გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2018
საქმის ნომერი
160210117002150718
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210117002150718

N2/1043-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ-----------“

წარმომადგენელი - ბე------------ე

მოპასუხეები: ვა----------ი (არ გამოცხადდა), ზი----------------ი

წარმომადგენელი - აი-------------ი

მოპასუხეები: ტა---------------, ნი--------–------ე

თარჯიმნები: ნა--–-------------ა, სუ-------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზი----------------ისთვის, ტა---------------სათვის, ნი--------–------ესა და ვა----------ისათვის სს ,,კრ-----------ს“ სასარგებლოდ, 2016 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად 11 131,78 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 8120 აშშ დოლარი, პროცენტი - 2247,80 აშშ დოლარი, დაზღვევა - 180 აშშ დოლარი, ჯარიმა - 583,98 აშშ დოლარი;

1.2. ზი----------------ისა და ტა---------------სათვის სს ,,კრ-----------ს“ სასარგებლოდ, 2016 წლის 15 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად 545,93 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 450 აშშ დოლარი, პროცენტი - 39,47 აშშ დოლარი, დაზღვევა - 4,80 აშშ დოლარი, ჯარიმა - 51,66 აშშ დოლარი; (იხ. სარჩელი 2-24).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 18 ივლისს, შპს „მი----------------------------–-----------სა" და ზი----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზი----------------მა შპს "მი----------------------------–-----------საგან" ისესხა 9000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1,97%; სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლი განსაზღვრავს რა წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას: ხელშეკრულების 7.1. პუნქტის შესაბამისად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა", ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად - "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება".

 

მსესხებელს ჰყავს თავდებები, კერძოდ ტა---------------, ნი--------–------ე და ვა----------ი, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე - 9000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე 3300 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 400 აშშ დოლარზე; რაც მთლიანობაში შეადგენს 12700 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკს და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 20 ივლისის შემდგომ. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეებს არ დაუფარავთ დავალიანება და არ შეუსრულებიათ ვალდებულება.

 

სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 11 131,78 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 8120 აშშ დოლარი, პროცენტი - 2247,80 აშშ დოლარი, დაზღვევა - 180 აშშ დოლარი, ჯარიმა - 583,98 აშშ დოლარი;

 

2016 წლის 15 ნოემბერს, სს ,,მი----------------------------–-----------სა“ და ზი----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან შპს "მი----------------------------–-----------საგან" ისესხა 450 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 3,5%; სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის მიხედვით გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლი განსაზღვრავს რა წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას: ხელშეკრულების 7.1. პუნქტის შესაბამისად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა", ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად - "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება".

 

მსესხებელს ჰყავს თავდები, კერძოდ ტა---------------, რომელთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა (მოპასუხემ) იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე - 450 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე 200 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 50 აშშ დოლარზე; მომსახურების ყოველწლიურ გადასახდელებზე და ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთლიან ვალდებულებებზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 700 აშშ დოლარს და 14000 ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკს და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 21 აგვისტოს შემდგომ. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეებს არ დაუფარავთ დავალიანება და არ შეუსრულებიათ ვალდებულება.

 

სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 545,93 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 450 აშშ დოლარი, პროცენტი - 39,47 აშშ დოლარი, დაზღვევა - 4,80 აშშ დოლარი, ჯარიმა - 51,66 აშშ დოლარი;

 

2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მი----------------------------–-----------დ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ-----------“ (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-24).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა ზი----------------მა, ტა---------------მ, ნი--------–------ემ და ვა----------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს (იხ. შესაგებელი ს.ფ. 121-129).

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ზი----------------მა და ვა----------მა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილის - 1400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რაც მთლიანობაში შეადგენს 9550 აშშ დოლარს. მოპასუხე ზი----------------მა სრულად ცნო სარჩელი მისთვის 2016 წლის 15 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 545,93 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოპასუხეებმა მოითხოვეს პირგასამტეხლოს გადახდისაგან განთავისუფლება (იხ. 18.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ტა---------------მ და ნი--------–------ემ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სესხი აიღო ზი----------------მა და ვალიც მან უნდა გადაიხადოს (იხ. 18.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 18 ივლისს, შპს „მი----------------------------–-----------სა" და ზი----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან შპს "მი----------------------------–-----------საგან" ისესხა 9000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ თვიურად 1,97%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

2016 წლის 15 ნოემბერს, სს ,,მი----------------------------–-----------სა“ და ზი----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან შპს "მი----------------------------–-----------საგან" ისესხა 450 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 3,5%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.07.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-28);

- 15.11.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32);

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულებების მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.07.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-28);

- 15.11.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32);

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულებების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს ,,მი----------------------------–-----------ს” მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიში”. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მი----------------------------–-----------”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.07.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-28);

- 15.11.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32);

- შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ს.ფ. 34-38);

- საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 39-42, 48-51);

- შეთანხმება დაზღვევის პოლისში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 43-47, 59-61);

- საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის განაცხადი (ს.ფ. 52-53)

- სიცოცხლის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 54-58).

 

3.1.4. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 18.07.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-28);

- 15.11.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32);

 

3.1.5. შპს ,,მი----------------------------–-----------სა” და ზი----------------ს შორის დადებული 2016 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ტა---------------სთან, ნი--------–------ესთან და ვა----------თან, დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.

 

შპს ,,მი----------------------------–-----------სა” და ზი----------------ს შორის დადებული 2016 წლის 15 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ტა---------------სთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 62-70);

 

3.1.6. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 62-70);

 

3.1.7. 2016 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულების თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე - 9000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე 3300 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 400 აშშ დოლარზე; რაც მთლიანობაში შეადგენს 12700 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

2016 წლის 15 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდები ტა--------------- გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე - 450 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე 200 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 50 აშშ დოლარზე; მომსახურების ყოველწლიურ გადასახდელებზე და ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთლიან ვალდებულებებზე 14000 ლარზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 700 აშშ დოლარს და 14000 ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 62-70);

 

3.1.8. 2016 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 20 ივლისიდან, ხოლო 2016 წლის 15 ნოემბრის სესხზე მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 21 აგვისტოდან. მოპასუხეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 73-86);

- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 71-72);

 

3.1.9. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მი----------------------------–-----------დ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ-----------“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 93-94).

 

3.1.10. 2016 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კრ-----------ს“ მიმართ შეადგენს 11 131,78 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 8120 აშშ დოლარი, პროცენტი - 2247,80 აშშ დოლარი, დაზღვევა - 180 აშშ დოლარი, ჯარიმა - 583,98 აშშ დოლარი;

 

2016 წლის 15 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კრ-----------ს“ მიმართ შეადგენს 545,93 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 450 აშშ დოლარი, პროცენტი - 39,47 აშშ დოლარი, დაზღვევა - 4,80 აშშ დოლარი, ჯარიმა - 51,66 აშშ დოლარი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 18.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 87).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,კრ-----------ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრ-----------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 411-ე, 416-418-ე, 463-465-ე, 623-ე, 625-ე, 799-ე, 806-ე, 815-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ივლისს, შპს „მი----------------------------–-----------სა" და ზი----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან შპს "მი----------------------------–-----------საგან" ისესხა 9000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, თვეში 1,97%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. ასევე 2016 წლის 15 ნოემბერს, სს ,,მი----------------------------–-----------სა“ და ზი----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან შპს "მი----------------------------–-----------საგან" ისესხა 450 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. თვეში 3,5%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ივლისის სესხზე მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 20 ივლისის შემდგომ, ხოლო 2016 წლის 15 ნოემბრის სესხზე მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 21 აგვისტოს შემდგომ. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილები ჩაბარდათ პირადად. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.

 

მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის ზი----------------ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების დროულად და სრულად გადახდის შესახებ. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად), სარგებლისა და საკომისიოს თანხის დაკისრების საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ მოითხოვა ჯარიმის გადახდისაგან განთავისუფლება მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ივლისს გაცემული სესხი ვადაგადაცილებულია 2017 წლის 20 ივლისიდან, ხოლო 2016 წლის 15 ნოემბრის სესხი - 2017 წლის 21 აგვისტოს შემდგომ. სასამართლო ითვალისწინებს ვადაგადაცილებული თანხის ოდენობას, ვადაგადაცილებული დროის პერიოდს და მიაჩნია, რომ დარიცხული ჯარიმა არის ადეკვატური.

 

6.2. სს ,,კრ-----------“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ტა---------------მ, ნი--------–------ემ და ვა----------მა თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხეებმა ზი----------------მა და ვა----------მა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, კერძოდ, 9550 ლარის დაკისრების ნაწილში, მთლიანი მოთხოვნის 85%-ის ნაწილში. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროთ იმ ნაწილის შესაბამისად, რაც მათ არ უცნიათ, ხოლო მოპასუხეებს ტა---------------ს და ნი--------–------ეს სარჩელი არ უცნიათ, შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს სახელმწიფო ბაჟის სრულ თანხაზე. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 855,33 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დარჩენილი ბაჟის 135,31 ლარისა და მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხეებს ზი----------------სა და ტა---------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 720,02 აშშ დოლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამონაწერის განახლებისა და სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი იქნა 32 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 32 ლარის ოდენობით.

 

სს ,,კრ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს ზი----------------სა და ტა---------------ს 2016 წლის 15 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრათ 545,93 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ზი----------------მა სრულად ცნო სარჩელი, შესაბამისად, იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ტა---------------მ სარჩელი არ ცნო, რის გამოც, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებს ზი----------------სა (პ/ნ 10001038643) და ტა---------------ს (პ/ნ 10001038649) აეკრძალათ მათ თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ბოლნისის რაიონი, სოფელი ზემო არქევანი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - 80.03.64.318) მათი კუთვნილი წილების გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.

 

ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად ზი----------------სა და ტა---------------ს სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,კრ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ზი----------------ს, ტა---------------ს, ნი--------–------ეს და ვა----------ს მოსარჩელე სს ,,კრ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა:

2.1. სესხის ძირითადი თანხა - 8120 აშშ დოლარი;

2.2. სარგებელი - 2247,80 აშშ დოლარი;

2.3. სიცოცხლის დაზღვევა - 180 აშშ დოლარი;

2.4. პირგასამტეხლო - 593,98 აშშ დოლარი.

 

3. მოპასუხეებს ზი----------------სა და ტა---------------ს მოსარჩელე სს ,,კრ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 15 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა:

3.1. სესხის ძირითადი თანხა - 450 აშშ დოლარი;

3.2. სარგებელი - 39,47 აშშ დოლარი;

3.3. სიცოცხლის დაზღვევა - 4,80 აშშ დოლარი;

3.4. პირგასამტეხლო - 51,66 აშშ დოლარი.

 

4. მოპასუხეებს ტა---------------სა და ნი--------–------ეს მოსარჩელე სს ,,კრ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 720,02 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. მოპასუხეებს ზი----------------ს, ტა---------------ს, ნი--------–------ეს და ვა----------ს მოსარჩელე სს ,,კრ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 135,31 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. მოპასუხეებს ზი----------------ს, ტა---------------ს, ნი--------–------ეს და ვა----------ს მოსარჩელე სს ,,კრ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ 32 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

7. მოპასუხეებს ტა---------------ს მოსარჩელე სს ,,კრ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე