მუხლი 809. არასწორი მონაცემების შეტყობინების შედეგები
1. მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულებ
მთავარი მონაცემები
ვადაერთი თვის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ას-1164-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…დაადგინა, რომ შეჯახება სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობას არ გამოუწვევია. შესაბამისად, მეორე მოსარჩელემ იცრუა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების შესახებ. ასეთ ვითარებაში მოპასუხე თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისაგან სსკ-ის 809-ე და 318-ე მუხლების საფუძველზე. 63. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად…
საქმე №ას-469-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
…საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით. ასევე უთითებს ამავე კოდექსის 809-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს…
…კი, ვერ დაამტკიცა, რომ მას სხვა დამცავი საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ჰქონდა. 16. მითითებული პრეტენზიით კასატორი ფაქტობრივად ხელშეკრულების დადების ეტაპზე დამზღვევის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე ( სსკ-ის 809-ე მუხლი) აპელირებს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს. კასატორი არ დავობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოტოციკლს…
…და უკანონოა. სსკ-ის 844-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; 20.6. სსკ-ის 809-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვეველისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ…
…რაც დასტურდებოდა საქმეზე წარდგენილი მზღვეველის მიერ გაცემული 2013 წლის 8 იანვრის წერილის შინაარსით, რომლის მიხედვითაც მზღვეველი პირდაპირ უთითებდა 2010 წლის 11 დეკემბრის ავტოსაგზაო შემთხვევაზე და ამ ინფორმაციის მიუწოდებლობაზე. სამოქალაქო კოდექსის 809-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ…
საქმე №ას-681-902-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2008