანგარიში (ტომი 2, ს.ფ. 241)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.18. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ 2012 წლის 10 ივლისს მიწერილი წერილის თანახმად, 2012 წლის 08 ივლისს, 15:40 საათზე, მუშამ სახელად რ------------მ, თბილისის სარკინიგზო პროექტის წყალგამშვებ კონსტრუქციის გვერდითა კედლის დაყენებისას დაკარგა საკუთარ ტანზე კონტროლი და კონსტრუქციის გვერდითა კედელზე დაეცა სახით ზემოთ. არმატურის ერთ-ერთმა ნაწილმა, რომელიც ჩამაგრებული იყო ფუნდამენტსა და კედელს შორის დიამეტრით 12 მმ და სიგრძით 15 სმ გამჭოლი ზიანი მიაყენა ზურგის უკანა მხარეს. ამის შესახებ სასწრაფო დახმარება 112- მა და პოლიციამ პასუხისმგებელი პირისაგან მიიღო ინფორმაცია და ნახსენები დაზარალებული პირი პირველადი მკურნალობისთვის გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უსაფრთხოების შემთხვევის ანგარიში (ტომი 2, ს.ფ. 243-244)

 

4.19. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ 2012 წლის 20 ოქტომბერს მიწერილი წერილის თანახმად, 2012 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ლ--- მ----------- ერთ-ერთმა მუშამ, რომელიც ასრულებდა ჩარჩოს აღმართვისა და ბეტონის სტაბილურობის სამუშაოებს, დაახლოებით 4 საათზე, როდესაც დაასრულა შედუღებისა და ფოლადის თაღების დაყენება, ლ---ს ერთი ხელით ეჭირა ბეტონის გასამაგრებელი მილის თავი და იმ მომენტში, როდესაც სხვა მუშამ ჩართო შესადუღებელი მანქანა, მან იყვირა - ელექტრობა. როდესაც ლ---მ დაიყვირა, მუშამ გამორთო მანქანა და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა ლ---ს. ამავე დროს სხვა თანამშრომლებმა დარეკეს პოლიციასა და სასწრაფოში. შემთხვევის ადგილას #- ტუნელში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა დაახლოებით 5:30 საათზე. პოლიციელებმა შემთხვევასთან დაკავშირებით შეადგინეს ოქმი და დაიწყეს გამოძიება. გამოძიების დასრულების შემდეგ, ლ--- მ---------- გვამი სპეციალური მანქანის საშუალებით გადაიტანეს დამკრძალავ ბიუროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიში #- (ტომი 2, ს.ფ. 247-248)

 

4.20. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ 2013 წლის 10 ივლისს მიწერილი წერილის თანახმად, 2013 წლის 25 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ორი ქართველი მუშა მუშაობდა #---ე ფოლადის შემაკავებელი კედლის გამართვაზე. მოულოდნელად, შემაკავებელი ფოლადის მარცხენა მხარე გადმოვარდა მარჯვენა მხარეს, რამაც გამოიწვია მუშა უ--------–---–ის ფეხის და გ---------------ის დაზიანება. მეორე მხარეს არსებულმა მუშებმა მაშინვე დარეკეს სასწრაფოში და ითხოვეს დახმარება. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლისთანავე ორივე დაშავებულს აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და სამკურნალოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 10 ივლისის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 251-252)

- ფოტო-მასალა (ტომი 2, ს.ფ. 253)

- სამედიცინო დოკუმენტაცია (ტომი 2, ს.ფ. 257)

 

4.21. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ მიწერილი #--- წერილის თანახმად, 2013 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 11:20 საათზე, გზის მასწორებლის მძღოლი ა----------------–---–ი, P----ზე სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა, რა დროსაც P----ის ფერდობის გზის გამასწორებელი მარცხენა მხრიდან ამობრუნდა, რამაც გამოიწვია გზის გამასწორებლის გატეხვა და მძღოლს მიაყენა უმნიშვნელო ჭრილობა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #--- წერილი (ტომი 2, ს.ფ. 267)

 

4.22. ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ C------ა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ 2012 წლის 07 აგვისტოს მიწერილი წერილის თანახმად, 2012 წლის 11 მაისს, ჩ------------------------------------------ისა და სს ,,ხ----–--ის“ ერთობლივი საწარმოს მიერ თბილისის შემოვლითი სარკინიგზო პროექტის მშენებლობისას მოხდა წყლის მოვარდნა. წყლის მოვარდნის შესახებ დამზღვევმა კომპანიამ სადაზღვევო კომპანიას წერილობით აცნობა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის ზარალისა და ხარჯების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან სადაზღვევო კომპანიას უმოკლეს ვადებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 07 აგვისტოს წერილი (ტომი 2, ს.ფ. 272)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა - შპს ,,ჩ------------------------------------------ის (ჩ----------------------------------–-------) სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 799-ე, 808-ე, 129-ე, 131-ე მუხლები

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2010 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულება------------ რომლის საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა უზრუნველყოს დაზღვეული პირის დაზღვეული ქონება/პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების, პოლიტიკის დებულებების, სადაზღვევო დებულებისა და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრული სადაზღვევო პრემიის გადახდის და პირველი პრემიის ნაცვლად და დაზღვეული პირისთვის შეთანხმებული სადაზღვევო პოლისის გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო საზღაურის გამონგარიშების წესი, სადაზღვევო შენატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირებები. აღნიშნულ პირობებზე შეთანმხების გარეშე დაზღვევის ხელშეკრულება არ დაიდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ხელშეკრულების პირობები’’ იყოფა: 1) პირობებად, რომლებიც წინასწარ არის ჩამოყალიბებული, გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის და რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნულ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ეწოდება და 2) პირობებად, რომლებიც მხარეთა მიერ დეტალურად არის განსაზღვრული.

 

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უმთავრესი წინაპირობებია დამზღვევის მიმართ დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის. სადაზღვევო დავებში ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების დადგენისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

 

მოცემულ შემტხვევაში დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებების საფუძველზე, სარჩელი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 808-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.

 

სასამართლო აღნიშნული შეტყობინებების საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან და მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარწმუნოდ არ დასტურდება ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ სათანადო წესით ინფორმირება სადაზღვევო შემთხვევების დადგომის თაობაზე.

 

სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ მხოლოდ წერილობითი შეტყობინებების საფუძველზე, მაშინ როცა სარწმუნოდ არ დასტურდება ამ შეტყობინებების სადაზღვევო კომპანიისთვის ჩაბარება, შეუძლებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სადაზღვევო შემთხვევების თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ე.წ. ,,სარეგისტრაციო ჟურნალიდან“ ამონარიდი, სადაც მიყოლებით მოცემულია სხვადასხვა, არათანმიმდევრული თარიღების შეტყობინებების ,,ჩაბარების დასტურები“, არ ადასტურებს მოპასუხე კომპანიის ინფორმირებას სადაზღვევო შემთხვევების თაობაზე.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ მოპასუხეზე შეტყობინება განხორციელდა, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი და მოაპსუხის წარმომადგნელის მიერ იქნა ხელმოწერილი. მოცემულ შემთხვევაში ტომი 3, ს.ფ. 70-74 წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის სახელმწიფო ენაზე არც შესრულებული და არც სათანადო წესით თარგმნილი, შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მისი შინაარსი, რის გამოც ვერ მოახდენს შეფასებას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთვის შეტყობინება უნდა გენახორციელებინა შემთხვევიდან ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ 14 დღის ვადაში, ხოლო ასეთი შეტყობინება წარმოდგენილ მტკიცებულებებით არ დასტურდება, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვისა და გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ არსებული სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში, ს------------------ ჯ------------–-----ი“ არ იყო სათანადო წესით ინფორმირებული, სადაზღვევო შემთხვევების თაობაზე.

 

7.3. სასამართლოსთვის ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 2010 წლის 05 ოქტომბერს, შპს ,,ჩ------------------------------------------ის“ მუდმივმოქმედ ფილიალს და ს---------------------------- ჯ------------–-----ს“ შორის დაიდო სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულება, ხოლო შემდგომში აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში, გაფორმდა კონკრეტულ სახეობაში დაზღვევის ხელშეკრულებები და გაიცა შესაბამისი პოლისები. მითითებული კონკრეტული დაზღვევის პოლისი/ხელშეკრულებების თანახმად, დაზღვეულ პირად (მოსარგებლე, ბენეფიციარი) ამავე ხელშეკრულებების პირობების თანახმად, დაზღვეულად (პოლისის მფლობელი) მიეთითა ჩ-------------------------------------------------ა „ს----------–-------------ის“ ერთობლივი საწარმო. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელსი მოტხოვნა მის მიმართ მოხდეს ანაზღაურება უსაფუძვლოა.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე წარმოდეგნილი ხელშკრულებებითა თუ პოლისებით, არსად არის მითითება ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით, რაც ასევე ერთ-ერთი საფუძველია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებიდან, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სადაზ%ღვევო შემთხვევებს ადგილი ჰქონდა 2011 წლის 13 ივნისიდან 2013 წლის 25 მარტის ჩათვლით (სულ 17 შემთხვევა). ბოლო მათგანი მოხდა 2013 წლის 25 მარტს, 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2013 წლის 26 მარტიდამ და შესაბამისად ამოწურულად უნდა ჩაითვალოს 2016 წლის 26 მარტს.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნები იმის გარდა, რომ არის უსაფუძვლო, ასევე არის ხანდაზმული, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,ჩ------------------------------------------ის (ჩ----------------------------------–-------) სარჩელი ს---------------------------- ჯ------------–-----ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე შპს ,,ჩ------------------------------------------ის (ჩ----------------------------------–-------) მიერ 2015 წლის 07 სექტემბერს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე